ირაკლი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1763 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი მარგველაშვილი |
თარიღი | 20 იანვარი 2023 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მეორე ნაწილი: 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს: ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი; ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები; გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ; დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას განიხილოს ნორმატიულ აქტთა შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სარჩელის საფუძველზე.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, უთითებს იმ ნორმატიულ აქტებს, რომლეთა (რომელთა ნაწილის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხების განხილვის უფლებამოსილება გააჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განმარტავს: „საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები“.
ვინაიდან ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ წარმოადგენს საქართველოს ორგანულ კანონს, მისი ნაწილის კონსტიტუციურობის დადგენა ზემოთაღნიშნული მუხლის თანახმად, განეკუთვნება საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს.
გასათვალისწინებელია, ამავე ორგანული კანონის 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რომლებიც საკუთრივ განმარტავენ: „1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას“.
ზემოთქმული ნორმების გარდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას მანიჭებს ორგანული კანონის 311. ასევე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ დარღვეულია ან მომავალში შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ჩემი და საზოგადოების სხვა წევრთა უფლებები და თავისუფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მასში არ ფიგურირებს ამავე კანონის 313 მუხლით დადგენილი სარჩელის მიუღებლობის საფუძვლები, კერძოდ:
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-12 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) შესაძლებელია მსჯელობა კანონის სადავოდ ქცეული ნორმების კონსტიტუციურობაზე;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია პირის უფლება, დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, რაც გულისხმობს პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოებს, (როგორც საერთო სასამართლოებს ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს) დარღვეული უფლებების ან იმ უფლებათა დასაცავად, რომლებიც შესაძლოა დაირღვეს კონკრეტულ პირთა უკანონო ჩარევის, უკანონო აქტის გამოცემის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმის ფუნქციონირების პირობებში.
ხსენებულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია თითოეულ პირს გააჩნდეს საკმარისი შესაძლებლობა მკაფიოდ განსაზრვრული ნორმის საფუძველზე მიმართოს ამა თუ იმ სასამართლოს შესაბამისი მიზნით. რამდენადაც, თუ პირს არ ექნება სასამართლოებისათვის მიმართვის ნორმატიული საფუძველი, იგი ვერ შეძლებს უფლებების დაცვასა და განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოსათვის მისამართად აუცილებელი ნორმის არსებობის გარდა, საჭიროა ხსენებული ნორმის გამართულობა, რაც ნებისმიერი ნორმატიული აქტის შემთხვევაში, გულისხმობს როგორც კანონის ზუსტ გადმოცემას, ასევე მის ლოგიკურ საწყისს და რაციონალურ მიმართებას კანონის მიზანთან.
სადავო ნორმის ანალიზისას ვაკვირდებით შემდეგ ფორმულირებას:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს:
ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;
გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.“
ამდენად ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მისამართად, შესაბამისი სასარჩელო ფორმის გარდა აუცილებელია სარჩელს ერთვოდეს: ფურცელზე დაბეჭდილი სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი; მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები; საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ და კონსტიტუციური სარჩელის ელეტრონული ვერსია.
ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარე, (ასევე დადგენილი პრაქტიკით), ცალსახაა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოს აუცილებლად მატერიალური ფორმით უნდა წარედგინოს, გარდა ამისა, მას უნდა ერთვოდეს ისეთი დანართები, რომლეთა მატერიალური ფორმით წარდგენა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, მაგალითად: ფურცელზე დაბეჭდილი სადავო ნორმატიული აქტის შინაარსი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სარჩელს ელექტრონული ვერიის სახით ერთვის დისკზე (Microsoft word-ის ფორმატში) ჩაწერილი სარჩელის ელექტრონული ვერსია, რომ არაფერი ვთქვათ ნებისმიერი სადავო ნორმის საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე.
ასევე გაუგებარია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (დედნის) წარმოდგენის სავალდებულობასთან დაკავშირებული მიდგომა, რომელიც უფრო მეტ გაუგებრობას იძენს კანონში შესაბამისი მითითების არ არსებობის პირობებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მიდგომა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რომელიც განმტკცებულია შესაბამისი ნორმატიული აქტით, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, სადაც ყველა ჩანაწერში სადაც ფიგურირებს „სახელმწიფო ბაჟი“ ასევე მითითებულია აღნიშნული დოკუმენტის „დედნის“ სახით წარდგენის ვალდებულება (თუმცა საერთო სასამართლოებში შესაბამისი ვებ საიტის ecourt.ge-ს გამოყენებით შესაძლოა სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების ატვირთვა ელექტრონულად, ასევე დასაშვებია რიგი დოკუმენტების მარტივად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა დასკანერებული ფორმით), განსხვავებით „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისგან, სადაც სახელმწიფო ბაჟის დედნის სახით წარდგენასთან დაკავშირებით არ გვხვდება არანაირი დათქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარი და პარადოქსულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა პირთა მიერ სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაციის მატერიალლური ფორმით წარდგენის სავალდებულოებასთან დაკავშირებით, იმდენად რამდეანდაც კანონი და ასევე თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინოს სასამართლოს ელექტრონული ფორმით, რა დროსაც არ იქნება საჭირო სარჩელის CD დისკზე ჩაწერა (აღნიშნული პროცესი თავის მხრივ ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა დისკის და ჩანწერის ფორმატი, დისკის ხარისხი და ა.შ) და არც სადავო ნორმატიული აქტის ფურცელზე დაბეჭდვა.
აღნიშნულილ ნორმატიული „აპენდიქსი“ რაც სარჩელის თანდართულ დოკუმენტთა ჩამონათვალში სავალდებულო სახის დანართებად ფორმალურ, გამოუსადეგარ საგანთა ჩამონათვალს განსაზღვრავს არ ემსახურება ლოგიკურ ან/და რაციონალურ მიზნებს, არამედ მხოლოდ ართულებს სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას და დაუსაბუთებელ წინაღობას ქმნის პირთთვის თავიანთი უფლების დასაცავად.
გაურკვეველი დანართების წარდგენის სავალებულოების გარდა, აღნიშნული ნორმა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას, რაც სასასმართლო საქმის წარმოების თანამედროვე განვითარების პირობებში, მეტად პრიმიტიულად და არაადეკვატურად უნდა ჩაითვალოს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობას და საფოსტო გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებულ მრავალ სირთულესთან რაც შესაძლოა გამოიხატოს, როგორც მოცულობითი საქმის გადაგზავნის ღირებულებით ასევე გზავნილის ადრესატამდე ჩასვლის ხანგრძლივობით, რაც თავის მხრივ შესაძლოა მრავალ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული.
შესაბამისად ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა რთულდება (თუნდაც უმნიშვნელოდ) ერთი მხრივ, მხოლოდ ფორმალური ხასიათის დანართების წარდგენის ვალდებულებით ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენების შეუძლებლობითა და ისევ და ისევ იმ სირთულეებით, რომლებსაც შესაძლოა სასამართლოს თანამშრომელი წააწყდეს დისკზე დოკუმენტის არასწორი ფორმატით ჩაწერით ან დისკის დაზიანებით გამოწვეული უხარისხობიდან გამომდინარე, რაც არანაირად არ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.
ამდენად, მთელი რიგი გაუგებარი დანართების მატერიალური ფორმით დართვის ვალდებულების არსებობით, საქმის ელექტრონულად მიწოდების დაუშვებლობის დადგენიდან გამომდინარე სადავო ნორმა წარმოუდგენლად არაადეკვატურ (ანუ გამოუსადეგარ) წინაღობას ქმნის სასამართლოსათვის მიმართვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, რაც თვის მხრივ აჭიანურებს საქმის მიღებისა და განხილვის პროცედურას, რის გამოც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მეორე ნაწილს უნდა დაეკარგოს ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გამორიცხულია სასამართლოსთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით მიწოდება.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა