საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 592 |
ავტორ(ებ)ი | ბექა წიქარიშვილი |
თარიღი | 5 მაისი 2014 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ბექა წიქარიშვილი ბრალდებულად იქნა ცნობილი, სსკ-ის 260 მუხლის მე-2 ნაწილი "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. (იხ. დანართი N...) (ბრალდების შესახებ დასკვნიდან ირკვევა, რომ მას აღმოაჩნდა 69.5 გრამი გამომშრალი მარიხუანა, შესაბამისად მოსარჩელე ბრალი წაეყენა დიდი ოდენაობით ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის შეძენა შენახვისთვის, რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია - თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 14 წლამდე ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო არსებითი განხილვის სხდომა (საპროცესო შეთანხმების გარეშე), შესაბამისად სადავო ნორმა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, ამასთან არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, დიდი ოდენობით ნაროკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის გათვალისწინებული სანქციის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით. "კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის, ანალოგიურ მსგავს საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყრას ერთბაურად, არ დაუშვას არსებითად თანასწორთა განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #1/1/493 პარაგრაფი II.2). 2. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გამიჯნულია 260 მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე, სანქცია გამოიყენება, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულისთვის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება 50 გრამს აღემატება. 49 გრამის აღმოჩნის შემთხვევაში გამოყეებულ იქნებოდა პირველი ნაწილი რომილს მიხედვითაც მოსამართლეს ექნებოდა თავისუფალი მიხედულობის ფარგლებში გამოეყენებინა სასჯელი რომლის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის. 3. არსებითად თანასწორობა აბსოლუტურ მსგავსებას არ გულისხმობს, განსახილველ შემთხვევაში არსებითა თანასწარობაზე მიუთითებს დანაშაულის იდენტური ბუნება, იდენტური მიზნები და მინიმალური ოდენობრივი სხვაობა. ბუნებრივია კანონმდებელს ვერ დავავალდებულებთ დანაშაულის ყოველი ინდივიდუალური ნიშნის (ყოველი ნარკოტიკული საშუალების ყოველი გრამისთვის დააწესოს განსხვავებული სანქცია, ან პირიქით, მაგრამ კანონმდებელი ვალდებულია შექმნას მინიმალური გარანტიები, რათა ერთ შემთხვევაში მოსამართლეს მისცეს არსებითა თანასწორი პირებისთვის ერთგვარი სანქციების გამოყენების შესაძლებლობა. სადავო ნორმა, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელეს არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით, რომლების მიმართ შესაძლებელია საერთოდ არ იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა. 4. აღსანიშნავია, რომ აღნიშული დისბალანსის აღმოფხვრის შესაძლებლობას არ იძლევა სისხლის სამართლის კანონმდებლობა ვინაიდან მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი გამოიყენოს სასჯელის გათვალისწინებულ ზომაზე ნაკლები, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო შეთანხების დადება ბრალდების მხარის დისკრეციას წარმოადგენს, პირის კონსტიტუციური უფლებების რეალიზება ამ უკანასკენელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული ცალსახად ჩანს განსახილველ საქმეში, ვინაიდან ყოველგვარი წინაპირობისდა მიუხედავად მიუხედავად, საპროცესო შეთანხმება არ შემდგარა. 5. ზემოაღნილზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ სსკ 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დიდი ოდებობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის გათვალისწინებული სანქცია არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. რაც სისხლის სამართლის სანქციის ხასიათისა და ინტენსივობის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მკაცრი ტესტით.
საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, დიდი ოდენობით ნაროკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის გათვალისწინებული სანქციის შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით.1. საქართველოს კოსნსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელი გამოყენება, ხოლო მე-16 მუხლის მიხედვით ყველას აგვს პიროვენბის თავისუფალი განვითარების უფლება. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეებში, რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (განჩინება, პარაგრაფი II.2) აგრეთვე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (გადაწყვეტილება, პარაგრაფი II – 9) აღნიშნავს: სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს...საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან მის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“. 3. სასჯელი გამოყენებულ უნდა იქნეს ინდივიდუალურად მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის გარემოებებისა და სხვა რელევანტური ფაქტებიდან გამომდინარე. კანონმდებელს ვერ ექნება დანაშაულებრივი ქმედების ინდივიდუალური მახასიათებლების ნორმატიულად ამოწურვის პრეტენზია. ამიტომაც მან განსაკუთრებულის სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სასჯელის ზომის იმპერატიული განსაზღვრსას და გაითვალისწინოს მასში მოსამართლის ლეგიტიმური როლი. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება ზედმეტად მკაცრი სანქციის გამოყენების საფრთხე. 4. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი, რომლითაც მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების გარეშეც მიეცემა უფლება დანიშნოს უფრო ნაკლების სასჯელი, თუმცა აღნიშნული კანონი ჯერ კიდევ არ არის მიღებული, შესაბამისად ამ ეტაპზე ბრალდებულის უფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვისთვის მისი გამოყენების პრევენცია შეუძლებელია. სსკ 260 მუხლის მე-2 ნაწილი 50 გრამი მარიხუანის შეძენა შენახვისთვის ითვალისწინებს (გასაღების მიზნის გარეშე) სასჯელს თავისუფლების აღკვეთით 7-14 წლამდე ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე გარდა საპროცესო შეთანხმებისა, რომელის რეალიზებისთვის ბრალდების მხარის კეთილი ნებაა გადამწყვეტი. ზემოარნიშნული ქმედების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიკუთვნება, ისეთი დანაშაულების გვერდით როგორიცაა მკვლელობა, აგრეთვე ითალისწინებს უფრომ მაღალ სანქციას ვიდრე გაუპატიურება, ამასთან კანონმდებელი განსხვავებულ ნარკოტიკულ საშუალებებს არ გამიჯნავს მათი ხასიათის მიხედვით, მაშინ როდესაც განსხვავებულია მათი შედეგები, და შესაბამისად მათი სოციალური საშიშროების ხარისხი. ყოველივე, იმ ფონზე როდესაც განვითარებული საზოგადოება მსჯელობს მარიხუახის დეკრიმინალიზაციასა და პასუხისმგებლობის ზომების შემცირებაზე, ზედმეტად მკაცრ საჯელად გვეჩვენება. როგორც უკვე აღნიშნეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით არის დაცული, და ის აბსოლუტურ უფლებათა რანგს მიეკუთვნება. 5. N536 გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს „საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისთვის.განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას (II.55)მკაცრი სანქციის გამოყენებით, სადავო ნორმა ზედმეტი ინტესივობით ზღუდავს მოსარჩელისთვის მე-16 მუხლით გარანტირებულ დაცვის სფეროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა აწესებს ზედმეტად მკაცრ სასჯელს და ეწინააღმდეგება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს აგრეთვე მე-16 მუხლს.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა