საქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1272 |
ავტორ(ებ)ი | მამუკა ჭანტურია |
თარიღი | 31 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. „საერთო სასამართლოების შესახებ „ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადება „სასამართლოს მანდატურის ზღვრული ასაკი 50 წელია“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი |
„საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადება „სასამართლოს მანდატურის ზღვრული ასაკი 50 წელია“ |
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები |
„საერთო სასამართლოების შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადება „სასამართლოს მანდატურის ზღვრული ასაკი 50 წელია“ |
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მამუკა ჭანტურიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილი სარჩელი თავისი ფორმითა და შინაარსით სრულად აკმაყოფლებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს. არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები.სარჩელში მითითებულია:
ა)საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
ბ)მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;
გ)სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიღების დრო, მიმღები ორგანო,
დ)საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი , რომლებსაც მოსარჩელის აზრით არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი;
ე)მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას;
ვ)მოთხოვნის არსი;
ზ)სამართლებრივი დებულებები, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს უფლებას წარადგინოს კონსტიტუციური სარჩელი;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოგახსენებთ , რომ მამუკა ჭანტურია, დაბადებული ქ. თბილისი , 1967 წლის 14 დეკემბერი, მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე. იგი 2005 წელს დაინიშნა აღნიშნულ პოზიციაზე და დღემდე ასრულებს მანდატურის მოვალეობებს საერთო სასამართლოების სისტემაში. სადავო ნორმის , „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად(„სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია“)მას უსრულდება 50 წელი და იგი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან 2017 წლის 14 დეკემებრს, რაც გამოიწვევს მისთვის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ შედეგს.
აქვე,
მოსარჩელე მამაუკა ჭანტურია თვლის რომ სადავო ნორმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადება მის მიმართ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს და მას ყოველგვარი ალტერნატიული შეთავაზების(მაგალითად არასრული პენსიის სახით) გარეშე ტოვებს უსამსახუროდ, რაც ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისთვის, პირადად, ასევე მისი ოჯახისათვის. მას ყავს მეუღლე, არასრუწლოვანი შვილი და კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრი(ოთხმოცი წლის დედა). მას არ აქვს დამოუკიდებელი საცხოვრისი.(დღემდე ცხოვრობს ქირით).აღნიშნული პირობების გათვალისწინება თავის თავში სადავო ნორმის შინაარსს არ შეუძლია და არც ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ , მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა