ვასილ ჟიჟიაშვილი და გიორგი ფუტკარაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1666 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ვასილ ჟიჟიაშვილი, გიორგი ფუტკარაძე |
თარიღი | 16 დეკემბერი 2021 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების შენახვის ვადები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 55-ე, 86-ე, 893, 1001,1002, 116-ე, 1161, 1163, 121-ე, 1211, 123-ე, 150-ე, 1533, 1536, 1552, 156-ე, 157-ე, 166-ე, 1661, 167-ე, 171-ე, 1713, 172-ე, 173-ე, 17315, 1741, 17415, 1752, 177-ე, 1771, 178-ე, 180-ე, 181-ე, 1811, 1812, 182-ე, 183-ე, 1821, 1971, 1972, 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები აქტიური სახით ინახება 8 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 8 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევებისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აქტიური სახით ინახება 4 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 4 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება მინიმუმ 10 წლის ვადით. ამასთან, აღნიშნული მონაცემების დაარქივებული სახით შენახვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 წელს. | საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი: „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების შენახვის ვადები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451, 55-ე, 86-ე, 893, 1001,1002, 116-ე, 1161, 1163, 121-ე, 1211, 123-ე, 150-ე, 1533, 1536, 1552, 156-ე, 157-ე, 166-ე, 1661, 167-ე, 171-ე, 1713, 172-ე, 173-ე, 17315, 1741, 17415, 1752, 177-ე, 1771, 178-ე, 180-ე, 181-ე, 1811, 1812, 182-ე, 183-ე, 1821, 1971, 1972, 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები აქტიური სახით ინახება 8 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 8 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართალდარღვევებისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აქტიური სახით ინახება 4 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 4 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში – უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. აღნიშნული ვადების გასვლის შემდგომ მონაცემები დაარქივებული სახით ინახება მინიმუმ 10 წლის ვადით. ამასთან, აღნიშნული მონაცემების დაარქივებული სახით შენახვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 20 წელს. | საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის 11 მუხლი: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაარქივებული სახით შენახვის 10-წლიანი მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა სუბიექტი/მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს აღნიშნული მონაცემის დეპერსონალიზაციის მოთხოვნით, რასაც აკმაყოფილებს სამინისტრო. აღნიშნული მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის 11 მუხლი: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაარქივებული სახით შენახვის 10-წლიანი მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა სუბიექტი/მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს აღნიშნული მონაცემის დეპერსონალიზაციის მოთხოვნით, რასაც აკმაყოფილებს სამინისტრო. აღნიშნული მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
გიორგი ფუტკარაძე დავობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის(შემდგომში „ინსტრუქცია“) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან კონსტიტუციურობის თაობაზე. სარჩელს თან ერთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 ნოემბრის N4-2073/21 დადგენილება, რომლის მიხედვითაც გიორგი ფუტკარაძე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა ოთხი დღე-ღამის ვადით(დანართი 2). იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი ფუტკარაძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე ცნობილია სამართალდამრღვევად, ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში აქტიური სახით შეინახება 8 წლის განმავლობაში. ხოლო დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით. ამდენად, გიორგი ფუტკარაძე წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს იდავოს ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციის მე-12/მე-15 მუხლთან მიმართებით.
ვასილ ჟიჟიაშვილი დავობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის (შემდგომში „ინსტრუქცია“) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან კონსტიტუციურობის საკითხზე. სარჩელს თან ერთვის შინაგან საქმეთა სამინსიტროს 2021 წლის 21 ოქტომბრის წერილი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ვასილ ჟიჟიაშვილის მიერ 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 12 ოქტომბრამდე ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 125 მუხლის 62 მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომებს(დანართი 1). ვინაიდან ვასილ ჟიჟიაშვილი ცნობილია სამართალდამრღვევად, ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში აქტიური სახით ინახება 4 წლის ვადით, ხოლო დაარქივებული სახით 10 წლის ვადით. შესაბამისად, ვასილ ჟიჟიაშვილი წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-12/მე-15 მუხლთან მიმართებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის 11 მუხლის კონსტიტუციურობასთან მიმართებით დავობს ორივე მოსარჩელე.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილებით;
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ წინამდებარე კონსტიტუციურ დავაში წარმოქმნილი კონსტიტუციური პრობლემა უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 9 თებერვლის N1/2/622 გადაწყვეტილებით. ამდენად, სადავო ნორმა არსებითი განხილვის გარეშე, განჩინებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
1. დამძლევი ნორმა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად... და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
საკონსტიტუციო სასამართლომ „დამძლევი ნორმის“ ტესტი ჩამოაყალიბა 2014 წლის 24 ივნისის განჩინებაში საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ: „სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა“.
2. 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით „საქმეზე საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნო წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული ინსტრუქციის მე-15 მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერები ინახებოდა მუდმივად. სარჩელში გასაჩივრებული ნორმების 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებთან დამძლეობის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ის გარემოებები, რამაც განაპირობა ედიშერ გოდუაძის საქმეში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა.
ედიშერ გოდუაძის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 29-ე და 31-ე პუნქტებში გააკეთა შემდეგი განმარტებები:
„29. განსახილველ საქმეზე მოპასუხის მიერ დასახელებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სათანადოდ აღსრულებისა და ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის ლეგიტიმური მიზნები. მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან (ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრების დღიდან) ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. ამასთან, ყველაზე ხანგრძლივად მოქმედებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელი - მართვის უფლების შეჩერება 3 წლამდე ვადით. რაც შეეხება ადმინისტრაციული სახდელის აღსრულების უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან, განსხვავებული ვადა, შესაძლოა, სხვადასხვა გარემოებას უკავშირდებოდეს (მაგალითად, საჩივრის შეტანის შემთხევაში აღსრულების გადადება ერთ თვემდე ვადით). ამასთან, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღასასრულებლად დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში. მოცემული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული სახდელის სათანადოდ აღსრულებისა და ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის პრევენციის ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად მოცემულ რეალობაში არ არის აუცილებელი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მუდმივად შენახვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სახელმწიფო პირის შესახებ ინფორმაციას ინახავს იმაზე ბევრად უფრო ხანგრძლივად (უვადოდ), ვიდრე ეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მისაღწევად არის აუცილებელი“.
„31. ამასთანავე, უფლების შემზღუდველი ნორმა, მისი ზოგადი ხასიათის გამო არ უნდა ქმნიდეს ინდივიდუალურ შემთხვევებში უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის საფრთხეს. მნიშვნელოვანია, შემზღუდველი ნორმა ჩამოყალიბდეს საკმარისი სიცხადით და შესაძლებლობას იძლეოდეს, გათვალისწინებული იქნეს ინდივიდუალური გარემოებები, რათა არ მოხდეს უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. ამგვარად, ამა თუ იმ სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით გარკვეული სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას, ცხადია, მაქსიმალურად უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სამართალდარღვევის ხასიათი, სიმძიმე და სოციალური საშიშროება. მონაცემთა შენახვის წესი უნდა განისაზღვროს არა ზოგადი ფორმით, არამედ სამართალდარღვევათა ბუნების გათვალისწინებითა და ინდივიდუალური საჭიროებების მხედველობაში მიღებით.“
საკონსტიტუციო სასამართლომ ედიშერ გოდუაძის საქმეში დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოებს პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ ინფორმაციის შენახვა შეიძლიათ მხოლოდ იმ ვადით რა ვადითაც არსებობს ლეგიტიმური მიზნების დაცვის საჭიროება. სასამართლომ ინფორმაციის შენახვის ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეციდივის პრევენცია, რაც ადმინისტრაციული სახდელის სათანადოდ აღსრულებისა და ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციას გულისხმობს და ინფორმაციის განზოგადების საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრა შეუძლია ინფორმაციის დეპერსონალიზებულად შენახვის შემთხვევაშიც, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ამოწურულია სამართალდარღვევის პრევენციის ლეგიტიმური მიზნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შენახვა მხოლოდ დეპერსონალიზებული სახითაა გამართლებული. შესაბამისად, უნდა შეფასდეს გასაჩივრებული ნორმებით განსაზღვრული ვადები რამდენად მოდის შესაბამისობაში ედიშერ გოდუაძის საქმეში დადგენილ სტანდარტებთან.
3. გასაჩივრებული სადავო ნორმების ანალიზი
გასაჩივრებული ინსტრუქციის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების შენახვის ვადებს. ერთიან საინფორმაციო ბანკში ელექტრონულ ფორმატში ინფორმაციის შენახვის ვადები დამოკიდებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნებაზე. კერძოდ, იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელიც ჩამოთვლილია ინსტრუქციის მე-15 მუხლის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აქტიური სახით ინახება 8 წლის განმავლობაში, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის რომელიმე უფლების 8 წლის მეტი ვადით შეჩერების შემთხვევაში - უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით. ამისგან განსხვავებით, ყველა სხვა სამართალდარღვევა ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით აქტიური სახით ინახება 4 წლის ვადით, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის რომელიმე უფლების 4 წელზე მეტი ვადით შეჩერების/ჩამორთმევის შემთხვევაში - უფლების შეჩერების/ჩამორთმევის ვადით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინსტრუქციის მე-15 მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს ინფორმაციის შენახვას აქტიური და დაარქივებული სახით. კერძოდ, ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია 8 წლის შემდეგ 20 წლის ვადით ინახება დაარქივებული სახით. ხოლო, ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 4 წლის შემდგომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია 10 წლის ვადით ინახება დაარქივებული ვადით მინიმუმ 10 წლით. ხაზგასასმელია აღინიშნოს, რომ ინსტრუქციის მიხედვით დაარქივებული სახით ინფორმაციის შენახვა არ გულისხმობს ინფორმაციის დეპერსონალიზებას. ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ინფორმაციის მონაცემების დეპერსონალიზება ხდება „ა’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგომ. ამდენად, შეგვიძლია შევაჯამოთ რომ გასაჩივრებული ინსტრუქციის მიხედვით მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია პერსონიფიცირებული სახით ინახება 28 წლით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის რომელიმე უფლების შეჩერება/ჩამორთმევა ხდება 8 წელზე ხნით, ინფორმაცია ინახება 28 წელზე მეტი ხნით. ხოლო ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია პერსონიფიცირებული სახით ინახება მაქსიმუმ 14 წლიდან 20 წლამდე ვადით.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის მე-15 მუხლის 11 მუხლის. აღნიშნული ნორმა ადგენს მონაცემთა დეპერსონალიზების მექანიზმს, რომელიც მხოლოდ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ვრცელდება მათი შენახვიდან 10 წლიანი მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული მექანიზმის გამოუყენებლობის შემთხვევაში კი მონაცემები ინახება 20 წლის ვადით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს რამდენად ესადაგება გასაჩივრებული აქტებით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ედიშერ გოდუაძის საქმეზე მიღებულ სტანდარტს, რის შეფასებაც მოხდება ე.წ „დამძლევი ნორმის“ ტესტის გამოყენებით.
4. სადავო ნორმა იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას
ედიშერ გოდუაძის საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილის 21-ე პარაგრაფში აღნიშნა, რომ „სადავო ნორმით ხდება პირის შესახებ არსებული ინფორმაციის შენახვა სახელმწიფო ორგანოების მიერ და სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა.“ ვინაიდან კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით კონსტიტუციის მე-16 მუხლს შეესაბამება კონსტიტუციის მე-12 მუხლი, ხოლო გასაჩივრებული ნორმები ასევე აძლევს სახელმწიფო ორგანოებს შესაძლებლობას შეინახონ პირის შესახებ არსებული ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ, გასაჩივრებული სადავო ნორმით ხდება იმავე უფლებაში ჩარევა, რომელ უფლებასაც ზღუდავდა ედიშერ გოდუაძის საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. ამასთან, სარჩელში სადავო ნორმები გასაჩივრებულია კონსტიტუციის როგორც მე-12 მუხლთან, ასევე მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ განჩინებიდან გამომდინარე შემხებლობა არა აქვს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, სადავო ნორმების დამძლეობის საკითხი შეაფასოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3.2. შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს.
როგორც გასაჩივრებული, ასევე ედიშერ გოდუაძის საქმეში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ითვალისწინებდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შენახვას, შესაბამისად, ამ მხრივ სადავო ნორმები იწვევს მოსარჩელეთა უფლების შელახვას იდენტური საშუალებით. ერთადერთი განსხვავება, რომელიც მოცემულ საქმესა და ედიშერ გოდუაძის საქმეს შორის არსებობს არის ის ვადები, რომლის განმავლობაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლებამოსილება შეინახოს ინფორმაცია სამართალდამრღვევი პირის შესახებ. ამდენად, სადავო ნორმების იდენტურობის დასადგენად თითოეულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით უნდა შეფასდეს ინფორმაციის შენახვის 20, 28 ან 28 წელზე მეტი ვადით შენახვასა და უვადო შენახვას შორის სხვაობა არის თუ არა იმ ხარისხის, რომ გამორიცხავდეს ნორმების შინაარსობრივ მსგავსებას და განაპირობებდეს საკითხის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას.
აღნიშნული საკითხის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება 2019 წლის 17 დეკემბრის N2/16/1346 საქმეზე - „გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“. აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-12 პარაგრაფის მიხედვით: „ამა თუ იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებისას შემზღუდველი ღონისძიების მოქმედების ხანგრძლივობა მნიშვნელოვანი ფაქტორია და განაპირობებს უფლების შეზღუდვის ინტენსივობას. სადავო ნორმებს შორის შინაარსობრივი მსგავსებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევი ნორმის“ იდენტიფიცირების პროცესში აღნიშნული ფაქტორის გავლენას განსაზღვრავს ის გარემოება, თუ რამ განაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი გადაწყვეტილებით ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა. კერძოდ, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდა უფლებაშემზღუდველი ღონისძიების განსაკუთრებით ინტენსიური, ხანგრძლივი ხასიათის გამო, შესაძლებელია, უფრო ნაკლები ვადით დადგენილი შეზღუდვა კონსტიტუციის შესაბამისად იქნეს მიჩნეული (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ხანმოკლე შეზღუდვის დაწესებით უფლების შეზღუდვის ინტენსივობა არსებითად იყოს შემცირებული და არ იყოს აცდენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებს. თუ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება აღარ არის აბსოლუტური, თუმცა მაინც საკმაოდ ხანგრძლივად და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, კვლავ არაპროპორციულად მძიმედ ზღუდავს უფლებას, იგი მიიჩნევა იგივე შინაარსის ნორმად და ძალადაკარგულად იქნება ცნობილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე.“
ედიშერ გოდუაძის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე გავლენა იქონია უფლებაშემზღუდველი ღონისძიების განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათმა. ასევე იმან, რომ სადავო ნორმის მიხედვით დადგენილი მუდმივი შეზღუდვა ადგენდა ბლანკეტურ წესს ყველა სამართალდარღვევასთან მიმართებით, მიუხედავად მათი ხასიათის, სიმძიმისა და სოციალური საშიშროებისა. როგორც წინამდებარე დავიდან ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გადაწყვეტილების შემდგომ გადაწყვიტა უფლებაშემზღუდველი ღონისძიების ხანგრძლივობა შეემცირებინა და ინფორმაციის შენახვის ვადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე განსაზღვრა სამგვარად: 1. როდესაც ვადა შეადგენს 14-დან 20-წლამდე პერიოდს; 2. როდესაც ვადა შეადგენს 28 წელს; 3. როდესაც ვადა შეადგენს 28 წელზე ხანგრძლივ პერიოდს. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებაშემზღუდველი ღონისძიების უვადო ხასიათი კონკრეტული დროითი ინტერვალით შემოსაზღვრა a priori არ გულისხმობს, რომ მოცემული საქმეები არ წარმოადგენენ იდენტურ საქმეებს. დამატებით უნდა შეფასდეს, უფრო ნაკლებად მზღუდავი სადავო ნორმების შემოღებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა თუ არა ის სტანდარტები, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ ედიშერ გოდუაძის საქმეში სადავო ნორმა კონსტიტუციის მე-12/მე-15 მუხლებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
3.2.1. ინფორმაციის განზოგადებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ინტერესი
ზემოთ გაანალიზებული ნორმების საფუძველზე უნდა შევაფასოთ სადავო ნორმებით დადგენილი ინფორმაციის შენახვის 20, 28 ან 28 წელზე მეტი ვადით შენახვასა და უვადო შენახვას შორის სხვაობა არის თუ არა იმ ხარისხის, რომ გამორიცხავდეს ნორმების შინაარსობრივ მსგავსებას და განაპირობებდეს საკითხის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას ინფორმაციის განზოგადებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ინტერესთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ გოდუაძის საქმის სამოტივაციო ნაწილის 30-ე პარაგრაფში გააკეთა შემდეგი განმარტება: „საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ შესაბამისი ტენდენციების გამოვლენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სფეროში პოლიტიკის შემუშავება შესაძლებელია პირის პერსონალური მონაცემების შენახვის გარეშე, უშუალოდ სამართალდარღვევის ფაქტის თაობაზე ინფორმაციის შენახვის გზით.“ მოცემულ შემთხვევაში, მართალია შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევის შესახებ მოსარჩელეთა პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები შეამცირა, თუმცა, აღნიშნული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა ინფორმაციის განზოგადებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ინტერესისთვის, რაც შეეძლო ისედაც განეხორციელებინა მოსარჩელის პერსონალური მონაცემების შენახვის გარეშეც. ამდენად, ინფორმაციის განზოგადებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ინტერესი მართალია მნიშვნელოვანი ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, თუმცა მისი განხორციელება შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მზღუდავი საშუალებით, როდესაც ინფორმაცია სამართალდარღვევის შესახებ შენახულია დეპერსონალიზებული სახით. სადავო ნორმებით ინფორმაციის დეპერსონალიზება ხდება 20, 28 ან 28 წლის შემდგომ, რაც წარმოადგენს არა აუცილებელ საშუალებად, იწვევს მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე არსებობსმათი უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმური ინტერესი.
3.2.2. სამართალდარღვევათა სათანადო აღსრულებისა და რეციდივის პრევენციის ინტერესი
საკონსტიტუციო სასამართლომ ედიშერ გოდუაძის საქმეზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე პარაგრაფში განმარტა: „დასაშვებია სახელმწიფომ პირის შესახებ ინფორმაცია შეინახოს მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ პირის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას გამოეცლება ლეგიტიმური საფუძველი და არაკონსტიტუციურად ჩაითვლება.“ მოცემულ საქმეზე მოპასუხე მხარემ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საჯარო მიზნად დაასახელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეციდივის პრევენცია და ინფორმაციის განზოგადებით სახელმწიფოს პოლიტიკის შემუშავების საჭიროება. სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ანალიზის საფუძველზე ასევე დაადგინა ის ვადები, რომლის პირობებშიც სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის შენახვის ლეგიტიმური მიზანი გამართლებული იქნებოდა. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, იგი ჩაითვლება, ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად, შესაბამისად მის მიმართ აღარ არსებობს ზემოთ დასახელებული ინტერესები. ამასთან, სამართალდარღვევათა კოდექსის 30-ე მუხლის მიხედვით ყველაზე ხანგრძლივად მოქმედებს მართვის უფლების შეჩერება 3 წლამდე ვადით, რის გასვლის შემდეგაც სახელმწიფოს აღარ გააჩნია ზემოთ დასახელებული ინტერესები. რაც შეეხება სახდელის სათანადოდ აღსრულების საკითხს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო გამოტანიდან 6 თვის ვადაში, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული
გამონაკლისი შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2-31 ნაწილებითა და 122-ე, 123-ე, 125-ე, 1252, 1254, და 1351-1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულდება, თუ იგი აღსასრულებლად არ მიქცეულა გამოტანიდან 1 წლის ვადაში. იმავე მუხლის მე-4 ნაწილი ასევე ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით ცალკეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გამოტანილ დადენილებათა აღსრულების სხვა, უფრო ხანგრძლივ ვადებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადავო ნორმის ცვლილებით ხელახლა მოაწესრიგა ინფორმაციის შენახვის წესი. კერძოდ, ინფორმაცია პერსონალური მონაცემებით მითითებით ინახება 20, 28 ან 28 წელზე მეტი ხნის ვადით, რაც დამოკიდებულია სამართალდარღვევის ხასიათზე. მხოლოდ მას შემდეგ ხდება ინფორმაციის დეპერსონალიზება, როდესაც ამოიწურება ზემოთ დასახელებული ვადები. ინფორმაციის შენახვის ხანგრძლივობის დაკავშირება სამართალდარღვევის ხასიათთან ნამდვილად წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს, რაც ასევე აღინიშნა გოდუაძის საქმეში, თუმცა, ამის მიუხედავად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არსებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება გოდუაძის საქმეზე დადგენილ სტანდარტებს და ამდენად არსებობს მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.
გოდუაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-20 პარაგრაფის მიხედვით: „კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია საწყის ეტაპზე ინახება აქტიური სტატუსით 4 წლის განმავლობაში, რაც წარმოადგენს განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სამინისტროს უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირების მოხდენისათვის აუცილებელ გონივრულ მინიმუმს, ხოლო ამ პერიოდის შემდგომ აღნიშნული მონაცემები არქივდება მუდმივად, განუსაზღვრელი ვადით.“ აღნიშნული პარაგრაფი მიუთითებს იმას, რომ თავად სახელმწიფოს პოზიციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეციდივის პრევენციისა და სათანადო აღსრულების მიზნით სამართლებრივი რეაგირების მოხდენისათვის აუცილებელ გონივრულ მინიმუმად 4 წლიანი ვადა წარმოუდგენიათ. შესაბამისად, გაუგებარია რა მიზნით ხდება 4 წლიანი ვადის გასვლის შემდგომ მოსარჩელეთა ინფორმაციის შენახვა 20, 28 ან 28 წელზე მეტი ხნით.
საკონსტიტუციო სასამართლომ ედიშერ გოდუაძის გადაწყვეტილების 32-ე პარაგრაფში ასევე აღნიშნა: „ამასთანავე, სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაცია ინახება მუდმივად მაშინაც კი, როდესაც მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი აქტუალობას და სამართლებრივ მნიშვნელობას კარგავს ანდა საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკრეტული ქმედება სამართალდარღვევად აღარ ითვლება. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს ნორმის ზოგად ხასიათზე და ხაზს უსვამს შეზღუდვის არათანაზომიერებას.” სადავო ნორმებით ინფორმაციის შენახვის ვადების ცვლილების მიუხედავად, ინფორმაციის შენახვის წესი კვლავ ბლანეტურ ხასიათს ატარებას არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმს. მაგალითად, თუკი მოსარჩელეთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი, მათ შესახებ არსებული ინფორმაცია მაინც კვლავ დარჩება ელექტრონულ ბაზაში 20 ან 28 წლის ვადით. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია რა მიზანი ექნება მათ შესახებ ინფორმაციის შენახვას.
ინფორმაციის შენახვის ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს მოსარჩელეთა აღჭურვა მონაცემთა დეპერსონალიზაციის მოთხოვნით. გასაჩივრებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის პირველი პრიმა მუხლის მიხედვით მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაარქივებული სახით შენახვის 10 წლიანი მინიმალური ვადის გასვლის შემდეგ მონაცემთა სუბიექტი/მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია სამინისტროს მიმართოს არნიშნული მონაცემების დეპერსონალიზაციის მოთხოვნით, რასაც აკმაყოფილებს სამინისტრო. აღნიშნული მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში მონაცემები დაარქივებული სახით ინახება 20 წლის ვადით. მოსარჩელეების მიერ სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის შემდეგ ისინი იქნებიან სახდელდაუდებელი პირები, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მათ მიმართ აღარ უნდა ჰქონდეს სამართალდარღვევის რეციდივის პრევენციისა და სამართალდარღვევის აღსრულების ინტერესი. ამის მიუხედავად სადავო ინსტრუქცია მხოლოდ ვასილ ჟიჟიაშვილს აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სამინისტროს მონაცემთა დეპერსონიფიცირების სახით, არა სახდელდაუდებლად ცნობის მომენტში, არამედ 10 წლის გასვლის შემდეგ. მსგავსი შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული გიორგი ფუტკარაძისთვის. ამდენად, დეპერსონიფიცირების მექანიზმი არ იძლევა ინდივიდუალურ გარემოებებზე მისადაგების შესაძლებლობას და სადავო ნორმები ინფორმაციის შენახვის ვადების ცვლილების მიუხედავად კვლავ ბლანკეტურ ხასიათს ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის 20, 28 და 28 წელზე მეტი შენახვის შემთხვევაში არ არსებობს სახელმწიფოს თანმხვედრი ლეგიტიმური ინტერესი, რის გამოც სადავო ნორმებით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადები წარმოადგენს მიზნის მიღწევის არააუცილებელ და არაპროპორციულ საშუალებას.
სამართალდარღვევათა კოდექსის ანალიზი ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სახდელის შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადების განსაზღვრისას გადაუხვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ედიშერ გოდუაძის საქმეზე დადგენილ სტანდარტებს. ადმინისტრაციული სახდელის სათანადოდ აღსრულებისა და ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის ლეგიტიმური მიზნები ამოწურულია პირის სახდელდაუდებლად ცნობასა და პირის მიმართ სახდელის აღსრულების მომენტიდან. სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ორივე ლეგიტიმური ინტერესის ამოწურვა ხდება იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე სადავო ნორმით დადგენილი ვადები. რაც შეეხება ინფორმაციის განზოგადებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ინტერესს, სახელმწიფოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მიმართ პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობა მონაცემთა დეპერსონალიზებულად შენახვის პირობებშიც გააჩნია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართალია სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება აღარ არის აბსოლუტური, თუმცა მაინც საკმაოდ ხანგრძლივად და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტის მიხედვით, კვლავ არაპროპორციულად მძიმედ ზღუდავს უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი უნდა მივიჩნიოთ იგივე შინაარსის ნორმად და ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე.
გასაჩივრებული ნორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკმაყოფილებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ედიშერ გოდუაძის საქმეზე დადგენილ სტანდარტს, თუკი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის პერსონალიზებული სახით შენახვის ვადა შემოსაზღვრული იქნებოდა სამართალდამრღვევი პირის სახდელდაუდებლად ცნობის, ჩამორთმეული უფლების ვადის ამოწურვის ან/და მის მიმართ სახდელის აღსრულების ვადით. ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ინსტრუქციამ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაციის პერსონალიზებული სახით შენახვის ვადები ზემოთ დასახელებული წესისგან განსხვავებით, ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის საჭირო ხანგრძლივობაზე მეტი ვადით განსაზღვრა, მოვითხოვთ, სადავო ნორმა არსებითი განხილვის გარეშე „დამძლევი ნორმის“ ინსტიტუტის გამოყენებით, განჩინებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-12 და მე-15 მუხლებით;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გააკეთა შემდეგი განმარტება: „საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გაჩნდა ზოგადი ჩანაწერი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის შესახებ. ამდენად, კონსტიტუციის მოქმედ არქიტექტურაში, პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის, ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც 2018 წლის 16 დეკემბრამდე კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეგულირების სფეროში ექცეოდა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით[...] ამდენად, 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის რედაქციის მე-16 მუხლისგან განსხვავებით, მოქმედი კონსტიტუციის მე-12 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა პირადი ცხოვრების ის ასპექტები, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით“.
საკონსტიტუციო სასამართლომ გოდუაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 2017 წლის 9 თებერვალს. გადაწყვეტილების მიღების მომენტში გოდუაძის საქმეში სადავო ნორმები ასევე გასაჩივრებული იყო კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-10 პუნქტში განმარტა: „კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცულია პირადი ცხოვრების ისეთი კომპონენტები, რომლებიც იცავს პირს სახელმწიფოს მიერ ინფორმაციის შეგროვების, ფარული მიყურადების, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის ან/და პირადი ჩხრეკის გაუმართლებლად განხორციელებისაგან. სადავო ნორმა ადგენს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, შეინახოს ინფორმაცია პირის შესახებ და არ ქმნის პირის კერძო სივრცეში ჩარევის, პირადი კომუნიკაციის ინფორმაციაზე წვდომის საკანონმდებლო საფუძველს. უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სცდება სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროს. შესაბამისად, სადავო რეგულირება არ ატარებს მზღუდავ ხასიათს საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირადი ცხოვრების კომპონენტების მიმართ.“
როგოც ვხედავთ, გოდუაძის საქმის მიღების დროს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით კონსტიტუციის მე-12 მუხლი მოიცავდა პირადი ცხოვრების იმ უფლებრივ კომპონენტებს, რომელსაც არ იცავდა კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი. თუმცა, თეკლა დავითულიანის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციის მე-12 მუხლის დაცვის ფარგლებში აღარ მოექცევა პირადი ცხოვრების უფლებრივი კომპონენტები. მოსარჩელემ სადავო ნორმები გაასაჩივრა როგორც მე-12 მუხლთან, ასევე მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სწორედ იმიტომ, რომ სასამართლოსგან ითხოვს სადავო ნორმების დამძლევ ნორმებად ცნობას. ამდენად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების თეკლა დავითულიანის განჩინებიდან გამომდინარე შემხებლობა არა აქვს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, სადავო ნორმების დამძლეობის საკითხი შეაფასოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის შენიშვნის მიხედვით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის წესს დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი“. თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ შეიცავს ინფორმაციას თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის წესი. სარჩელით გასაჩივრებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრის 2006 წლის 1 მარტის N271 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ვინაიდან არ ვითხოვთ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას, სარჩელის არსისა და დასაბუთებასთან დაკავშირებით, არგუმენტები არა გვაქვს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი