საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N658 |
ავტორ(ებ)ი | ომარ ჯორბენაძე |
თარიღი | 22 ივლისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) საკონსტიტუციო სარჩელის ფორმა და შინაარსი წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) უფლებამოსილი პირი კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მიუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან). დღეისათვის „მოქმედებს“ ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტი საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ(2009 წლის 4 დეკემბერი. N 2257 – IIს) და საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ(2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს). 2013 წ ლის 17 ნოემბრიდან (ამ დღეს დადო პრეზიდენტმა ფიცი) საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ (2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს) არის ფარატინა ქაღალდი, სამართლის დღემდე არსებული ნებისმიერი თეორიის თანახმად იგი ძალადაკარგულია. სამწუხაროა, რომ მიწევს ამის აღნიშვნა მაგრამ კანონი ძალადაკარგულად შეიძება გამოცხადდეს რამდნეიმე გზით - მაგალითად ახალი კანონი პირდაპირ აუქმებს ძველ კანონს, ახალი კანონი პირდაპირ არ აუქმებს ძველ კანონს, მაგრამ ახლებურად აწესრიგებს იმავე სამართლებრივ ურთიერთობებს და სხვა. კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის ზემოთაღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება მიღებულ იქნა 2010 წლის 10.15 და აქვე მიეთითა, რომკონსიტუციის ეს დებულება ამოქმედდებოდა 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ანუ საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილმა ახალადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან ძალადაკარგულად გამოაცხადა კანონი. ანუ პარლამენტს ძველს ან ახალს მანამდე უნდა უზრუნველეყო კონსტუტციის მოთხოვნის შესრულება და დისციპლიური დევნის საკითხებზე ორგანული კანონის მიღება. კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ 2013 წლის 17 ნოემბრიდან პრეზიდნტის მიერ ფიცის დადების დღიდან საქართველოს კონსტუტიციამ (ყველაზე უმთავსემა ნორმატიუმა აქტმა) ძალადაკარგულად გამოაცხადა ის კანონი. ეს უმარტივესი ჭეშმარიტება, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტისთვისაც კი უდავოა, სამწუხაროდ (არა ჩემდა, არამედ ქვეყნისთვის) არ ესმით მაღალი თანამდებობის პირებს და ორგანოებს, რის გამოც გთხოვთ, არაკონსტიტუციურად სცნოთ საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ (2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს) კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე კონსიტუციის 29-ე მუხლის პირველ ნაწილთ და 39-ე მუხლთან მიმართებაში.
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობა წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი ექვემდებარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას, რადგან "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს.
დ) იგივე საკითხზე ხელახლა მიმართვის აკრძალვა წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ ყოფილა განხილილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) საკონსტიტუციო რეგულაციის არსებობა წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე, 39-ე და 86-ე მუხლებით.
ვ) სარჩელის შეტანისთვის დადგენილი ვადა კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.
ზ) იერარქიული ხარვეზი ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მიუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. (15.102010. N3710 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან).
დღეისათვის „არსებობს“ ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტი საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ(2009 წლის 4 დეკემბერი. N 2257 – IIს) და საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ(2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს).
საქართველოს კონსტიტუციის ზემოთაღნიშნული 86-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ მოსამართლეთა არა მარტო შერჩევისა და დანიშვნის, არამედ თანამდებობიდან გათავისუფლების წესიც განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით. ხოლო საქართველოს კონსტიტუცია და კანონი ნორმატიული აქტების შესახებ კრძალავს იმ საკითხებზე „ჩვეულებრივი“ კანონის მიღებას, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს ორგანული კანონითაა დადგენილი.
წინასწარ მინდა გავაბათილო მოპასუხეების შესაძლო „არგუმენტები‘‘ მოპასუხეების პირველი არგუმენტი შეიძლება იყოს მოსაზრება, რომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი აკეთებს გარკვეულ უფლებამოსილებათა „დელეგირებას‘‘ დისციპლინურ სამართალწარმოებასთან მიმართებაში ამ საკითხთა ჩვეულებრივი კანონით დარეგულირების თვალსაზრისით. წინასწარ მინდა განვაცხადო ყოველგვარი საუბარი ამ საკითთან მიმართებით საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით რაღაც უფლებების „დელეგირებაზე“ უაზრობა, ანტიკონსტიტუციური და კანონსაწინააღმდეგოა, რადგანაც ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად „საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული“. „საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვერცერთი კანონი ვერ შეცლის კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნას ამა თუ იმ საკითხის ორგანული კანონით მოწესრიგების თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციის სწორედაც, რომ სხვა რამეა დადგენილი, ანუ დადგენილია, რომ მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესი კონსტიტუციის თანახმად უნდა მოწესრიგდეს ორგანული კანონით და არ შეიძლება რომელიმე კანონმა თუნდაც ორგანულმა დაადგინოს სხვა წესი ვიდრე დადგენილია კონსტიტუციით.
მოპასუხეების მეორე არგუმენტი შეიძლება იყოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ტერმინ გათავისუფლების წესის ვიწრო განმარტება ანუ შეიძლება მოპასუხეებს აზრად მოუვიდეთ, რომ კონსტიტუცია ითხოვს მხოლოდ მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესის ორგანული კანონით დარეგულირებას, ხოლო ყველა სხვა საკითხზე როგორც არის დავუშვათ მაგ: მოსამართლისთვის საყვედურის გამოცხადება შესაძლებელია დაწესდეს ჩვეულებრივი კანონით. აღნიშნული მიდგომაც უსუსური და ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც ჯერ ერთი თუ უფრო შორს წავალთ კონსტიტუცია საუბრობს მხოლობით რიცხვში და ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით და არა კანონებით ანუ უნდა არსებობდეს ერთი ორგანული კანონი, რომელიც დაარეგულირებს მოსამართლეთა როგორც თანამდებობაზე შერჩევასა და დანიშვნას, ასევე გათავისუფლების წესს და მეორე ასეთი მიდგომით პარლამენტმა უნდა მიიღოს ორგანული კანონი მოსამართლეთა თანამდებობაზე შერჩევისა და დანიშვნის შესახებ, ასევე ორგანული კანონი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების წესის შესახებ და ჩვეულებრივი კანონები მაგ: მოსამართლისთვის საყვედურის გამოცხადების შესახებ, მოსამართლისთვის შენიშვნის მიცემის შესახებ და ა.შ. და მესამე როდესაც იწყება დისციპლინური სამართალწარმოება მოსამართლის მიმართ, წინასწარ არავინ არ შეიძლება იცოდეს, რა სახდელით დამთავრდება ის მაგ: შენიშვნით თუ თანამდებობიდან გათავისუფლებით, ამდენად უდავოა, რომ კონსტიტუცია ტერმინ თანამდებობიდან გათავისუფლების წესში გულისხმობს ყველა პროცედურას დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებიდან მის დასრულებამდე. სწორედ ამიტომ ვამტკიცებთ, რომ კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ უნდა იყოს ან საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შემადგენელი ნაწილი ან ცალკე ორგანული კანონი.
მესამე "არგუმენტი" შეიძლება იყოს შემდეგი - მართალია საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ(2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს) "ჩვეულებრივი" კანონია, მაგრამ იგი პარმალენტის მიერ მიღებულია ხმათა იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ორგანული კანონის მიღებისთვის. აღნიშნული "არგუმეტნის" მიუღებლად მიგვაჩნია, რადგანაც ჯერ ერთი კანონი მიღებულია 2000 წელს, როდესაც პარლამენტიში იყო 235 წევრი და მაშინდელი პარლამნეტის რეგლამენტით და ნორმატიული აქტების შესახებ კანონით დადგენილი იყო სულ სხვა პროცესურები და საჭირო იყო ხმათა სულ სხვა რაოდენობა ორგანული კანონის მიღებისათვის, ვიდრე ეს დადგენილია დღეს 150 წევრიან პარლამენტთან მიმართებაში. მეორეც რაიმე კანონს ორგანულ კანონად აქცევს არა მხოლოდ მომხრეთა გარკვეული რაოდენობა, არამედ ისიც, რომ ორგანული კანონის მიღებისათვის დადგენილია განსხვავებული პროცედურები, ვიდრე სხვა კანონის მიღებისათვის. 2000 წელს მიღებული "ჩვეულებრივი" კანონი ავტომატურად ვერ "იქცევა" ორგანულ კანონად მხოლოდ იმის გამო, რომ შესაძლოა 2000 წელს მას მხარი დაუჭირა პალრმანეტის წევრთა იმ რაოდენობამ, რაც პარლამენტის წევრთა ახლანდელი რაონოდებიდან გამომდინარე საკმარისია ორგანული კანონის მიღებისათვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კონტუტიციის 86-ე მუხლი მე-2 ნაწილმა ძალადაკარგულად გამოაცხადა საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ(2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს) და პარლამენტი დააავალდებულა ყველა პროცედურის დაცვლით მიეღო ახალი ორგანული კანონი აღნიშნულ საკითხზე.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე 2013 წ ლის 17 ნოემბრიდან (ამ დღეს დადო პრეზიდენტმა ფიცი) საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ (2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს) არის ფარატინა ქაღალდი, სამართლის დღემდე არსებული ნებისმიერი თეორიის თანახმად იგი ძალადაკარგულია. ეს უმარტივესი ჭეშმარიტება, რომელიც იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტისთვისაც კი უდავოა, სამწუხაროდ (არა ჩემდა, არამედ ქვეყნისთვის) არ ესმით მაღალი თანამდებობის პირებს და ორგანოებს, რის გამოც გთხოვთ არაკონსტიტუციურად სცნოთ საქართველოს კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ (2000 წლის 23 თებერვალი N 150 – IIს) კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში.
გარდა ზემოთაღნიშნული იმპერატიული საკონსტიტუციო მოთხოვნისა, უნდა აღინიშნოს ასევე რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ყველა საერთაშორისო აქტით დადგენილია ზოგადი პრინციპი _ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება არ უნდა იყოს იმ სტანდარტზე დაბლა, ვიდრე დანიშვნა. არსებული რეალობით კი მოსამართლე თანამდებობაზე ინიშნება ორგანული კანონით, ხოლო მისი გათავისუფლება შეიძლება „ჩვეულებრივი“ კანონით.
ზემოთაღნიშნულ მოთხოვნას კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე ვუკავშირებ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ ნაწილს, ასევე 39-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.
მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონის ჩვეულებრივი კანონის სახით არსებობა სწორედაც, რომ არღვევს საქართველოს კონსტიტუცით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს.
P. S. საკითხი იმდენად ცხადად და უმარტივესად მიგვაჩნია, რომ საჭიროდ არ ვთვლით მის ზედმეტ დასაბუთებას და ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უსწრაფესად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
P.P.S. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია ზემოთაღნიშნუილი სარჩელის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაც საკონსტუტიცო სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ოღონდ იმპირობით, რომ წინასწარ გამოგვეგზავნება მოპასუხეების მოსაზრებები და მოგვეცემა მათზე პასუხის გაცემი შესაძლებლობა.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა