საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი დიასამიძე, გულიკო კაკაბაძე, რევაზ კვაჭანტირაძე და სხვები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N647 |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი დიასამიძე, გულიკო კაკაბაძე, რევაზ კვაჭანტირაძე, მაია ჟღენტი, რამაზ კვაჭანტირაძე, ზვიად მახარაძე, როლანდ ბოლქვაძე, მამია მახარაძე, მერი გურგენიძე, მედეა ლომთათიძე, ბეგლარ ცეცხლაძე, კაკო |
თარიღი | 4 მაისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით "და ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.სადაო ნორმასა და კონსტიტუციის 82-ე და 84 მუხლებს შორის იზღუდება მოსარჩელეების უფლება, ,2013 წლის 06 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #440 ბრაძენებით ცვლილებები შევიდა ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით ერთმევათ საკუთრების უფლება. სახელდობრ, ა) სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ”საკონსტიტუციო სასამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული უფლებები; ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება ნორმატიული აქტის კონტიტუციორობის შემოწმებას კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებით; დ) სარჩელში მითითებული სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ არის დარღვეული, რადგან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული რაიმე ვადა მოცემული საკითხის განხილვისათვის; ვ) არ არსებობს გასაჩივრებულ საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადაო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. ვითხოვთ, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნას ცნობილი ნაწილობრივ,გამოსახლების ნაწილში კერძოდ: 2013 წლის 06 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #440 ბრაძენებით შესული ცვლილება ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით დამტკიცებული წესი. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბინებიდან ადამიანების გამოსახლება არ უნდა ხდებოდეს. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 20013 06 ივნისის 747¬ე ბრძანებით, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ, განხორციელდა ცვლილებები, იგი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა, აღნიშნული წესი ვრცელდებოდა, მათ შორის საკუთრებაში არსებული ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის იმ შემთხვევებზეც, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება, ან სასამართლოში სამოქალაქო¬ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობდა.სასამართლოში დავების დასრულებამდე, გამოსახლება არ მოხდება.ბოლო ცვლილების შეტანამდე კი, შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 18 მარტის 184¬ე ბრძანების მეორე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი არ ვრცელდებოდა იმ შემთხვევებზე, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა. ამას გარდა, აღნიშნული ბრძანების მერვე მუხლის ე პუნქტი ითვალისწინებდა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების შეწყვეტას უძრავ ნივთთან დაკავშირებით. ანუ, 2013 წლის 18 მარტამდე მოქმედებდა წესი, რომ ადამიანებს სახლებიდან იმ შემთხვევებშიც კი ასახლებდნენ, როდესაც საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა. მაგალითად, მოსარჩელეების უმეტეს ნაწილს თაღლითური გზით ბინა წაართვეს და საქმე აღსრულებაშია,რომლებსაც საჩივარი აქვთ შეტანილი პოლიციაში და დაწყებულია გამოძიება. აღნიშნული ცვლილებით მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომ, თუკი სადავო ბინასთან დაკავშირებით გამოძიება ან სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ამით გამოსახლების პროცესი ავტომატურად ჩერდებოდა. იპოთეკით დაზარალებულები ახალ შეტანილ ცვლილებას 747–ში 184¬ე ბრძანებაში მიესალმებოდნენ, რადგან ეს იყო შვება ადამიანებისთვის, ვისაც ამ გადაწყვეტილებით, საქმის საბოლოდ გამორკვევამდე, საკუთარ სახლებში ცხოვრების უფლება შეუნარჩუნდათ. მაგრამ 2013 წლის 06 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის #440 ბრაძენებით ცვლილებები შევიდა ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის №747 ბრძანებით დამტკიცებულ წესში. კერძოდ, მასში შეტანილ იქნა შემდეგი ცვლილება: 1.პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,აღნიშნული წესი ვრცელდება მათ შორის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის იმ შემთხვევებზე, რომლებზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ან სასამართლოში სამოქალაქო/ადმინისტრაციული დავა.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა. ამ ბრძანების მეორე მუხლის შესაბამისად ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. ცვლილებების შეტანამდე მინისტრის 2013 წლის 18 მარტის 184 ბრძანების მეორე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ამ ბრძანებით დადგენილი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესი არ ვრცელდებოდა იმ შემთხვევებზე, რომლებზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლის გამოძიება. ამას გარდა, აღნიშნული ბრძანების მერვე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების შეწყვეტას უძრავ ნივთთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შემთხვევაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელეებისათვის გაურკვეველია, თუ რატომ შეიტანა ცვლილებები შსს მინისტრმა 747 ბრძანებაში თუ ის სამი თვის შემდეგ უნდა გაეუქმებინა,რომლის მეშვეობითაც საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული გამოძიება ან სასამართლო დავა გამოსახლების პროცესს ავტომატურად აჩერებდა, მისივე განხორციელებული სასიკეთო ცვლილება გააუქმა, რამაც ხელი შეუწყო იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის მასიურ გამოსახლებას. თუ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირს შეუძლია მიმართოს პოლიციას. ასეთი ცვლილება შეტანილ იქნა სამოქალაქო კოდექსში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსმა შესაძლებელი გახადა გამოსახლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. შსს მინისტრის #747 ბრძანება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. ეს ბრძანება განსაზღვრავს გამოსახლების პროცედურას. ამ ბრძანებით ჩატარებული პროცედურის საფუძველზე ძალიან მოკლე ვადებში ხდება პირის გამოსახლება დაკავებული ფართიდან, თუ ის ვერ წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელის დამადასტურებელ დოკუმენტს. ეს ბრძანება ნებისმიერ აქტზე მაღლა დგას, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს გასაჩივრების შემთხვევაში და პოლიციის მოქმედებას ვერავინ შეაჩერებს. ასეა არის განმარტებული ამ ბრძანებაში, რომელიც შსს მინისტრის 747 ბრძანებით პოლიციიდან უბნის რწმუნებულების მიერ მოსარჩელეები გაფრთხილებული იქნენ სიტყვიერად, რომ რამდენიმე დღეში გამოეთავისუფლებინათ საცხოვრებელი ფართი, თავისივე ნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანო განახორციელებდა იძულებით გამოსახლებას. გამოსახლებასთან დაკავშირებული ცვლილება გამოქვეყნდა “საკანონმდებლო მაცნეში” რომ 2013 წლის 6 ივნისის 440 ბრძანება გამოსახლების პროცეს აღარ აჩერებს, რაც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, როცა არსებობს აშკარა და კონკრეტული საფრთხე, რომ გამოსასახლებელი პირის ჯანმრთელობას შეიძლება მძიმე ზიანი მიადგეს ან იგი შეიძლება გარდაიცვალოს გამოსახლების პროცესზე, ფიზიკური ან მორალური ზიანის გამო. დღესდღეობით, ჯანმრთელობის დარღვევის საფრთხე არ იწვევს პროცესის შეჩერებას, რომელიც ოჯახების არსებული ფორმით გამოსახლება საცხოვრებლის უფლების დაცვის სტანდარტს ეწინააღმდეგება და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საკანონმდებლო დოკუმენტები დეტალურად არ არეგულირებენ აღნიშნულ საკითხს. საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმომწერი მხარეა. "რის გამოც სამართალდამცავ ორგანო ვალდებულია, დაიცვას მთელი რიგი ნორმები ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარის მონაწილეობასთან, საქმის გარემოებების გამორკვევასთან, მტკიცებულებათა გამოკვლევასთან, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მხარისათვის გაცნობასთან დაკავშირებით. ვითარების საფუძვლიანად შესწავლის გარეშე ადამიანების გამოსახლების პროცესის წარმართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ადამიანის უფლებათა დაცვისადმი გულგრილი დამოკიდებულების მაჩვენებელია. აღნიშნული ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტსა და 21-ე მუხლს. გასაჩივრებული ნორმატული აქტით, საპოლიციო გამოსახლება იმ ფორმებითა და მეთოდებით, როგორც დღეს ხორციელდება სახელმწიფოში გადამეტებულია და მოსარჩელეების უფლებები ილახება. ასეთი ტიპის მოქცევა ფაქტობრივად გათანაბრებულია წამებასთან. რადგან უამრავი მაგალითია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, არსებულ ვითარებაში მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ვერ უძლებენ ასეთ სტრესს და გამოსავალს მხოლოდ სიცოცხლის თვითმკველელობით დასრულებაში ხედავენ. სუიციდის ფაქტი მოხდა ესპანეთში, რამაც ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ესპანეთის ბანკები იძულებული გახდნენ ორი წლით შეეჩერებინათ იპოთეკური დავალიანებების გამო მსესხებლებისთვის უძრავი ქონების ჩამორთმევა. საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა განახორციელოს ანალოგიური ქმედება, რომლითაც იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა შეინარჩუნებს საცხოვრებელ ფართს, სახელწიფოს მთავარი ვალდებულებაა ხალხის პრობლემებზე ზრუნვა და გამოსავალის პოვნა არსებული მდგომარეობის თავიდან დასაღწევად. სამართლიანი იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების და სასამართლოში საქმეზე საბოოლო გადაწყვეტილების გამოტანამდე უძრავი ქონებიდან მოქალაქეების გამოსახლების პროცესი შეჩერებულიყო, როგორც ეს აქამდე იყო დაშვევებული და მოსარჩეელების უფლებები არ დაირღვეოდა სანამ საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება ან სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების გამოტანამდე გამოსახლების პროცესი შეჩერდებოდა აღარ დაირღვეოდა ამ ოჯახების უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ მეორე და მესამე პუნქტთან მიმართებით.მინისტრის ბრძანებამ და სამოქალაქო კოდექსში შესულმა ცვლილებამ გამოსახლების საკითხი გაიყვანა სასამართლოს კონტროლიდან და მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს განსახილველი, გადასაწყვეტი და შესასრულებელი გახადა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა საზოგადოებაში სასამართლოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. გარდა ამისა, სასამართლო ადამიანისთვის უნდა იყოს თავის დაცვის ეფექტური საშუალება. სასამართლო არ უნდა იყოს თავის დაცვის საშუალება ფორმალურად, არამედ ნებისმიერი პირისთვის თავის რეალური დაცვის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს, სასამართლო პირის უფლების დარღვევის აღკვეთის საშუალებას უნდა იძლეოდეს. მოცემულ შემთხვევაში ასე არ არის. ამიტომ მთელი ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც ზოგადად გამოსახლებას ეხება და მოცემულ შემთხვევაში პოლციციური გამოსახლება თავისთავად ანტიკონსტიტუციურია, რომელიც უხეშად არღვევს გამოსასახლებელი პირის და იქ მცხოვრები სხვა პირის უფლებებსაც, რომელიც ფლობენ ქონებას, თუმცა დავალიანების გამო ან სხვა მიზეზების გამო დაკარგეს ქონება.საერთაშორისო სამართალიც ზოგადად გამოსახლებას ამ თვალსაზრისით უყურებს, საერთაშორისო სამართალი თვლის, რომ გამოსახლების შემთხვევაში არა მარტო ბინის ქონის უფლება ირღვევა, არამედ, ბინის ქონის უფლებასთან ერთად, ირღვევა ის უფლებები, რომლებიც მასთან არის კავშირში, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება და ა.შ. ანუ თუ ადამიანის ბინის უფლება ირღვევა, ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილი უფლებებიც ირღვევა, რადგან ადამიანი ქუჩაში რჩება. ამიტომ სახელმწიფოს ევალება ძალიან კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რომ არ დაირღვეს პირის უფლებები. ამ თვალსაზრისით არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი. ეს არის გაეროს მიერ 1966 წელს მიღებული "ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტი". ამ პაქტის მე-11 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას, ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა. საქართველო მიერთებულია ამ პაქტთან. ეს პაქტი არის საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი. ამ პაქტს გაეროს შესაბამისი სახელწოდების კომიტეტმა მისცა განმარტებები, კონკრეტულად კი - მის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. აი, როგორ განმარტავს გაეროს კომიტეტი ოფიციალური ზოგადი კომენტარით მოცემულ შემთხვევას: "იძულებითმა გამოსახლებამ იმავდროულად შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა, მათ შორის, სიცოცხლის, უსაფრთხოების, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობის, საცხოვრების ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებები" საქმე “საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” (განაცხადი №18768/05) 2010 წლის 27 მაისს გამოვიდა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საღინაძის საქმეზე. საღინაძეც დევნილია და საქმე ეხებოდა სწორედ მის უკანონო გამოსახლებას. ევროპის სასამართლომ საღინაძის გამოსახლება უკანონოდ ცნო. ევროსასამართლომ იქაც დაადგინა, რომ სასამართლოს გარეშე არ შეიძლება. საღინაძე და მისი ოჯახი პოლიციის ძალით გამოასახლეს. ევროპის სასამართლო პირდაპირ დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის ამ გადაწყვეტილებას და მისი არგუმენტები გაიზიარა. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოხსენიებულია და დაადგინა, რომ საღინაძის საქმეზე ეს გადაწყვეტილება დასაბუთებულად არ იქნა უზენაესი და სხვა სასამართლოების მიერ გამოყენებული. საღინაძის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამარლომ, დაადგინა საღინაძის ოჯახის უკან შესახლება. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება და უარი უთხრა საღინაძეს სარჩელზე. უზენაესი სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს 2001 წლის გადაწყვეტილება დასაბუთებულად უნდა იყოს უარყოფილი. უზენაესი სასამართლოს 2001 წლის აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის სასამართლომ პრეცედენტად მიიჩნია. ეს არის პრეცედენტული გადაწყვეტილება არა მარტო საქართველოსთვის. ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია სახელმწიფოსათვის, ასეთ საქმეებზე საქართველოს ხელისუფლებისთვის დავა საკმაოდ უპერსპექტივოა. საღინაძის საქმესთან დაკავშირებით მეორე და მესამე ინსტანციაში თითო-თითო მოსამართლე განსხვავებულ აზრზე დარჩა. ევროსასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ევროსასამართლომ გამოსახლება შეიყვანა ევროკონვენციის მე-8 მუხლისა და პირველი ოქმის პირველი პუნქტის დაცვის ქვეშ. ეს არის პირადი და ოჯახური ცხოვრებისა და საცხოვრისის პატივისცემის უფლება. ევროსასამართლომ თქვა, რომ აღნიშნული უფლება დარღვეულია საღინაძის მიმართ.რაც დარღვეულია საღინაძის მიმართ უკანონო გამოსახლებით და სრულ თანხმობაშია გაეროს დოკუმენტებთან. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის უგულვებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს სავალალო შედეგები როგორც საზოგადოების ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ნებისმიერი ვალდებულება უნდა შესრულდეს სრულად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ნებისმიერ პირს კი აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება თავისი უფლების ხელყოფის ან დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით ნებისმიერი პირისთვის გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ეს უკლებლივ ყველა სამართლებრივ ურთიერთობას ეხება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა