ინსტრუქციები და მოთხოვნები

ჟურნალში შეიძლება გამოქვეყნდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები 

  • აკადემიური ნაშრომი;
  • სტატია;
  • სტუდენტური ნაშრომი;
  • პრაქტიკის მიმოხილვა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note);
  • საპატიო ნაშრომი.

 

  1. აკადემიური ნაშრომი

1.1. აკადემიური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის საფუძველზე შედგენილ სტატიას, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები;

1.2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

   1.2.1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 9000 სიტყვა, არაუმეტეს 12000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

   1.2.2. ქართულ ენაზე არანაკლებ 7000 სიტყვა, არაუმეტეს 10000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

1.3. ნაშრომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და მის მიხედვით იყოს აგებული (consistency);

1.4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

1.5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის (დოქტორანტი, დოქტორი) მქონე პირის რეცენზია (peer-review);

1.6. ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნა:

   1.6.1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

   1.6.2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

   1.6.3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

   1.6.4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

  

  1. სტატია

2.1. სტატია წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის მიხედვით შედგენილ ნარკვევს, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები;

2.2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს:

   2.2.1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 4000 სიტყვა, არაუმეტეს 7000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

   2.2.2. ქართულ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

2.3. ნაშრომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და მის მიხედვით იყოს აგებული (consistency);

2.4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

2.5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (დოქტორანტი, დოქტორი) რეცენზია (peer-review);

2.6. ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნა:

   2.6.1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

   2.6.2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

   2.6.3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

   2.6.4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

  

  1. სტუდენტური ნაშრომი

3.1. სტუდენტური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის მიხედვით ან მის გარეშე შედგენილ ნარკვევს, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები, მისი ავტორი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი სტუდენტი;

3.2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს:

   3.2.1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

   3.2.2. ქართულ ენაზე არანაკლებ 2500 სიტყვა, არაუმეტეს 4000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

3.3. უპირატესობა ენიჭება განსაზღვრული მეთოდოლოგიის მქონე და მის მიხედვით აგებულ ნაშრომს (consistency);

3.4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

3.5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (აგრეთვე, დოქტორანტის ან დოქტორის) ან თემის ხელმძღვანელის (შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის ან მოწვეული სპეციალისტის) რეცენზია;

3.6. ფორმატირების მოთხოვნა:

   3.6.1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

   3.6.2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

   3.6.3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

   3.6.4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

  

  1. პრაქტიკის მიმოხილვა

4.1. პრაქტიკის მიმოხილვა კეთდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ან სხვა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც კონსტიტუციურ სამართალზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას;

4.2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

   4.2.1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1000 სიტყვა, არაუმეტეს 1500 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

   4.2.2. ქართულ ენაზე არანაკლებ 700 სიტყვა, არაუმეტეს 1200 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

4.3. მიმოხილვა უნდა გადმოსცემდეს საქმის არსს მოკლედ და ავტორის მოსაზრებას, თუ რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ სამართალზე;

4.4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები;

4.5. ფორმატირების მოთხოვნა:

   4.5.1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

   4.5.2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

   4.5.3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

   4.5.4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

  

  1. ლიტერატურის მიმოხილვა (book review)

5.1. ლიტერატურის მიმოხილვაში უნდა იყოს განხილული მნიშვნელოვანი ლიტერატურის (წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის) სტრუქტურა, მისი მოკლე მიმოხილვა და მნიშვნელობა კონსტიტუციური სამართლისათვის;

5.2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

   5.2.1. ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

   5.2.2. ქართულ ენაზე არაუმეტეს 700 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

5.3. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები;

5.4. ფორმატირების მოთხოვნა:

   5.4.1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

   5.4.2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

   5.4.3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

   5.4.4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

  

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note)

6.1. გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note) არ წარმოადგენს ნაშრომს, მასში მოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილება შემოკლებული სახით, მასში არ კეთდება გადაწყვეტილების ანალიზი ან შეფასება, მიმოხილვა წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის სტატიას;

6.2. გადაწყვეტილების მიმოხილვა მზადდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

6.3. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

   6.3.1. ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1500 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

   6.3.2. ქართულ ენაზე არაუმეტეს 1000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

6.4. ფორმატირების მოთხოვნა:

   6.4.1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

   6.4.2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

   6.4.3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

   6.4.4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

  

  1. საპატიო ნაშრომი

7.1. საპატიო ნაშრომი წარმოადგენს ჟურნალის მრჩეველთა საბჭოს წევრის მიერ შემუშავებულ სტატიას, რომელზეც არ ვრცელდება ნაშრომის ტიპების და მათი ფორმატირების მოთხოვნები;

   7.2. მრჩეველთა საბჭოს ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

   7.2.1. ნაშრომი უნდა იყოს საკონსტიტუციო სამართლის დარგის ფარგლებში;

   7.2.2. ნაშრომი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე;

   7.2.3. ნაშრომი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 1000 სიტყვას ინგლისურ ენაზე, 750 სიტყვას ქართულ ენაზე;

 7.2.4. ნაშრომში არ უნდა იყოს პლაგიატი, დაცული უნდა იყოს ციტირების რომელიმე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი;

 7.2.5. ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, ან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მითითება ორიგინალური ნაშრომის გამოქვეყნების დროისა და ადგილის შესახებ.

 7.2.6. ნაშრომის ავტორი გადასცემს რედაქტორს უფლებას, დაამუშავოს მისი ფორმატირება და ვიზუალური მხარე.

  

წყაროს მითითებისა და ციტირების წესები განსაზღვრული ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკით[1] .

 

ყველა ტიპის ნაშრომი/სტატია დამუშავდება ვიზუალური თვალსაზრისით, შესაძლოა შეიცვალოს ფონტი, ფონტის ფერები, გვერდის არეები (page margins), ხაზებს შორის დაშორება (line spacing), აბზაცებს შორის დაშორება (paragraph spacing) და სხვა ფორმატირების საკითხები.

 

ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატიები უნდა იყოს ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე.

 

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნებისათვის ავტორებს არ მოეთხოვებათ რაიმე ტიპის მოსაკრებლის გადახდა, კერძოდ, ნაშრომების განხილვის, გადამოწმების, დამუშავების, თარგმნის, სტილისტური ან სხვა ტიპის რედაქტირების, დაკაბადონების, ბეჭდვის ან სხვა ხარჯებისათვის.