საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N696 |
ავტორ(ებ)ი | ლაშა ბახუტაშვილი |
თარიღი | 20 ნოემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. შედგენილია უფლებამოსილი პირის მიერ. მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. სარჩელში მითითებული ყველა სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მასში მითითებული სადაო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით. საპატიო მიზეზით არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა. სადაო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დიდ ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვისათვის გათვალისწინებული სანქციის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლთან მიმართებით. 1. საქართველოს საკონსიტუციო სასამართლოს განმარტებით. `საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის , ანალოგიური მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებშოი მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყრას ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორათა განხილვა უთანასწოროდ და პირიქით.~ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2000 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #1/1/493 პარაგრაფი II.2) 2. სისლხის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის III ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ხოლო ვინაიდან კანონში დეზომორფინს არ აქვს დადგენილი დოზირებები (მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა) და ნოლი მთელი მეასი ათასედიც კი ითვლება დიდ ოდენობად არც სახელმწიფო ბრალმდებელს დანაშაულის კვალიფიკაციის დროს და არც მოსამართლეს განაჩენის დადგენის დროს არ აქვს ლავირების შესაძლებლობა და დანაშაული კვალიფიცირედება სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილით (ნარკოტიკული ნიცთიერების, დეზომორფინის დიდი ოდენობით შეძენა შენახვა), მას შემდეგ რაც დადგენილ იქნება დეზომორფინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები კონსტიტუციურ ჩარჩოში მოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი, რის შემდეგ მოსამართლეს ექნება თავისუფალი შეხედულების ფარგლებში გამოიყენოს სასჯელი რომლის ქვედა ზღვარი დადგენილი იქნება. Aსევე დანაშაულის კვალიფიკაციის დროს მოხდება დიფერენცის ოდენობების მიხედვით 260-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით. 3. არსებითად თანასწორობა აბსოლიტურ მსგავსებას არ გულისხმობს, განსახილველ შემთხვევაში არსებითად თანასწორობაზე მიუთითებს დანაშაულის იდენტური ბუნება იდენტური მიზნები და ნარკოტიკული ნივთიერების (დეზომორფინის) ოდენობების არ არსებობა. Bბუნებრივია კანონმდებელს ვერ დავავალდებულებთ დანაშაულის ყოველი ინდივიდუალური ნიშნის (ყოველი ნარკოტიკული საშუალების ყოველი გრამისათვის დააწესოს განსხვავებული სანქციები, მაგრამ კანონმდენელი ვალდებულია დეზომორფინზე ოდენობების მიხედვით მოახდინოს დიფერენცია (გამიჯნოს) მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ერთმანეთისაგან, რათა ერთ შემთხვევაში მოსამართლ;ეს მისცეს არსებითად თანასწორი პირებისათვის სხვადასხვა ოდენობების გამო შესაბამისი სასჯელის დანიშვნა. სადაო ნიორმა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით, რომლების მიმართ შესაძლებელია საერთოდ არ იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა. 4. აღსანიშნავია, რომ ვინაიდან დეზომორფინს არ აქვს განსაზღვრული დოზირებები (და 0.00009 გრ. (ნოლი მთელი ცხრა მ,ეასიათასედი) არის დიდი ოდენობა), რის გამოც ვერ ხდება ოდენობების მიხედვით დიფერენცია ქმედებებს შორის, აღნიშნული დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები, თუ მხარეებს შორის დადებულის საპროცესო შეთანხმება. Xოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხმების დადება ბრალდების მხარის დისკრედიტაციას წარმოადგენს, პირის კონსტიტუციური უფლების რეალიზება ამ უკანასკნელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული ცალსახად ჩანს განსახილველ საქმეში. ვინაიდან ყოველგვარი წინაპირობისა და მიუხედავად საპროცესო შეთანხმება არ შემდგარა. 5. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილკით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისათვის გათვალისწინებული სანქცია არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. ღაც სისხლის სამართლის სანქციის ხასიათისა და ინტესივობის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დიდ ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვისათვის გათვალისწინებული სანქციის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის II პუნქტთან და 16- მუხლთან მიმართებით. 1. საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის II პუნქტის მიხედვით `დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება~, ხოლო 16-ე მუხლის მიხედვით `ყველას აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება~. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეებში: რევაზ ჩაგუნავა საქართველოს წინააღმდეგ (განჩინება, პარაგრაფი II.2) აგრეთვე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება, პარაგრაფი II-9) აღნიშნავს: სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებUლ შემთხვევაში შეიძლება დადგეს... საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მის მიმართებას, თუე ს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევის და კონსტიტუციურ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპოციულ ზომას წარმოადგენს~. 3. სასჯელი გამოყენებულ უნდა იქნეს უინდივიდუალურად ბრალდებულის (მსჯავრდებულის) პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა ლერევანტული ფაქტებიდან გამომდინარე. Kანონმდებელს ვერ ექნება დანაშაულებრივი ქმედების იდივიდუალური მახასიათებლების ნორმატიულად ამოწურვის პრეტენზია. Aმიტომაც მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სასჯელის ზომის იმპერატიული განსაზღვრისას და გაითვალისწინოს მასში მოსამართლის ლეგიტიმური ლორი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება ზედმეტად მკაცრი სანქსიის გამოყენების საფრთხე.
5.აღნიშნული ხარვეზის მცდელობად უნდა მივიჩნიოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლითაც მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების გარეშეც მიეცემა უფლება, რომ დანიშნოს უფრო ნაკლები სასჯელი, თუმცა აღნიშნული კანონი ჯერ კიდევ არ არის მიღებული, შესაბამისად ამ ეტაპზე ბრალდებული უფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვისათვის მისი გამოყენების პრევენცია შეუძლებელია. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის `ა~ პუნქტით გათვალისწინებული 0.00009 გრ. Dდეზომორფინის შეძენა შენახვისათვის ითვალისწინებს (გასაღებნის მიზნის გარეშე) სასჯელს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე ყოველგვარი ალტენატივის გარეშე გარდა საპროცესო შეთანხმებისა, რომლის რეალიზებისათვის ბრალდების მხარის კეთილი ნებაა გადამწყვეტი. ზემოაღნიშნული ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება, ისეთი დანაშაულების გვერდით როგორიცაა დანაშაულები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სხვა. ამასთან კანონმდებელი ერთმანეთისგან არ გამიჯნავს დეზომორფინის ოდენობებს, ანუ არ ადგენს მცირე, დიდ და გავსაკუთრებით დიდ ოდენობებს როდესაც განსხვავებულია მათი შედეგები და შესაბამისად მათი სოციალური საშიშროების ხარისხი. ყოველივე, იმ ფონზე როდესაც განვითარებული საზოგადოება მსჯელობს კანონის ჰუმანურობაზე და ნარკოტიკული დანაშაულების მიმართებაში გაერო მოუწოდებს მსოფლიოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე და მომხმარებლებს მიაკუთვნებს რემისიულ ავადმყოფთა რიგებს. ღოგორც უკვე ავღნიშნეთ საქართველოს კონდტიტუციის 17-ე მუხლის II პუნქტით არის დაცული, და ის აბსოლიტურ უფლებათა რანგს მიეკუთვნება. 6. #536-ე გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: `საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას (II.55) მკაცრი სანქციის გამოყენებით, სადაო ნორმები ზედმეტი ინტესივობით ზღუდავს მოსარჩელისათვის 16-ე მუხლით გარანტირებულ დაცვის სფეროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადაო ნორმა (სსკ.260-ე მუხლი) აწესებს ზედმეტად მკაცრ სასჯელს და ეწინააღმდეგება 17-ე მუხლის II პუნქტს აგრეთვე 16-ე მუხლს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა