ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1490 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლაშა ჯანიბეგაშვილი |
თარიღი | 11 მარტი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები: და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. |
მე-12 მუხლი ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები: და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. |
31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით. |
ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები: და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. |
მე-11 მუხლი 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-60 მუხლის პირველი პუნქტი;
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი.
ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება
34-ე მუხლის მე-2 პუნქტი
ვ) სადავო ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის/აქტების კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
ზ) კანონით არ არის დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ხანდაზმულობის ვადა;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს პარლამენტმა 2001წელს მიიღო კანონი ადვოკატთა შესახებ
ამავე კანონის მიხედვით მოახდინა ცვლილება „გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში „ ამ კანონის მიღებით მოგვესპო საშუალება ჩვენ თავისუფალი პროფესიის პირებს ადვოკატებს არჩევანის გაკეთების და განვითარების, რადგან აღნიშნული მოდელი ადვოკატთა ასოციაციის ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული ადამიანის უფლებების, ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის უმთავრეს ფუნდამენტალურ ადამიანის უფლებებსა უმთავრეს ფასეულ ღირებულებებს. გასაჩივრებული სადავო ნორმით ჩვენ ადვოკატებს გვესპობა თვითორგანიზების უფლება, ასევე განვითარების უფლება, მე მოქმედი ადვოკატი იძულებული ვარ ვიყო ამ ორგანიზაციის წევრი, რომელსაც მე მიშლის პროფესიულ განვითარებაში ხელს. ადვოკატთა ასოციაციის ბიუჯეტით და დაფინანსებებით და პრივილეგიებით სარგებლობენ ადვოკატთა მცირე ჯგუფი.რაშიც დარწმუნდებით თავად თუკი გამოითხოვთ შემოსავალსა და ხარჯებზე დეტალურ ინფორმაციას.
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია, შესაბამისად, ყველა კანონი და კანონქვედებარე აქტი უნდა შეესაბამებოდეს მას. დაუშვებელია,კანონის ნორმის რომელიმე დებულება ეწინააღმდეგებოდეს ან ლახავდეს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონის სადავო მუხლები კი რასაც ვასაჩივრებ, საქართველოს კონსტიტუციასთან აშკარა და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, ადვოკატთა ასოციაციის ამ ფორმით არსებობა როგორიც არის არაკონსტიტუციურია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფს მისი ნიჭის,პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის განვითარებას და, ამ თვალსაზრისით, იგი ადამიანის ღირსების უფლების განუყოფელი ნაწილია. თითოეული ინდივიდი შესაძლებლობების განვითარებით, ცოდნის მიღებით, გარესამყაროსთან მისი ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება , თავისუფალ პიროვნებად, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული უფლება იცავს პიროვნების ავტონომიურობას, პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო, სხვებისგან ჩაურევლად, პირადი გადაწყვეტილებით დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5)
მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაცია განვითარების უფლებას არ გვაძლევს ადვოკატებს, რომ შევქმნათ საკუთარი ასოციაციები, სადაც ნებაყოფლობითი იქნებოდა წევრობა, ან თუნდაც ყველა ქალაქს ჰქონდეს საკუთარი ასოციაცია, სადაც რომელ ადვოკატსაც სურვილი ექნებოდა გაწევრიანდებოდა.ადვოკატთა ასოციაციას ეს სფერო მთლიანად მონოპოლიზირებული აქვს, რომელიც მოიცავს ასევე თვითორგანიზირებასაც, ეს ძირითადი უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 20-ე მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანის უფლებაა შექმნას ასოციაციები. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი მთლიანად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის დებულებას, რომლის მიხედვით, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების და სხვებთან გაერთიანების თავისუფლების უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლების ჩათვლით.
მიმაჩნია, რომ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა გვქონდეს ადვოკატებს, რომლებიც თავისუფალი პროფესიის პირებს წარმოვადგენთ, დამატებით აღვნიშნავ, რომ მე მოქმედი ლიცენზირებული ადვოკატი ვარ, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ვითხოვ რომ, არ იყოს ეს პროფესია მონოპოლიზირებული. გვქონდეს თვითგანვითარების უფლება ,რომ შევქნათ ცალკე ასოციაცია, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია.მოვიპოვოთ დაფინანსება, მოვახმარო გრანტები ასოციაციის საჭირბოროტო საქმეებს, მივცე ადვოკატებს პრივილეგიები და უპირატესობები, რაც მათ საქმიანობაში წაადგებათ, შევქმნა ადვოკატთა ინტერესების დასაცავად დაცვის კომიტეტები, შევქმნა ადვოკატთა დასაცავ რეფორმებზე მომუშავე კომიტეტები,ჰქონდეთ მათ დაფინანსებები, ,ჩატარდეს კრებები, მოხდეს განხილვები სადაც მოხდება არჩევანის გაკეთება, რაში დაიხარჯოს ბიუჯეტი .გაკეთდეს ყველაფერი ის რაც არ ხდება ადვოკატთა ასოციაციაში. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა იძულებით თავს მომახვია იმ ორგანიზაციის წევრობა, რომელსაც ვთლი რომ თავისივე წევრი ადვოკატის ინტერესების უპირველესი დამცავი არ არის.
დამატებით მაგალითისათვის მომყავს ბელგის ადვოკატთა ასოციაციის მაგალითი, რომლის წევრობა არაა სავალდებულო და ნებაყოფლობითია,ასევე იტალიაშიც, გერმანიაში,საფრანგეთშიც არსად არაა ეს პროფესია მონოპოლიზირებული.ჩემი როგორც ადვოკატის შეფასებით პროფესიის მონოპოლიზება ყოველგვარი კორუფციის სათავეა,მითუმეტეს როდესაც არავინ აკონტროლებს ამ ორგანიზაციას. სარჩელის მიზიანია, უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნა, სადაც ყველა ადვოკატის უფლებები იქნება სათანადოდ დაცული მთელს ქვეყანაში, აღარ იქნება დისკირმინაციული მიდგომა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ ექნებათ დარღვეული ადვოკატებს, ექნებათ მთელი რიგი პრივილეგიები, რაც ბუნებრივია ადვოკატთა როლს გაზრდის საზოგადოებაში. საქართველოს კონსტიტუციის31. მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
კონსტიტუციის ეს ნორმა აშკარა და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან ადვოკატთა შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ ადვოკატები ვალდებულები ვართ, ადვოკატთა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ასოციაციის წევრები ვიყოთ ადვოკატებს არჩევანის გაკეთების უფლება არ გვაქვს. მე არ მაქვს უფლება შევქმნა საკუთარი ასოციაცია, გავაწევრიანო ადვოკატები, საკუთარი ნებით განვავითაროთ საკუთარი ასოციაცია, მივიღოთ დაფინანსებები, განვავითაროთ და განვახორციელოთ სხვადასხვა პროექტები წარმატებით, ადვოკატებს ჰქონდეთ მთელი რიგი სხვადასხვა სახის სოციალური შეღავათები და საკუთარ ორგანიზაციის წევრების მიმართ განვახორციელოთ პროფესიული ეთიკის ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები. მე მსურს შევქმნა საკუთარი ადვოკატთა ასოციაცია სადაც ყველა ადვოკატის უფლებები იქნება სათანადოდ დაცული, გვეყოლება საკუთარი ეთიკის კომისია,საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ, კანონის ეს დათქმა რომელიც „ გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“.რაც პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციის გასაჩივრებულ ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდის.
პროფესიის მონოპოლიზება, დიქტატურული მეთოდის დამყარება, ადვოკატების კრიტიკულ კომენტარებზე ან სტატუსებზე დევნა და ეთიკის კომისიის წევრთა განხორციელებული ქმედება იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ადვოკატთა ასოციაცია იარაღად იყენებს ეთიკის კომისიას და სდევნის იმ ადვოკატებს რომლებიც მათთვის დაუმორჩიელებელია. მათი ქმედება როდესაც ადვოკატებს დევნიან კრიტიკული აზრების გამო, მსუსხავ ეფექტს იძენს, რაც ყოვლად მიუღებელია,ეს ორგანიზაცია ადვოკატების ინტერესების მატარებელი იმდენად არაა რამდენადაც ხელისუფლების.
მე დღევანდელი საკანონმდებლო ბაზა მიშლის ხელს საკუთარი ასოციაციის შესაქმნელად და რომც შევქმნა ცალკე ასოციაცია დამოკიდებულები ვიქნებით მაინც ამ ადვოკატთა ასოციაციაზე . სახელმწიფომ თავს არ უნდა მოახვიოს პირებს რაიმე გაერთიანების იძულებით წევრობა. გაერთიანება არ არის პირთა უბრალო ერთობა – ეს არის პირთა სუბიექტური მისწრაფებებით განპირობებული ერთობა საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო.
დღეს როცა მე ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე არ მისმენს, არ ითვალისწინებს ჩემს რეფორმებს და რჩევებს, საერთოდ,კომუნიკაცია მასთან შეზღუდული მაქვს, ტელეფონზე არ მპასუხობს, მე მესპობა ამით განვითარების უფლება, როცა ასეთ ასოციაციაში ვარ გაწევრიანებული იძულებით რომელიც განვითარების მეტ საშუალებას მისპობს და პირიქით ჩემზე მტრად არის გადაკიდებული, არ მსურს ამ ორგანიზაციის წევრობა, მე ამით მეზღუდება განვითარების და თვითორგანიზირების უფლება.თვითორგანიზირება მოიცავს: სუბიექტს უნდა ჰქონდეს უფლება გამოცდის ჩაბარების შემდეგ თვითონ გადაწყვეტოს და ორგანიზირება გაუკეთოს თავის პროფესიულ განვითარებას.
ჩემს შექმნილ ადვოკატთა ასოციაციაში განვითარების შემთხვევაში მთელ რიგ პრივილეგიებს მივცემდით ადვოკატებს, ადვოკატები იქნებოდნენ სოციალურად და სამართლებრივად დაცულები, ექნებოდათ მთელი რიგი პრივილეგიები, მათ ექნებოდათ განგრძობადი განათლება,კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება როგორც საქართველოში ისევე საზღვარგარეთ,ადვოკატს ვერასდროს ვერავინ გაუბედავდა იმას რასაც ახლა ბედავენ! თვითონ ადვოკატთა ასოციაციაში! ვიმუშავებდით ისეთ კანონ პროექტებზე და რეფორმებზე რომელიც ქვეყანაში ადვოკატების როლს და ინსტიტუტს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, ადვოკატთა კორპუსი იქნებოდა ძლიერი პრივილეგირებული და დაცული და არა ისეთი როგორიც დღესაა, დაკნინებული და დასუსტებული,დეგრადირებული განვავითარებდით ქმედით რეფორმებს, რაც ადვოკატების სოციალურ როლს ქვეყანაში კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა, ადვოკატები იქნებოდნენ დაცულნი, ყველასგან დაფასებულნი როგორც ეს ევროპის მაღალ განვითარებულ ქვეყნებშია. გარდა ამისა მონოპოლიზების გაუქმების შემთხვევაში იქნებოდა კონკურენცია და აიწევდა ხარისხი რითაც დაცული იქნებოდა დაცული სამართლიანი ბალანსი. დღეისთვის ხშირ შემთხვევაში მარწმუნებლები რომლებიც წახალისებულნი არიან თავად ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან კონკრეტულად ეთიკის კომისიის მხრიდან , ადვოკატებს ატერორებენ, არ უხდიან ჰონორარს დათქმულ დროს და ადვოკატები იმის გამო რომ არ უჩივლონ კლიენტებმა ეთიკის კომისიაში, თავს ხრიან და შეურაწყოფებს იტანენ, ვინაიდან საქმიანი რეპუტაციის შელახვით ემუქრება საკუთარი ორგანიზაცია და საკუთარი წევრები, რომლებიც მათ უნდა იცავდნენ წესით.
ამ ქმედებით, ორგანიზაცია რომელიც საკუთარ წევრებს ადვოკატებს უნდა იცავდეს, მათ ნომერი პირველი მტერია. ეთიკის კომისიის წევრები აწარმოებენ შერჩევით სამართალს, საკუთარი წევრების წინააღმდეგ! მათ წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები ეთიკის კომისიაში და რომელსაც ეთიკის წევრები იხილავენ ყოველთვის განუხილველი რჩება, მათ ზემდგომი არ ჰყავთ, ამ ხალხს დაუსჯელობის სინდრომი აქვს, რადგან არავინ არ სჯით.ჩვენ ადვოკატები მოკლებული ვართ შესაძლებლობას, განვახორციელოთ ყოველმხრივი და ეფექტური გამოკვლევა ეთიკის კომისიის წევრთა დისციპლინალურ გადაცდომებზე ეთიკის კომისიის წევრები როდესაც არაკვალიფიციურები არიან, როდესაც მათი მართლმსაჯულება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მათ სათანადო დონე და კვალიფიკაცია არ გააჩნიათ, რაც ჩანს კიდეც საქმეზე თანდართულ დოკუმენტებით, რითაც მტკიცდება ეთიკის კომისიის წევრთა წინააღმდეგ არასდროსარ აღძრულა საქმე ასევე მათი არაკვალიფიციურობა.
დამატებით არგუმანტაციისთვის ეთიკის კომისიის წევრთა არაკვალიფიციურობის ხაზგასასმელად მომყავს მაგალითი როგორ ჩანს ეთიკის კომისიის წევრებისათვის, უცხოა კონსტიტუციის ნორმა მუხლი 31. საპროცესო უფლებები 3- ნაწილით ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით. ის რომ პირს შეიძლება ჰყავდეს წარმომადგენელი და ის არ გამოცხადდეს ეთიკის პროცესზე და მის მაგივრად ცხადდებოდეს მისი წარმომადგენელი ადვოკატი, ეთიკის კომისიის წევრები კი კატეგორიულად მოითხოვდნენ უშუალოდ ეთიკის კომისიის წევრი ვისაც უჩიოდა იმ ადვოკატის ეთიკის სხდომაზე დასწრებას , ეს ელემენტარული პირველკურსელი იურისტის დონეა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰყავდეს წარმომადგენლად ადვოკატი და ასეთები ჰყავთ ეთიკის კომისიაში! რაც ჩემი შეფასებით სამარცხვინოა, რაც კიდევ ერთი მტკიცე არგუმენტია იმისა რომ ჩვენ ადვოკატებს არ გვაქვს სამართლიანი 3 ინსტანციის სასამართლოს უფლება, რაც ჩვენი ფუნდამენტალური უფლებებს ფეხქვეშ გათელვა და დარღვევაა.ჩვენი ეს უფლება დაგვაკარგინა ამ ადვოკატთა ასოციაციამ, რომელმაც თავს მოგვახვია საკუთარი კანონები და შერჩევითი მართლმსაჯულება.და გახადა ეს პროფესია სრულიად მონოპოლიზირებული.
მე არ მჭირდება იმ ასოციაციის წევრობა, სადაც შერჩევითი მართლმსაჯულებაა, და განსხავებულ აზრის მატარებელ ადვოკატებს, ვისაც მართლა გვინდა ჩვენი პროფესიის გაძლირება და განვითარება გვდევნიან! და გვაშანტაჟებენ შესაბამისად დისკრიმინაციის მომეტებული რისკის მატარებელია ამ ორგანიზაციის წევრობა. მტკიცებულება ერთვის საკონსტიტუციო სარჩელს თან. ასოციაციის ერთადერთი ქმედითი ორგანოა ყოველწლიური საერთო კრება, სადაც ერთი და იგივე ვიწრო ჯგუფი გამოდის და მთელი ასოციაციის სახელით და იღებს გადაწყვეტილებებს. იღებენ ადვოკატთა შესახებ დებულებებს, რომელიც საკუთარ თავს მოარგეს და ადვოკატების წინააღმდეგ იყენებენ! ვინც კი განსხვავებული ინიციატივას გამოთქვამს კრებაზე უთიშავენ მიკროფონს და უქმნიან , მთელ რიგ პრობლემებს.მტკიცებულება(https://www.facebook.com/advokatilasha.janibegashvili/videos/1377289145772784/)
საქართველოს პარლამენტმა გსადავო ნორმატიული აქტით მე ისევე როგორც ყველა თავისუფალი პროფესიის ადოკატს თვითორგანიზირების და განვითარების უფლება შემეზღუდა, გვესპობა ის უფლება რაც კონსტიტუციით გარანტირებული უნდა გვქონდეს. იხბმული (http://advocatory.ge/ge/news/view/191)
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. „საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების განვითარების თავისუფლება… მითითებული კონსტიტუციური ნორმა თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ერთგვარ ფუნდამენტურ გარანტიას, უზრუნველყოფს რა ადამიანის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უზოგადესი ასპექტის, პიროვნების თავისუფალი განვითარების პროფესიული განვითარების, ჩამოყალიბების, მისი ცხოვრების ინდივიდუალური წარმართვის თავისუფლებას სამართლიანი სახელმწიფოს ფარგლებში. სადავონორმის შესაბამისობაზე კონსტიტუციის გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით. მსჯელობისას არგუმენტაცის მიზნით დავეყრდნობი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან და საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდებს და განმარტებებს.
1.1 საქართველოს კონსტიტუციის მე12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.„რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“
1.2 „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).
1.3 პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია თანაზომიერების პრინციპის დაცვა. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
ჩემს წინა სარჩელშიც (რეგისტრირებული1424) სადავოდ ვხდი ამ ორგანიზაციის იძულებით წევრობას და მონოპოლიზების გაუქმებას ვითხოვ, პროფესიის მონოპოლიზება დაუშვებელია, ეს ყოველივე მომეტებულ საფრთხეს წარმოშობს,კორუფციისას,უკანონო თვითნებობისას ეთიის კომისიის წევრთა მხრიდან, მითუმეტეს როცა ადვოკატები ჩვენ ვართ თავისუფალი პროფესიის პირები,გაიგივებული პირები,ვეწევით სამეწარმეო საქმიანობას, ასევე დაშვებელია კონკურენტი კონკურენტის საქმეს იხილავდესეს მომეტებულ საფრთხეს წარმოშობს, ასევე კონსტიტუციით ადვოკატებს გვაქვს თვითორგანიზირების უფლებაც, რაც განვითარების უფლებასაც მოიცავს, ჩვენ ადვოკატები არ უნდა ვიყოთ ამ ორგანზიაციაზე დამოკიდებული,უნდა შეგვეძლოს ცალკე დამოუკიდებელი ასოციაციციის შექმნა,იქნებოდა ჯანსაღი კონკურენცია და აიწევდა ხარისხი,თითოეული ასოციაცია საკუთარ ადვოკატებზე იქნებოდენ პასუხისმგებლები. პროფესიული კავშირების შექმნის უფლება, ფაქტობრივად, არის გაერთიანების თავისუფლების შემადგენელი ნაწილი და არა სპეციალური და დამოუკიდებელი უფლება. სახელმწიფო ვალდებულია, ნება დართოს პიროვნებებს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, შექმნან პროფესიული გაერთიანებები განსაკუთრებით დაუშვებელია ერთადერთი პროფესიული გაერთიანების შექმნა, რომელში გაწევრიანება სავალდებულო იქნება. მსგავს კონტექსტში საინტერესოა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იანსგი ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ . რომელიც განიმარტა იმგვარად რომ , პირის იძულება, თავისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ გაერთიანდეს ამათუ იმ გაერთიანებაში, წარმოადგენს მე-11 მუხლის არსებით დარღვევას. გაერთიანების თავისუფლებას აქვს ორი მხარე, ერთის მიხედვით სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს პირების გაერთიანებას, ხოლო მეორეს მიხედვით სახელმწიფომ თავს არ უნდა მოახვიოს პირებს რაიმე გაერთიანება. აქედან გამომდინარე უნდა არსებობდეს ყოველთვის ალტერნატიული არჩევანის გაკეთების თავისუფლება.რასაც ამ სარჩელით ვდაობ, ასევე ირღვევა თვითორგანიზირების განვითარების უფლება.მონოპოლიზება პროფესიის ნეპოპოტიზმის და კორუფციის საწყისია, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია. იურისტები როდესაც ადვოკატთა ასოციაციის გამოცდას ჩააბარებენ და აიღებენ ლიცენზიას,რომელიც ვთვლი რომ სახელმწიფომ უნდა გასცეს გამოცდის საფუძველზე ვინაიდან ასოციაცია ს.ს.ი.პია და არა ამ აიპი მოდელის მქონე . ადვოკატი უნდა გაწევრიანდეს ნებაყოფლობით იმ ასოციაციაში რომელშიც ენდომება და ეს ადვოკატთა მონოპოლიზირებული ასოციაცია აღარ უნდა ეხებოდეს. იხ ბმული(http://advocatory.ge/ge/news/view/234)
აქვე დამატებით განვმარტავ, რომ არ ვხდი სადაოს ადვოკატების ლიცენზირების საკითხს ამ სარჩელით, ვთვლი, რომ საადვოკატო საქმიანობას ლიცენზირებული ადვოკატები უნდა ეწეოდნენ. ის მოდელი რასაც ადვოკატთა ასოციაცია აწესებს კერძოდ:- მომავალ ადვოკატებს როდესაც ფაქტიურად აზეპირებინეს მთელ რიგ კანონებს და გამოცდაზე 4 სავარაუდო პასუხიდან 1-ს არჩევინებს, გამოცდის ჩატარების ამ პრინციპს მე ვეწინააღმდეგები,ჩემი საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკიდან გამომდინარე ვაფიქსირებ, ადვოკატის სიძლიერე კანონების დაზეპირებით და ზეპირი ცოდნით არ გამოიხატება, ადვოკატის სიძლიერე რეალურად მისი პოზიციის დასაბუთებით, არგუმენტაციით მსჯელობით ასევე ტაქტიკური მანევრებით გამოიხატება,რომელიც მას ნებისმიერი სირთულიდან გამოსავალს აპოვნინებს მსგავსი არგუმენტირებული დასაბუთებით იქმება ძლიერი ადვოკატი და არა კოდექსების გაზეპირებით. ასევე ვთვლი : ადვოკატთა ასოციაცია იარაღად იყენებს საკუთარი წევრი ადვოკატების წინააღმდეგ ეთიკის კომისიას , რომლის არსებობაც საერთოდ არაკონსტიტუციურია იარღად იყენებენ ადვოკატების წინააღმდეგ ამ ეთიკის კომისიას ეწინააღმდეგება სამართლიან სასამართლოს ფუნდამენტალურ პრინციპებს,ასევე უხეშად არღვევს თანასწორობის პრინციპებს „ხელისუფლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის ადეკვატურობა მართლმსაჯულების ფუნქციის სრულყოფილი განხორციელებისა და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურად სარგებლობის გარანტირებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). საქმეზე 1424 წარმოდგენილი თანდართულიმტკიცებულებებით ნათელია რომ ხდება ადვოკატებზე ეგ წოდებული „მსუსხავი ეფექტის განხორციელება“ ადვოკატთა ასოციაცია კი მიზანმიმართულად ავიწროებს საკუთარ წევრს ეთიკის კომისიის მეშვეობით,აქვთ შერჩევითი სამასართალი და საერთოდ სამარცხვინო მარმსაჯულება აქვთ.ყავთ ასევე საშინლად არაკვალიფიციური კადრები,რომლების კვალიფიკაცია ეთიკურობა დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს,ასევე დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს სარგებლობენ იმით რომ ხელშეუხებლები არიან ადვოკატის დევნა კრიტიკული აზრის გამო ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია, მათი გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში საჩივრდება მხოლოდ და სააპელაციო სასამართლოს როლიც მოირგეს. გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ“ათქვამია რომ „სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა შეძლონ თავიანთი პროფესიული ფუნქციის შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და არასათანადო ჩარევის გარეშე.“ აქვე მსჯელობისას დავეყრდნობი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს,ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებს
1.1საქმზედ ჰენდისაუდი გაერთიანებულისამეფოს წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად ბურჯს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას. მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულია არა მარტო “ინფორმაცია” ან “იდეები”, რომლებიც კეთილმოსურნეა, ანდა აღიქმება როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის. ასეთია ფლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება”. აქვე ამ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ ითქვა რომ ,,გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ძირითად საფუძველსა და თითოეული ადამიანის განვითარების მნიშვნელოვან პირობას. გამოხატვის თავისუფლება გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი ინფორმაციისა და იდეების მიმართ, რომელიც სასურველია საზოგადოებისათვის, არ მიიჩნევიან შეურაცმყოფლად ან რომელთა შეფასებაც საზოგადოების მიერ ხდება გულგრილად, არამედ ასევე იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცყოფენ, შოკში აგდებენ და აწუხებენ სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე სექტორს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები,რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“.
1.2 სხვა საქმეზედ „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 08.08.1986)ითქვა რომ მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. „შეფასებითი მსჯელობის სიმართლისდამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებული იქნეს, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობისსიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე“
1.3 პასუხისმგებლობის მსუბუქ ფორმასაც კი შესაძლებელია გამოხატვის თავისუფლებაზე მ ს უ ს ხ ა ვ ი ეფექტი ჰქონდეს, განსაკუთრებით ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ მათი კლიენტების ეფექტიანი დაცვა (მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ , no. 28198/09, § 61, 15 December 2011). ადვოკატის მიმართ პასუხისმგებლობის მსუბუქი სახის გამოყენებასაც კი შესაძლებელია მოჰყვეს მისთვის პირდაპირი (დისციპლინური დევნის აძღვრა) ან არაპირდაპირი (საზოგადოებრივი იმიჯის შელახვა ან კლიენტების ნდობის დაკარგვა) უარყოფითი შედეგი (Morice v. France [GC], no. 29369/10, § 176, 23 April 2015). მორისის საქმეში სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის არგუმენტი, რომ სადავო განცხადებები ემსახურებოდა მისი კლიენტის დაცვის ამოცანას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს როგორ შეიძლებოდა სადავო განცხადებებს პირდაპირი წვლილი შეეტანა ადვოკატის კლიენტის ინტერესების დაცვაში, რადგან ადვოკატის განცხადებები მიმართული იყო იმ გამომძიებელი მოსამართლეების მიმართ, რომლებიც უკვე ჩამოშორდნენ გამოძიების პროცესს და აღარ შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ მის მსვლელობაზე [გამოძიებას აწარმოებდა სხვა მოსამართლე, რომელიც არ ყოფილა კრიტიკის ობიექტი] (Morice v. France [GC], no. 29369/10, § 149, 23 April 2015). თუმცა სასამართლომ გაიზიარა, რომ ადვოკატის განცხადებები ემსახურებოდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არსებული დარღვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და შეჰქონდა წვლილი საზოგადოებრივი ინტერესის სფერში მყოფ საკითზე მიმდინარე დისკუსიაში, ამიტომ ისინი სარგებლობდა დაცვის მაღალი ხარისხით (Morice v. France [GC], no. 29369/10, § 150-153, 23 April 2015).
1.4 ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ადვოკატებს, მათი სპეციფიკური სტატუსის გამო, ცენტრალური ადგილი უჭირავთ მართლმსაჯულების განხორციელებაში, როგორც შუამავლებს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის. ამიტომ ისინი თამაშობენ უმთავრეს როლს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფაში (Schöpfer v. Switzerland, 20 May 1998, §§ 29-30, Reports 1998-III;Nikula v. Finland, no. 31611/96, § 45, ECHR 2002-II; Amihalachioaie v. Moldova, no. 60115/00)
1.5 იმისათვის, რომ საზოგადოების წევრებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესის მიმართ ნდობა გაუჩნდეთ, ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ იურიდიული პროფესიის შესაძლებლობაში გასწიოს ეფექტიანი წარმომადგენლობა (Kyprianou v. Cyprus [GC], no. 73797/01, § 175, ECHR 2005-XIII).
1.1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ,,საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საქმე #1/3/421,422; 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება) იმსჯელა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების თაობაზე და დაადგინა: ,,გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შედარებით ფართო დისკრეცია სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მაშინ, როდესაც შეზღუდვას დაქვემდებარებული გამოხატვა უხამსი შინაარსისაა. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მაშინაც, თუ გამოხატვა ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
1.0 საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ #ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). 88. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ #ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ #ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).
ეთიკის კომისიის წევრების და ადვოკატთა ასოციაციასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ არ ხდება საქმის აღძრა,ამ არგუმენტის დასატასტურებლად შეგიძლიათ გამოითხოვოთ ადვოკატთა ასოციაციიდან ინფორმაცია, რასაც მე დისკრიმინაციად არათანაბრა მოპყრობად ვთვლი შეფასების ტესტთან მიმართებაში ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი, ან თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, # 26111/02). თანასწორობის პრინციპი თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები.
„კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის არა მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები.კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც, ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტიებს. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ისე
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“
დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“
ეთიკის კომისიის წევრები და მათი ვადაზე ადრე გამოწვევა პრაქტიკაში არასდროს არ მომხდარა!ერთადერთი ორგანო ადვოკატთა ასოციაციის ყოველწლიური კრებაა სადაც შეგვიძლია ადვოკატებს 2წუთით სიტყვის გამოსვლა. 2019წელს დავით ასათიანმა ეს უფლებაც შემიზღუდა,ისევე როგორც სხვა ადვოკატებს დარღვია რეგლამენტი და ჯილდოების დარიგება დაიწყო,მაშინ როდესაცადვოკატებისთვის უნდა მოესმინა, ყოველივე ამას კი ვთვლი რომ დისკრიმინაციული შინაარსის მატარებლად ასევე თანასწორობის პრინციპის დარღვევად.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დღეისთვის საკუთარ თავს მოარგო კანონები და დებულებები რითაც მიიღო ტოტალური დიქტატორული მმართველობის ფორმა და მოდელი ,რაც არღვევს სამართლიანობის თანასწორობის ფუნდამენტალურ პრინციპებს და წესრიგს , ასევე ინტერესთა სამართლიან დაბალანსებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
„პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება“ (იხ. Willis v. the UNited KiNgdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. KoNstaNtiN MarkiN v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. aNd others v. the Czech Republic, #13378/05)“.
სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, „რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. სამართლიანი სასამართლოს უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები უნდა უჩენდნენ ადამიანებს იმის განცდას, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებების/კანონიერი ინტერესების სასამართლოში დაცვას, ამასთან, უნდა იწვევდნენ სასამართლოს სამართლიანობის აღქმადობას საზოგადოების მხრიდან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
ასევე თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით არგუმენტაციის მიზნით მომყავს საქართველოს კონსტიტუციით, ისე _ ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო) იმპერატიულადაა განსაზღვრული საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის უფლება, რომელიც ფართო ინტერპრეტაციას ექვემდებარება და თავის თავში მოიცავს საქმის განხილვისას ყველა იმ გონივრული ეჭვის გაქარწყლების აუცილებლობას,კონკურენტი კონკრენტის საქმეს არ უნდა იხილავდეს საჭიროა კონტროლის მეტი მექანიზმი.მიუკერძოებლობის პრინიპსს რაც შეეხება
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „მ ი უ კ ე რ ძ ო ე ბ ლ ო ბ ი ს“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება: პირველი _ სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან; მეორე _ იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. "გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ", 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, გვ. 1030-31, §58; "მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", №38784/97, §58, 2002-I). რაც შეეხება სუბიექტურობას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიჩნეული, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (იხ. "ჰაუსშიდტი დანიის წინააღმდეგ", 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, სერია A №154, გვ. 21, §47; დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, №42095/98, §30, E 2000-X, "MENIA", საჩივრის №26986/03)
„სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59
საქართველოში არსებული ადვოკატთა ასოციაციის არსებული მოდელი და ეთიკის კომისიის მოდელი მთლიანად დისკრიმინაციულ მიდგომას აყალიბებს ადვოკატებს შორის. იხ ბმული http://advocatory.ge/ge/news/view/251
სარჩელის მიზიანია, უკეთესი სამართლებრივი სისტემის შექმნა, სადაც ყველა ადვოკატის უფლებები იქნება სათანადოდ დაცული მთელს ქვეყანაში, აღარ იქნება დისკირმინაციული მიდგომა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ ექნებათ დარღვეული ადვოკატებს, ექნებათ მთელი რიგი პრივილეგიები, რაც ბუნებრივია ადვოკატთა როლს გაზრდის საზოგადოებაში.
საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს. რაც ამასოციაციის იძულებით წევრობის შემთხვევაში არ ხდეება ვთვლი, რომ რომ სადავო ნორმებით ხდება განვითარების უფლების ასევე თვითორგანიზების,სამართლიანი სასამართლოს უფლების ასევე თანასწორობს უფლების 13არათანაზომიერი შეზღუდვა, რის გამოც გასაჩივრებულ მუხლი არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა