მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/370 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოსარჩელეები: დარეჯან მთვარელიშვილი, ელენე ფერაძე, ნელი კალანდაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, ზაირა ნატროშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 533 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა ჯგუფის წარმომადგენელი შალვა თოიძე.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 16 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №370) მომართეს მოსარჩელეებმა: დარეჯან მთვარელიშვილმა, ელენე ფერაძემ, ნელი კალანდაძემ, იოსებ ნაცვლიშვილმა, ზაირა ნატროშვილმა და მოითხოვეს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 533 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ასევე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელეების: დარეჯან მთვარელიშვილის, ელენე ფერაძის, ნელი კალანდაძის, იოსებ ნაცვლიშვილისა და ზაირა ნატროშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 533 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით;
2. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
3. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე