საზაფხულო სკოლა

საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“

 

 

 

საზაფხულო სკოლა

„კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“

26 ივლისი-3 აგვისტო, 2023

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ

თანადაფინანსებული პროგრამის

პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის”

პროექტი: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში

და

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის

ფინანსური  მონაწილეობით

იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის  შესარჩევ  კონკურსში მონაწილეობისათვის.

 

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

 

  • კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
  • თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში;
  • ინფორმაციის თავისუფლება კონსტიტუციური დემოკრატიის სისტემაში: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში.

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 

ლექციები ჩატარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და განთავსდებიან სასტუმროში.

 

 

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან:

 

  • ბილ ბოურინგილონდონის უნივერსიტეტის ბირბეკის კოლეჯის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორი; ადამიანის უფლებათა სწავლების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; 
  • ჯონათან მეინზინორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი; მაკკარტურის სამართლის ცენტრის ადვოკატი;
  • მაარტე დე ვისერისინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  ასოცირებული პროფესორი;
  • ქრისტინ ევანსი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი;
  • თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

სავალდებულო მოთხოვნები

დაინტერესებული კანდიდატი:

 

  • უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV (რეზიუმე) ფოტოსურათით (არა უმეტეს 3 გვერდისა), ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL, IELTS) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არა უგვიანეს 19 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool2023@constcourt.ge

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას. ტესტირებისა და გასაუბრების ბმულს კანდიდატები მიიღებენ ელ. ფოსტაზე.

 

 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #16/18,

სასამართლოს აპარატის შენობა

ტელ:  +995 (422 276164)

ელ. ფოსტა: summerschool2023@constcourt.ge