მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/390 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 16 ივნისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე - წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები: სულიკო მაშია და რუსუდან გოგია.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 1 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №390) მომართეს მოსარჩელეებმა სულიკო მაშიამ და რუსუდან გოგიამ და მოითხოვეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის და 10 მაისის განმწესრიგებელი სხდომების საოქმო ჩანაწერებით (№2/3/370; №2/4/382) არსებითად განსახილველად მიღებულ 370-ე და 382-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან, დასახელებულ სამივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელეების სულიკო მაშიას და რუსუდან გოგიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
2. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს 370-ე და 382-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე