ა(ა)იპ პროფესორთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1530 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ა(ა)იპ პროფესორთა ასოციაცია |
თარიღი | 23 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი “ამნისტიის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის (მიღების თარიღი: 28 დეკემბერი 2012 წ. დოკუმენტის ნომერი: N202-რს მიმღები : საქართველოს პარლამენტი. კოდი 080050000.05.001.016897) მე-11 მუხლი: 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. 2. თუ დაზარალებული ფიზიკური პირის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება ამ მუხლში აღნიშნულ პირზე, თუ ამაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებულის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი). 3. დაზარალებული იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობას ამავე მუხლით დადგენილი წესით განაცხადებს მისი სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო ლიკვიდაციის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება. |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის (ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები) მე-2 პუნქტი: ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი 31-ე და 31 1 -ე მუხლები
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 19 მუხლის 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 39 მუხლის ნაწილი 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
ა. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 31პრიმა მუხლის მოთხოვნებს.
ბ. შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
გ. აპარატის თანამშრომელმა წარმოადგინა - ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციის“ (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-11377/19; 10.06.2019); წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას 2012 წლის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს პირს იმის მიუხედავად, დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე განაცხადებს თუ არა თანხმობას ამის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის თანახმად, 2012 წლის საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ და კონკრეტულად კი, ამ კანონის მე-11 მუხლი დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს 2012 წლამდე სსკ-ს 180-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს, ვინაიდან იგი ითვალისწინებს დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობას როგორც აუცილებელ წინაპირობას ამნისტიის განხორციელებისათვის.
ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ამნისტია - ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნორმატიული აქტი. ამნისტია, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია, რომელიც განპირობებულია სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნითა და პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობით. სწორედ სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნა დაედო საფუძვლად დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობის დაწესებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის - თაღლითობისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ ამნისტიის გავრცელების წინაპირობად. კერძოდ, 2012 წლის 8 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად: „გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.“
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე ა(ა)იპ „პროფესორთა ასოციაციის“ (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით ცნო უარყოფილად.
მომხრე - 0; წინააღმდეგი - 6;
დ. სარჩელში მითითებული საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია.
ე. სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ვ. სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ზ. კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავებისთვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი გახდება სადაო.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ა(ა)იპ “პროფესორთა ასოციაციის“ (ნონა ჟველია) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება “ამნისტიის შესახებ„ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (#1-11377/19; 10.06.2019); წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის წინაშე განხილულ იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოქმი #190, 04.10.2019. სხდომაზე წარმოადგინა აპარატის თანამშრომელმა.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილებას 2012 წლის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს პირს იმის მიუხედავად, დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე განაცხადებს თუ არა თანხმობას ამის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის თანახმად, 2012 წლის საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ და კონკრეტულად კი, ამ კანონის მე-11 მუხლი დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს 2012 წლამდე სსკ-ს 180-ე მუხლით მსჯავრდებულ პირებს, ვინაიდან იგი ითვალისწინებს დაზარალებულის ან მისი უფლებამონაცვლის თანხმობას როგორც აუცილებელ წინაპირობას ამნისტიის განხორციელებისათვის.
ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ამნისტია- ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ საქართველოს პარლამენის მიერ გამოცხადებული ნორმატიული აქტი. ამნისტია, როგორც სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, სახელმიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია.
კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება 28.12.2012 წლის “ამნისტიის შესახებ„ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
თვით ის ფაქტი, რომ 28.12.2012 წლის “ამნისტიის შესახებ„ კანონის მე-11 მუხლში გაწერილია:
1. “განთავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია„.
არღვევს კანონის უზენაესობისა და მის წინაშე თანასწორობის პრინციპს, და ამასთანავე, წინააღმდეგობაში მოდის თვით ამნისტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ჰუმანური აქტის არსთან. რამეთუ, როცა ამა თუ იმ პირის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენება / არ გამოყენება დაზარალებული მხარის გადასაწყვეტია და ეს დაზარალებული მხარე ამავე დროს შეიძლება იყოს თვით სახელმწიფოც, ზედმეტად პარადოქსულია ვისაუბროთ კანონის უზენაესობასა და სახელმწიფო ორგანოს (კანონმდებლის) მიერ გადადგმულ ჰუმანურ აქტზე. მით უმეტეს, როცა ის კერძოდ დაზარალებულს აძლევს შურისძიების შესაძლებლობას, და როგორც სტატისტიკა აჩვენებს, არც თავად სახელმწიფო იყო მთლად ლოიალური სსკ-ის 180-ე მუხლით მსჯავრდებულ პირთა მიმართ 28.12.2012 წლის “ამნისტიის შესახებ„ კანონის აღსრულებისას (იხ. სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის 148-151 გვერდები).
კანონპროექტის მიზანია აღმოიფხვრას 28.12.2012 წლის “ამნისტიის შესახებ„ კანონის ხარვეზები, უზუსტობანი, და მისი ნორმის (მე-11 მუხლი) არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად დაშვებული შეცდომები.
კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ციხეებში ტოტალიტარული მმართველობის დროს, როცა მოქალაქეები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მიეღოთ სამართლიანი სასამართლოს უფლება, უამრავი ადამიანი არასამართლიანი სასამართლოს მეშვეობით გასამართლდა და მიიღო სასჯელი. თუმცა აღნიშნული ამნისტიის კანონის მიღების მიზანი მისი პრეამბულის თანახმად იყო საზოგადოების მოთხოვნის, “სამართლიანობის აღდგენის, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირება„.
2012 წლის “ამნისტიის შესახებ „ კანონი პირდაპირ პრეამბულით იწყება. მასში წერია, რომ ამნისტია ეხება ყველა ბრალდებულს, მაგრამ მოხდა დისკრიმინაციული ფაქტი. ყველა მსჯავრდებულს არ შეეხო სსკ-ის 180-ე მუხლი. მსჯავრდებულებს, რომელიც სხვისი ქონების არამართლზომიერი მითვისებას, ანუ თაღლითობას გულისხმობს, ამ მუხლთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კურიოზული სიტუაცია შეიქმნა. ამ მუხლით მსჯავრდებულები გაანთავისუფლეს, ოღონდ აუცილებელი იყო დაზარალებული მხარის თანხმობა. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში დაზარალებული მხარე, საერთოდ არ არსებობდა.
-სახელმწიფო?
- სახელმწიფო შეიძლება ჩაითვალოს მხარედ, მაგრამ ამავე დროს იმ სახელმწიფომ, რომელმაც ერთი მხრივ ამნისტია გამოაცხადა, მეორე მხრივ უარი თქვა მსჯავრდებულს მოხსნოდა აღნიშნული მუხლი. თუ პირი ამ მუხლითაა დაზარალებული, სამოქალაქო წესით შეუძლია იდავოს. ამის უფლებას უტოვებს სამოქალაქო კოდექსი. თუ დაზარალებული მოინდომებდა, კანონი კონკრეტულ მსჯავრდებულზე გავრცელდებოდა, თუ არა- არ გავრცელდებოდა. ეს დებულება შესაძლოა მოქრთამვის ან ზეწოლის პროვოცირების მიზეზი გახდეს. ამიტომ ეს უნდა აღმოიფხვრას. სწორედ ხარვეზმა იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ამნისტიის კანონის აღსრულებაზე და საყოველთაობაზე. კანონში წერია, რომ ამნისტია ეხება ყველას, თუმცა, აღნიშნული ამნისტიით აქტით ეს არ დასტურდება. 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყო 33 მსჯავრდებული , რომლებიც სასჯელს იხდიდნენ 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ„ საქართველოს კანონის მიღებამდე ჩადენილი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის„ 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო 2019 წლის 18 მარტის მდგომარეობით იძებნება 137 პირი.
საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის აუცილებლობა ასახული იქნა სახალხო დამცველის 2013/2014 წლის ანგარიშებში და გამახვილდა კანონმდებელთა ყურადღება 02.07.2015 წლის საპარლამენტო მოხსენებისას. საკანონმდებლო წინადადება განხილულ იქნა ა(ა) “პროფესორთა ასოციაციის„ მიერ 10.03.2017 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. პროფესორებმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს და დადეს დასკვნა. იყო განხილვები, მასმედიით დაიწერა სტატიები გაზეთებსა და ინტერნეტსივრცეში. მათ დაასკვნეს, რომ საჭიროა დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რომ დაუშვებელია, კანონის და მით უმეტეს ისეთი ჰუმანური აქტის, როგორიც არის ამნისტია, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენება არ გამოყენების საკითხი დაზარალებული მხარის კეთილგანწყობაზე იყოს დამოკიდებული. (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის I და II ნაწილი).
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 4 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე ა(ა)ია “პროფესორთა ასოციაციის„ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება “ამნისტიის შესახებ„ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით იმსჯელა და ცნო უარყოფითად.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 28.12.2012 წელს “ამნისტიის შესახებ„ კანონის მე-11 მუხლში არსებულ ჩანაწერში, როცა ამა თუ იმ აირის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენება/ არ გამოყენება დაზარალებული მხარის გადასაწყვეტია ეწინააღმდეგება ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას, რაც ხელს უშლის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში შემდეგ ინტეგრაციას. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თვით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით. მუხლი 11.1 ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 34. ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპები მე-2. ნაწილის თნახმად ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები
მოგმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა ძალადაკარგულად იყოს ცნობილი ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტი, რაც არაკონსტიტუციურია.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა