საქართველოს მოქალაქე - ჯამბულ გვიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N701 |
ავტორ(ებ)ი | ჯამბულ გვიანიძე |
თარიღი | 16 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის, 89–ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15, მე–16–ე, მე–18–ე მუხლების მოთხოვნებს, ვინაიდან
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ.
გ) სარჩელით მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, კერძოდ მოთხოვნილია საკანონმდებლო აქტის კონკრეტული ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება, რაც წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლით, მე–16 მუხლით და მე–17–ე მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში.
ზ) სადავო კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე რომელიც კონსტიტუციური სარჩელით არ გასაჩივრებულა.
ჯამბულ გვიანიძე ბრალდებულად იქნა ცნობილი სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით (ახალი რედაქცია) და სსკ–ის 265–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (იხ. დანართი # დადგენილება პირის ბრალდების შესახებ) ბრალდების შესახებ დასკვნიდან ირკვევა, რომ მან ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა #163–ში თავის საცხოვრებელ სახლში, ოთხ ცალ ქოთანში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირება გაუწია 4 (ოთხ) ძირ დიდი ოდენობით 15072 გრამი წონის კანაფის მცენარეს, რომელიც ჰაერმშრალ მდგომარეობაში შეიცავს 25,5 გრამს (ფესვების გარეშე) მას ასევე პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ქურთუკში მწვანე ფერის ნედლი მცენარეული მასა წონით 13, 4 გრამი–ნედლი მარიხუანა (ჰაერმშრალ მდგომარეობაში 4, 2008 გრამი) და 0, 1322 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, შესაბამისად მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვისათვის, რისთვის გათვალისწინებულია სანქცია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვს წლამდე რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოთქვა თავისი აზრი 2015 წლის 24 ოქტომბრის 1/4/592–ე გადაწყვეტილებით და საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (კანაფის) უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირებისათვის რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო საქმის არსებითი განხილვის სხდომა (საპროცესო შეთანხმების გარეშე) შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამასთან არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანაფის დათესვა, მოყვანისა და კულტივირებისათვის) გათვალისწინებული სანქციის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან. როგორც ავღნიშნეთ ჯამბულ გვიანიძე ბრალდებულად იქნა ცნობილი სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით (ახალი რედაქცია) და სსკ–ის 265–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (იხ. დანართი # დადგენილება პირის ბრალდების შესახებ) ბრალდების შესახებ დასკვნიდან ირკვევა, რომ მან ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა #163–ში თავის საცხოვრებელ სახლში, ოთხ ცალ ქოთანში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირება გაუწია 4 (ოთხ) ძირ დიდი ოდენობით 15072 გრამი წონის კანაფის მცენარეს, რომელიც ჰაერმშრალ მდგომარეობაში შეიცავს 25,5 გრამს (ფესვების გარეშე) მას ასევე პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ქურთუკში მწვანე ფერის ნედლი მცენარეული მასა წონით 13, 4 გრამი–ნედლი მარიხუანა (ჰაერმშრალ მდგომარეობაში 4, 2008 გრამი) და 0, 1322 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, შესაბამისად მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვისათვის, რისთვის გათვალისწინებულია სანქცია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვს წლამდე რაზედაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოთქვა თავისი აზრი 2015 წლის 24 ოქტომბრის 1/4/592–ე გადაწყვეტილებით და საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის (კანაფის) უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირებისათვის რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო საქმის არსებითი განხილვის სხდომა (საპროცესო შეთანხმების გარეშე) შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს. 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „კონსტიტუციის მე–14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის, ანალოგიურ მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყრას ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორთა განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #1/1/493 პარაგრაფი 11.2). 2. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 265–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით. სანქცია გამოიყენება მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ ბრალდებულის მიერ მოყვანილი ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის წონა (ფესვების გარეშე) ნედლ მდგომარეობაში არ აღემატება 150 გრამს, ხოლო ჰაერგამომშრალ მდგომარეობაში 25, 5 გრამს და მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ მას შეუფარდოს თავისუფლების აღვეთა 4 წელზე ნაკლები ვადით. 3. არსებითად თანასწორობა აბსოლიტურ მსგავსებას არ გულისხმობს, განსახილველ შემთხვევაში არსებითად თანასწორობაზე მიუთითებს დანაშაულის იდენტური ბუნება. იდენტური მიზნები და მინიმალური ოდენობრივი სხვაობა. ბუნებრივია კანონმდებელს ვერ დავავალდებულებთ დანაშაულის ყოველი ინდივიდუალური ნიშნის (ყოველი ნარკოტიკული საშუალების ყოველი გრამისათვის დააწესოს განსხვავებული სანქცია, ან პირიქით, მაგრამ კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მინიმალური გარანტიები, რათა ერთ შემთხვევაში მოსამართლეს მისცეს არსებითად თანასწორი პირებისათვის ერთგვარი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა, სადავო ნორმა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს არსებითად თანაბარ პირებთან მიმართებაში, რომლების მიმართ შესაძლებელია სართოდ არ იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღვეთა. 4. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა სისხლის სამართლის კანონმდებლობა ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდების მხარის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს, პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება ამ უკანასკნელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული ცალსახად ჩანს განსახილველ საქმეში, ვინაიდან ყოველგვარი წინაპირობისდა მიუხედავად საპროცესო შეთანხმება არ შემდგარა. 5. ზემოთ აღნიშნულზე დაყრდნოთი მიგვაჩნია, სსკ–ის 265–ე მუხლის მეორე ნაწილით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის გათვალისწინებული სანქციები არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას, რაც სისხლის სამართლის სანქციის ხასიათსა და ინტენსივობის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით. საქართველოს სსკ–ის 265–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვის, მოყვანის და კულტივირებისათვის გათვალისწინებული სანქციების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის მეორე პუნქტთან და მე–16 მუხლთან მიმართებაში. 1. საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება, ხოლო მე–16 მუხლის მიხედვით ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებში რევაზ ჩაგანავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (განჩნება, პარაგრაფი – II –2) ავთანდილ კახანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება პარაგრაფი II –9) აგრეთვე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება, არაერთ პარაგრაფში) აღნიშნავს: სასჯელის ფორმაზე, ზომაზე ან სიმკაცრეზე კონსტიტუციასთან შესაბამისი საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს. . . საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახვს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის გარეშე არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“. 3. სასჯელი გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალურად მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტებიდან გამომდინარე. კანონმდებელს ვერ ექნება დანაშაულებრივი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების ნორმატიულად ამოწურვის პრეტენზია. ამიტომაც მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სასჯელის ზომის იმპერატიული განსაზღვრისას და გაითვალისწინოს მასში მოსამართლის ლეგიტიმური როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება ზემდეტად მკაცრი სანქციის გამოყენების საფრთხე. 4 აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი, რომლითაც მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების გარეშეც მიეცემა უფლება დანიშნოს უფრო ნაკლები ზომის სასჯელი ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუმცა აღნიშნული კანონი ჯერ კიდევ არ არის მიღებული, შესაბამისად ამ ეტაპზე ბრალდებულის უფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვისათვის მისი გამოყენების პრევენცია შეუძლებელია. სსკ–ის 265–ე მუხლის მეორე ნაწილის ‘ა“ ქვეპუნქტი ნარკოტიკული საშუალების მცენარის კანაფის უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირებისათვის ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე გარდა საპროცესო შეთანხმებისა, რომლის რეალიზებისათვის ბრალდების მხარის კეთილი ნებაა გადამწყვეტი, რადგანაც დასახელებული ნორმა მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამასთან კანონმდებელი განსხვავებულ ნარკოტიკულ საშუალებებს არ მიჯნავს მათი ხასიათის მიხედვით, მაშინ როცა მათი შედეგები და შესაბამისად მათი სოციალური საშიშროების ხარისხი, განსახვავებულია ყოველივე ამ ფონზე როდესაც განვითარებული საზოგადოება მსჯელობს მარიხუანას (კანაფის მოყვანის) დეკრიმინალიზაციისა და პასუხისმგებლობის ზომების შემცირებაზე, სადავო ნორმის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი ზედმეტად მკაცრ სასჯელად გვეჩვენება. როგორც ავღნიშნეთ ადამიანის წამება არაჰუმანური, სასტიკი და პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის მეორე პუნქტი არის დაცული და ის აბსოლიტურ უფლებათა რანგს მიეკუთვნება. 5. #536 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას, პიროვნების ავტონომიურობას, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას (პარაგრაფი II 55) მკაცრი სანქციის გამოყენებით, სადავო ნორმა ზემდეტი ინტესივობით ზღუდავს მოსარჩელესათვის მე–16 მუხლით გარანტირებულ დაცვის სფეროს. 6. #/4/592 გადაწყვეტილებაში (პარაგრაფი II 105) საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს „მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ნორმა, მისი ბლანკეტურობიდან გამომდინარე, ითვალისწინებს პირისათვის თავისუფლების აღვეთის შესაძლებლობას, მათ შორის მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვების ჯანმრთელობის ზიანის მიყენებისა (ვინაიდან ნორმა უშვებს პირის დასჯას მაშინაც, როდესაც შეძენა/შენახვა არ ხდება რეალიზაციის მიზნით) ცხადია აშკარაა სასჯელის სისატიკე და მკაფიო არაადეკვატურობა, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენება როგორც ადამიანის დასჯის მიზანი და არა როგორც ლეგიტიმური მიზნების დაცვის უკიდურესი და აუცილებელი საშუალება. შედეგად ადამიანი სახელმწიფოს ხელთ ხდება ინსტრუმენტი და არა დაცვის ობიექტი. მაშასადამე სახეზეა ადამიანის ღირსების ხელყოფა არაადამიანური, სასტიკი სასჯელის დაწესების გზით. 7. #1/4/592 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მეორე ნაწლის (2014 წლის 01 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2–ის 92–ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელეს მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა