სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - რემზი შარაძე
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1797 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | რემზი შარაძე |
თარიღი | 2 ოქტომბერი 2023 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე.
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) 2023 წლის 14 სექტემბრის N 1797 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
პირველ რიგში მინდა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლით და საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლით საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრენიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს.
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები
1. საქართველოს პრეზიდენტი:
ა)მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 54. მთავრობა
1.საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას,
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 55. საქართველოს პრემიერ-მინისტრი
1. მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3.პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.
არსად საქართველოს კონსტიტუციაში არ წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თუ საქართველოს მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ წავა და შეხვდება სხვა ქვეყნების პირველ თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს ეს კონსტიტუციის დარღვევაა ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს. ასეთი ჩანაწერი საქართველოს არცერთ კანონში არ წერია. პირიქით პრეზიდენტს გადაადგილებას უზღუდავენ და ხელს უშლიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით კონსტიტუციურ ორგანოებზე მიცემული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პრეზიდენტი საზღვარგარეთ არ წასულა საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს სახელით დასადებად, რომ პრემიერ-მინისტრის თანხმობა დაჭირვებოდა.
ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მიმართ საქართველოს პარლამენტის წევრები არღვევენ საქართველოს კომსტიტუციის 14-ე მუხლს.
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება
1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.
2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
3. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში.
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
მე ვარ არაპოლიტიკური პირი. არც ქართულ ოცნების, არც ერთიანი ნაციონარული მოძრაობის ან სხვა პარტიის მომართ სიმპატიებით არ ვარ განწყობილი, მაგრამ საქართველოს მთავრობის ბევრი გადაწყვეტილება მომწონს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ იქნა მიღებული.
ასევე არავითარი სიმპატიებით არ ვარ განწყობილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მე საქართველოში მშვიდობის და კეთილდღეობის მომხრე ვარ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვენდობი. პირადად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მქონდა N867 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წეინააღმდეგ შემოტანილი. სარჩელი აუქციონის გამართვის პროცედურას ეხებოდა. ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნულოვანი აუქციონის ჩატარებამდე სახელმწიფო არ იღებდა ყველა გონივრულ ზომას ქონების უფრო მაღალ ფასად რეალიზებისათვის. სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.
მართალია, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დამიკმაყოფილა სარჩელი და აუქციონის ჩატარების წესი შეიცვალა, მაგრამ ამის შემდეგ სხვა სარჩელზე მივმართე სასამართლოს მეგობრის სახელით საკონსტიტუციოს. ჩემი აზრით, მრავალჯერ არ უნდა გადიოდეს ერთი და იგივე ქონება აუქციონზე. ჩემი ამიკუსი საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ მაინც ნდობა არის ძალიან მაღალი.
ჩემი აზრით N 2023 წლის 14 სექტემბრის N 1797 კონსტიტუციური წარდგინებას მაინც პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად.
პარტია ქართულ ოცნება ყოველ შემთხვევისათვის თავს იზღვევს და მათთვის სანდო და სასაურველი ახალი პრეზიდენტის არჩევა აქვს დასახული 2024 წლისათვის..
ასევე მათ არ აქვთ გარანტია, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილს სააკაშვილს არ შეიწყალებს, ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამ შეიძლება საქართველოში დაძაბულობა და არეულობა გამოიწვიოს.
ცნობისათვის პირადად მე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უარყოფითი განწყობა გამაჩნია და ჩემი შეხედულებით ის უარყოფითი პიროვნებაა.
ჯობს პარტია ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოსახლეობას მიანდოს მათი ბედი და საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს თუ ის მმართველ პარტიად ვის აირჩევს ან კოალიციურ მთავრობა ეყოლება თუ არა საქართველოს.
ეს საკითხი სახელმწიფო მნიშვნელობისაა. საქართველოს საკონსტიტუციო მოსამართლეებმა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საფუძველზე უნდა მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.