"ა(ა) იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N761 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | "ა(ა) იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება " |
თარიღი | 27 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ფორმალური წანამძღვრები: წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს.
არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ: ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბემება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მოსარჩელე უფლებამოსილია წარმოადგინოს სარჩელი, შესაბამისად, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ; გ) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით. ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან მოცემული სარჩელისათვის ასეთს არ ითვალისწინებს კანონი; ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
კონსტიტუციური სარცელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის N81/3 დადგენილებით დამტკიცებული სარჩელის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
არსებობს აშკარა მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 28-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის.
შესაბამისად, სარჩელი აკმაყოფილებს აქ განხილული კანონის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.
წინამდებარე სარჩელში წარმოდგენილია მტკიცება სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურობის შესახებ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად ცნოთ „საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, 110-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 1101 მუხლის 3-დან 42-მდე პუნქტები, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
დავის მოკლე წინაისტორია:2011 წლის 27 დეკემბრის რედაქციიის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნებოდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში განსაზღვრული იყო 10 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, დანარჩენ შემთხვევებში კი ოლქები ემთხვეოდა თვითმმართველ ერთეულებს - მუნიციპალიტეტებს. მითითებული რედაქციის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) განკარგულებით ქმნიდა საარჩევნო ოლქებს და აზუსტებდა მათ საზღვრებს“, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი - საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავდა ცესკო.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე, „საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების, სახელწოდებებისა და ნომრების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 11 ივნისის N62/2012 განკარგულებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შეიქმნა 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, აქედან 10 ქ. თბილისში - მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, დიდუბის, ნაძალადევისა და გლდანის საარჩევნო ოლქები, 63 კი - ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში - საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ყვარლის, თელავის, ახმეტის, თიანეთის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ქუთაისის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ფოთის, ბათუმის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ხულოს საარჩევნო ოლქები.
დასახელებულ არჩევნებზე, აქ მითითებულ საარჩევნო ოლქებზე გადანაწილებული იყო თითო-თითო მაჟორიტარული მანდატი და თითოეული ოლქის ამომრჩევლებს უფლება ჰქონდათ, საქართველოს პარლამენტში აერჩიათ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. ამდენად, ვაკის (99241 ამომრჩეველი), საბურთალოსა (128 545 ამომრჩეველი) და გლდანის (154898 ამომრჩეველი) საარჩევნო ოლქების ამომრჩევლების შესაძლებლობა - გავლენა მოეხდინათ მაჟორიტარული დეპუტატების არჩევნების შედეგებზე, ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე ყაზბეგის, აბაშის, კრწანისისა და სხვა ისეთ საარჩევნო ოლქებში მცხოვრები ამომრჩევლებისა, სადაც რეგისტრირებულია ნაკლები რაოდენობის ამომრჩეველი. კერძოდ, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა 17-ჯერ ნაკლებია ვაკის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე და 22-ჯერ ნაკლები - საბურთალოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობაზე.
მაჟორიტარულ არჩევნებში ამომრჩევლის ხმის აბსოლუტურად თანაბარი „წონის“ უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ვინაიდან ყოველთვის იარსებებდა შედარებით უფრო მცირე და დიდი საარჩევნო ოლქები, რომლებიც თანაბარი რაოდენობის დეპუტატს აირჩევდნენ. ამავე დროს, საარჩევნო სისტემა, რომელშიც ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად „ფასობდა“, ვიდრე მეორეში, არ ქმნიდა თანაბარ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამომრჩევლებს თანასწორად მოხდინათ გავლენა არჩევნების შედეგებზე და ამომრჩევლების ხმათა თანაბრობის პრინციპიდან მნიშვნელოვან გადახრას იწვევდა.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების ამგვარი ჩატარების წესი არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით N1/3/547 საქმეზე - „საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება როგოც პროპორციული, ისე - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებული სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი თავის ერთ-ერთ გამოხატულებას პოვებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში, რომელიც განსაზღვრავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ტერიტორიულ წარმომადგენლობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ“ ითვალისწინებს პარლამენტის ზედა პალატის - „სენატის“ შექმნას, რომელიც ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისაგან და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან შედგება. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ტერიტორიული წარმომადგენლობის პრინციპზე დაფუძნებული სისტემა მხოლოდ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ“ უნდა ამოქმდედდეს.
ამავე დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს არ გააჩნიათ იმგვარი ლეგიტიმაცია, რომ ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლებამოსილება, აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, ხოლო კონსტიტუციის 101.2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი“. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გააჩნიათ კონსტიტუციით დადგენილი ლეგიტიმაცია, რომელიც გულისხმობს „ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების“ მოწესრიგებას. ადგილობრივი თვითმმართველობების კონსტიტუციური ლეგიტიმაცია არ ვრცელდება ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დაკომპლექტებაში მონაწილეობაზე.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციით დადგენილი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გულისხმობს ტერიტორიული ერთეულების, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლობას პარლამენტში. საარჩევნო სისტემა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს, ინსტრუმენტს, რომლითაც უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმაციის გადაცემა ლეგიტიმაციის წყაროდან ლეგიტიმაციის მიმღებ სახელმწიფო ორგანოზე (ან თანამდებობის პირზე). იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ტერიტორიული ერთეულების მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ფორმირების პროცესში და ტერიტორიულ ერთეულებს არ გააჩნიათ კონსტიტუციური ლეგიტიმაცია, ჰყავდეთ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, თავისთავად, ვერ ჩაითვლება ასეთი ლეგიტიმაციის წყაროდ.
აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მმართველობის მოდელის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, ახორციელებს კონსტიტუციით დადგენილ უფლებამოსილებას, რომელიც მას გადაეცემა ხალხის, კონსტიტუციით დადგენილი ერთადერთი სუბიექტის მიერ. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა თავის თავში a priori არ გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს ტერიტორიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას გააჩნია რიგი თავისებურებები, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო მანდატის სპეციფიკურ გადანაწილებას. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ემსახურება პერსონიფიცირებულ წარმომადგენლობას. ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში ხალხი უშუალოდ ირჩევს კონკრეტულ სუბიექტს, უფრო მეტია პირდაპირი კავშირი ამომრჩეველსა და არჩეულ პირს შორის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების განსაზღვრა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე. ხმათა თანასწორობა და ამომრჩევლებისათვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭება უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო ოლქების, საარჩევნო გეოგრაფიის განსაზღვრის უმთავრეს პრინციპს. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა.
აქ ნახსენები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ „არჩევნების ადმინისტრირების პროცესში არსებობს რისკები, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შექმნას მისთვის სასურველი საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების საზღვრები დაადგინოს იმგვარად, რომ სასარგებლო იყოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის. ცხადია, კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და აღკვეთოს ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობა. დასახელებული საფრთხის თავიდან აცილება უნდა მოხდეს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული საშუალების გამოყენებით. ამავე დროს, საარჩევნო ოლქებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტური უზრუნველყოფისათვის. კანონმდებელი ვალდებულია, მოახდინოს საარჩევნო საზღვრებით მანიპულირების პრევენცია და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენის თანაბარი შესაძლებლობები“.
ხსენებული დასაბუთებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი“ და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
წარმოდგენილი სარჩელი შეეხება სწორედ იმას, რომ სახელისუფლო პოლიტიკურმა ძალამ შექმნა მისთვის სასურველი საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების საზღვრები დაადგინა იმგვარად, რომ სასარგებლო ის სასარგებლოა მხოლოდ მისთვის, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტისთვის. სადავო ნორმებით არ შეიქმნა საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და და არ აღკვეთა აქ დასახელებული მანიპულაციის შესაძლებლობა. ამ საფრთხეების თავიდან აცილება არ მოხდა არათუ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული საშუალების გამოყენებით, არამედ საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული რაიმე საშუალება საამისო მიზნის მისაღწევად.
არსებული სადავო მოცემულობა:ახალი მოწესრიგების მიზნით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 23 დეკემბრის N4706-რს ორგანული კანონი, რომლითაც ახალი რედაქციით იქნა ჩამოყალიბებული საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოხმობით, „საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის 110-ე და 110.1 მუხლების საფუძველზე და 110.1 მუხლით“.
ამასთან, ამავე კანონით ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 110-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს ამ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა შეძლებისდაგვარად თანაბარ განაწილებას“, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული არც ამავე კანონის 110.1 მუხლში და არც „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისათვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების, ნომრებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი მაჟორიტარული ოლქების ნომრების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 31 მარტის N161/2016 განკარგულებაში, რომლითაც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 22 მაჟორიტარული ოლქისა და საქართველოს სხვა დანარჩენი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთი და იგივე საკითხი ერთ შემთხვევაში კანონით განისაზღვრა (საქართველოს მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემთხვევებში), ხოლო მეორე შემთხვევაში - (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) - ცესკოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
სადავო აქტებით ადგილი აქვს საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას არასწორი საარჩევნო გეოგრაფიით, არაადექვატური წარმომადგენლობის განსაზღვრას, ხმათა თანაბრობიდან გონივრული გამართლების გარეშე გადახრას და ა.შ, რაც სადავოდ ქცეულია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით. წარმოდგენილ სარჩელში სამართლებრივი დასაბუთება შეეხება არსებულ საკითხებს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის N1/3/547 გადაწყვეტილებიდან და საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ვალდებულებას წარმოადგენდა შეძლებისდაგვარად უზრუნველეყო ამომრჩველთა თანასწორი გადანაწილება საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო თუ კანონით ამომწურავად ვერ უზრუნველყოფდა ასეთ გადანაწილებას, კანონით უნდა განესაზღვრა თანასწორობიდან გადახვევის ნათელი და განჭვრეტადი წესები, თუ რა შემთხვევებში იქნებოდა შესაძლებელი გადახვევა და როგორი პროცედურა და ობიექტური კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საზღვრების დადგენის პროცესში იმისთვის, რომ ამომრჩევლის თანასწორი საარჩევნო უფლება გარანტირებული ყოფილიყო.
საგულისხმოა, რომ სადავო კანონის განმარტებითი ბარათი ვერ იძლევა სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ განისაზღვრა ახლად შექმნილი ოლქები სწორედ ამგვარი, არსებული ფორმით. მეტიც, საკითხის საპარლამენტო განხილვებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ საკანონმდებლო წესით საკითხის გადაწყვეტის დროს არავითარი სხვა კრიტერიუმი არ ყოფილა გათვალისწინებული. შედეგად, მათ უბრალოდ, მექანიკურად ე.წ. „დაჭრეს და გადააკერეს“ ოლქების საზღვრები ამ წესით საარჩევნო ოლქების დადგენით მხოლოდ ხელისუფლებამ „მოირგო“ ის საკუთარი მიზნებისათვის. კერძოდ, დადგენილი საზღვრები იმგვარად არის განაწილებული, რომ მიღწეული იქნეს მთავარი ოპოზიციური პარტიისთვის მაღალი მხარდაჭერის მქონე საარჩევნო უბნების გაბნევა იმგვარად, რომ მათი გავლენა შემცირდეს კონკრეტული მაჟორიტარული ოლქის შედეგზე და დადგეს ხელისუფლებისთვის მისაღები შედეგი (აღნიშნულზე კიდევ უფრო დეტალურ ახსნას თვალსაჩინოებასთან ერთად უზრუნველყოფს მოსარჩელე საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე). იმის გათვალისწინებით, რომ არ არის გამოკვეთილი სადავო ნორმების ამგვარი ფორმით მიღების ლეგიტიმური მიზანი, აღნიშნული ხელისუფლებას აძევს შესაძლებლობას ე.წ „ჯერიმენდერინგის“ გზით მანიპულაცია მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, რითაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამამორჩეველთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენა. რეალურად, ხდება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების ხმების ნიველირება ხელისუფლებისათვის სასურველი შედეგების მქონე უბნებთან გაერთიანების გზით და ამის მიზანია არა ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა, არამედ არჩევნების შედეგებზე მანიპულაცია კანონის სახელით.
რეალურად, დღეს მოქმედი სახით არსებული სამართლებრივი აქტებით შექმნილი საარჩევნო ოლქებით, საარჩევნო უბნების ფორმირება ხდება სწორედ ამომრჩევლების თანაბარი შესაძლებლობების შეზღუდვის და ხმის უფლების ნიველირების ხარჯზე, ე.წ. „ჯერიმენდერინგის“ დაკანონების გზით. მყარი, სტაბილური და განზოგადებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანია სადავო ნორმების გადამოწმება მთლიანად კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, (როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფო, ხელისუფლების დანაწილება და ა.შ.)
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით ნაწილი საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა ერთ შემთხვევაში კანონმა განსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, დანარჩენ სხვა ოლქებთან მიმართებაში ცესკოს ფართო, ბუნდოვან დისკრეციულ უფლებამოსილებაში დარჩა და ამ ოლქების განსაზღვრის ბედი, კრიტერიუმების გარეშე მთლიანად დამოკიდებული გახდა ცესკოზე (მაგ.: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი). მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ერთი საკითხის ამგვარი ვარირების ლეგიტიმური მიზნებიც უნდა შემოწმდეს კონსტიტუციური კონტოლის მექანიზმით. დაუსაბუთებელია რა ლეგიტიმური მიზანი გააჩნია ნორმატიულ მოწესრიგებას დაქვემდებარებული ერთი საკითხის გადაწყვეტას ცალკეულ შემთხვევაში - კანონით და დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ა.შ) - ცესკოს ადმინისტრაციული აქტით. შესამჩნევია, რომ კანონით არ მოხდა არც ოლქებს შორის ხმების თანაბრად განაწილებიდან დასაშვები გადახრის (10%) განსაზღვრა და არც ის გამონაკლისები განისაზღვრა, რა შემთხვევაშიც, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ოლქების ამომრჩევლებს შორის რაოდენობა იყოს არაუმეტეს 15%-ისა.
კანონით არ განისაზღვრა იმ ობიექტურ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შეცვლილიყო ოლქების საზღვრები (გეოგრაფიული, უმცირესობების წარმომადგენლობის დაცვა და სხვა).
კანონით არ იქნა უზრუნველყოფილი ოლქების საზღვრების დადგენის პროცესში პოლიტიკური მიკერძოების რისკის გამანეიტრალებელი დებულებები (რეალობაა, რომ ცესკოში ხელისუფლება აკონტროლებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას, შესაბამისად საზღვრების დადგენა არ მოხდა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, როგორც ამას ითხოვს საერთაშორისო სტანდარტები. კანონით კი არ იქნა მიღებული ზომები იმისთვის, რომ საზღვრების დადგენა მომხდარიყო დამოუკიდებელი კომისიის მიერ. კანონით არ შეიქმნა ინკულუზიური, პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღების ფორმატი, სადაც გამორიცხული იქნებოდა მხოლოდ უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მონოპოლიზება. კანონით არ შეიქმნა საზღვრების განმსაზღვრელი დამოუკიდებელი ორგანო, რომელშიც ექსპერტებისა და პოლიტიკური პარტიების ფართო წარმომადგენლობა იქნებოდა უზრუნველყოფილი (რასაც ითხოვს ეუთო-ოდირის სტანდარტები. პროცესში არ იყვნენ ჩართული უმცირესობების წარმომადგენლები და საზღვრების დადგენის პროცესშ არ იქნა გათვალისწინებული მათ საარჩევნო უფლებაზე ახალი ოლქების საზღვრების დადგენის ზეგავლენა).
მნიშვნელოვანია, რომ კანონით და ცესკოს მიერ დადგენილი საზღვრები არა მარტო თანასწორ საარჩევნო უფლებას უქმნის საფრთხეს, არამედ არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატთან უკვე შემდგომი კომუნიკაციის შესაძლებლობას ხელოვნურად ურთულებს ამომრჩეველთა ნაწილს, როდესაც ტერიტორიულად/გეოგრაფიულად გაუმართლებლად არის დაკავშირებული ამომრჩეველი მაჟორიტარი დეპუტატის საარჩევნო ოლქთან. საკითხი ასევე პრობლემატურია პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით, ვინაიდან შეუძლებელია არსებულმა ნორმებმა უზრუნველყოს სრულყოფილად საქართველოს პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილებების განხორციელება სრულფასოვნად რიგი მიზეზის გამო: ტერიტორიული სიდიდე და ერთმანეთთან დაუკავშრებლობა, განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემატიკა (ზოგან განვითრებული ურბანიზაცია, ზოგან პირიქით, განსხვავებული ეკონომიკური პრობლემები და პერსპექტივები, და ა.შ.), სატრანსპორტო კომუნიკაციის პრობლემა. მართალია, სახალხო სუვერენტიტეტის იდეიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის წევრი არ არის მხოლოდ ერთი ოლქის წარმომადგენელი კონსტიტუციით და ის სახელმწიფოს წარმოადგენს, მაგრამ ის რა უფლებამოსილებიც აქვს მინიჭებული საქართველოს კონსტიტუციით და მისი სტატუსის განმსაზღვრელი კანონით და ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, შეუძლებელი იქნება მათი სრულყოფილი და სრულფასოვანი შესრულება.
ხაზგასმით მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელმა ოლქების საზღვრების დადგენის დროს იხელმძღვანელა მოკლევადიანი, მომავალ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის მისაღები ოლქების საზღვრების დადგენის მიზნით და არ მოისურვა პრობლემის გრძელვადიანი დარეგულირება, რაც დაგვარწმუნებდა მათი მხრიდან პოლიტიკური მიკერძოების არარსებობაში. საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ კანონით არ განისაზღვრა საზღვრების გადახედვის ეფექტური პერიოდულობა და კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც უნდა შეიცვალოს საზღვრები, ასევე არ იქნა გათვალისწინებული დროის ის მინიმალური მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საზღვრები არ იქნება შეცვლილი, რაც აუცილებელია პარტიების გრძელვადიანი საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად.
მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნორმებმა ვერ დაიცვა ამომრჩეველი და ვერ უზრუნველყო მათი ხმების თანასწორობა 10%-იანი გადახრით, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი.
კანონმა ვერ უზრუნველყო, რომ თუნდაც დასაშვები 10%-იანი გადახრის ფარგლებში ამომრჩევლები ოლქებს შორის ისე გადანაწილებულიყო, რომ ამას არ გამოეწვია ოპოზიციის ხმების გაბნევა ხელისუფლების სასარგებლოდ, რაც რეალურად მოხდა. ამ შემთხვევაში, ეს კი პარტიების თანასწორობის უფლებასაც არღვევს. ამისგან დაზღვევა შეიძლებოდა ყოფილიყო კანონით იმ პირობების გაწერა, რომელთა დაცვითაც უნდა მომხდარიყო ოლქების საზღვრების დადგენა.
კანონმა ვერ უზრუნველყო, რომ 10%-ის ზემოთ ლეგიტიმური გადახრის ზღვარი დადგენილიყო 15%-ის სახით, რაც სტანდარტია, რაც მომავალში იმის საფრთხეს ქმნის, რომ ცესკომ შეიძლება 15%-იანი გადახვევა გაზარდოს 30% ან თუნდაც 100%-მდე. დღეს კანონით ამის სრული უფლება აქვთ, ხოლო ჩანაწერი, „გადანაწილება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, არ არის სათანადო დაზღვევა, რადგან ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის პრინციპს, რაც კანონის უზენაესობის ერთი-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია.
კანონმა ვერ უზრუნველყო ის, რომ კანონით დადგენილიყო, რა საგამონაკლისო შემთხვევები შეიძლება იყოს ისეთი და რა დასაბუთება შეიძება იქნეს მიჩნეული ლეგიტიმურად იმისთვის, რომ გამართლებული იყოს კონკრეტულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის გადახრა ნორმიდან 10%-ის ზემოთ (15 %-მდე).
კანონმა ვერ უზრუნველყო ის, რომ ოლქების საზღვრების გადანაწილების დროს უზრუნველყოფილი და დაცული ყოფილიყო პოლიტიკური პარტიების თანასწორობის უფლება და საზღვრები ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ არ გადანაწილებულიყო და ოპოზიციის საზიანოდ (პროცესის გაუწერლობა კანონით და გადაწყვეტილების მიღებაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების როლის იგნორირება, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიებისა).
კანონმა ვერ უზრუნველყო ის, რომ დაცული ყოფილიყო ეროვნული უმცირესობების უფლება, ჰყოლოდათ მათ წარმომადგენლები პარლამენტში იმ გეოგრაფიის გათვალისწინებით, სადაც ცხოვრობენ და აკრძალული ყოფილიყო საარჩევნო ოლქების იმგვარად შეცვლა, რაც უმცირესობების ხმების გაბნევას ან უგულვებელყოფას გამოიწვევდა.
აქ განხილული წინააღმდეგობების წარმოდგენის შედეგად, მოსარჩელეს შეუძლებლად მიაჩნია მოცემული სარჩელის განხილვა მათ შორის საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში, რომლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“. სადავო, გასაჩივრებული ნორმები არჩევნების ჩატარებისას ეწინააღმდეგებიან საყოველთაობის და თანასწორობის იდეას და ადგენს უთანასწორო საკანონმდებლო ნორმების დადგენით საქართველოს პარლამენტის არჩევას. სარჩელი ასევე განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით დაცული უფლების ჭრილში, რომლითაც „არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%-ზე მეტი. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“. გასაჩივრებული ნორმები არ ქმნიან თანასწორ საწყისებზე არჩევნებში პარტიის მონაწილეობის უფლებას და განსაზღვრავს მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციურ წესსა და პირობებს უსამართლოდ, დროებითი მიზნისათვის, რაც მხოლოდ ერთი სახელისუფლო პარტიის კვალვ საპარლამენტო ხელისუფლებაში ყოფნის მიზნის სისრულეში მოყვანით არის განმსჭვალული და მას არ გააჩნია არავითარი გამართლებადი, გონივრულად და კეთილსინდისიერად ახსნადი ლეგიტიმური მიზანი.
შედეგად, სადავო აქტებით ადგილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თვალთმაქცურ შესრულებას, თუმცა რეალურად მისი და საერთაშორისო ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ მოხდა სადავო ნორმატიული აქტების მიღება.
კერძოდ, საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას არასწორი სახელისუფლო ძალისათვის არასწორი საარჩევნო გეოგრაფია, არაადექვატური წარმომადგენლობიის განსზღვრა, ხმათა თანაბრობიდან გონივრული გამართლების გარეშე გადახრა რამოდენიმე მაგალითის სახით გამოიხატება შემდეგში:
ვანი და ხონი საარჩევნო კოდექსში განხორცილებულმა ცვლილებამ ერთ მაჟორიტარულ ოლქად გააერთიანა ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები და შეიქმნა ერთი ოლქი. აღნიშნული ოლქების გაერთიანება უმიზეზოდ არ მომხდარა. ეს ორი მუნიციპალიტეტი გეოგრაფიულად ერთმანეთთან მოსაზღვრეობაც კი არ გააჩნია. მათ შორის შუაში სამტრედიისა და მეორეს მხრივ წყალტუბოს მუნიციპალიტეტებია.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისას მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამგებლობის კანდიდატმა - ზურაბ ჯიბუხაიამ, რომელიც არჩევნების პერიოდში პატიმრობაში იმყოფებოდა და პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიის წარმოების გარეშე მიიღო ხმების 42.02%, ხოლო სახელისუფლებო კანიდატმა მიიღო მხოლოდ 4 %-ით მეტი (46.73%). ნათელია, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ხონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს. რა უნდა დაეპირისპირებინა ხელისუფლებას ამ რეალობისთვით? თუარა ვანის და ხონის მუნიციპალიტეტების მიზანმიმართულად, ხელოვნურად და სრულიად მათ სასარგებლოდ, გაერთიანება (ვანში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიიიღო 13.99%).
ყვარელი საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ყვარლის ოლქი საერთოდ გაუქმებულ იქნა და მისი ნაწილი ლაგოდეხის ოლქს მიუერთდა, ხოლო მეორე ნაწილი თელავის ოლქს. არც ეს აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილა შემთხვევით მიღებული. ყვარლის ოლქში, ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისას (მაგალითისათვის გამგებლის არჩევნები) სახელისუფლებო კანდიდატის მიერ მიღებული ხმები თითქმის უტოლდება ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს (48.68%-44.37%). აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით და იმის გააზრებით, რომ ყვარელში ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებდა სახელისუფლებო გუნდმა ყვარლის ოლქი საერთოდ გააუქმა და ლაგოდეხსა და თელავს მიუერთა. მიგვაჩნია, რომ ეს მაგალითიც პირდაპირ პასუხობს ხელისუფლების ქმედებას.
თბილისი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე (ბოლო არჩევნებზე) მთაწმინდის ოლქში ს/ბ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ აიღო 7734 ხმა (36.56%) , ს/ბ ქართული ოცნების კანდიდატმა დავით ნარმანიამ აიღო - 8541 ხმა (40.25%). მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით ავალიანმა მიიღო 7142 ხმა (34.43%) - ჯაბა ჯიშკარიანმა კი 8410 ხმა (40.54%). ადვილად შესამჩნევია, რომ მთაწმინდის ოლქში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მთაწმინდის ოლქში საკმაოდ ძლიერი პოზიციები გააჩნია.
ცესკოს გადაწყვეტილებით მთაწმინდის ოლქში შემავალი კოჯრის, კიკეთის, ტაბახმელის, შინდისისა და წავკისის უბნები მთაწმინდის ოლქს ჩამოაშორეს და გადასცეს კრწანისის ოლქს, რითაც ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის მიერ წარდგენილ/წარსადგენ კანდიდატს მინიმალური გათვლებით 1300-მდე ხმის მიმცემ ამომრჩეველს უკარგავენ. გარდა ამისა, მთაწმინდის ოლქს ჩამოაჭრეს N29,30,31 უბნები (ფიქრის გორის ტერიტორია) და გადასცეს ვაკის საარჩევნო ოლქს, რითაც 500-მდე პოტენციური ხმის მიმცემი დაუკარგეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს მთაწმინდის ოლქში. ამასთანავე კრწანისიდან მთაწმინდის ოლქს დაუმატეს კრწანისის მე-4 უბანი, რომელიც ბოლო არჩევნებისას ნაციონალურ მოძრაობას წაგებული ქონდა თითქმის ერთი იმდენით.
ყოველივე აღნიშნული იძლევა საფუძვლიან ვარაუდს იმისას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის საარჩევნოდ ერთ-ერთი კარგი ოლქი თბილისში,მთაწმინდის ოლქი ხელოვნურად იქნა დახლეჩილი, წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.
საბურთალოს ოლქში თვითმმართველობის არჩევნებისას არსებობდა 3 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი. ამ ახალი დაყოფითაც 3 მაჟორიტარული ოლქი იქნება. განსხვავებაისაა, რომ ამ ოლქებში საზღვრები ისე გადალაგდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მიერ ადგ. მაჟორიტარულ ოლქებშ იაღებულ 24.54% და მეორე ოლქში აღებული 15.34% საზღვრები ერთიანდება, რითაც ხდება ნაციონალური მოძრაობის მიერ აღებული მაღალი პროცენტის ხელოვნურად დაწევა.
დიდუბის ოლქს - ჩუღურეთის ოლქიდან დაემატა 5 უბანი (ოქროსუბნის ნაწილის და სადგურის მიმდებარე უბნები). ასევე, საბურთალოს ოლქიდან დაემატა 6 უბანი (პატარა დიღომის, დიდი დიღმის ნაწილის, სოფ. ზურგოვანის მიმდებარე უბნები); ასევე დაემატა, გლდანის ოლქიდან 3 უბანი (ზაჰესის დასახლების მიმდებარე უბნები). შესაბამისად დიდუბის ოლქს სულ დაემატა სულ 14 უბანი.
ამ ცვლილებების შესაბამისად, გამოდის, რომ დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატს მუშაობა მოუწევს დიდუბის, ჩუღურეთის, საბურთალოს და გლდანის მოსახლეობასთან და შესაბამისად 4 სხვადასხვა გამგეობასთან. მიუღებელია საზღვრების მსგავსი არევა, ვინაიდან ტერიტორიულად ძალზედ მიუდგომელია დიდ დიღომში და მითუმეტეს ზაჰესში დიდუბის მაჟორიტარის მუშაობა. ვერც მოსახლეობას ექნება კომუნიკაცია მათ მიერ არჩეულ დეპუტატთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა დიდუბეში იყო ორი და ტერიტორიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალზედ მარტივად დასაყოფი იყო დიდუბის ოლქი ორ მაჟორიტარულ ოლქად, რაც ბევრად გაადვილებდა ამომრჩეველსა და მაჟორიტარს შორის მუშაობას. ფაქტია, რომ წარმოდგენილი საზღვრები ხელოვნურად არის დაჩეხილი დაკლებულ-მიმატებული.
მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველივე აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე:
1. ცესკოს მიერ მოცემულ იქნა ძალიან ცოტა ვადა (ერთკვირიანი პერიოდი), რათა საზღვრების განხილვა მომხდარიყო დეტალურად და საფუძვლიანად;
2. რუკის პროექტიდან ნათლად ირკვევა, რომ ცესკოს მიერ განცხადებაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებსა და წარმოდგენილ პროექტს შორის რეალურად არანაირი კავშირი არ შეიძლება მოიძებნოს. ამის მაგალითია თბილისის რამოდენიმე ოლქი. კერძოდ: • გეოგრაფიულ-ფიზიკურიმახასიათებლები, ტერიტორიული სიახლოვე, მოსაზღვრეობა და კომპაქტურობა. ამ კრიტერიუმებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ძნელია მათი გათვალისწინება ვივარაუდოდ, როდესაც რუკაზე დავხედავთ და მაგალითისთვის, დავაკვირდებით დიდუბისა და ისნის ოლქებს. პროექტის შესაბამისად დიდუბეს დამატებული აქვს დიდი დიღმისა და ზაჰესის მიმდებარე უბნები. ისნის ოლქს კი დამატებული აქვს უბნები ჩუღურეთის ოლქიდან. ნათელია, რომ აქ გეოგრაფიულ-ფიზიკური მახასიათებლები გათვალისწინებული არ ყოფილა. • არსებული ადმინისტრაციული საზღვრები აღნიშნულიკრიტერიუმი საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული. მაგალითისთვის, მარტივი მოსაყვანია ვაკის, დიდუბის, ისნის ოლქები. ოლქები, სადაც თვითმმართველობის არჩევნებისას არსებული ადმინისტრაციული საზღვრები მთლიანად იქნა უარყოფილი. • პროპორციულობა, მომსახურების შესაძლებლობა და სიმარტივე რომელ მომსახურების შესაძლებლობაზე და სიმარტივეზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც მაგალითისთვისთვის - დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატს მუშაობა მოუწევს დიდუბის, ჩუღურეთის, საბურთალოს და გლდანის მოსახლეობასთან და შესაბამისად 4 სხვადასხვა გამგეობასთან. შესაბამისად, ვერც ამომრჩეველს ექნება კომუნიკაცია არჩეულ დეპუტატთან.
სამგორის #12 საარჩვენო ოლქიდან ისნის #10 საარჩევნო ოლქს გადაეცა მოსკოვის გამზირის მისამართები - შესაბამისი უბნები - #94, 105, 106, 107, 110 და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მისამართები შესაბამისი უბნებით - 102, 103, 104.... აღნიშნული უბნები ტერიტორიულად მიყვება ქუჩის მარჯვენა მხარეს და ბუნებრივად ჭრის ბოგდან ხმელნიცკის ქუჩიდან მოსკოვის გამზირზე გადამავალ მაღლობ ტერიტორიას და უერთდება ისნის საარჩევნო ოლქს.
აქვე არის ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, #93 უბანი არის #94 უბნის გაგრძელება ტერიტორიულად, რომელიც მიუყვება მოსკოვის გამზირის ისნის ოლქისათვის გადაცემულ ნაწილს და უერთდება გარდაბნის გზარკეცილით ბოგდან ხმელნიცკის ქუჩას, თუმცა ცესკოს გადაწყვეტილებით #93 (#93 უბანი მთლიანად დარჩა სამგორს, ანუ საიტზე დადებული საზღვრებიდან მისამართები - გვ. 99 -მოსკოვის გამზირი 4კვ - 1კ, 2კ, 3კ, 4კ, 5კ, 6კ, 7კ, 7 კორპ. მიმდ.არს.დაუმ.შენობა. ასევე - გვ 100 - ქინძმარაულის ქ - კ2 (#2), კ2ა (#2ა), #4 კორპ.) საარჩევნო უბანი, ყოველგვარი ლოგიკური დასაბუთების გარეშე, დატოვებულ იქნა სამგორის საარჩევნო ოლქში, ხოლო მის ნაცვლად სამგორის ტერიტორიიდან მოიჭრა #111(#111 უბანი მთლიანად ანუ საიტზე დადებული საზღვრებიდან მისამართები - გვ. 94 - მოსკოვისგამზირი - #32/34 (34კ), 36კ(#36), 36ვკ(#36ვ), 38კ(#38), 38აკ(#38ა, #38/1, 38-2კ), 38ბკ(#38ბ), 40კ(#40), 40აკ(#40ა), 40ბკ(#40ბ), 42 კ(#42), 44 კ(#44)კორპ.დევნილები: სამხედრობატალიონი (98/38), თავდაცვის სამხედრო მაღაზია (98/40 (96).) საარჩევნო უბანი მთლიანად, რომელიც მდებარეობს მოსკოვის გამზირის მარცხენა მხარეს და არის ამოგლეჯილი მიმდებარე უბნებიდან. შესაბამისად ვღებულობთ შემდგეს სიტუაციას. ვუზუალური აღქმისათვის წარმოვიდგინოთ სახაზავის პრინციპი, კერძოდ: მ.გ. მარცხენა მხარე 1112საარჩევნო უბანი(სამგორი) _2111 საარჩევნო უბანი(ისანი)_ამოგლეჯილია_3108 საარჩევნო უბანი(სამგორი)4109 საარჩევნო უბანი(სამგორი)... ა.შ._______ მ.გ. მარჯვენა მხარე 1110საარჩევნო უბანი(ისანი) 2105 საარჩევნო უბანი(ისანი)_3106 საარჩევნო უბანი(ისანი)4107 საარჩევნო უბანი(ისანი) 594 საარჩევნო უბანი(ისანი)693 საარჩევნო უბანი(სამგორი)_მოწყვეტილია... ა.შ._______ აქვე აღსანიშნავია, რომ #111 საარჩევნო უბანზე ადგილობრივით თვისთმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მიიღო 175 ამომრჩევლის ხმა, ხოლო ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა კანდიდატმა 138 ამომრჩევლის ხმა, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული უბანი გარკვეული ინტერესის გამო არის ამოგლეჯილი მიმდებარე ტერიტორიიდან.
მოცემული გადანაწილების, არავითარ ციფრობრივ და პროცენტულ დისბალანსს ოლქებს შორის არ წარმოქმნიდა შემდგომი გარემოება, რომ: #93 უბანი მთლიანად გადაეცეს ისანს ანუ საიტზე დადებული საზღვრებიდან მისამართები - გვ. 99 -მოსკოვისგამზირი 4კვ - 1კ, 2კ, 3კ, 4კ, 5კ, 6კ, 7კ, 7 კორპ.მიმდ.არს.დაუმ.შენობა. ასევე - გვ 100 - ქინძმარაულისქ - კ2 (#2), კ2ა (#2ა), #4 კორპ., ხოლო ისნისათვის გადაცემული მისამართებიდან სამგორს დაუბრუნდეს #111 უბანი მთლიანად. ანუ საიტზე დადებული საზღვრებიდან მისამართები - გვ. 94 - მოსკოვისგამზირი - #32/34 (34კ), 36კ(#36), 36ვკ(#36ვ), 38კ(#38), 38აკ(#38ა, #38/1, 38-2კ), 38ბკ(#38ბ), 40კ(#40), 40აკ(#40ა), 40ბკ(#40ბ), 42 კ(#42), 44 კ(#44)კორპ.დევნილები: სამხედრო ბატალიონი (98/38), თავდაცვის სამხედრო მაღაზია (98/40 (96), თუმცა ეს რეკომენდაცია სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან ცესკომ არ გაითვალისწინა.
ამასთან, გარდა ზ/აღწერილი წინააღმდეგობისა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დაუსაბუთებელი და გონოვრული გამართლების გარეშე გადახრა წარმოდგენილია შემდეგი საიხთ:
ეს მაშინ როდესაც, აქ ნახსენები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ „არჩევნების ადმინისტრირების პროცესში არსებობს რისკები, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შექმნას მისთვის სასურველი საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების საზღვრები დაადგინოს იმგვარად, რომ სასარგებლო იყოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის. ცხადია, კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და აღკვეთოს ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობა. დასახელებული საფრთხის თავიდან აცილება უნდა მოხდეს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული საშუალების გამოყენებით. ამავე დროს, საარჩევნო ოლქებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტური უზრუნველყოფისათვის. კანონმდებელი ვალდებულია, მოახდინოს საარჩევნო საზღვრებით მანიპულირების პრევენცია და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენის თანაბარი შესაძლებლობები.
აქ აღწერილის ფონზე მტკიცდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა ხელისუფლებამ შექმნა მისთვის სასურველი საარჩევნო გეოგრაფია, საარჩევნო ოლქების საზღვრები დაადგინა იმგვარად, რომ სასარგებლო და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მომტანი ყოფილიყო მხოლოდ მისთვის. ეს ყველაფერი განხორციელდა იმ პირობებეში როდესაც არ შეიქმნა საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და ასეთი მანიპულაციების აღსაკვეთად.
საყურადღებოა განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად ევროპული (ე.წ. „ვენეციის“) კომისიის 2016 წლის 14 მარტის დასკვნა #CDL-AD(2016)003 (წყარო: http://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2016)003-e)
კომისია „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ორგანულ კანონში საარჩევნო ოლქების ახლებურად განსაზღვრის ნაწილში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინა იმ რეკომენდაციებს ეხმიანება, რომლებიც თანაბარი საარჩევნო ხმის პრინციპის დაცვით საარჩევნო ოლქების დადგენას უკავშირდება (იხ. გაერთანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხლი 25(ბ); და 1990 წლის ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის პარაგრაფი 7.3, რომლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები „უზრუნველყოფენ საყოველთაო და თანაბარ ხმის უფლებას ზრდასრული მოქალაქეებისთვის“. იხ. ასევე 1996 წლის გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა კომიტეტი ზოგადი კომენტარი 25, რომელიც ადგენს, რომ „საარჩევნო საზღვრების დადგენამ და ხმების განაწილების მეთოდმა არ უნდა შეცვალოს ამომრჩეველთა გადანაწილება, არ უნდა გამოიწვიოს რომელიმე ჯგუფის მიმართ დისკრიმინაცია ან არ უნდა გამორიცხოს ან არაგონვრულად არ უნდა შეზღუდოს მოქალაქეთა უფლება, თავისუფლად აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები.“ იხ. ასევე „საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის/გამოცდილების კოდექსი“, I.2.2: “თანაბარი საარჩევნო უფლებამოსილება: ადგილები თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული ამომრჩეველთა ერთეულებს შორის. [...] iv. ნორმიდან დასაშვები გადახვევა არ უნდა აღმატებოდეს 10% და აუცილებლად არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი, გარდა გამონაკლისი გარემოებებისა (კონცენტრირებული უმცირესობის დასვა, მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული).
კომისია აღნიშნავს, რომ „კანონის დანართში მოცემული ციფრების მიხედვით, 73-დან 61 საარჩევნო ერთეულში ნორმიდან დევიაცია 10%-ს არ აჭარბებს, ხოლოდ დარჩენილ 12-ში - 15%-ს. საარჩევნო კოდექსით დადგენილია, რომ საარჩევნო ოლქების ზომა საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს და ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბარი უნდა იყოს. თუმცა, ის არ შეიცავს ოლქების საზღვრების დადგენის ნათელ წესებს, და არ აკონკრეტებს სამართლებრივად დასაშვები დევიაციის კრიტერიუმებს, ასევე არ ადგენს რა შემთხვევებშია გამართლებული გამონაკლისი შემთხვევები.
კომისია მიუთითებს, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ოლქები თანაბარი საარჩევნო ხმის პრინციპის დაცვით უნდა იყოს განსაზღვრული. ასევე ცვლილებების მიზანია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დიდი ხნის რეკომენდაციების გათვალისწინება (იხ. მაგალითად ბოლო დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსის პროექტზე ((CDL-AD(2011)043),პარაგრაფები 16-20, ციტატა: „ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი რეკომენდაციას უწევენ, რომ ცვლილებები იქნეს შეტანილი კოდექსში, რომლითაც სავალდებულო იქნება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში თანაბარი ან მსგავსი ამომრჩეველთა რაოდენებების არსებობა. კოდექსმა კონკრეტულად უნდა დაარეგულიროს, როგორ უნდა შეიქმნას საარჩევნო ოლქები ყველა ტიპის არჩევნებისთვის, მათ შორის სპეციფიკური კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული და დაცული. კოდექსმა უნდა დაადგინოს, რომ ის სტრუქტურები, რომლებიც საარჩვნო საზღვრებს დაადგენენ, დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ. საზღვრების დადგენის პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და ფართო საჯარო განხილვებს უნდა მოიცავდეს. კოდექსმა ასევე უნდა გაითვალისწინოს საზღვრების პერიოდული გადახედვის პროცედურა, რომელმაც მოსახლეობის ცვლილებები უნდა მიიღოს მხედველებაში“).
კომისია აღნიშნავს, რომ საზღვრების დადგენა როგორც ჩანს, მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მოხდა. საარჩევნო ერთეულებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის განსხვავებები, რაც ადრე თანაბარი საარჩევნო ხმის პრინციპს არღვევდა, მნიშვნელოვანწილად გამოსწორებულია. ამის მიუხედავად, ცვლილებები არ ითვალისწინებს რაიმე კონკრეტულ მეთოდს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საარჩევნო ერთეულების/ოლქების საზღვრების დადგენა, მათ შორის არ არის გაწერილი სპეციფიკური გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და წესი, რომლის მიხედვითაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი შეხედულებისამებრ უნდა დაადგინოს ოლქების საზღვრები. ასევე, არ არის ნათელი, როგორ გაერთიანდა ან გაიყო მუნიციპალიტეტების ოლქები, რომლებიც ადრე ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის განსაზღვრის საფუძვლად იყო აღებული. შეშფოთება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნა გათვალისწინებული სხვა ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა მუნიციპალიტეტების დაყოფა, ისტორიური, გეოგრაფიული და დემოგრაფიული ფაქტორები. ამდენად, ეს პროცესი შესაძლოა მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებით იქნეს გამოყენებული (ჯერიმანდერინგი).
კომისიას შენიშნავს, რომ ექსპერტების ვიზიტის დროს, მნიშვნელოვანი შენიშვნები გამოითქვა იმის შესახებ, თუ რა პროცესის ფარგლებში მოხდა საზღვრების დადგენა მთავრობის მიერ. კერძოდ, საარჩევნო პროცესით დაინტერესებული ბევრმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოლქების საზღვრების დადგენი საწყის ეტაპებზე არ იყო უზრუნველყოფილი პროცესის გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ფართო ჩართულობა, შემოთავაზებული საზღვრების განხილვის შემდგომ ეტაპებზე კი დაინტერესებული მხარეები არ იყვნენ სათანადოდ მონდომებული, რამაც კიდევ უფრო დააზიანა პროცესის ინკლუზიურობა, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო კარგ გამოცდილებას/პრაქტიკას, მაშინ როდესაც ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტის პარაგრაფი 5.8 ადგენს, რომ კანონმდებლობა საჯარო პროცედურის შედეგად უნდა იქნეს მიღებული.
„საარჩევნო საკითხებში კარგი გამოცდილების/პრაქტიკის კოდექსი“ შეიცავს რეკომენდაციას, საარჩევნო ერთეულების საზღვრების დადგენის მიზნით უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომიტეტი. მმართველმა კოალიციამ არამცთუ არ დაიწყო სრულყოფილი საკონსულტაციო პროცესი, არამედ არც დამოუკიდებელი კომისია არ შექმნა საზღვრების დასადგენად, რამაც შედეგად გამოიწვია ნაკლები გამჭვირვალობა და ზოგადად შეასუსტა ნდობა პროცესის მიუკერძოებლობის მიმართ (საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის/გამოცდილების კოდექსი ადგენს, რომ „ამ კომიტეტში სასურველია შედიოდნენ გეოგრაფი, სოციოლოგი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა, და აუცილებლობის შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები“ (I.2.2.2.vii);
გარდა ამისა, კანონი მართალია ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოლქების საზღვრების რეგულარულ გადასინჯვას, მაგრამ არ არის დეტალურად გაწერილი რა დროში უნდა გადაიხედოს დარჩენილი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების საზღვრები, არც ზოგადი საკმარისი რეგულაცია არ არის შემოთავაზებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა პერიოდულობით უნდა მოხდეს საზღვრების გადახედვა (საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის/გამოცდილების კოდექსის თანახმად, „პასიური საარჩევნო გეომეტრიის თავიდან ასაცილებლად, ადგილები თავიდან უნდა გადანაწილდეს მინიმუმ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, სასურველია, არასაარჩევნო პერიოდებში, რადგან ეს შეამცირებს პოლიტიკური მანიპულაციის რისკებს“ (განმარტებით ბარათის პარაგრაფი 16).
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია რაიმე შესაძლო გავლენის განსაზღვრა, ერთმანდადიან საარჩევნო ერთეულების საზღვრების დადგენისას იმ ადგილებში, სადაც უმცსირესობების მაღალი კონცენტრაციაა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნულ უმცირესობათა უფლებები. საზღვრების შეცვლის მიზანი არ უნდა იყოს უმცირესობათა წარმომადგენლობის გაბნევა ან გამორიცხვა (იხ. კომისიის დასკვნის 20-26 პუნქტები).
სადავო აქტების მიღების პირობებეში საერთოდ არაა გათვალისწინებული სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად ევროპული (ე.წ. „ვენეციის“) კომისიის რეკომენდაციები.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული საარჩევნო უფლების განხორციელების უპირველესი მიზანი და საფუძველია მოქალაქეთა ნების ასახვა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. შესაბამისად, ამ უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია ამომრჩევლების შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგზე. ასეთი საარჩევნო სისტემა ანიჭებს მოქალაქეებს არათანასწორ შესაძლებლობებს და ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციის შესაბამისი არჩევნების ჩატარებას და ამომრჩევლების ნების ადეკვატურად ასახვას არჩევნების საბოლოო შედეგებზე, რაც, უდავოდ, დემოკრატიული მმართველობის პრინციპის საწინააღმდეგოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული აქტები და სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ: ა) რა არის სადავო ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზანი; თუ ასეთი ლეგიტიმური მიზანი ვერ დასახელდა ან ვერ გამოვლინდა საკითხის შესწავლის შედეგად, ნორმის შემდგომ შეფასებას აზრი არ აქვს, ნორმა თვითნებური და არაკონსტიტუციური იქნება; ბ) თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმის შემოღების მიზნების გარკვევა მოხდება, აუცილებელია მათი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნებთან შესაბამისობის მტკიცება, ანუ სადავო ნორმის შემოღების მიზანი იმ სიკეთეს უნდა წარმოადგენდეს, რომლის დაცვის ვალდებულებაც სახელმწიფოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს, და რომლის დაცვისთვისაც კონსტიტუცია კონკრეტული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამ საკითხზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნორმა ასევე თვითნებური და არაკონსტიტუციურია.
ზოგადად, სამართალგანვითარება მიიღწევა არაეფექტიან და გაუმართლებელ ნორმებზე უარის თქმით და არა პოზიტიური სამართლებრივი ფასეულობებისაგან გაუცხოებით. კანონმდებელმა, პირველ რიგში, უნდა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნა, რომ მის მიერ შერჩეული რეგულაციით ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყოს, ანუ ის (რეგულაცია) რეალურად უნდა იყოს ორიენტირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე.
უფლების შემზღუდავი ღონისძიება მიზნის მიღწევის ვარგისი, მისაღები საშუალება უნდა იყოს. უნდა არსებობდეს უშუალო და რეალური კავშირი მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებას შორის. ამ დროს მხედველობაში მიიღება ის გარემოებაც, თუ რა მასშტაბისა და ინტენსივობის სავარაუდო ზიანის თავიდან აცილებას მოითხოვს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, დაცვა. უფლებაში ჩარევის კონკრეტული ფორმა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ასეთი საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული და კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები _ დაცული. მას გარდაუვლად, ნამდვილად უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების, ინტერესების უზრუნველყოფა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთნაირად მიადგება ზიანი როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესებს. კერძოდ, ის, ერთი მხრივ, ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელთა დაცვის მოტივითაც იქნა შემოღებული, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ იმის გამო, რომ ის ვერ გამოდგება ლეგიტიმური, კონსტიტუციური ინტერესების დაცვის ვარგის საშუალებად, გამოიწვევს უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვას.
სახელმწიფოს თვითნებობისგან დაცვასადავო, გასაჩივრებული ნორმებით ვერ იქნა აცილებული შეუზღუდავი დისკრეციის უფლება და საკანონმდებლო ნორმებმა ამომრჩევლებსა და არჩევნებში მონაწილე პარტიებს (ასევე საარჩევნო სუბიექტებს - საარჩევნო ბლოკებს, დამოუკიდებელ კანდიდატებს) ვერ შეუქმნა ეფექტური მექანიზმები სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უფლებებში თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ. სადავო ნორმები შეუზღუდავ დისკრეციას ითვალისწინებს საარცევნო ოლქბეის განსაზღვრისას, შექმნისას და ჩამოყალიბებისას.
იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ლოგიკურად არ უკავშირდება, შეზღუდვა გაუმართლებელია. კანონიერების პრინციპის და კანონის განსაზღვრულობის პრინციპის მნიშვნელობა სამართლებრივ სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობას და ძირითადი უფლებების თვითნებურ შეზღუდვას უკავშირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ განსაზღვრულობის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია მაშინ, „თუ კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელი იქნება ნორმის თვითნებური და ადამიანის უფლებებისთვის საზიანო გამოყენება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის #2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II, 6).
სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობა წარმოადგენს მნიშნელოვან გარემოებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვითაც. მაგალითისთვის, ევროპული კონვენციის მე-5 მუხლთან დაკავშირებით, სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ გარდა ეროვნულ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობისა, ადამიანის თავისუფლების და პირადი ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევა არ უნდა წარმოადგენდეს „თვითნებობის“ (arbitrariness) შედეგს (იხ. მაგ. Witold Litwa v. Poland §78; McKay v. the United Kingdom [GC], §30; Aquilana v. Malta [GC], §47). ამასთან, „თვითნებობის“ ცნება ცდება ეროვნული სამართლის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. შესაბამისად, შეზღუდვა შეიძლება „კანონიერი“ იყოს, თუმცა წარმოადგენდეს უფლების თვითნებურ ხელყოფას და ამგვარად ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ კონვენციას (იხ. მაგ. Creanga v. Romania §84; A. and Others v. The United Kingdom [GC], §164).
სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე თვითნებობის საფრთხის წინააღმდეგ უმთავრესი გარანტია იმაში მდგომარეობს, რომ კანონმდებელმა მაქსიმალურად ნათლად, არაორაზროვნად და ამომწურავად განსაზღვროს სახელმწიფოს და მის წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები და დისკრეციის ფარგლები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა იმაზე მეტყველებს, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული შეუზღუდავი დისკრეციის უფლება და საკანონმდებლო ნორმებმა პირს უნდა შეუქმნას ეფექტური მექანიზმები სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უფლებებში თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ. სასამართლოს სიტყვებით, „კანონმა საკმარისი სიცხადით უნდა მიუთითოს ნებისმიერი ამგვარი უფლებამოსილების ფარგლები და მისი განხორციელების ხასიათი“ (Maestri v. Italy, no. 39748/98, §30).
ამ თვალსაზრისით, ყურადსაღებია კონსტიტუციური პრინციპები, ვინაიდან „საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II, 3). პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, „ხელისუფლების დანაწილების პრინციპს საფრთხე შეექმნება . . . მაშინაც, თუ [საკითხის] განსაზღვრა სრულად და უკონტროლოდ კანონმდებლის დისკრეციის იმედად დარჩება, რადგან დემოკრატიის გადარჩენას და შენარჩუნებას ხელს უწყობენ სწორედ კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც აბალანსებენ პოლიტიკურ ხელისუფლებას, ზღვარს უდებენ მის ძალაუფლებას, ხელს უშლიან მის თვითნებობას, ანეიტრალებენ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 35) სასამართლოს მსჯელობა კიდევ უფრო მეტად შეესატყვისება კანონის განსაზღვრულობის პრინციპსაც. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მიხედვით „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.“ ამიტომაც, „ნორმა არ უნდა იყოს ფორმულირებული ისე, რომ კანონმდებლის მიერ გადასაწყვეტი და მოსაწესრიგებელი საკითხები ფაქტობრივად გადავიდეს სხვა ორგანოების დისკრეციის სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 41).
სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის მიზანი არის თავისუფალი და რეალიზებული ადამიანი, რასაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების აღიარება და სრულყოფილად სარგებლობის გარანტირება. ამასთან, ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის (ხელმისაწვდომობის) გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. თავისუფლება, ფართო გაგებით, როგორც ღირებულება უფასურდება, თუ ის არ არის გაჯერებული სამართლიანობით. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან.
„აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II-36). |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა