სს „საქსათბომბშენი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1217 |
ავტორ(ებ)ი | სს "საქსათბობმშენი" |
თარიღი | 3 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, საკონსტიტუციო სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არც ერთი საფუძველი, კერძოდ: ა. სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს; ბ. ვარ სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირი. მე გამაჩნია უშუალო იურიდიული ინტერესი მოცემული სარჩელის აღსაძრავად, რამდენადაც ვარ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე და რომელსაც სადავო ნორმა არ მიიჩნევს სახელმწიფო კომპენსაციის სუბიექტად; გ. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კერძოდ, მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს; დ. სარჩელში დასმული სადავო საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე. სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით ვ. არ არის დარღვეული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა, რამდენადაც ასეთი მოთხოვნისთვის კანონი არ განსაზღვრავს რაიმე ვადას; ზ. არ არსებობს გასაჩივრებული საკანონმდებლო აქტზე იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის 74 მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელიც
კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. როდესაც უფლების შინაარსზეა საუბარი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ უფლებით სარგებლობა იურიდიულ პირს თავად უნდა შეეძლოს. გამომდინარე იქიდან, რომ 45-ე მუხლი თავად არ ადგენს რომელიმე კონკრეტულ უფლებას, იურიდიული პირების მიერ სხვა უფლებებით სარგებლობისას გამოყენებული უნდა იქნას შესაბამისი უფლებისათვის დადგენილი შეზღუდვის საერთო საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება სხვადასხვა ფორმებით აღიარებულია თითქმის ყველა სამართლებრივ სისტემაში. დღეს ამ პრინციპის მნიშვნელობისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ დემოკრატიულ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი არსებობს: ,,კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს”. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება საქართველოში განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით. კონსტიტუციის ამ ნორმას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი გააჩნია, უფლების შინაარსისა და ფარგლების განმსაზღვრელი განმარტებები მრავლად გვხვდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში.
საკუთრების უფლება კონსტიტუციიდან გამომდინარე ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. ერთ საქმეში დამატებით დაზუსტდა აღნიშნული და ხაზი გაესვა იურიდიული პირის და მისი დამფუძნებლების ქონების გამიჯვნის საკითხს: „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. სააქციო საზოგადოება რომელიც ნებაყოფლიბით ყალიბდება თვითონ ხდება შეტანილი ქონების მესაკუთრე და მას ისევე იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, როგორც ნებისმიერ ფიზიკურ პირს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლში მემკვიდრეობის უფლებაზეცაა მითითება, დასახელებული ნორმა რეალურად აღიარებულია როგორც საკუთრების უფლების გარანტი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „მემკვიდრეობის უფლების გარანტია ავსებს საკუთრების გარანტიას როგორც ასეთს და ამ უკანასკნელთან ერთად ქმნის კონსტიტუციით გათვალისწინებული კერძო საკუთრებითი წესრიგის საფუძველს. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ერთად ქმნიან იმ საზოგადოებრივი წყობილების არსებით, ძირითად ელემენტებს, რომლებიც ადამიანის კერძო ავტონომიის პრინციპს ემყარება.“ საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს საქართველოს კონსტიტუციაში საკუთრების უფლების ძირითადი მნიშვნელობა და ასევე განმარტებულ იქნა ის ძირითადი საფუძვლები, რომლებიდანაც გამომდინარეობს აღნიშნული გარანტია: „....კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. კერძოდ კი: ა) მისი ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების მიმართულებებს და ხელისუფლების ადამიანთან შესაძლო ურთიერთობის შინაარსს. ეს პრინციპებია: დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ხელისუფლების ადამიანთან ურთიერთობის შინაარსის განმსაზღვრელი ნორმა-პრინციპი მოცემულია ასევე კონსტიტუციის მე-7 მუხლში, რომლის თანახმადაც: «სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით». საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ამავდროულად, საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.“ კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ „საკუთრების უფლება“ აღიარებული და ხელშეუვალია და დამატებით მეორე წინადადება ხაზს უსვამს მის სხვადასხვა კომპონენტთა „საყოველთაო გაუქმების აკრძალვას“. 2007 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საკუთრების უფლების კონსტიტუციური გარანტია პირველ რიგში სახელმწიფოს მიმართ მოქმედ ნეგატიურ აკრძალვას გულისხმობდა (საკუთრების უფლების ნეგატიური ასპექტი). მოქალაქეს აქვს გარანტია, რომ სახელმწიფო მის კერძო საკუთრებას არ ხელყოფს და ამისთვის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით სარგებლობს. ამავდროულად ეს გარანტია სახელმწიფოს ავალდებულებს მოახდინოს უფლების პოზიტიური იმპლემენტაცია კანონმდებლობაში (საკუთრების უფლების პოზიტიური ასპექტი), კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგის შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი თავად კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელიც კონსტიტუციითვე დადგენილი კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსების გზით უნდა განსაზღვროს კანონმდებელმა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა