ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1424 |
ავტორ(ებ)ი | ლაშა ჯანიბეგაშვილი |
თარიღი | 13 მაისი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ 1) ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები: ,,და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“. 2) ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი: ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი 1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით. 3. ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი |
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი გაერთიანების თავისუფლება გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია. 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები საპროცესო უფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 60-ე მუხლის პირველი პუნქტი;
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-22 მუხლით, 31-ე მუხლი, მე-26 მუხლის 4, მუხლი 34 1 და 2
ვ) სადავო ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის/აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
ზ) კანონით არ არის დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ხანდაზმულობის ვადა
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს პარლამენტმა 2001წელს მიიღო კანონი ადვოკატთა შესახებ
გამოქვეყნების წყარო, თარიღი 06/07/2001
აღნიშნული მოდელი ასოციაციის რაც დღეისთვის არის საქართველოში ღიად ეწინააღმდეგება სამართლიანი მათლმსაჯულების ძირეულ ფუნდემენტალურ პრინციპებს.
მმე ამ ხალხს საწევროს იმისთვის არ ვუხდი და ასოციაციის წევრი იმისთვის არ ვარ რომ შემილახონ პატივი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია!!!
შელახონ ჩემი უფლებები!მომახვიონ თავს თავიანთი ყალბი მოჩვენებითი თვალთმაქცური მართლმსაჯულება!
კონსტიტუციის მე 9 მუხლით
მუხლი 9. ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა
1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
რასაც მიკეთებს ადვოკატთა ასოციაცია ჩემს წინააღმდეგ ჩემთვის ესაა ფსიქოლოგიური სისტემატიური წამების ტოლფასი
ასეთ უსამართლობას და განუკითხაობას როგორიცაა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში, ასეთი პატივის და ღირსების შელახვა მე არსად არ შემხვედრია ჩემს კარიერაში,ეთიკის კომისიაში არაკვალიფიციური კადრები ყავთ!ადვოკატები რომლებიც არ გამოირჩევიან მაღალი ზნეობრივი თვისებებით და პროფესიული კვალიფიკაციითისინი დღეისთვის იმიტომ არიან იმ თანამდებობებზე რომ ასათიანის და ხატიაშივილის გუნდის წევრები იყვნენ და არა სხვა რაიმე პირადი დამსახურების გამო.
ეთიკსი წევრები თავიანთი მოქმედებით ადვოკატებს მნიშვნელვნად გვიშლიან საადვოკატო საქმიანობაში ხელს.
ადვოკატთა ასოციაცია გახდა ბორკილები ადვოკატის ხელზე! სიტყვის და აზრის გამოთქმის საშუალებასაც კი გვიზღუდავენ! ფეისბუქზე მიმონაწერის მტკიცებულებად გამოყენებით კი დემოკრატიულ სახელმწიფოს ძირეულ სიტყვის და აზრის გამოხატვის პრინციპებს არღვევენ!!!
ეთიკის კომისიის წევრებმა ასოციაციის მეშეობით დიქტატურა დაამყარეს ადვოკატებში და მოახდინეს პროფესიის მონოპოლიზება. საკუთარი მახინჯი მართლმსაჯულების თავს მოხვევა თავისუფალი პროფესიის წევრისთვის დაუშვებელია!!!
ეწინააღმდეგება რა გაეროს კონვენციას ადვოკატთა როლის შესახებ
რომლის მიხედვითაც
ადვოკატის საქმიანობის გარანტიები
16. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა
ა) შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღ ი რ ს ე ბ ი ს შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე.
მე ვფიქრობ ადვოკატთა ასოციაცია თავის დისკრეციულ უფლებამოსილებას აშკარად აჭარბებს.რის გამოც დგება საკითხი სხვა სახის ადვოკატთა ასოციაცია რომ შეიქმნას იყოს რამდენიმე ასოციაცია ქვეყანაში.სადაც თუნდაც საწევროები იქნება მინიმალური გადასახადი.
„დაუშვებელია რომელიმე პროფესიულ ორგანიზაციის წევრობა აიძულო ადამიანს, თავს მოახვიო საკუთარი მართლმსაჯულება თავს,გამოუქვეყნო გადაწყვეტილებები შერჩევითი სამართლის საფუძველით მიღებული და ახდევინო ყოველწლიური საწევრო და მოახდინო პროფესიის სრულიად მონოპოლიზება.სამართლიანი სახელმწიფოსა“ და „სამართლიანი სასამართლოს“ პრინციპებს ღიად არღვევს ძირს უთხრის ადამიანების თავისუფლებას და ადვოკატის დამოუკიდებლობას.
წარმოდგენილ სასარჩელო
მოთხოვნის დასაბუთების ერთერთ საფუძველს განამტკიცებს საქართველოს ორგანული კანონი კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის პირველ მუხლში პირდაპირაა მითითებული, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ქონებრივი და სოციალური კუთვნილების დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა, რომელიც პირს აყენებს არახელსაყრელ პირობებში.
1
გთხოვთ საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩეროთ ეთიკის კომისიაში დისციპლინალურ საქმეზე 056/19 მომჩივარი ეთიკის კომისიის წევრი კონსტანტინე გელაშვილია ის ასევე ეთიკის კომისიის სახელითაც მედავება თავისუფალი აზრის გამოთქმის გამო ხოლო მოპასუხედ მე ვარ ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი.
2
გთხოვთ საქმის განხილვის დასრულებამდე შეაჩეროთ ადვოკატთა ასოციაციისათვის სავალდებულო საწევროს 200 ლარის გადახდა ვინაიდან საქმის განხილვის შედეგად თუკი ზემოხსენებული საკონსტიტუციო სარჩელი საფუძვლიანი გამოდგება ამ ორგანიზაციის წევრი იძულებით აღარ ვიქნები.
რასაც გვიკეთებს ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის წევრების მეშვეოებით ესაა პირდაპირი დისკრიმინაციაა ჩემს საქმეში დღეს ეთიკის კომისიის წევრი პირდაპირ მიჩივის ეთიკაში!!! მე არ მაქვს იმედი იმის რომ ზემოხსენებულ საქმეზე ობიექტურ და მიუკერძოებულ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს ეთიკის კომისია რომელიც კლანურ დაჯგუფებადაა ჩამოყალიბებული და რომლის წევრებიც ყოველკვირა ერთად არიან ჩვენი ნაოფლარი საწევროებით დროს დიდებულად ატარებენ!!! ჩვენს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებს ყვებიან და ჩენ სახელს გვიტეხავენ!!ესაა უბინძურესი ამორლაური ქმედება.იხ თანდართული ბმული
ჩვენთვის კი ტრენინგები ძვირადღირებული გახადეს ჩემთის გაუგებარია საწევროების გადასახადები სად მიდის და ვინ აკონტროლებს .
ადვოკატთა ასოციაციაში რომელიც არის ს.ს.ი.პ „ საჯარო სამართლის იურიდიული პირი“სავალდებულო არ უნდა იყოს წევრობა, ვინაიდან კონსტიტუციით ,გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია ასევ საქართველოს კანონითაც ადვოკატია თავისუფალი პროფესიის მქონე პირი და იძულება რომელიმე ორგანიზაციაში და გაწევრიანება პირის ნების საწინააღმდეგოდ იძულებით არის არაკონსტიტუციური.
ადვოკატთა ასოციაცია ეთიკის კომისიის მეშვეოებით აწარმოებს ხშირ შემთხვევაში შერჩევით სამართალს,
ამის დასტურია ეთიკის კომისიის წევრთა ქმედება ისინი განზრახ არ ითვალისწინებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას სადაც ხაზგასმით არის 2-გან ნათქვამი ადვოკატის კეთილსინდისეირება,განზრახ მალავენ ეთიკაში მომჩივარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რომ არის აღძრული ამ ფაქტს , განზრახ ამახინჯებენ ადვოკატის და მისი თანაშემწის ნათქვამს და პოზიციას და დისციპლინალურ საქმეს ისე აღძრავენ ადვოკატის წინააღმდეგ დისკრეციულ უფლებამოსილების გადამეტებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც იერარქიულად ყველაზე მაღლა დგას და გასათვალისწინებელია ყველა ორგანოსთვის მათთვის პრიორიტეტული არ არის.
„ამ ორგანოში არის კლანური მმართველობა,სრული განუკითხეობა, აწარმოებენ შერჩევით სამართალს (თუ კი ამას შეიძლება საერთოდ სამართალი ეწოდოს). ასოციაციასთან და კომისიასთან ,,დაახლოებული ადვოკატების“, ასევე თავად კომისიის წევრების წინაღმდეგ არ ხდება საქმის აღძვრა, არიან მიკერძოებულები. ერთი და იგივე შინაარსის საქმეზე როცა არის პრეცედენტები, მაინც ხდება ადვოკატის წინააღმდეგ საქმის აღძვრა, რასაც არ კადრულობს პროკურატურა და მოსამართლეები, ისინი კი კადრულობენ.
ახდენენ რა საკუთარი წევრის დისკრედიტაციას, ეთიკის კომისიის წევრების პირადი სუბიექტური დამოკიდებულების გამო,ამას ასაჯაროებენ ეს ქმედებები მათი აბსოლუტურად არ კონტროლდება, რითაც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში მნიშვნელოვნად ხელი მეშლება, რის შედეგადაც სამართლიანი მართლმსაჯულების ნაცვლად, სამარცხვინო მართლმსაჯულებას ვიღებთ. ყოველივე ეს ბადებს უსამართლობის მწვავე განცდას და იწვევს სამართლიან მწვავე კრიტიკას იმ ორგანოს მიმართ, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ჰქვია. ეთიკის კომისიის წევრების ქმედება არანაირ კრიტიკას არ უძლებს.
საკუთარი ჯგუფი მაქვს 97 000 ადამიანია გაწევრიანებული, ოფიციალურ საიტზე მაქვს დადებული ინფორმაცია, ყველა ნაწარმოები საქმე რაც კი დასრულდა 2018 წელს, წარმატებით მქონდა დასრულებული და ამაზე ხალხს პრეტენზიაც არ აქვს.
აღნიშნული მიდგომა დისკრიმინაციული ხასიათის არის, ქმედების მოტივი პროფესიული შუღლით აიხსნება.
წარუმატებელი ადვოკატი შედარებით წარმატებულ ადვოკატის საქმეს სამართლიანად ობიექტურად და მიუკერძოებლად ბუნებრივია ვერ და არც განსჯის,მითუმეტეს თუკი მას არავინ არ აკონტროლებს.
იმას რასაც მოქმედი ადვოკატები ეთიკის კომისიაში მყოფები საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ ს ა ქა რ თ ვ ე ლ ო შ ი აწარმოებენ ჩემი შეფასებით სამარცვინოა და მათი სამარცხვინო გადაწყვეტილებას საჯარო გამოქვეყნებით კი პირის პერსონალური მონაცემების დაუცველად ადვოკატის პროფესიაში უხეშ ჩარევად შეიძლება შეფასდეს.
. საქმეზე თან ვურთავ ნიუვეჟენ უნივერსიტეტის ბმულს იმ უნივერსიტეტისას სადაც ეთიკის კომისიის წევრები ატარებენ ლექციას და მომავალს სტუდენტებს მომავალ ჩვენ კოლეგებს (ადვოკატებს,მომავალ მოსამართლეებს გამომძიებლებს) უყვებიან ადვოკატების შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის გარეშე ეთიკის საქმეებს დამახინჯებული სახით რითაც სახელს გვიტეხავენ და საქმიან რეპუტაციას გვილახავენ და თაღლითებად წარმოგვაჩენენ ცენს მომავალ კოლეგებთან დანებისმიერ გარეშე პირთან.
არავინ შეიძლება იძულებით დაექვემდებაროს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას იძულებით რაიმე ორგანოში იძულებით გაწევრიანებას და ითმინოს მის წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი, სადაც მის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას საჯაროდ გამოუქვეყნებენ.
არც ის არის კონსტიტუციური როცა ადვოკატთა ასოციაცია ს.ს.ი.პ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ია და საწევროებს და გრანტებს რასაც ადვოკატთა ასოციაციაში შედის არავინ არ აკონტროლებს.
კონსტიტუციის
კონსტიტუციის მუხლი 26.მუხლის 2 ნაწილის
შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება
1. ნაწილის 2 აბზაცის თანახმად აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა
პროფესიული კავშირების შექმნის უფლება, ფაქტობრივად, არის გაერთიანების თავისუფლების შემადგენელი ნაწილი და არა სპეციალური და დამოუკიდებელი უფლება. სახელმწიფო ვალდებულია, ნება დართოს პიროვნებებს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შექმნან პროფესიული გაერთიანებები . განსაკუთრებით დ ა უ შ ვ ე ბ ე ლ ი ა ე რ თ ა დ ე რ თ ი პროფესიული გაერთიანების შექმნა, რომელში გაწევრიანებაც სავალდებულო იქნება. სასამართლო პრაქტიკამ ცხადყო, რომ დ ა უ შ ვ ე ბ ე ლ ი ა პ რ ო ფ ე ს ი უ ლ ი კავშირების მ ო ნ ო პ ო ლ ი ზ ე ბ ა, ალტერნატივა ყოველთვის უნდა არსებობდეს იმათთვის, ვისაც რაიმე მოსაზრების გამო არ სურს ამა თუ იმ ასოციაციაში გაერთიანება.
საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტი, ურთიერთობის სამართალსუბიექტურობის თვალსაზრისით, განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. საქმე ისაა, რომ ამ ნორმის მიხედვით, საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება „ყველას აქვს”,
ხოლო სახელმწიფოს არ აქვს უფლება, დააფუძნოს ასოციაცია.5
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირი (კავშირი) შეიძლება დააფუძნონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის სახით.
ასოციაციის დამფუძნებელი სუბიექტი შეიძლება იყოს სამეწარმეო იურიდიული პირი.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის ს.ს.ი.პ რომლის წევრობაც სავალდებულოა თუკი ადვოკატია მოქმედი და სურს ამ სტატუსის ტარება,რაც არაკონსტიტუციურია. საქართველოს კონსტიტუციის თანხამად ნებისმიერ პროფესიულ გაერთიანებაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.
ეს იგივეა ექიმები რომ ექიმთა ასოციაციაში იძულებით იყვნენ გაწევრიანებულები თავიანთი საქმიანობის განსახორციელებლად წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტს ვერ უმკურნალონ. ეს მიდგომა დისკრიმინაციული შინაარსისაა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ს.ს.ი.პია ადვოკატთა ასოციაცია რომელსაც არ აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტი, მათ აკონტროლებს კერძო აუდიტი რომლის დასკვნებიც გამჭირვალე არ არის და წევრებისთვის დეტალური ხარჯთაღრიცხვა ხელმისაწვდომი.
იურისტი ადამიანი თუკი ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას ხდება ადვოკატი იძულებული ხდება იმთავითე იყოს ამ ასოციაციის წევრი,იხადოს ყოველწლიური საწევრო (ხარკი) 200ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია ადვოკატთა ასოციაცია ერთადერთი ორგანოა საქართველოში რომელიც საკუთარი წევრების წინააღმდეგ გამოტანილ დისციპლინალურ გადაწყვეტილებებს სახელის და გვარის დაშტრიხვის გარეშე ათავსებს ვებ გვერდზე 18თვის განმავლობაში და ასევე არცთუ იშვიათად აწარმოებენ შერჩევით სამართალს.
ადამიანები ვინც კი არ არიან გაწევრიანებულები ამ ორგანიზაციაში და არ სწირავენ ყოველ წელს 200ლარს ვერ გამოდიან სისხლის სამართლის საქმეებზე ვერ იცავენ თავიანთ მარწმუნებელებს ვერც სამოქალაქო საქმეებზე გამოდიან აპელაციაში და უზენაეს სასამართლოში.
ეს ყოველივე კი აშკარა პირდაპირ წინაღობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლთან
კონსტიტუციის მუხლი 22. გაერთიანების თავისუფლება
1. გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.
რაც ნიშნავს იმას რომ ყველას აქვს უფლება და არა ვალდებულება იყოს რაიმე ორგანიზაციაში იძულებით გაწევრიანებული.
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
კონვენციის მე-6 მუხლის იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას
კონვენციის მე 6 მუხლი მოიცავს ყველა ადამიანის საქმე უნდა განიხულოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.აღნიშნული დათქმა ვრცელდება დისციპლინალურ საქმსი წარმოებებზეც
შეკრების და გაერთიანების თავისუფლება (კონვენციის მე-11 მუხლი)
მე-11 მუხლი იცავს სხვებთან გაერთიანების თავისუფლებას. თავისი ფართო მნიშვნელობითა და გათვალისწინებული დათქმებით, აღნიშნული მუხლი წარმოადგენს უფლებას, აირჩიო შექმნა თუ არა და შეუერთდე თუ არა იმგვარ გაერთიანებებს, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები, პროფესიული კავშირები და სხვა ორგანიზაციები, მაგალითად სანადირო კლუბები. ძირითადად, გაერთიანების თავისუფლება მოიცავს ინდივიდთა თავისუფლებას, მათი წარმომადგენელი კოლექტიური ერთეული შექმნის გზით, დაიცვან საკუთარი ინტერესები. ამგვარ გაერთიანებებს გააჩნიათ როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები თავიანთი წევრების წინაშე. პიროვნებას არ შეიძლება აიძულონ ამა თუ იმ ასოციაციაში გაერთიანება ან წაართვან რაიმე უპირატესობანი იმ შემთხვევაში, თუ იგი აირჩევს გზას, არ შეუერთდეს ამა თუ იმა ასოციაციას.
სახელმწიფო ვალდებულია, ნება დართოს პიროვნებებს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შექმნან პროფესიული გაერთიანებები. განსაკუთრებით დაუშვებელია
ე რ თ ა დ ე რ თ ი პ რ ო ფ ე ს ი უ ლ ი გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ი ს შექმნა,
რომელში გაწევრიანება სავალდებულო იქნება.
სასამართლო პრაქტიკამ ცხადყო, რომ დაუშვებელია პროფესიული კავშირების მონოპოლია, ალტერნატივა ყოველთვის უნდა არსებობდეს იმათთვის, ვისაც რაიმე მოსაზრების გამო არ სურს ამა თუ იმ ასოციაციაში გაერთიანება
ამ მხრივ საინტერესოა საქმე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა
1. „იანგსი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
იძულება არსებითად ეწინააღმდეგებოდა მე-11 მუხლის მიზანს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აზრის, რწმენისა და აღმსარებლობის და გამოხატვის თავისუფლება, ასევე არის გაერთიანების თავისუფლების მნიშვნელოვანი მიზანი. ასე რომ, პირის იძულება, თავისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ გაერთიანდეს ამა თუ იმ გაერთიანებაში, წარმოადგენს მე-11 მუხლის არსებით დარღვევას
სხვაგან საქმეზე amihalachioaie v. Moldova წინააღმდეგ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ 2000წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო მოლდოვის კანონის ის ნორმა,რომელიც აწესებდა ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო გაწევრიანებას.
ადვოკატთა ასოციაციია საჯარო სამართლის იურიდიული პირია რაც არაკოსნტიტუციურია ვინაიდან მათზე არ ვრცელდება კანონი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
არ კონტროლდება სახელმწიფოსგან მიღებული შემოსავლები რომლებიც დახურულია და
ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთეული პირებისთვის,რომლებიც ასევე წარმატებით აწარმოებენ შერჩევით
სამართალს კანონის უხეში დარღვევებით!!!იხ - https://pia.ge/post/243697-advokatta-asociacias-sakutari-wevrebis
devnasi-adanasauleben საქმე სადაც ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ ადვოკატს დისციპლინალური
საქმე ისე აღუძრა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ადვოკატის სასარგებლოდ მეტყველებდა,
შეგნებულად აუარა გვერდი, ასევე განზრახ დაამახინჯა ადვოკატის და მისი მოწმის ჩვენებები, ასევე არ
გაითვალისწინა რომ ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ხელშეკრულების ქურდობის
თაობაზედ ადვოკატის წინააღმდეგ ესეც არ იკმარეს ამ ეთიკის წევრებმა შემდგომ ჩემს წინააღმდეგ შემოიტანეს საჩივარი ეთიკის კომისიაში
ეს მაგალითი ერთერთი თვალნათელი მაგალითია იმის რომ დიდი უსამართლობები ხდება ადვოკატთა ასოციაცაში
სადაც წევრობა ნებაყოფლობით უნდა იყოს და არა სავალდებულო .ყველა ადვოკატს ვინც კი ხმის
ამოღებას ან კრიტიკას დაიწყებს ეთიკის კომისიის მეშვოებით სადაც თავად ადვოკატები განიხილავენ
ადვოკატების წინააღმდეგ საქმეს არც თუ იშვიათად პროფესიული შუღლის გათვალისწინებით ამ
ორგანოში არის კლანური მმართველობა, აწარმოებენ შერჩევით სამართალს (თუ კი ამას შეიძლება
საერთოდ სამართალი ეწოდოს). ასოციაციასთან და კომისიასთან ,,დაახლოებული ადვოკატების“,
ასევე თავად კომისიის წევრების წინაღმდეგ არ ხდება საქმის აღძვრა, არიან
მიკერძოებულები. ერთი და იგივე საქმეზე როცა არის პრეცედენტები, მაინც ხდება ადვოკატისწინააღმდეგ საქმის აღძვრა, რასაც არ კადრულობს პროკურატურა და მოსამართლეები, ისინი კი კადრულობენ.
კანონი ადვოკატთა შესახებ
მუხლი 20. ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი
1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი.
საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
ადვოკატთა ასოციაცია კი რომელიც ს.ს.იპია არანაირად არ კონტროლდება სახელმწიფოს მიერ კერძოდ ფინანსები რომელიც შემოდის ადვოკატთა ასოციაციაში.
მოცემულ კანონის ანალიზით ხდება ის რომ ს.ს.ი.პ ადვოკატთ ასოციაცია გაუკონტროლებელია
ოფიციალურ საიტზე ადვოკატთა ასოციაციას უდევს 2017წელს ხელფასებში გაცემული აქვთ 700 000ლარი
როდესაც 30მდე ოფიციალური თანამშრომელი ყავთ ტრენინგები თითქმის ყველა ფასიანია და ასევე არ
აქვთ აღნიშნული გამოცდებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საშუალოდ წლიურად 300 000ლარის
ფარგლებში
მერყეობს ასევე ასოციცია რომელი გრანტებს იღებს საკამოდ დიდძალს არცერთი სახელმწიფო ორგანო არ
აკონტროლებს ჩვენ მათ წევრებსაც კი არგვაქვს დეტალური წვდომის უფლება თუ რაში იხარჯება ჩვენი
გადახდილი საწევროები,კრებებზე კი გამოდიან 20მდე ადვოკატი და 5000მდე ადვოკატის სახელით
ლაპარაკობენ რაც უსამართლოა,ასევე უსამართლოა ისიც რომ ადვოკატთა ასოციაციაში შემოსულ გრანტები არ კონტროლდება არანაირად.
,არავის არ აქ უფლება თავი დაიყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში,თავი დააყენოს კანონზე მაღლა , ,,გაუკვევლად ხარჯოს და განკარგოს“ფინანსები რომლებიც ასოციაციას (ანუ მთლიანად ადვოკატთა კორპუსს ეკუთვნის და არა მცირე ჯგუფს.
შესაბამისად ადვოკატთა ასოციაციის იძულებითი სახით წევრობა შერჩევითი მართლმსაჯულების ობიექტად ყოფნა ,იმ ორგანიზაციის რომელიც რეალურად არაფრის მომცემია ადვოკატებისათვის არაკონსტიტუციურად ვთვლი რომ ჩემი საკონსტიტუციო სარჩელი სამართლებრივად სწორია და
დასაბუთებული ვითხოვ გაუქმდეს კანონის ის ნორმები რომელის ასოციაციის წევრობას სავალდებულოს ხდის.
34-ე მუხლის
პირველი ნაწილი: კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
მე-2 ნაწილი: ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი