საქართველოს მოქალაქე ვალერიან გელბახიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 557 |
ავტორ(ებ)ი | ვალერიან გელბახიანი |
თარიღი | 19 ივნისი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1.აღნიშნული სარჩელი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო: ა) ვარ კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის შემტანი უფლებამოსილი პირი ვინაიდან 2007 წლის 24 იანვრიდან ჩემს მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ 315–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით; საქმეზე პროცესი არ შეწყვეტილა და იგი გრძელდება საპროცესო კანონმდებლოის მიხედვით, ამჟამინდელი საპროცესო სტადია არის საქმის გამოძიებიდან სასამართლოში გადაგზავნის სტადია და ჯერ–ჯერობით არ დანიშნულა და გამოცხადებულა წინასასამართლოს სხდომის დანიშვნის თარიღი, სადაც უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის დევნის გაგრძელება–შეწყვეტის საკითხი და განსჯადობის საკითხი; ვინაიდან ვიმყოფები ბრალდებულის სტატუსში და საქმეზე სასამარლო პროცედურები არ დაწყებულა, ამდენად, მიმაჩნია, რომ ვიდრე საერთო სასამართლოს პროცესი დაინიშნება, საკონსტიტუციო სასამართლომ მანამდე უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი არღვევს თუ არა მოქმედი საპროცესო კანონის ნორმა ჩემს კონსტიტუციურ უფლებსა და თავისუფლებებს; ბ). სარჩელი შედგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე15 და მე–16 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად; გ). სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სამართალწარმოებისათვის, ვინაიდან გასაჩივრებული სამართლის ნორმა არის ნორმატიული ( საკანონმდებლო ) აქტის ნაწილი, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციის მეორე თავის 42–ე მუხლით დაცულ ადამიანის უფლებას და მას ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329–ე მუხლის მოქმედი რედაქცია; ასეთი საკითხების განსჯადობა გათვალისწინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე–19 და 33–ე მუხლებით; დ). ანალოგიურ დავაზე არასოდეს ყოფილა დავა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში და საკონსტიტუციო სასამართლოს არ გადაუყვეტია იგი; ე). სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ). მოსარჩელის მიერ დარღვეული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან ჩემს მიმართ აღძრული სისხლის სმართლის დევნა იმყოფება წინასასამართლო სხდომის დანიშვნის სტადიაზე და სწორედ ეხლა დგება ის მომენტი, როდესაც ჩემს მიმართ ამოქმედდა საპროცესო კანონის არაკონსტიტუციური ( სადავო ) სამართლის ნორმა; ზ). სადავო აქტი არ არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და იგი წარმოადგენს ნორმატიულ საკანონმდებლო აქტს; 2. სასარჩელო მოთხოვნაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329–ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში: ა).სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია არა საკანონმდებლო აქტის მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობაზე, არამედ საკანონმდებლო აქტის მხოლოდ ერთი სამართლებრივი ნორმის ანტიკონსტიტუციურობაზე, კერძოდ: 2011 წლის 25 ნოემბერს საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა საქართველოს 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გარდამავალი დებულებების 329–ე მუხლში, რომელიც დღემდე მოქმედებს სადავო სამართლებრივი ნორმის სახით; ამ მუხლის მიხედვით, 2009 წლის საპროცესო კოდექსი და მისი ახალი საპროცესო რეგულაციები არ ვრცელდება იმ სისხლის სამართლის საქმეების სამართალწარმოებაზე, რომლებიც დაწყებულია 2009 წლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე, ანუ სამართალწარმოება ასეთ საქმეებზე ხორციელდება 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით; სამართლებრივი თვალსაზრისით სადავო ნორმა არამარტო ზღუდავს პროცესში მონაწილე მხარეებს, არამედ ბრალდებულ პირებს პირდაპირ ართმევს სამართლიანი სასამართლოს მიმართვის და მისი თავისუფალი ხელმისაწვდომობის უფლებას, ხოლო თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს კანონის ნეგატიური უკუქცევის კლასიკურ საკანონმდებლო პრეცედენტს; 2009 წლის საპროცესო კოდექსის სიახლეები ბრალდებულის სტატუსში მყოფ პირთათვის აუმჯობესებს საპროცესო სამართალწარმოებას და აუცილებელი იყო მისი კონსტიტუციის მიერ აღიარებული უკუქცევის პრინციპის სამართლებრივ რეგულაციაში მოქცევა; ანტოკონსტიტიური ნორმის ლეგალიზაცია წარმოადგენს კანონმდებლის უხეშ სამართლივ შეცდომას, რომელსაც კონსტიტუციური კონტროლის მეშვეობით დაუყოვნებლივ ესაჭიროება კონსტიტუციასთან შესდაბამისობაში მოყვანის სასამართლო რეაგირება; როგორც წესი ( ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მიხედვით) დაუშვებელია, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმით დაკანონდეს კონსტიტუციური პრინციპის საწინააღმდეგო სამართლებრივი რეგულაცია, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული წინააღმდეგობის შეუსაბამობა დღემდე არ გამხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, ამდენად მისი მოქმედების უკანონო განვრცობადობა კვლავ ინარჩუნებს მოქმედი სამართლის იურიუდიულ ძალას. ბ) სადავო სამართლის ნორმის შემოღებით კანონმდებელმა დაარღვია კონსტიტუციის მე–14 მუხლით გარანტირებული კანონის თანასწორობის უფლება და ფაქტიურად ორ ნაწილად გაჰყო ბრალდებული პირები, რომელთაგან ერთ ნაწილს (2009 წლამდე ვინც იყო ბრალდებული ) აუკრძალა კანონით გაუმჯობესებული ნორმების ანუ კანონის გამოყენება, ხოლო მეორე კატეგორიას კი ( 2009 წლის შემდგომ ბრალდადებული პირები ) ნება დართო, რომ ესარგებლა ახალი კანონით განსაზღვრული და გაუმჯობესებული სამართლის ნორმებით; კონსტიტუცია კი აცხადებს, რომ " ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია.." ამდენად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 329–ე მუხლის მესამე პუნქტით მე, როგორც ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს, წამერთვა უფლება ვისარგებლო 2009 წლის საპროცესო კოდექსის მიერ გაუმჯობესებული მდგომარეობით ( 9 თვიანი ხანდაზმულობ ის ვადა, წინასასამართლო სხდომა და ნაფიცი მსაჯულების მონაწიულეობა ), მაშასადამე ჩემს მიმართ კოდექსის ამ ნორმამ დაარღვია კონსტიტუტიციის მე–14 მუხლით გარანტირებული ფუნდამენტური უფლება და მოქმედ ნორმას უთანასწორობის ხარისხი მიანიჭა; თუმცა, გარდა ჩემი კონსტიტუციური უფლების დარღვევისა, სადავო ნორმამ ამავე დროს დაარღვია კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპი და მასთან სრულ წინააღმდეგობაში შევიდა; ევროკონვენციის მე–14 მუხლი პირდაპირ კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას, როგორც ლეგალურს, ასევე არალეგალურს. მაგრამ სადავო ნორმა აკანონებს ასეთ დისკრიმინაციას და ვინაიდან უფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში აყენებს იმ ბრალდებულ პირებს, რომლებიც 2009 წლამდე იქნენ ცნობილი ბრალდებულებად, ხოლო უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ პირებს, რომლებიც 2009 წლის შემდეგ გახდნენ ბრალდებულები, ამდენად ერთი კანონის გამოყენება სხვადასვაგვარად და პროცესში მონაწილე მხარის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების მიზნით, არის ჩემს მიმართ განხორციელებული პირდაპირი ფორმის დისკრიმინაცია და კანონისაგან უთანასწონორო მდგომარეობაში ჩაყენე, რაც ევროკონვენციის მე–14 მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს; ეს დარღვევა კი ნორმატიულად არის გამოხატული სსსკ 329–ე მუხლის რედაქციაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და ევროკონვენციას და ამდენად ანტიკონსტიტუციურ ნორმას წარმოადგენს; გ) საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტი, ასევე კონსტიტუციის მე–14 და ევროკონვენციის მე–14 მუხლები ერთობლიობაში განსაზღვრავენ, რომ კანონის უკუქმედებისას დაცული უნდა იყოს თანასწორობის პრინციპი და მან არ უნდა გამოიწვიოს პირის ან პირთა განსაზღვრული წრის დისკრიმინაცია; ამ ფუძემდებლური და პრეზუმფციული ნორმებით ყოველი ადამიანი არის გარანტირებული, რომ დაცული იყოს მისი კონსტიტუციური ინტერესები, მაგრამ 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კანონის 329–ე მუხლის მესამე ნაწილის დასახელებული ნორმა წინააღმდეგობაში მოხვდა კონსტიტუციურ და კონვენციურ ნორმებთან , რომელმაც არა მარტო ჩემს მიმართ, არამედ საკმაოდ ფართო წრის მიმართ შექმნა დისკრიმინაციული და უთანასწორო სამართლებრივი პირობები, რომლებშიც ჩვენ აღმოვჩნდით და შეიქმნა პარადოქსული ვითარება, როდესაც მე მიცავს კონსტიტუცია და ევროკონვენცია, ხოლო ამის საპირისპიროდ კი მჩაგრავს იერარქიულ დაბალ საფეხურზე მყოფი ჩევეულებრივი კანონის არაკონსტიტუციური ნორმა; ეს შემთხვევა არ არის საკანონმდებლო ტექნიკის წუნი ან კანონმდებლის შეცდომა, არამედ ეს არის ანტიკონსტიტუციური ნორმა და იგი უნდა გაუქმდეს; დ). სადავო ნორმატიულ აქტში უამრავი სამართლებრივი აბსურდებია და თავად ნორმათა ერთმანეთისადმი წინააღმდეგობა და ურთიერთგამომრიცხაობა იმდენად აღრეულია, რომ იურიდიული კონკურენციის წესიც კი უძლურია და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალ კომპეტენტურობას ძალუძს სწორი სამართლებრრივი განმარტების მიცემა; სხვაგვარად ამ ნორმათა გამოყენება–შეფარდება იწვევს ანტიკონსტიტუციურ შეფასებებს და სამართლებრივი შედეგი ღებულობს აბსოლოტურად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ხასიათს; სწორედ ეს ვითარებაა ჩემი კონსტიტუციური უფლებების მიმართ შექმნილი; კერძოდ, 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის კოდექსი 329–ე მუხლის პირველ პუნქტში მიუთითებს, რომ " ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი"; მაშასადამე ცხადი ხდება, რომ 1998 წლის კოდექსმა ე.ი. მისმა ყველა ნორმამ მთლიანობაში, დაკარგა იურიდიული ძალა და იგი გაუქმდა; როგორც ვხედავთ, კანონმდებელმა ამ რედაქციაში არავითარი გამონაკლისი არ დაუშვა და კოდექსი მთლიანად ძალადაკურგულად გამოაცხადა; კანონმდებელი გარდამავალი დებულების სხვა ანუ, 333–ე მუხლის პირველ პუნქტში წერს, რომ ამ კოდექსის ამოქმედება დაიწყოს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ( გარდა 310–ე მუხლისა ); მაშასადამე გამოდის რომ კანონმდებელმა 329–ე მუხლის მესამე პუნტს ანუ სადავო ნორმის მოქმედებას მისცა ერთწლიან გარდამავალ პერიოდში მოქმედების ვადა; გარდამავალი პერიოდი კი აითვალა კოდექსის მიღებიდან, ანუ 2009 წლის 9 ოქტომბრიდან ( მიღების მომენტიდან ) , 2010 წლის 1 ოქტომბრამდე ანუ ამოქმედების მომენტამდე; ასეთი დასკვნა თავისთავად აბსურდია, მაგრამ კანონის დასახელებული ნორმები სხვა შინაარსის არც ინტერპრეტაციის და არც ლოგიკის საშუალებას არ იძლევიან; საკანონმდებლო ტექნოლოგიის მეორე აბსურდის არსი იმაშია, რომ 333–ე მუხლი გარდამავალ დებულებებში არის რიგით ბოლო ანუ გარდამავალი პერიოდის შემაჯამებელო ნორმა, რომელიც არც მეტი არც ნაკლები თავისივე ნორმატიული ფორმულირებით აუქმებს 329–ე მუხლის მესამე პუნქტის ( სადავო ნორმის ) მოქმედებას და 329–ე მუხლის პირველი პუნტით აცხადებს რა 1998 წლის საპროცესო კანონის მთლიანად ( და არა რომელიმე ნაწილის ძალაში დატოვებით ) გაუქმებას, ამით აუქმებს იმ ნორმებსაც რომლებიც 329–ე მუხლის მესამე ნაწილში აქვს ნაგულისხმევი, ანუ ფაქტიურად აუქმებს 329–ე მუხლის მესამე ნაწილსაც; სხვაგვარად შეუძლებელია იურიდიული ძალა მიეცეს 333–ე მუხლის გარდამავალ დებულებებს; საერთოდ, დაუშვებელია რომ სამართლის ერთ ნორმას ჰქონდეს ძალა დაკარგული და იგივე ნორმას ამავე კანონის სხვა ნორმა ანიჭებდეს იურიდიული მოქმედების ძალას; ეს არის აბსურდი და არამარტო კონსტიტუციური წინააღმდეგობის სამართლებრივი კერაა, არამედ თავდაყირა აყენებს ნორმატიული აქტების კანონის პრინციპებს და კანონთა კონკურენციის აღიარებულ დებულებებს; საბოლოოო ჯამში კი ასეთი სახის საკანონმდებლო ტექნოლოგიები უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს მოსახლეობის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს პრობლემა და განმარტება მისცეს კითხვას: სსსკ 329–ე მუხლის პირველი პუნქტი ფარავს თუ არა უპირატესი ძალით ამავე კოდექსის ამავე მუხლის მესამე ნაწილის იურიუდილ მოქმედებას და შეიძლება თუ არა, რომ ძალადაკარგული კანონის ნორმას ერთ შემთხვევაში ძალა ჰქონდეს დაკარგული, ხოლო მეორე შემთხვევაში კი იგი მოქმედ ნორმად მოგვევლინოს???; გ). ვინაიდან ჩემი კონსტიტუციური უფლება შელახულია და ვინაიდან მეოთხე საფუხრზე მდგარი კანონის ანტიკონსტიტუციური ნორმა ძალაშია, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ვაყენებ ნორმათა გამოყენების შესახებ არსებულ კიდევ ერთი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც ამ სასამართლომ უნდა განმარტოს ; ამ შემთხვევაში, მხედველობაში გვაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–2 მუხლის პირველი პუნქტი, რომელშიც ჩაწერილია, რომ " სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს"; მაშასადამე კანონმა გასაგებად და ნათლად თქვა, რომ თუ მიმდინარეობს გამოძიება, ან სასამართლო, მაშინ იმ დროს როცა ეს პროცესი მიმდინარეობს გამოიყენება ამ დროისათვის მოქმედი კანონი; მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ კანონმდებელი ხმარობს სიტყვა "გამოყენებას" და არა სიტყვა "მოქმედებს"; ე.ი. კანონმდებელი მიუთითებს სამართლის ნორმის შეფარდების ტექნიკაზე და ავალდებულებს პროცესის მონაწილე გამოძიებისა და სასამართლო ორგანოებს, რომ გამოიყენონ ის კანონი, რომელიც იმ მომენტში მოქმედებს, როცა მიმდინარეობს გამოძიება ან სასამართლო; უფრო მარტივად რომ ითქვას, ჩემი ბრალდების საქმის გამოძიების დროს, 2012 წლის 21 თებერვლიდან, როდესაც მე სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება გირაო შემიფარდა ( და გამოიყენა 2009 წლის საპროცესო კანონი და არა 1998 წლის კანონი ), და იმავე დღეს წარმედგინა ბრალდება, ამ მომენტიდან ათვლა დაიწყო საპროცესო კოდექსის 169–ე მუხლით განსაზღვრულმა 9 თვიანმა ვადამ და როდესაც 2012 წლის 21 ნოემბერს გავიდა ეს ვადა ისე, რომ საქმე გადაგზავნილი არ იყო სასამართლოში, მაშინ გამოძიებას უნდა გამოეყენებია ამ მომეტისათვის მოქმედი საპროცესო კანონი, ანუ 2009 წლის საპროცესო კოდექსი და ჩემს მიმართ უნდა შეყწვეტილიყო სისხლის სამართლის დევნა; გამოძიებამ გამოიყენა 1998 წლის საპროცესო კანონი, რომლითაც დაარღვია ამჟამად მოქმედი კოდექსის მეორე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, თუმცა აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ გასაჩივრებული 329–ე მუხლით გამოძიებას გააჩნდა ალტერნატიული საპროცესო მოქმედების საშუალება და სწორედ ეს 329–ე მუხლი იმყოფება ურთიერთგამომრიცხავ და საპირისპირო წინააღმდეგობაში როგორც ამჟამად მოქმედ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველ პუნქტთან, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან; დღეს იგივე პრობლემის წინაშეა წინასასამართლო სტადია, ვინაიდან 329–ე მუხლი კვლავ წინააღმდეგობრივ დილემას ქმნის სამართალში და ხელს უშლის კონსტიტუციისა და საპროცესო კანონის სწორ შეფარდებას სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უპასუხოს კითხვას: შეიძლება თუ არა, რომ კანონის ძირითადი ნორმა აცხადებდეს მისი გამოყენების პრინციპს და ამის საპირისპიროდ კი ამავე კანონის გარდამავალი დებულებების ერთი " მარეგულირებელი" ნორმა ადგენდეს ამ პრინციპის საწინააღმდეგო წესს და გაუქმებულ კანონს აძლევდეს უკუქმედების ძალას?? დ). საკონსტიტუციო სამართლოს წინაშე ისმება კიდევ ერთი პრობლემის გადაწყვეტის საკითხი, რომელიც ჩემი უფლებების შეზღუდვას უკავშირდება, კერძოდ, დღეს მოქმედი 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აწესებს მსოფლიო სტანდარტის სამართლიანი სასამართლოს გამოცდილ, მაგრამ საქართველოს სამართალწარმოებისათვის სრულიად ახალ პრინციპს ნაფიცი მსაჯულების სასამართლო ინსტიტუტის შემოღებისათვის; ამ პრინციპის მიხედვით საბოლოო ვერდიქტი მინდობილია აბსოლუტურად დაუინტერესებელ ადამიანთა ჯგუფის შეფასებაზე და არა იმ გარემოებებზე, რომლებიც ძალაუფლების ორგანოთა სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობენ; ამ ახალი ინსტიტუტით არამარტო იზრდება მართლმსაჯულების ავტორიტეტი , არამედ პრაქტიკულად ფუძნდება ნდობის ( სანდოობის ) განუსაზღვრელი ვოტუმი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ხოლო ბრალდებულ პირს ეძლევა მისი უდანაშაულობის დამტკიცების სრული სამართლებრივი გარანტიები; აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ზღუდავს რა ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას იმ ნაწილში, რომ მისი საქმე განიხილოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ამით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი და შეაბამისად კონსტიტუციით გარანტირებული უფლება; ამდენად, ახალი კოდექსი აუმჯობესებს რა ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას, მასზე კანონის ნეგატიური უკუქცევის გავრცელება დაუშვებელია; აქედან გამომდინარე: მე, როგორც ბრალდებულ პირს, მაქვს თუ არა უფლება ვისარგებლო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით, რათა დავიცვა ჩემი უდანაშაულობა და რათა ჩემი საქმე ვინაიდან პოლიტიკური ხასიათისაა, ამიტომ იგი განიხილოს მიუკერძოებელმა, დამოუკიდებელმა და ობიექტურმა სასამართლომ ??? ე). ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( იგივე პრინციპს სრულიად აღიარებს 1998 წლის საპროცესო კოდექსი ) მეორე მუხლის მეორე პუნქტი აცხადებს, რომ " სისხლის სამართლის საპროცესო კანონში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ბრალდებულის მდგომარეობა"; მაშასადამე ცხადია, რომ ყველა წესითა და ლოგიკით ყველა სისხლის სამ,ართლის საქმეზე და მათ შორის ჩემს მიმართ მიმდინარე სამართალწარმოებაში უნდა განხორციელებულიყო ამ ნორმის მოქმედება., მაგრამ საბრალდებო დასკვნა წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ გამოძიებისა და სასამართლო ორგანოები ხელმძღვანელობენ საპროცესო კოდექსის არა დასახელებული ნორმით, არამედ გასაჩივრებული ნორმით, ანუ 329–ე მუხლით , რაც თითქოს სამართლებრივი ნონსესია, მაგრამ უტყუარი ფაქტია და ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ გააუქმებს მის მოქმედებას, მანამდე იგი გააგრძელებს ანტიკონსტიტუციური შედეგების დადგომას და ადამიანის უფლებების დარღვევას; როგორც წესი, არ შეიძლება მოქმედი ნორმით გამოცხადებული ფუნდამენტური პრინციპის გადაფარვა გარდამავალი ანუ დროებითი ნორმით, მაგრამ ეს პრობლემა გადაწყდება მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხს მისცემს კომპეტენტურ განმარტებით შეფასებას, მანამდე კი სასამართლოს წინაშე ვაყენებ საკითხს : თუ კანონით უმჯობესდება ჩემი, როგორც ბრალდებულის საპროცესო–სამართლებრივი მდგომარეობა, მაშინ აქვს თუ არა ძალა ამვე კანონის გარდამავალ ნორმას, რომ ჩამომართვას ანუ წამართვას კანონით მონიჭებული შემამსუბუქებელი უფლებები???? ვ). საქართველოს კონსტიტუციის მე–7 მუხლის დებულება ვრცელდება კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და ორგანულად მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ გამოცხადებულ საყოველაო უფლებას სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვის შესახებ; აქედან გამომდინარე, სწორედ ამ უზენაესი ადამიანური ღირებულების დაცვა გარანტირებულად აქვს გამოცხადებული კონსტიტუციის 42–ე მუხლს , რომლის განხორციელების სამართლებრივი საშაუალება სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაში გამოიხატება; სტრასბურგის ევროპის სასამართლო, სამართლიანი სასამართლოს იურიდიული დანიშნულ;ების ერთ–ერთ ფუნქციად საქმეების დროული პროცედურების განხორციელება მიაჩნია ( გოლდერი უკრაინის წინააღმდეგ, აირეი ირლანდიის წინააღმდეგ და ა.შ.) . 2009 წლის საპროცესო კოდექსში სწორედ ეს რეკომენდაციაა გათვალისწინებული და ამიტომაც საქართველოს სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში შემოღებული და განსაზღვრული იქნა გამოძიების ვადა და ბრალდების ხანდაზმულობა; მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოში მიმართვის უფლება და სამართლებრივი საშუალებებით თუნდაც ბრალდებულის ინტერესების დაცვას ემსახურება კონსტიტუციისა და კონვენციის დასახელებული მუხლები, ხოლო გასაჩივრებული ნორმის ( პროცესის 329–ე ) მუხლი კი ახალი კოდექსის მიერ შემოღებულ და ბრალდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებულ სამართლის წარმოების წესებს აუქმებს, რაც პირდაპირ არღვევს ჩემს მიმართ, რორორც ბრალდებულის სტატუსში მყოფი პირის მიმართ , კონსტიტუციის მე–7, ასევე 42–ე მუხლებით და კონვენციის მე–6 მუხლით აღიარებულ და დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს; ამ ასპექტიდან გამომდინარე, გასაჩივრებული სსსკ 329–ე მუხლის მესამე ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციისა ევროკონვენციის დასახელებულ მუხლებს და იგი ანტიკონსტიტუციურია; ზ) . ანალოგიური მიდგომა არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებაში, რომელიც აცხადებს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს იურისდიქციისა და განსჯადობის პრინციპს; საკამათო არ არის იმის თქმა, რომ იურისდიქცია მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებასა და მისი მოქმედების არეალს გულისხმობს, ხოლო განსჯადობა კი ქვემდებარეობის გარდა , მართლმსაჯულების დასაშვებობასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს; იგივე 2009 წლის საპროცესო კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტი ადრე დაწყებული სამართალწარმოების დროს ახალ კანონს ანიჭებს უპირატეს უფლებას, თუ იგი აუმჯობესებს ბრალდებულის მდგომარეობას; ცხადია ეს ნორმა აუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას ბრალდებულის სტატუსში, ვინაიდან ამ წესის გამოყენებით, ჩემს მიმართ ვრცელდება ბრალდების 9 თვიანი ვადის ხანდაზმულობის ვადა, ხოლო სასამართლოში დაწყებული პროცესის დროს კი წინასამართლოს სტადიის უფლებამოსილებანი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოწვევის უფლება; სწორედ ამ კანონის იურისდიქციაში მიქცევაზეა საუბარი კონსტიტუციის 42–ე მუხლში და წარმოუდგენელ დაუშვებლობად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტით გამოცხადებული აკრძალვა გამაუარესებელი სამართლის ნორმისათვის უკუძალის მიცემის თაობაზე, წარმოადგენს კონსტიტუციის პრინციპების უარყოფას და მოქმედ კანონში ანტიკონსტიტუციური ნორმის არსებობის ნორმატიულ დადასტურებას; აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ დღეს მოქმედი საპროცესო კანონის მეორე მუხლს პირდაპირ ეწინააღმდეგება ამავე კანონის 329–ე მუხლი და ეს უკანასკნელი წარმოადგენს კონსტიტუციური პრინციპის საწინააღმდეგო ნორმას და ამდენად აიგი ანტიკონსტიტუციურია; თ). საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტი აცხადებს, რომ "კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არა აქვს"; მაშასადამე , კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოში ყველა მოქმედი კანონი , რომელიც ამსუბუქებს პირის პასუხისმგებლობას, მას ყველა შემთხვევაში აქვს უკუძალა, ანუ ამ დროს გამოყენებული უნდა იქნეს ის კანონი, რომელის პასუხისმგებლობის შემსუქბუქებას აწესებს; ჩემთან მიმართებაში კონსტიტუციური პრინციპი პირდაპირ მოქმედებს და ვინაიდან 2009 წლის საპროცესო კოდექსის 169–ე მუხლი არათუ ამსუბუქებს ჩემს პასუხისმგებლობას, არამედ მთლიანად ხსნის პასუხისმგებლობას ( ითვალისწინებს ბრალდების შეწყვეტასა და გაუქმებას ) , ამდენად, ჩემს მიერ გასაჩივრებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329–ე მუხლის მესამე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეხუთე პუნქტის კანონის უკუქცევის პრინციპს და არღვევს ჩემს კონსტიტუციურ უფლებას; ი). ანტიკონსტიტუციური შინაარსის სამართლის ნორმას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგის დამდგენი იურიდიული ძალა. კონსტიტუცია და საერთოდ კონსტიტუციური კონტროლი ემსახურება ადამიანის იმ გარანტიებს, რომ მისი პირადი თავისუფლება დაცული იყოს კანონმდებლის ან კანშემფარდებელის თვითნებობისაგან; ისეთი კანონი ან სამართლის ნორმა, რომელიც არ აზიანებს, არ ვნებს ან არ ხელყოფს ადამიანის რომელიმე კონსტიტუციურ უფლებას ან თავისუფლებას და არ მოაქვს პიროვნებისათვის არასარგებლიანი სამართლებრივი შედეგები , მიექცევა უკუმოქმედებაში და იგი გამოყენებული იქნება მოქმედი სამართლის ნორმად; კანონის არაუკუქცევითი მოქმედების წესის ასეთი გამონაკლისი ( საერთო წესით კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს ––lex ad praeteritum non valet ) დაიშვება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ პასუხისმგებლობის შემსუბუქება არანაირად არ ზღუდავს ადამიანის პირად უფლებებს და სახელმწიფო თავად იღებს თვითშეზღუდვის ვალდებულებას სადამსჯელო ძალაუფლების შეზღუდვის ხარჯზე; ამავე საუძვლით იგი ცვლის სამართალწარმოების ფორმას და სახელმწიფო აცხადებს რა კონსტიტუციურ გარანტიებს, ამიტომ მხოლოდ სამართალწარმოების შეცვლის ფორმით უშვებს იმის სამართლებრივ საშუალებას, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ასეთ პირებისათის და მათზე გაავრცელოს შემამსუბუქებელი კანონი; მაშასადამე, კონსტიტუციური ნორმის გამოყენებაც და ახალი კანონის მიერ გამოცხადებული შემამსუბუქებელი პირობების გავრცელებაც დამოკიდებულია მხოლოდ საპროცესო კანონის მეშვეობით და თუ იგი სამართალწარმოებაში ადგენს ამგვარი პროცედურებისა და წესების სტანდარტებს, ე.ი. ნორმის შემფარდებელიც ვალდებულია რომ სამართლის ნორმის სწორი რეალიზაცია მოახდინოს; კატეგორიულად დაუშვებელია, რომ გაუქმებული ან ძალადაკარგული კანონის ნორმას ( 1998 წლის საპროცესო კანონის ნორმებს ) ჰქონდეს ისეთი იურიდიული ძალა, რომელსაც დამამძიმებელი და გამოუსწორებელი სამართლებრივი შედეგის მოტანა შეუძლია; სრული ჭეშმარიტებაა, რომ სისხლის სამართლებრივ წარმოებაში ნებისმიერი გაუმჯობესება პიროვნების უსაფრთხოების ხელშეუვალ სამართლებრივ გარანტიას ქმნის სისხლის სამართლებრივი და თვითნებური დევნის საწინააღმდეგოდ, ამიტომ კონსტიტუციური კონტროლის დროს სახელმწიფოს ამოცანაა აღკვეთოს, აღმოფხვრას და შექმნას პიროვნების სამართლებრივი უსაფრხოების ნამდვილი და არა დეკლარირებული გარანტია; ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო სამართლებრივი ნორმის მიერ დაირღვა რა ჩემი კონსტიტუციური გარანტიებით სარგებლობის უფლება , რომლებიც დეკლარირებული და დაცული მაქვს საქართველოს კონსტიტუციის მე–7 , მე–14 და 42–ე მუხლებით, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–6 და მე 14 მუხლებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექის 329–ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი; 3. სარჩელის მეორე მოთხოვნა არის საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო სამართლის ნორმის ე.ი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329–ე მუხლის მოქმედების შეჩერება; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის მიხედვით " თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები , მას შეუძლია საბოლოოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება"; ორგანული კანონის ეს ნორმა გამიზნულია სწორედ ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებისაკენ , რომლის არსებობის გამოვლინებისას სასამართლომ უნდა აღმოფხვრას მძიმე შედეგების გამომწვევი სამართლებრივი პირობები და თავიდან იქნეს აცილებული ნორმის შედეგად გამოწვეული მძიმე და გაუმართლებელი შედეგები; ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე არის იმ მოწვევის პარლამენტის მოქმედი წევრი, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა და აღნიშნულის გამო მას მოუწია თითქმის 5 წლის განმავლობაში სამშობლოს იძულებით დატოვება და ემიგრაციაში ცხოვრება; ეს გარემოება სისხლის სამართლებრივი დევნისაგან გამოწვეული თავისთავად უმძიმესი პირობების დამადასტურებელი ფაქტია, ხოლო შემდგომ მოვლენებს კიდევ უფრო მეტი ზიანის მიყენება და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიყვანა შეუძლია; საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსარჩელე ანუ მე, როგორც ბრალდებული წარმოვადგენ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იცავს კონსტიტუცია და რომლის უფლებებიც დარღვეულია გასაჩივრებული სამართლის ნორმის მიერ; სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ ჩემი ბრალდების სისხლის სამართლის პროცესი ამჟამად იმყოფება წინასასამართლო სტადიაზე და ვინაიდან საქმეში მოწმეები არ მონაწილეობენ და მტკიცებულებაც საკმაოდ მწირია, ამდენად შესაძლებელია, რომ სასამართლოში საქმის განხილვა ერთ სხდომაზე დასრულდეს; იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მოკლე ვადებში დასრულდება და ამ პერიოდში ( რაც პრაქტიკულად ასე გამოიყურება ) , საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მოასწრებს წინამდებარე სარჩელის განხილვას, მაშინ გამოდის რომ აზრი ეკარგება ჩემს კანონიერ მოთხოვნას კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების შესახებ და ჩემი დარღვეული ( ხელყოფილი ) კონსტიტუციური უფლების აღდგენას, ვინაიდან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მე აღმოვჩნდები სასჯელის მოქმედების ქვეშ და ჩემთვის დგება უმძიმესი და გამოუსწორებელი შედეგები, ანუ უკანონოდ შემეზღუდება ისედაც შელახული თავისუფლება; საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღებას მივაქცევ იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმის შეჩერება არ გამოიწვევს მართლმსაჯულების აღსრულებაში რაიმე პრობლემის წარმოშობას, ვინაიდან 2009 წლამდე ჩადენილ დანაშაულებზე სამართალწარმოება აბსოლუტურად დასრულებულია ( უმეტეს ნაწილს შეეხო ამნისტია, ხოლო მიმალვაში მყოფ პირებზე გამოტანილი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებები და სადავო ნორმა მათ მიმართებაში უმოქმედოა ) და თითქმის არ არსებობს ამგვარი გამონაკლისი საქმის ანალოგიები; აქედან გამომდინარე, შეუძლებელია , რომ სადავო სამართლის ნორმის შეჩერებამ საგამოძიებო ან სასამართლო პროცესების შეფერხება გამოიწვიოს და ეს გარემოება გახდეს ამ მოთხოვნის უარის თქმის საფუძველი, პირიქით, კანონმდებელმა თავის დროზე სწორედ ასეთი შემთხვევა გაითვალისწინა და 25–ე მუხლის სახით საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში ჩაიდო ჩემნაირი კატეგორიის პირთა დამცავი სამართლებრივი გარანტიები, რათა ნორმის შეჩერებით თავიდან იქნეს აცილებული გამოუსწორებელი შედეგების დადგომა; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნას წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329–ე მუხლის მესამე პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა და სასამართლოს საბოლოოო გადაწყვეტილებამდე გასაჩივრებული ნორმის მოქმედების შეჩერება, რომელთა სამართლებრივი დასაბუთება ზემოთ იყო წარმოდგენილი; |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა