საქართველოს მოქალაქე ნატალია დარჩია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N861 |
ავტორ(ებ)ი | ნატალია დარჩია |
თარიღი | 5 დეკემბერი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი წარმოდგენილია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის დაცვით:
საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხი ეხება სადავო აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობას. ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან წინააღმდეგობაში მოდის განსახილველი ბრძანება, რადგან აღნიშნული აქტით იგნორირებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. წარმოდგენილ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი სამოქალქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანება, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მსჯავრდებული/ბრალდებული პაციენტების გეგმიური სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული ბრძანების თანახმად, პაციენტს ენიჭება რიგითი ნომერი და მათი სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანა ხდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით. უფლების ხელყოფის მსხვერპლი: ნატალია დარჩია არის #5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, რომელსაც აქვს მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები. 2014 წლის 24 აგვისტოს, მსჯავრდებული დარეგისტრირდა რეფერალის ერთიან ელქტრონულ რიგში (საერთო რიგი ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის) ურეთრის პოლიპზე (გინეკოლოგიური დაავადება) გეგმიური ოპერაციის გასაკეთებლად გასაყვანად. მსჯავრდებულის გეგმიურ ოპერაციაზე გაყვანა მოხდა 2015 წლის 9 ივნისს ს.ს უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში. სამედიცინო ცენტრში მიყვანისას, ერეთრის პოლიპის დიაგნოზი არ დადასტურდა. ერთიან ელექტრონულ რიგში ნატალია დარჩია გეგმიურ ოპერაციაზე გასაყვანად ალოდინეს 2014 წლის 24 აგვისტოდან 2015 წლის 9 ივნისამდე - თითქმის ერთი წელი. პენიტენციურ სისტემაში რეფერელის ერთიანი ელექტრონული რიგის საკითხი წესრიგდება 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებით (სადავო ბრძანება). აღნიშნული ბრძანება ეხება ბრალდებულებსაც, რომელთაც თავი შეიკავეს სადავო აქტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისგან იმ მიზეზით, რომ პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტრო მათზე რეპრესიებს განახორციელებს. ნებისმიერი მსჯავრდებული და ბრალდებული ქალის მიმართ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ბრძანების მოქმედების პირობებში იგი შეიძლება გახდეს დისკრიმინაციისა და არასათანადო, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. სასჯელაღსრულების სამინისტროს #5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 29 სექტემბრის წერილის თანახმად ,,გინეკოლოგიური დაავადებებით #5 დაწესებულებაში ირიცხება 111 პაციენტი.“ სულ საქართველოში არის 272 ქალი პატიმარი. თითქმის ნახევარს აწუხებს გენდერ სპეციფიური-გინეკოლოგიური დაავადებები. უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებით რეგულირებული მექანიზმი სადავოს ხდის ბრძანების კონსტიტუციასთან შესაბამისობას, რადგან აღნიშნულ პუნქტებში დიფერენცირებული არ არის ქალი და მამაკაცი, როგორც გენდერ სპეციფიკური საჭიროების მქონე პაციენტები, რაც გულისხმობს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში გეგმიური ან გადაუდებელი გადაყვანისას, სრულად იგნორირებულია ქალთა საჭიროებები და მათ მიმართ სპეციფიური მიდგომა. მამაკაცი პატიმრების მსგავსად, ქალი პატიმრები დარეგისტრირებულნი არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ერთიან ელექტრონულ ბაზაში (ქალ და მამკაცს პატიმრებზე მოქმედებს საერთო ელექტრონული რიგი). ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტს რამდენიმე თვე უწევს ლოდინი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს და სასწრაფო წესით სტაციონარში გაყვანა ხდება საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ თუ პატიმარს რიგმა მენსტრუალური ციკლის დროს მოუწია, იგი არ გაჰყავთ ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად და მას განმეორებით უწევს დარეგისტრირება. მოცემული სარჩელი ემყარება იმ არგუმენტს, რომ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება ბრალდებულ/მსჯავრდებული ქალების კონსტიტუცით გარანტირებულ მე-14 და მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით აღიარებულ უფლებებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სადავო ნორმატიული აქტით ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულ/ბრალდებული პაციენტების საჭიროებები, გენდერ-სპეციფიური მიდგომა ქალ პატიმართა დაავადებების გამოკვლევის, დიაგნოსტირების და ოპერაციული მკურნალობისადმი, ქალთა სპეციფიური დაავადებების (მაგალითად, საშვილოსნოს, მკერდის, საკვერცხის კიბო) სწრაფად პროგრესირებად ხასიათი, ქალთა მდგომარეობა მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ის, რომ ქალს არ შეუძლია მითითებულ პერიოდში გამოკვლევებზე და ოპერაციაზე გასვლა, რომ ქალი ასეთ მდგომარეობაში ყოველ თვეში ერთხელ და ამ ყველაფრის გამო, სპეციფიურ, განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, ასევე, ის, რომ ქალი პატიმრების რაოდენობა რამდენჯერმე ნაკლებია მამაკაც პატიმართა რაოდენობაზე და შესაბამისად, გეგმიური რიგი ქალ პატიმრებს გაცილებით გვიან უწევთ, ვიდრე მამაკაცებს, რაც არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქალებს მამაკ პატიმრებთან შედარებით, რომელსაც არ აქვს გონივრული გამართლება. ასევე, გასათვალისწინებელია და მისასალმებელია ის, რომ არასრულწლოვან პატიმრებზე არსებობს ცალკე ელექტონული რიგი მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო, ქალთა სპეციფიური საჭიროებები იგნორირებულია. 2015 წლის იანვარ-თებერვლის თვეში, ქალი პატიმრის მიმართ ელექტრონული რიგის დაგვიანების გამო ქალი პატიმრის ჯანდაცვის უფლების ხელყოფის 10 შემთხვევა დაფიქსირდა[1]. აქვე უნდა აღინიშნოს მსჯავრდებულ ს.მ.-ს შემთხვევა, რომელსაც დასმული აქვს დიაგნოზი: საშვილოსნოს პოლიპი. ოპერაციული მკურნალობის მოთხოვნა 2014 წლის 11 აგვისტოს გაიგზავნა სამედიცინო დეპარტამენტში, თუმცა მონიტორინგის ჩატარების დღეს მასზე პასუხი კვლავ არ იყო მიღებული“[2]. სადავო ბრძანების თანახმად, პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გეგმიური წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით, საყურადღებოა, რომ ქალ მსჯავრდებულთათვის მოქმედებს რეფერალთა ერთიანი ელექტრონული რიგი, რაც ნიშნავს, რომ ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულები ერთიან ელექტრონულ რიგში არიან რეგისტრირებულნი, რაც შეუსაბამოა „ბანკოკის წესებით“ გათვალისწინებულ გენდერთან დაკავშირებული სპეციფიკური ჯანდაცვის პრინციპებთან, ამასთან ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლში გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპს და ამასთან მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, რაც გულისხმობს ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას და კრძალავს ყოველგვარ წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაზე საუბრობს, რაც საერთო მიდგომით ნიშნავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა, უწინარესად, ყველასათვის თანაბარი უფლებით, პრივილეგიებითა თუ იმუნიტეტით სარგებლობის უფლებას გულისხმობს, რომლებიც თანაბრადაა დაცული კანონის საფუძველზე და, რომლებიც ასეთივე თანაბარ მოვალეობებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ როგორც სამართალშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების პროცესში „კანონის წინაშე თანასწორობა“ არ გულისხმობს ფაქტობრივ თანასწორობას და ადამიანთა სრულ გათანაბრებას ყველგან და ყველაფერში. კანონის წინაშე თანასწორობა არა თუ გამორიცხავს ადამიანთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, არამედ, შესატყვის შემთხვევებში, მოითხოვს კიდევაც ამას. ერთგვაროვანი მიდგომები კი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთგვაროვანი, მსგავსი მოცულობების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ სადავო ბრძანება რომელიც სამოქალაქო სექტორში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულიოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესს ეხება ქალი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას აყალიბებს და არსებითად უთანასწოროს თანასწორად ეპყრობა. სადავო აქტი, რომელიც თითქოს დაფუძნებულია თანასწორობის პრინციპზე იწვევს უარყოფით შედეგებს ქალი პაციენტებისთვის, რაც ობიექტური მიზეზებით არ არის გამართლებული. ქალი და მამაკაცი განსხვავდებიან მათი ფიზიოლოგიური მდგომარეობით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებით, ამასთან ქალი და მამაკაცი ბრალდებულ/მსჯავრდებულების რაოდენობრივი მდგომარეობით პენიტენციალურ დაწესებულებებში, რაც მიანიშნებს, რომ მამაკაცი ბრალდებულ/მსჯავრდებული რაოდენობრივად გაცილებით აღემატებიან ქალ ბრლადებულ/მსჯავრდებულებს, აღნიშნული მდგომარეობა კი ცხადყოფს, რომ სადავო აქტით ხდება ქალი მსჯავრდებულ/ბრალდებული პაციენტების გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ცხადია, რომ მინისტრის ბრძანების თანახმად არ არის ის სფეციფიკური საჭიროებები და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები გათვალისწინებული, რითაც არსებითად განსხვადება ქალი და მამაკაცი პაციენტები ერთმანეთისგან, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ ერთიანი ელექტრონული რიგის არსებობა, სადაც რეგისტრირდებიან პაციენტები პრობლემას წარმოადგენს ქალი პაციენტების სამედიცინო მომსახურების თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე მუხლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ამასთან, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემ- ლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება ადამიანის ღირსებისა და მისი სხვა ძირითადი უფლებების ერთ-ერთი უმძიმესი დარღვევაა. ადამიანის უფლება, იყოს წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელისაგან დაცული წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც ადამიანის პატივსა და ღირსებას ხელშეუვალად აცხადებს, სახელმწიფოს მრავალ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას აკისრებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ამ ნეგატიური ვალდებულებებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს გამოჰყოფს – ადამიანის ღირსებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკრძალება ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან მის მიმართ ასეთი სასჯელის გამოყენება. ეს არის აბსოლუტურად ამკრძალავი ნორმა, რომელიც განასახიერებს ადამიანის აბსოლუტურ უფლებას, არ დაექვემდებაროს წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა ან სასჯელს. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ავროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას უთანაბრდება არასათანადო პენიტენციური ჯანდაცვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო მკურნალობა[3]. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია შემოწმდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან ასევე მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან. ჩვენ სადავოდ ვხდით მითითებული ბრძანებით რეგულირებულ მექანიზმს. [1] იხ: ანგარიში:, გვ. 14,16 http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3285.pdf [2] იხ: ანგარიში:, გვ. 14,16 http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3285.pdf; [3] იხ: საქმეები: McFeely v. the Unted Kingdom; Keenan v. the United Kingdom; Aerts v. Belgium; Keenan v. the United Kingdom; Loukanov v.Bulgaria; X v. United Kingdom;
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან წინააღმდეგობა სასჯელაღსრულების მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55 ბრძანებით რეგულირებული სამედიცინო რეფერალის რიგის სისტემა (ელექტრონული რიგი) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს ეწინააღმდეგება. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი გამოკვლევებისა და გეგმიური ოპერაციების განსახორციელებლად არ ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებს და მათ მიმართ გენდერ სპეციფიურ მიდგომას. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2015 წლის ანგარიშის თანახმად: ,,მამაკაცი პატიმრების მსგავსად, ქალი პატიმრები დარეგისტრირებულნი არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტს რამდენიმე თვე უწევს ლოდინი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს და სასწრაფო წესით სტაციონარში გაყვანა ხდება საჭირო. უნდა აღინიშნოს, რომ თუ პატიმარს რიგმა მენსტრუალური ციკლის დროს მოუწია, იგი არ გაჰყავთ ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად და მას განმეორებით უწევს დარეგისტრირება. 2015 წლის იანვარ-თებერვლის თვეში ასეთი 10 შემთხვევა დაფიქსირდა. აქვე უნდა აღინიშნოს მსჯავრდებულ ს.მ.-ს შემთხვევა, რომელსაც დასმული აქვს დიაგნოზი: საშვილოსნოს პოლიპი. ოპერაციული მკურნალობის მოთხოვნა 2014 წლის 11 აგვისტოს გაიგზავნა სამედიცინო დეპარტამენტში, თუმცა მონიტორინგის ჩატარების დღეს მასზე პასუხი კვლავ არ იყო მიღებული“[1]. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში მითითებული რეკომენდაციის თანახმად: ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი იქნას პატიმარი ქალებისთვის ცალკე ელექტრონული ბაზის შექმნა გეგმიური სამედიცინო მომსახურების დროული და ეფექტური განხორციელებისთვის.“[2] სახალხო დამცველის რეკომენდაცია დღემდე არ შესრულებულა. გაეროს ბანგკოკის წესების ქალ პატიმართა მოპყრობის შესახებ (წესი#1) თანახმად ,, imisaTvis, rom praqtikaSi ganxorcieldes gaeros patimarTa mopyrobis minimaluri standartuli wesebis meeqvse wesiT gaTvaliswinebuli aradiskriminaciulobis principi, angariSi unda gaewios qali patimrebis gansakuTrebul saWiroebebs, wesebis ganxorcielebis dros. am saWiroebebis gaTvaliswineba im mizniT, rom uzrunvelyofili iqnes genderuli Tanasworoba, ar ganixileba rogorc diskriminaciuli qmedeba. სადავო აქტი სრულად ხელყოფს გაეროს ბანგკოკის წესების მე-6 და მე-10 წესების მოთხოვნებს ქალი პატიმრებისათვის გენდერ-სპეციფიური ჯანდაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ამავე აქტის მე-40 წესი მოითხოვს, რომ ,,cixis administraciam unda SeimuSaos da ganaxorcielos klasifikaciis meTodebi, genderulad specifikur saWiroebebTan da qali patimrebis gansakuTrebul garemoebebTan mimarTebaSi, raTa uzrunvelyos patimrebis Sesabamisi, individualizirebuli reabilitaciis, mkurnalobisa da sazogadoebaSi reintegraciis dagegmva da ganxorcieleba. გაეროს ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები ვლადებულნი არიან სათანადო ზომები გაატარონ, რათა აღმოიფხვრას ქალთა მიმართ დისკრიმინაცია ჯანდაცვის სფეროში, იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. [3] საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. თანასწორობის მოთხოვნა ხელყოფილია, როდესაც მსგავსი, ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის არსებული მცირედი განსხვავება არ ამართლებს მათდამი განსხვავებულ მოპყრობას, ისევე როგორც, აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთგვაროვანი განხილვა ასევე შეუთავსებელია თანასწორობასთან. განსახილველ შემთხვევაში შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენს ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულ/ბრალდებული პაციენტები. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი უშვებს დიფერენცირებულ მიდგომას, როდესაც ამგვარ მიდგომას აქვს გონივრული საფუძველი. ,,თანასწორობის პრინციპის განხორციელება დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების მოითხოვს, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით შეიძლება სამართლიანობის მიღწევა. ამიტომ არის მიჩნეული, რომ თანასწორობა სამართლიანობის გარეშე თავის შინაარსსა და დანიშნულებას კარგავს, ისევე როგორც, სამართლიანობის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაც სწორედ თანასწორობაა.“[4] დიფერენცირებული მიდგომის გარეშე შეუძლებელია თანასწორობის პრინციპის დაცვა. იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ასეთი აუცილებლობის დროს შესაძლებელია გამართლებული იქნეს დისკრიმინაცია თვით აკრძალულ ნიადაგზეც კი (ეროვნული კუთვნილების, რასის ან სქესის ნიადაგზე). სახელმწიფოს ვალდებულებანი თანასწორობის პრინციპთან მიმართებაში შემდეგნაირად განისაზღვრება: თანასწორ შემთხვევებს ერთგვაროვნად მოეპყრას, ხოლო არათანასწორს – განსხვავებულად. ამასთან, იგი არ უნდა იყოს თვითნებური და არსებითად უნდა იყოს დაკავშირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან.[5] საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ადგენს დიფერენცირების აბსოლუტურ აკრძალვას, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა გარკვეულ შემთხვევაში შესაძლებელია გამართლებული იყოს. დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადამიანს იცავს უკანონო დისკრიმინაციული მოპყრობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის განმარტებისას, გამოყენებულ უნდა იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც დისკიმინაციას კრძალავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც, კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლს დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის შესახებ, რომლითაც დისკრიმინაციის აკრძალვა ეხება ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობითაა დადგენილი. ადამიანის უფლებათა ავროპული სასამართლო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისას ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ამ კუთხით, მნიშვნელოვანია სიტუაციების შედარება. განსახილველ საქმეში დისკრიმინაციას წარმოადგენს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა, რომელსაც არ გააჩნია გონივრული გამართლება. ქალი და მამაკაცი პატიმრებისათვის საერთო რეფერალთა ელექტრონულ რიგს არ აქვს გონივრული გამართლება. სადავო ბრძანებით ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული ქალი და მამაკაცი მსჯავრდებულ/ბრალდებული პაციენტების საჭიროებები, გენდერ-სპეციფიური მიდგომა ქალ პატიმართა დაავადებების გამოკვლევის, დიაგნოსტირების და ოპერაციული მკურნალობისადმი, ქალთა სპეციფიური დაავადებების (მაგალითად, საშვილოსნოს, მკერდის, საკვერცხის კიბო) სწრაფად პროგრესირებად ხასიათი, ქალთა მდგომარეობა მენსტრუალური ციკლის პერიოდში, ის, რომ ქალს არ შეუძლია მითითებულ პერიოდში გამოკვლევებზე და ოპერაციაზე გასვლა და კარგავს კუთვნილ რიგს, მას ხელახლა უწევს რიგში დარეგისტრირება, რომ ქალი ასეთ მდგომარეობაში ყოველ თვეში ერთხელ და ამ ყველაფრის გამო, სპეციფიურ, განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, ასევე, ის, რომ ქალი პატიმრების რაოდენობა რამდენჯერმე ნაკლებია მამაკაც პატიმართა რაოდენობაზე და შესაბამისად, გეგმიური რიგი ქალ პატიმრებს გაცილებით გვიან უწევთ, ვიდრე მამაკაცებს, რაც არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქალებს მამაკ პატიმრებთან შედარებით, რომელსაც არ აქვს გონივრული გამართლება. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს მოვახსენებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 01 ივლისის #MOC 71600577576 წერილის თანახმად ,,2016 წლის 01 ივლისის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულია 31 ბრალდებული და 241 მსჯავრდებული ქალი (სულ 272), 1124 ბრალდებული (მათ შორის 5 არასრულწლოვანი) და 8304 მსჯავრდებული (მათ შორის 19 არასრულწლოვანი) მამაკაცი (სულ 9428). 2016 წლის 5 ივლისის # MOC 6 1600587718 წერილის თანახმად, 2016 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, ამბულატორული მომსახურების მიზნით ელექტრონულ რიგში დარეგისტრირებულია 20 ქალი ბრალდებული/მსჯავრდებული, ხოლო სტაციონალური მომსახურების მიზნით - 27. ამავე წერილის თანახმად, 5 ივლისის მდგომარეობით, ამბულატორიული მომსახურების მიზნით დარეგისტრირებულია 189 მამაკაცი ბრალდებული/მსჯავრდებული, ხოლო სტაციონარული მომსახურების მიზნით - 439. საქართველოს სასჯელაღარულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2016 წლის 30 მაისის განცხადებით დგინდება, რომ მენეზისის პერიოდში ქალი მსჯავრდებულისათვის ჩერდება მინიჭებული ნომრის დინება და ექიმმა ხელახლა უნდა მიმართოს სამედიცინო დეპარტამენტს ქალი მსჯავრდებულის/ბრალდებულის გეგმიურ ოპერაციაზე გასაყვანად., ამავე წერილით დასტურდება, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო არ აწარმოებს მათ შორის, გენდერ-სპეციფიური დაავადებების სტატისტიკას, თუ რომელი სამედიცინო ჩივილებით ხდება მსჯავრდებულის გაყვანა საავადმყოფოში. პრობლემის საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, ქალ პატიმარი, რომელსაც აქვს საშვილოსნოს ოპერაცია გასაკეთებელი (დაავადება სწრაფად პროგრესირებს) და მამაკაცი პატიმარი, რომელიც დარეგისტრირებულია ცხვირის ოპერაციაზე გასაყვანად ერთ რიგში დგანან. ასევე, გასათვალისწინებელია და მისასალმებელია ის, რომ არასრულწლოვან პატიმრებზე არსებობს ცალკე ელექტონული რიგი მათი სპეციფიური საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო, ქალთა სპეციფიური საჭიროებები იგნორირებულია. აღნიშნული მახასიათებლები ავალდებულებს სახელმწიფოს დიფერენცირებულად მოეპყრას ქალ პატიმრებს, გაითვალისწინოს გენდერ-სპეციფიური საჭიროებები და შექმნას მათთვის ცალკე ელექტრონული რიგი. არსებითად უთანასწოროს თანასწორად მოპყრობა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
ადამიანის უფლება, იყოს დისკრიმინაციისაგან თავისუფალი, ირღვევა, როდესაც სახელმწიფო, „ობიექტური და გონივრული გამართლების” გარეშე, არ (ან ვერ) უზრუნველყოფს, რომ არაერთგვაროვნად მოეპყროს ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან. მიდგომები განსხვავებულია, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად არსებით ინტერესებს ხელყოფს განსხვავებული მოპყრობა ან რა მიზანს ემსახურება იგი. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი საზრუნავია და სახელმწიფოს ესაჭიროება ძალზე წონადი გამართლება, რათა განსხვავებული მოპყრობა ობიექტურად გამართლებულად ჩაითვალოს.[6] შესაძლებელია საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის სადავო ბრძანების მიღების მიზანი არ ყოფილა ქალი პატიმრების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, მაგრამ სადავო ბრძანებით გათვალისწინებული ელექტრონული რიგის მექანიზმი არსებით წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. სადავო ბრძანების მოქმედებას არ აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება. უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება თანაზომირების პრინციპის საფუძველზე უნდა განხორციელდეს: (1) განსხვავება ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს; (2) განსხვავებისთვის შერჩეული ნორმატიული აქტის საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დასაშვები და გამოსადეგი უნდა იყოს; (3) განსხვავებისთვის შერჩეული საშუალების ინტენსივობა უნდა იყოს აუცილებელი, ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი მიზნის მისაღ-წევად; (4) უთანასწორო მოპყრობა უნდა იყოს მიზანთან პროპორციულ დამოკიდებულებაში. წესით, სახელმწიფოს ლეგიტიმური საჯარო მიზანი უნდა იყოს ეფექტური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური ჯანდაცვის უზრუნველყოფა პატიმრებისათვის და მათი დაცვა დისკრიმინაციული მოპყრობისაგან. აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია სადავო აქტით გათვალისწინებული მოქმედი სამედიცინო რეფერალის ელექტრონული მექანიზმით. სადავო აქტის მიღებას და მოქმედებას არ მოეძებნება კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება. სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლებისათვის დამახასიათებელ დასაშვებობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს. შეუძლებელია, გამართლება მოეძებნოს ქალი და მამაკაცი პატიმრების საერთო სამედიცინო რეფერალის ერთიანი ელექტრონული რიგის არსებობას. უნდა აღინიშნოს, რომ ქალ პატიმრებს მამაკაცი პატიმრების თანაბრად არ მიუწვდებათ ხელი დროულ სამედიცინო მომსახურებაზე, რაც არსებითად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან წინააღმდეგობა
სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის ღირსება გააჩნია უკლებლივ ყველა ადამიანს ასაკის, ეროვნების, წარმოშობის, სქესის, ქონებრივი მდგომარეობისა, თუ ნებისმიერი სხვა სტატუსის მიუხედავად. ადამიანის ღირსების სამართლებრივი გაგება გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ყოფითი მნიშვნელობა. ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით. ა) დისკრიმინაციული მოპყრობა - ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დისკრიმინაცია ამა, თუ იმ ნიშნით სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, თავისთავად, დამამცირებელი მოპყრობაა. ბ) პატიმრების არასათანადო სამედიცინო მომსახურება და ცხოვრების პირობები - პატიმრის ცხოვრების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ღირსებას და იგი არ უნდა იწვევდეს ადამიანებში დეპრესიასა და სასოწარკვეთას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პატიმართა ნორმალური ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. მხედველობაში მიიღება, მათ შორის, საკნების გადატვირთულობა, ყოველდღიური საქმიანობა, კვების სიხშირე და საკვების ხარისხი, სამედიცინო დახმარებისადმი ხელმისაწვდომობა, რაც სადავო აქტის ფარგლებში ქალი ბრალდებულ/მსჯავრდებულების მიმართ უგულებეყოფილია სამედიცინო დახმარების მხრივ. ამასთან სანიტარული პირობები და დაბანვის შესაძლებლობა, საკნების ვენტილაცია, განათება, სინესტე, საწოლების მდგომარეობა და სხვა. გ) პატიმრების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა - ავადმყოფი პატიმრებისათვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაუწევლობა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობაა”. მხედველობაში მიიღება ავადმყოფობის სერიოზულობა, სამედიცინო მეთვალყურეობისა და მკურნალობის სისტემატურობა და ინტენსიურობა, მედიკამენტების საკმარისობა. როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა ან/და როდესაც სამედიცინო ჰოსპიტალში მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ხოლო განაჩენის აღსრულება უნდა გადავადდეს. ამის შეუსრულებლობა შეფა- სებულია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. თუ პატიმარი თვითონ ამბობს უარს სამედიცინო დახმარებაზე, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასეთ დროს შემცირებულია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად მიიჩნევა პატიმართა მიმართ დროული და ეფექტური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის დარღვევა სამართალდამცავი ორგანოების ან/და პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენელთა მხრიდან. ევროსასამართლომ ცალკეულ საქმეებში დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო. კომვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ეკისრება შემდეგი ვალდებულებების შესრულება:
ჯანმრთელობის უფლება ასევე მოიცავს პირის უფლებას არ დაექვემდებაროს სამედიცინო მანიპულაციას მისი თანხმობის გარეშე და წამებას და სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას. ჯანმრთელობის უფლების შინაარსიდან გამომდინარე, პირს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე; დაავადებათა პრევენციაზე, მკურნალობასა და კონტროლზე; მედიკამენტებზე; რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე; ჯანდაცვის ძირითად მომსახურებებზე (თანაბრად და დროულად), ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და განათლებაზე. ჯანდაცვის სისტემის სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მისაღები და ხარისხიანი.[10] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის განჩინებაში საქმეზე კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland) განმარტავს, რომ „კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის ფიზიკური ჯანმრთელობა.“ სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ „შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ დიაგნოზი და მკურნალობა იყოს დროული და ზუსტი; სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული ზედამხედველობა იყოს რეგულარული და სისტემატიური ხასიათის და მოიცავდეს სრულ თერაპიულ სტრატეგიას“.[11] წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) სტანდარტების (#32 სტანდარტი) თანახმად ,, arsebiTi mniSvneloba aqvs imas, rom TavisuflebaaRkveTil pirTaTvis janmrTelobis dacvis momsaxureba iyos im standartebis Sesabamisi, romliTac sargebloben pacientebi Tavisuflebis aRkveTis dawesebulebis farglebs gareT sazogadoebaSi.“ საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს გეგმიური სამედიცინო მომსახურების დროული მიღების პრობლემის მოგვარებას. სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად ,,საყურადღებოა ქალი პატიმრებისათვის გეგმიური ოპერაციული მკურნალობის ჩატარების საკითხი. მამაკაცი პატიმრების მსგავსად, ქალი პატიმრები დარეგისტრირებულნი არიან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტს რამდენიმე თვე უწევს ლოდინი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ თუ პატიმარს რიგმა მენსტრუალური ციკლის დროს მოუწია, იგი არ გაჰყავთ ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად და მას განმეორებით უწევს დარეგისტრირება. აუცილებელია, ქალი ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის შეიქმნას სამედიცინო რეფერალის ცალკე რიგი.“[12] სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში მხოლოდ იანვარ-თებერვლის თვეში რეფერალთა საერთო ელექტრონული რიგის გამო, დაგვიანებული მკურნალობის 10 შემთხვევაზე საუბრობს[13]. სადავო ბრძანებით რეგულირებული მექანიზმის მოქმედებით არსებითად არის დარღვეული ქალ პატიმართა პატივი და ღირსება. ქალ პატიმართა მიერ თვეობით სამედიცინო რეფერალის ელეტრონულ რიგში ლოდინი გამოკვლევაზე და ოპერაციაზე გაყვანასთან დაკავშირებით, ქალთა სპეციფიური დაავადებების, მათ შორის, სწრაფად პროგრესირებადი დაავადებების უგულვებელყოფა (გინეკოლოგიური დაავადებები: მკერდის, საშვილოსნოს, საკვერცხის დაავადებები), იგნორირება იმ ფაქტისა, რომ ქალ პატიმართა რაოდენობა რამდენჯერმე ნაკლებია მამაკაც პატიმართა რაოდენობაზე და ქალებს უწევთ თვეების განმავლობაში ლოდინი რიგის მიღწევამდე, ხშირად, დაგვიანებული გაყვანის გამო, პატიმრის სასწრაფო წესით სტაციონარში გაყვანა ხდება საჭირო. აღნიშნული წარმოადგენს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს მოვახსენებთ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის 2016 წლის 01 ივლისის #MOC 71600577576 წერილის თანახმად ,,2016 წლის 01 ივლისის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულია 31 ბრალდებული და 241 მსჯავრდებული ქალი (სულ 272), 1124 ბრალდებული (მათ შორის 5 არასრულწლოვანი) და 8304 მსჯავრდებული (მათ შორის 19 არასრულწლოვანი) მამაკაცი (სულ 9428). 2016 წლის 5 ივლისის # MOC 6 1600587718 წერილის თანახმად, 2016 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, ამბულატორული მომსახურების მიზნით ელექტრონულ რიგში დარეგისტრირებულია 20 ქალი ბრალდებული/მსჯავრდებული, ხოლო სტაციონალური მომსახურების მიზნით - 27. ამავე წერილის თანახმად, 5 ივლისის მდგომარეობით, ამბულატორიული მომსახურების მიზნით დარეგისტრირებულია 189 მამაკაცი ბრალდებული/მსჯავრდებული, ხოლო სტაციონარული მომსახურების მიზნით - 439. პრობლემის საილუსტრაციოდ შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, ქალ პატიმარი, რომელსაც აქვს საშვილოსნოს ოპერაცია გასაკეთებელი (დაავადება სწრაფად პროგრესირებს) და მამაკაცი პატიმარი, რომელიც დარეგისტრირებულია ცხვირის ოპერაციაზე გასაყვანად ერთ რიგში დგანან. საქართველოს სასჯელაღარულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის 2016 წლის 30 მაისის განცხადებით დგინდება, რომ მენეზისის პერიოდში ქალი მსჯავრდებულისათვის ჩერდება მინიჭებული ნომრის დინება და ექიმმა ხელახლა უნდა მიმართოს სამედიცინო დეპარტამენტს ქალი მსჯავრდებულის/ბრალდებულის გეგმიურ ოპერაციაზე გასაყვანად., ამავე წერილით დასტურდება, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო არ აწარმოებს მათ შორის, გენდერ-სპეციფიური დაავადებების სტატისტიკას, თუ რომელი სამედიცინო ჩივილებით ხდება მსჯავრდებულის გაყვანა საავადმყოფოში. [1] იხ: ანგარიში:, გვ. 14,16 http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3285.pdf; [2] იხ: ანგარიში, გვ.181, http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3512.pdf
[4] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, თბ., 2013, 60. [5] Black’s Law Dictionary,Centennial edition, St. Paul, Minn. West Publishing Co. 1991, გვ. 370-1. [6] იხ: Abdulaziz, Cabales and Balkandali v UK A 94 (1985), 7 EHRR 163 para 78 PC; Unal Tekeli v Turkey, hudoc (2004); 42 EHRR 1185,para 61; [7] McFeely v. the United Kingdom [9]Aerts v. Belgium (61/1997/845/1051; 30 July 1998 ) [10] იხ: General comment N° 14 (2000) on the right to health, adopted by the Committee on Economic, Social and Cultural Rights [11] Inter alia ჯაში საქართველოს წინააღმდეგ, 2013 წლის 8 იანვრის განჩინება, პარ.61. [12] საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ.176; http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3512.pdf [13] იხ: ანგარიში, 14, http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3285.pdf
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა