საქართველოს მოქალაქეები - დიმიტრი ლომიძე და ტარიელ ჩოჩიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N699 |
ავტორ(ებ)ი | 1. დიმიტრი ლომიძე 2. ტარიელ ჩოჩიშვილი |
თარიღი | 8 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-16 მუხლს;
ბ) სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილების მქონე პირების მიერ (იხ. დეტალურად ქვემოთ);
გ) სარჩელში მითითებული საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხები არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი.
ე) მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ.
როგორც თქვენთვის წარმოდგენილი სარჩელით მოცემული მსჯელობიდან გახდებოდა ცნობილი დავის ფრომალურ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი (კანონის ნორმები) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის ზ/ხსენებულ მუხლებთან, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის II თავით გათვალისწინებული ადამიანთა ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტალურ უფლებებს, აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სადაოდ გამხდარი, ნორმები წინააღმდეგობაში მოდიან კონსტიტუციის II თავით ("საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი") გათვალისიწნებულ ადამიანთა ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ბუნებრია დასკვნაც, რომ საკონსტიტუვიო საჩივრის წარმოდგენის გზით უფლების დაცვის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა საკონსტიტუციო სარჩელის წარმოდგენასთან დაკავშირებული უფლებაუნარიანობის დამატებით კატალიზატორად შესაძლებელია განვიხილოთ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ერთის მხრივ დიმიტრი ლომიძე წარმოადგენს სისხლის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულს, კერძოდ მას ბრალად ედება სსკ-ი-ს 353-ე მუხლით გათალისწინებული ქმედების ჩადენა, პოლიციელთათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გზით, როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ასევე პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში.
რაც შეეხება უშუალოდ დიმიტრი ლომიძის პოზიციას, მისი განმარტებით წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, მას თავს დაესხა რამოდენიმე პირი, რომლებიც როგორც შემდგომ გაარკვია აღმოჩნდნენ პოლიციის თანამშრომლები მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა.
მოგახსენებთ, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირის #47-ში განთავსებული სს „ბანკი რესპუბლიკა“-ს ფილიალის მიმდებარედ. დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბანკის შენობის გარე ფასადი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. თავისთავად არც ის გარემოება არ გახლავთ სადავო, რომ პოლიციის განყოფილების ამინისტრაციული შენობაც აღჭურვილია სათვალთალო ვიდეო კამერებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დიმიტრი ლომიძის უდანაშაულობის დადასტურების მიზნით, ვიდეო ჩანაწერის ასლის მოთხოვნით მივმართეთ სს „რესპუბლიკა ბანკს“, რომელმაც არ უარყო რომ გააჩნდათ ჩანაწერი, თუმცაღა აგვიხსნა რომ ჩანაწერის გაცემა მოხდებოდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
ხსენებულის შემდგომ ჩანაწერების გამოთხოვნის მოთხოვნით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. დამატებით დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი იყო პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაზე (ში) არსებული კამერების ჩანაწერთა გამოთხოვა
სასამართლომ სხვადასხვა დროს მიღებული გადაწყვეტილებებით განგვიმარტა, რომ აღნიშნული ჩანაწერების გამოთხოვნის უფლებით სარგებლობდა მხოლოდ პროკურორი.
აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებისას სასამართლომ იხელმძრავანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136/2 და 143/10 მუხლებით.
აღნიშნულის შემდგომ, თავისთავად შუამდგომლობით მივმართეთ ბრალდების მხარეს თუმცაღა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით ბრალდების მხარე უარს ამბობს ვიდეო კამერათა ჩანაწერების გამოთხოვაზე.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ დაცვის მხარეს ეზღუდება დაცვის განხორციელების შესაძლებლობა, იმ მტკიცებულების მოპოვებაზე უარის თვალსაზრისით, რომელიც უდავოდ დაადასტურებს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის (დიმიტრი ლომიძის) უდანაშაულობას, შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარეობს მსჯელობა, რომ ბრალდების მხარე არ გახლავთ დაინტერესებული დამიტრი ლომიძის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვებით და უფრო მეტიც სურს განახორციელოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ლეგალიზაცია.
როგორც მოგახსენეთ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უარი ვიდეო კამრეთა ჩანაწერების მოპოვებაზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისათვის გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცეოს კოდექსის 136-143/10 მუხლებიდან, რომელთა შესაბამისადაც კომპიუტერულ სისტემაში დაცული მონაცემების (ელექტრონულ მატარებელზე) გამოთხოვის უფლებამოსილებით სარგებლობს მხოლოდ პროკურორი, ანუ ბრალდების მხარე, ხოლო დაცვის მხარეს არ გააჩნია მოიპოვოს მსგავსი სახის მტკიცებულება მიუხედავად იმისა ალბათობის როგორი ხარისხით ასაბუთებს კონკრეტული მტკიცებულება ბრალდებულის უდანასაულობას.
შესაბამისად ყოველივე აღნიშნულით ირღვევა სისხლის სამართლაწარმოების უმნიშვნელოვანესი მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც ლეიტმოტივად გასდევს მთელ სისხლის სამართლის საპროცსო კოდექსს.
მხარეთა თანასწორობის პრინციპის აღმატებულ მნიშვნელობას ადასტურებს მისი საკონსტიტუციო დაცვა, კერძოდ როგორც მოგეხსენებათ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად:
„საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
ხოლო კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ
„სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
რათქმაუნდა 95-ე მუხლი არ გახლავთ მოცემული კონსტიტუციის მე-2 თავით, თუმცაღა წარმოადგენს 39-ე მუხლით აღიარებულ პრინციპს, ამასთან ნორმით გათვალისწინებული უფლების ბენეფიციარს წარმოადგენს ნებისმიერ პირი, როგორც პერსპექტივაში სამართალწარმოების მონაწილე, ასევე მოსარჩელეთაგან ადვოკატის სტატუსის მატარებელი დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ტარიელ ჩოჩიშვილი, როგორც სპეციალური სუბიექტები, აღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ მოსარჩელეები უნდა მიჩნეულ იქნენ იმ სუბიქტებად, რომლებმაც შესაძლებელია აღძრან სარჩელი სადავადო გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის თვალსაზრისით კონსტიტუციის აღნიშნულ ნორმებთან მიმართებაში.
როგორც მოგეხსენებათ კონსტიტუციის მე-13-ე მუხლის შესაბამისად
„საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“.
ნორმით გათვალისწინებული ლეგალურ დეფინიციაში მოცემული მსჯელობა გულისხმოს ნორმატიულ მფარველობას, კერძოდ საქართელოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს კანონით გათალისწინებული შესაძლებლობა თავი დაიცვას არასწორი ბრალდებისაგან.
მუხლი 30.1.
„შრომა თავისუფალია.“
მოცემულ შემთხვევაში ტარიელ ჩოჩიშვილი და დალი ბაგრატიონ გრუზინსკი როგორც ადვოკატები წარმოადგენენ სპეციალურ სუბიექტებს, რომელთაც უნდა მიეცეთ სამსახურებრივი უფლებამოსილების კერძოდ დაცვის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა.
მუხლი 40:
„1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით .
2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს .
3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ , საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს . ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით , უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ “.
მოცემული მუხლის ფართო განმარტებიდან გამომდინარეობს პირის შესაძლებლობა განახორციელოს დაცვა შეაგროვოს შესაბამისი მტკიცებულები რომლებიც დაადასტურებენ მის უდანაშაულობას, აქედან გამომდინარე მოსარჩელეები, მით უფრო დიმიტრი ლომიძე თავისთავად ცხადია წარმოადგენენ სარჩელის აღძვრის უფლებამოსილების მატარებელ სუბიექტებს.
მუხლი 41.1
„საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს , თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“.
მოცემულ შემთხვევაში საუბარია ინფრომაციის მიღების უნარზე მიუხედავად იმისა რა ფორმატით იქნება იგი დაცული იქნება თუ არა ელექტრონულ მატარებელზე.
მუხლი 42.3
„დაცვის უფლება გარანტირებულია“
მოცემულ შემთხვევაში თავისთავად ცხადია იგულისხმება არამხოლოდ ფორმალური შესაძლებლობა დაიქირავო ადვოკატი, არამედ განახორციელო საკუთარ უფლებათა რეალური დაცვა მოიპოვო ის მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია დაცვის განსახორციელებლად. დაცვა არ უნდა ატარებს მხოლოდ ფორმალურ შინაარს, არამედ როგორც დამცველს (ადვოკატს), ასევე მის დასაცავს უნდა მიეცეთ დაცვის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ სადავო ნორმები შემდეგ გარემოებათა გამო:
ფაქტობრივი გარემოებები რამაც განაპირობება კონსტიტუციური სარჩელის წარმოდგენა როგორც ზ/ავღნიშნეთ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის, ბ-ნი ირაკლი ცირეკიძის მიერ, 19.04.2015 წელს მიღებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილების საფუძველზე, დიმიტრი ლომიძე ცნობილი იქნა ბრალდებულად სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბ-ნი არსენ კალატოზიშვილის მიერ 20.04.2015 წელს მიღებული განჩინების საფუძველზე დიმიტრი ლომიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. საქმის მასალათა მიხედვით დაკავების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემობა, რომ დიმტრი ლომიძემ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს, გიორგი როსტიაშვილს, კახაბერ პაპინაშვილს და გიორგი სეფაშვილს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება მისი ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და შემოწმების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე და მიაყენა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშორმელთა მიერ მიცემული ჩვენების შესაბამისად წინააღმდეგობის გაწევა გრძელდებოდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დიმიტრი ლომიძის გადაყვანის შემდეგაც და გამოიხატებოდა მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. დიმიტრი ლომიძის განმარტებით, 17.04.2015 წელს დღის 19-დან 20 საათამდე მონაკვეთში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მდებარე სს „ბანკი რესპუბლიკა“-ს ფილიალთან, თავს დაესხა სამი უცნობი პირი, ორმა გაუკეთა ხელმკლავი და ცდილობდნენ მისთვის ხელების ამოტრიალებს, ხოლო მესამემ ჩაავლო ხელი კისრი არეში (ქეჩოში), ისე რომ არ აუხსნიათ ვინ იყვნენ, რის შემდეგაც მისი მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ჩასვეს იქვე, რამოდენიმე მეტრში მდგომ, ჯიპის ტიპის ორკარიან მანქანაში. დიმიტრი ლომიძის განმარტებით ხსენებულ სუბიექტებს, თან ახლდა ორი თუ სამი პიროვნება (ცალკე მანქანით), რომლებიც მის დაკავებაში აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობდნენ. მანქანაში ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მიხვდა, რომ ზ/ხსენებული პირები გახლდენენ პოლიციის თანამშრომლები და სთხოვა აეხსნათ დაკავების მიზეზი, და მიეცათ ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. აღნიშნული მოთხოვნით გაღიზიანებულმა ერთ-ერთმა პოლიციის თანამშრომელმა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. დიმიტრი ლომიძემ სთხოვა, რომ ნუ აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც პოლიციელთა მხრიდან უკვე ფიზიკური შეურაცხოფა მოჰყვა თავის არეში ხელით შეხების გზით. დიმიტრი ლომიძე შეტრიალდა ხსენებული პირისკენ, რომელიც ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის განმეორებით მიყენებას და სცადა დაეჭირა ხელი. აღნიშნულს მოყვა პოლიციის სამივე თანამშორმელთა მხრიდან მისი ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმართული მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ. დიმიტრი ლომიძის განმარტებით ცემის დროს იგი ცდილობდა დაეცვა თავი (რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა პოლიციის თანამშომლებს), თუმცაღა ვერ ახერხება და ძირითადად შემოიფარგლებოდა თავის არეში ხელების აფარებით. ხსენებული ფაქტის შემდეგ, ა/მანაქანა დაიძრა თბილისის შსს-ს ვაკე-საბურთალოს რაიონის სამმართველოს მე-7 განყოფილების მიმართულებით. განყოფილებასთან მისვლის დროს მანქანა გაჩერდა განყოფილების მოპირდაპირე მხარეს. ამ დროს პოლიციის შენობიდან გამოვიდა რამოდენიმე პოლიციის თანამშომელი, ერთ-ერთ (რომელიც შემდგომ, როგორც დიმტრი ლომიძეს გაეცნო შოთა კილაძედ) მიუახლოვდა ა/მანქანას და საქარე მინიდან დაიწყო დიმიტრი ლომიძის სიტყვიერი შეურაცხყოფა. დიმიტრი ლომიძემ გაუმეორა თხოვნა იმის შესახებ, რომ ნუ აყენებდნენ შეურაცხყოფას, რის შემდეგ შოთა კილაძე ჩაჯდა ა/მანქანაში (წინ მჯდომი პირის ნაცვლად) და დიმიტრი ლომიძეს მიაყენა უკვე ფიზიკური შეურაცხყოფა ხელისა და ფეხის ჩარტყმის გზით. აღნიშნულის შემდეგ მანქანამ შეუხვია პოლიციის განყოფილების გვერდით მდებარე ავტო სადგომზე. დიმიტრი ლომიძე გადმოიყვანეს მანქანიდან და ჩაიყვანეს განყოფილების ნულოვან სართულზე მინიან ოთახში (სავარაუდოდ ამოცნობისათვის განკუთვნილი) სადაც გაგრძელდა მისთვის როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ პროცესში დიმიტრი ლომიძისათის უცნობ სხვა პირებთან ერთად მონაწიელობდნენ შოთა კილაძე (როგორც ეს უკანასკნელი გაეცნო), კახაბერ პაპინაშვილი, გიორგი როსტიაშვილი და გიორგი სეფაშვილი. ამ დროსაც დიმიტრი ლომიძე ცდილობდა მხოლოდ თავდაცვას რაც გამოიხატებოდა პოლიცელებისათის ხელების გაკავების მცდელობაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ (სავარაუდოდ (10-15 წუთი) პოლიციელებმა დატოვეს დიმიტრი ლომიძე, პოლიციის სხვა თანამშრომლებთან, ხოლო დაახლოებით ერთი საათის შემდეგ აიყვანეს მეორე სართულზე სადაც წარუდგინეს საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, რის შემდეგაც გადაიყვანეს შესაბამის დაწესებულებაში შესამოწმელად. შემოწმების შედეგად დიმიტრი ლომიძეს კანონით აკრძალული ნივთირების (ნარკოტიკული) კვალი ორგანიზმში არ აღმოჩნდა. თავისთავად თვითონ ვერსია იმის შესახებ, რომ დიმიტრი ლომიძემ პოლიციის სამ თანამშრომელს მიაყენა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება დაუხია ფორმა და მათი ჩვენების შესაბამისად გაუწია ძლიერი წინააღმდეგობა არადამაჯერებლია, რადგან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი გახლავთ დაახლოებით 55კგ., სიმაღლით 182 სმ არასპორტული აგებულების. ბრალდებულის მიერ წარმოდგენილ პოზიციას ადასტურებს ის გარემოება, რომ დაკავების ოქმის შესაბამისად დიმიტრი ლომიძეს აღენიშნება ერთი დაზიანება შუბლზე ნაკაწრის სახით, მაშინ, როდესაც შსს ქ. თბილისის და მცხეთა მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებულის გარეგანი დათვალიერების ოქმით დაფიქსირებული აქვს შუბლზე არაერთი, არამედ მრავლობითი ნაჭდევები და ასევე ნაჭდევი მუხლის არეში, აქვე ოქმის თანახმად დიმიტრი ლომიძემ განაცხადა, რომ სხეულის დაზიანებანი მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებმა შესაბამისად გააჩნია პრეტენზიები მათ მიმართ. როგორც მოგეხსენებათ დაცვის მხარის იანიციატივით ჩატარდა სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზა. დასკვნის საფუძველზე სხეულის დაზიანებანი, რომელიც აღენიშნებოდა დიმიტრი ლომიძეს უნდა განვითარებულიყო რაიმე მკვრივი საგნის (საგნების) არაერთჯერად მოქმედებით. გაცნობებთ, რომ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის და მცხეთა მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის წერილის თანახმად დიმიტრი ლომიძემ იზოლატორში ორჯერ ისარგებლა ექიმის მომსახურებით, ამასთან წარმოდგენილი ანამნეზის შესაბამისად ექსპერტი ასკვნის, რომ უნდა ემსჯელათ სულ მცირე ტვინის შერყევასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირის #47-ში განთავსებული სს „ბანკი რესპუბლიკა“-ს ფილიალის მიმდებარედ, ასევე არ წარმოადგენს დავის საგანს ის გარემოება, რომ ბანკის შენობის გარე ფასადი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. თავისთავად არც ის გარემოება არ გახლავთ სადავო, რომ პოლიციის განყოფილების ამინისტრაციული შენობაც აღჭურვილია სათვალთალო ვიდეო კამერებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკის კამერათა ჩანაწერების გამოთხოვის გზით, საკმოდ მარტივი გახლდათ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, კერძოდ გაუწია თუ არა დ. ლომიძემ წინააღმდეგობა პოლიციის თამშრომლებს, ასევე შესაძლებელი იყო გარკვეულიყო საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე დეტალები, თუ როდის მოვიდნენ პოლიციის თანამშორმლები შემთხვევის ადგილზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი დანაშაულის მიზანმიმართულ პროვოცირებას, რეალურად ასრულებდნენ, თუ არა კანონით განსაზღვრულ უფლებამოვალეობებს, ეცვათ თუ არა პოლიცის ფორმა, თუ მხოლოდ დ.ლომიძეს ელოდებოდნენ და ა.შ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დიმიტრი ლომიძის უდანაშაულობის დადასტურების მიზნით, ვიდეო ჩანაწერის ასლის მოთხოვნით მივმართეთ სს „რესპუბლიკა ბანკს“, რომელმაც არ უარყო რომ გააჩნდათ ჩანაწერი თუმცაღა აგვიხსნა რომ ჩანაწერის გაცემა მოხდებოდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ხსენებულის შემდგომ ჩანაწერების გამოთხოვნის მოთხოვნით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას. დამატებით დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი იყო პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაზე (ში) არსებული კამერების ჩანაწერთა გამოთხოვა სასამართლომ სხვადასხვა დროს მიღებული გადაწყვეტილებებით განგვიმარტა, რომ აღნიშნული ჩანაწერების გამოთხოვნის უფლებით სარგებლობდა მხოლოდ პროკურორი. აღნიშნული პოზიციის დაფიქსირებისას სასამართლომ იხელმძრავანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136/2 და 143/10 მუხლებით. აღნიშნულის შემდგომ, თავისთავად შუამდგომლობით მივმართეთ ბრალდების მხარეს თუმცაღა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით ბრალდების მხარე უარს ამბობს ვიდეო კამერათა ჩანაწერების გამოთხოვაზე. 27.04.2015 წლის დადგენილების თანახმად (რომელიც მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა გადმოგვეცა დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით) ბრალმდებელი თითქოსდა ნაწილობრივ აკმაყოფილებს ჩვენს შუამდგომლობას, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით უარს გვეუბნება სს „რესპუბლიკა ბანკი“-ს კამერათა ჩანაწერების გამოთხოვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და აკმაყოფილებს ჟვანიას მოედანზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერების გამოთხოვნის შესახებ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიას ქუჩაზე მდებარე კამერის მონაცემები ადასტურებდნენ არა იმდენად დიმიტრი ლომიძის უდანაშაულობას, არამედ პოლიციის თანამშორმელთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, დაცვის მხარეს გადაეცა იმ კამერის ჩანაწერი რომელიც დამონტაჟებული გახლავთ არა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7-ე განყოფილების გასწვრივ ჟვანიას მოედნის კუთხეში (რესპუბლიკურის საავადმყოფოს მიმართულებით), არამედ საპირისპირო მხარეს, კანდელაკის ქუჩაზე ჩინური რესტორნის წინ, რომლიდანაც საერთოდ არ ჩანს პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორია, აქვე მოგახსენებთ, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წერილით, რომლის ადრესატიც გახლავთ შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი გოჩა კასრაძე უდავოდ დასტურდება, რომ ბრალდების მხარეს გადაეცა ჟვანიას მოედნისა და კანდელკის ქუჩია კვეთაზე არსებული ყველა კამერის ჩანაწერები (ასევე გამომძიებელმა განაცხადა, რომ მასალა დიდი იყო და ჯერ თვითონ უნდა ენახათ ჩანაწერები ხოლო მერე გადმოგვცემდნენ ჩვენ) შესაბამისად დაცვის მხარეს შერჩევით გადაეცა იმ კამერის ჩანაწერი, რომელზეც საქმისათვის საინტერესო არაფერი არ გახდათ ასახული, ამასთან მიუხედავად ჩვენს მიერ დამატებით წარდგენილი განცხადებისა ბრალდების მხარემ თავი შეიკავა მოთხოვნილი ჩანაწერის ჩვენთვის გადმოცემისაგან. როგორც ზ/ავღნიშენთ პოლიციის თანამშორმელთა მიერ მიცემული ჩვენების შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა როგორც ფაქტობრივი დაკავების ადგილზე, ასევე პოლიციის განყოფილებაში დიმიტრი ლომიძის მიერ პოლიციის თანამშორმელთათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენებაში. გაცნობებთ, რომ პოლიციის თამაშრომელთა მიერ მიცემული ჩვენებისა და შესაბამისად ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის გადამოწმება/დადასტურების მიზნით, ჩვენს მიერ მოთხოვნილი გახლდათ პოლიციის ადმინისტრაციული შენობის გარე და შიდა ფასადზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გადამოცემაც, თუმცაღა აქაც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით გვექთა უარი. მოცემული უარი მით უფრო გაუგებარია, რომ ხსენებულ კამერათა დამონტაჟება განხორციელდა სწორედ იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო მონიტორინგი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ქმედებების კანონიერებაზე, რათა მსგავსი კითხვების გაჩენის შემთხვევაში ობიექტური ჭეშმარიტება კამერათა ჩანაწერების გადამოწმებით დადგენილიყო. გაცნობებთ, რომ მოცემულ დეტალებთან დაკავშირებით არაერთხელ მივმართეთ განცხადებით, როგორც მთავრ პროკურატურას ასევე ხელისულფების სხვადასხვა შტოს თუმცაღა ჩვენს მიერ წარდგენილი, განცხადებები საბოლოო ჯამში ილექება ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში, რომელიც დაცვის მხარის შეფასებით ფაქტობრივად ახორციელებს, პოლიციელთა მიერ ჩადენილი ქმედების ლეგალიზებას. უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ, რომ დადგენილებით შუამდგიმლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილება უხეშად არღვევს მოქმედ კანონმდებლობას, რადგან სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 მე-3 ნაწილების თანახმად: 2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. 3. გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან გამოძიება სხვა გამომძიებელს დაავალოს. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად: „ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს“. სსსკ-ის 39-ე მუხლის საფძველზე: „1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით მოიპოვოს მტკიცებულება. ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. 2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება“ სსსკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „1. მხარეებს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. მხარეები საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი, რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდება მის მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.“ ანუ, დაცვის მხარე თავად განსაზღვრას იმ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მიზნად ისახავს დაცვის უფლების რეალიზაციას. ბრალდების მხარე არ სარგებლობს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით მონიტორინგის უფლებით, კერძოდ იმის განსაზღვრით ამა თუ იმ მტკიცებულებას გააჩნია, თუ არა შემხებლობა სისხლის სამართლის საქმესთან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეგულიაციებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის 136-143/9 გათვალისწინებული დებულებანი, ექლეტრონულ მატარებელზე დაცული ჩანაწერის გამოთხოვის უფლების მხოლოდ ბრალდების მხარისათვის მინიჭების შესახებ. მოცემული ნორმების შინაარსზე მსჯელობის გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიმდინარე ეპოქაში ნებისმიერი ინფორმაციის დაცვა ხორციელდება ელექტრონულ კომპიუტერულ მატარებელზე, აღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა მსჯელობა, რომ თუ დაცვის მხარეს ნებაყოფლობით არ მიეწოდა შესაბამისი პირისაგან აღნიშნული ტიპის ინფორმაცია, თვითონ არათუ ვერ მოიპოვებს მას არამედ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის უფლებითაც კი ვერ ისარგებლებს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართელოს კონსტიტუციის მე-13.1, 30.1, 39-ე, მე-40-ე, 40.1, 42.3 და 95.3. კერძოდ ირღვევა აღნიშნული მუხლებით გარანტირებული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, დაცვის უფლება, მტკიცებულებათა მოპოვებისა და წარდგენის შესაძლებლობა, უდანაშაულობის პრეზუმცია და სხვა. როგორც ავღნიშნეთ კონსტიტუციის მე-13-ე მუხლის შესაბამისად „საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა“. ნორმით გათვალისწინებული ლეგალურ დეფინიციაში განხილეული მფარველობის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს მფარველობა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არსებობით, ამასთან მფარველობას არამხოლოდ მესამე პირთაგან არამედ ასევე მფარველობასაც იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ სახელმწიფოს წარმოადგენენ. განსახილველ შემთხვევაში კი როგორც მოგახსენეთ გასათვალისწინებელია, რომ არამხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის აქტუალური იყო სამართალწარმოების ამ ეტაპზე, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის დაცვა ხორციელდება კომპიუტერულ მატარებელზე, აქედან გამომდინარე უდავოა, რომ დაცვის ეფექტურად განხორციელების მიზნით სამართალწარმოების მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით გამოითხოვოს მსგავსი ინფორმაცია. მუხლი 30.1. „შრომა თავისუფალია.“ მოცემულ შემთხვევაში როგორც ავღნიშნეთ მნიშვნელოვანია მოსარჩელეების, როგორც ადვოკატთა მიერ ნაკისრი ვალდებულების რეალურად განხორციელების უნარი, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა სახელმწიფო ორგანოების ჩართულობის თვალსაზრისით არ გხვდება სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში. სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს, რომელიც არ გახლავთ სახელმწიფო, შეუძლია სასამართლოს მეშვეობით, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია დაცული ნებისმიერ მატარებელზე, რომელსაც მნიშვნელობა აქვს კონკრეტული საქმის განხილვისათვის, აქედან გამომდინარე მით უფრო გაუგებარი და გაუმართლებელია მსგავის შეზღუდვის დაწესება სისხლის სამართალწარმოებისას, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს თვითონ ადამიანი. მუხლი 40: „1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით . 2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს . 3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ , საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს . ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით , უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ “. მოცემული მუხლის ფართო განმარტებიდან გამომდინარეობს პირის შესაძლებლობა განახორციელოს დაცვა შეაგროვოს შესაბამისი მტკიცებულები რომლებიც დაადასტურებენ მის უდანაშაულობას, აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან კონსტიტუციის ამ მუხლთან რადგან ართმევენ პირს დაცვის მიზნით მოიპოვოს ის მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია მისი უფლებების უკეთასად რეალიზაბისათვის. მუხლი 41.1 „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს , თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ინფრომაციის მიღების უნარზე მიუხედავად იმისა რა ფორმატით იქნება იგი დაცული იქნება თუ არა ელექტრონულ მატარებელზე. მუხლი 42.3 „დაცვის უფლება გარანტირებულია“ მოცემულ შემთხვევაში როგორც ავღნიშნეთ, თავისთავად ცხადია იგულისხმება არამხოლოდ ფორმალური შესაძლებლობა დაიქირავო ადვოკატი, არამედ განახორციელო საკუთარ უფლებათა რეალური დაცვა მოიპოვო ის მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია დაცვის განსახორციელებლად. დაცვას არ უნდა ატარებს მხოლოდ ფორმალურ შინაარს, არამედ როგორც დამცველს (ადვოკატს), ასევე მის დასაცავს უნდა მიეცეთ დაცვის რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. სადავოდ გამხდარ მუხლთა არსებობისას კი ცხადია, რომ აღნიშნული შესაძლებლობა თანამდროვე ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით სულ უფლო ეფემერული ხდება. კონსტიტუციის 39-ე მუხლის შესაბამისად: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. მათ შორის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ სამართალწარმოების უმთავრეს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სადავო ნორმები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან აღნიშნულ დეფინიციასთან. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა