საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მენაბდე საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N670 |
ავტორ(ებ)ი | ვახტანგ მენაბდე |
თარიღი | 2 ოქტომბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
საქართველოს ცენტრალულმა საარჩევნო კომისიამ 2015 წლის 31 აგვისტოს #104/2015 განკარგულებით 2015 წლის 31 ოქტომბერს ორ მაჟორიტარულ ოლქში (#11 საგარეჯო და #65 მარტვილი) დანიშნა შუალედური არჩევნები. განკარგულებაში ცესკო დაეყრდნო საარჩევნო კოდექსის სადავოდ გამხდარ ნორმებს.
მოსარჩელე ვახტანგ მენაბდე რეგისტრირებულია საბურთალოს #3-ე საარჩევნო ოლქში, სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩვნებისათვის რეგისტრირებული იყო 128 000 ამომრჩეველი. საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება მარტვილში, ხოლო 3.5 ჯერ საგარეჯოში რეგისტრირებულ ამომრჩვლებს. ამგვარად, მარტვილელ და საგარეჯოელ ამომრჩეველს 4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვს გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე ვიდრე საბურთალოელ ამომრჩველს. რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებს.
ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილებით გაუქმდა 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში არაკონსტიტუციურად ცნო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საზღვრები, ხოლო გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმები კვლავ აძლევენ ცენსკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას რაც წარმოადგენს არაკონსტიტუციურ რეალობას.
რაც შეეხება ცენსკოს განკარგულებას, ის ნორმატიული შინაარსის აქტია, რადგან ადგენს საარჩევნო საზღვრებს, ანუ განსაზღვრავს ნორმატიულ რეალობას და გამოიყენება არა მხოლოდ კონკრეტული არჩევნების დღისთვის არამედ შუალედური არჩევნებისთვისაც. ზემოაღნიშნული განკარგულება არჩვევს მოსარჩელის უფლებას იმდენად გამოცემულია იმ ნორმის საფუძველზე რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცნო არაკონსტიტუცურად და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა არ ცვლის რეალობას და შესაძებლობას აძლევს ცესკოს ჩაატაროს შუალდური არჩევნები იმ საზღვრებში, რომელიც უკვე არაკონსტიტურად არის ცნობილი სასამართლოს გადაწუვეტილების შესაბამისად.
ამის გამო შუალდური არჩევნებისას სადავო ნორმები უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხმის თანაბარი წონის უფლებას და ეწინააღდეგებიან კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებს. შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირბები. ამგვარად ვახტანგ მენაბდე არის უფლებამოსილი მოსარჩელე, იდავო სადავმო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმეობის კანონის მე-18 მუხლის დასაშვებია რადგან: წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით, აკმაყოფილებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა, მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად, სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ, სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლები, სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
- საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტისა და 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვახტანგ მენაბდე რეგისტრირებულია საბურთალოს #3-ე საარჩევნო ოლქში, სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩვნებისათვის რეგისტრირებული იყო 128 000 ამომრჩეველი. საბურთალოს ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 4-ჯერ აღემატება მარტვილში, ხოლო 3.5 ჯერ საგარეჯოში რეგისტრირებულ ამომრჩვლებს. საბურთალოს ოლქებში მცხოვრები ამომრჩევლების ხმების გაუფასურების, მასთან შედარებით მარტვილსა და საგარეჯოში მყოფი ამომრჩევლისათვის გადამეტებული წონის მინიჭებით საბურთალოს ამომრჩველი საქართველოს პარლამენტში ირჩვეს იმდენივე მაჟორიტარ დეპუტატს, რასაც მარტვილისა და საგარეჯოს ამომრჩველი. მოსარჩელის ინდივიდუალური საარჩევნო ხმა მათი საცხოვრებელი ადგილის გამო გახდა მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან მიმართებაში უთანასწორო შეფასების ობიექტი. საბურთალოს საარჩევნო ოლქების მოსახლეობა, რაოდენობიდან გამომდინარე, ამ ოლქის მაცხოვრებლებთან მიმართებაში შესაბამისად ორჯერ და სამჯერ მეტი დეპუტატით უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. მოსარჩელე მიუთითებს რა ამომრჩევლების რაოდენობას შორის განსხვავებაზე, რითაც ერღვევა კონსტიტუციით თანაბრად გარანტირებული საარჩევნო ხმის უფლება, მაჟორიტარი დეპუტატისათვის მათ მიერ მიცემულ ხმებს მიეცეს ისეთივე წონა, რაც დასახელებულ საარჩევნო ოლქში მცხოვრებ ამომრჩევლებს გააჩნიათ. ამგვარად, მოსარჩელე მოკლებულა შესაძლებლობას, სრულად ისარგებლონ ხმის მიცემისას ან დათვლისას კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებით მუხლით გარანტირებული თანასწორი საარჩევნო ხმის უფლებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/3/547 საქმეში არაკონსტიტუციურად ცნო 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან მიმართებით.
სასამართლომ გადაწყვეტილების 22-ე პუნტში მიუთითა, რომ ,,საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა. ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“. სასამართლო დაეყრდნო რა ვენეციის კომისიის ხედვას გაიზიარა მისი სტანდარტი და განაცხადა რომ ჩვეულებრივ შემთხევაში გადახვევა მხოლო 10% შეიძლება იყოს განსაკუთრებულ შემთხვევაში კი 15%. ამით მან დაადგინა კნსტიტუციური ლავირების სივრცე, რომელსაც არსებითად სცდება სადავო შემთხვევა. ხოლო 30-ე პუნქტი სასამრთლომ განაცხადა, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა ერთი ნაწილის ხმის „წონა“ მრავალჯერ აღემატება მეორე ნაწილის ხმის „წონას“, ეს იწვევს მაღალი ხარისხის დისპროპორციას’’ (როგორც ჩვენს შემთხვევაში) რაც წარმოადგენს არაკონტიტუციურ რეალობას და უნდა გაქუმდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 110-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საკმარისი არ აღმოჩნდა და სადავო ნორმების სახით კვლავ მოინახა ნორმატიული ბაზა რაზე დაყრდნობითად შალედური არჩევნები ტარდება, რაც ისევე როგორც ძრითადი არჩევნები არღვევს მომარჩელის კონტიტუციურ უფლებებს.
ამავდროულად მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ იმ საარჩევნო ოლქების საზღვრები, სადაც არჩევნები ტარდება კონსტიტუციური თვალსაზრისით აღარ არსებობს, ამდენად ცესკოს მიერ არჩევნების ამ ოლქებში ჩატარება იწვევს მოსარჩელის უფლებების ხელახალ დარღვევას, რა უფლებებშ აღდგენაც აღდგენაც შესაძლებელი გახდა №1/3/547 გადაწყვეტილების შედეგად.
მიუხედავად ამისა საარჩენო კოდექსის სადავოდ გახდილი ნორმები კვლავ აძლევენ ცენსკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას რაც წარმაოდგენს არაკონსტიტუციურ პრაქტიკას და მოსარჩელის უფლებების დარღვევას.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის #62/2012 განკარგულება მუხლი 1-ის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებთან
განკარგულების მიხედვით დადგენილია, რომ შეიქმნას საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისთვის 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი და განისაზღვროს მათი საზღვრები სახელწოდებები და ნომერები დანართების (#1, #2) შესაბამისად; საკონსტიტიტუციო სასამრთლოს ზემოაღნიშნული გადაწყუვეტილების შემდეგ გაუქმნდა ის ნორმა რომლის საფუძველზეც მიღებული იყო აღნიშნული დადგენილება, მიუხედავად ამისა ნორმა არსებობას განაგრძობს და მას ცესკო იყენებს. 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დანიშვნის დროს მან თავის #107/2015 განკარგულებაში აღნიშნა, რომ შუალედური არჩენვებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა 2012 წლის 11 ივნისის #62/2012 განკარგულებით დადგენილ საზღვრებს.
აღნიშნული ნორმაიმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტის შინაარს და ცესკოსთვის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესაძებლობის მიცემით არჩვევს მოსარჩელის უფლებას რომელიც გარანტირებულია საქართველოს კოსნტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლებით.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი