საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 565 |
ავტორ(ებ)ი | ილია ლეჟავა, ლევან როსტომაშვილი |
თარიღი | 15 ოქტომბერი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ტექსტი ჩააკოპირე აქ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სოციალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომელიც კონსტიტუციურ დონეზეა აღიარებული საქართველოში. უმთავრესი პრიციპები, რომელსაც ასეთი ღირებულებები ეფუძნება თანასწორობა და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია. მათგან განსაკუთრებით გამორჩეული ცნებაა დისკრიმინაციის აკრძალვა.სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციის მე-14 და 30-ე მუხლებით გარანტირებული კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა და შრომის თავისუფლების უფლება. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისში შეტანილი ცვლილებების შედეგად მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით "დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო". აღნინშული ნორმა არის დისკრიმინაციული ხასიათის და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც მუშაობენ სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოებში მომუშავე დასაქმებულებს. ამ უკანასკნელთათვის შრომის კოდექსი ადგენს 8 საათით უფრო მეტ სამუშაო კვირას, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევას კერძოდ: "ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა". საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულ შრომის თავისუფლების პრინციპის, მოცემულ შემთხვევაში შრომის კოდექსი აწესებს/ადგენს შრომის სავალდებულო ხასიათს,სპეციფიკური რეჟიმის მქონე საწარმოში მომუშავე დასაქმებული ვალდებულია იმუშავოს ზედმეტად 8 საათი კვირაში (მიუხედავად ზეგანაკვეთური აზანღაურებისა) და მას არ რჩება უფლება საკუთარი შეხედულებით მოახდინოს ამ დროის გამოყენება, მათ შორის პირადი ცხოვრებისთვის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ ,,ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობაც სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს".აღნიშნული ნორმის მე-14 მუხლის პირველ პუნქტთან კომბინაციაში განმარტების შედეგად ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კვირაში 48 საათის შემდეგ, რაც კიდევ უფრო დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულებს. შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი გარდა კონსტიტუციის მე-14, 30-ე მუხლებისა, ასევე ეწინააღმდეგება შრომის საერთასორისო ორგანიზაციის კონვენციას ,,შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ" ,, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას" და ევრო დირექტივას ,,სამუშაო დროის შესახებ". შრომითი უფლებები, როგორც სოციალურ უფლებათა ფუნდამენტი, წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური და სულიერი არსებობის, განვითარებისა და სრულყოფის საფუძველს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 1998 წლის გადაწყვეტილებით (საქმე # 0/9/28 ა.ჭაჭია პარლამენტის წინააღმდეგ) შემდეგნაირად განმარტავს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ ნაწილის შინაარს: ‘’საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ თავისუფალი შრომის უფლებას. შრომა თავისუფალია _ ნიშნავს ნებისმიერი პირის უფლებას თავად განკარგოს საკუთარი შრომითი რესურსები შრომითი საქმიანობის ამა თუ იმ სფეროში. შრომა თავისუფალია _ ნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო უკვე აღარ იღებს მოქალაქეთა შრომითი დასაქმების ვალდებულებას, მაგრამ კისრულობს ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები”. საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია თუ ცივილიზებული სამყაროს სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტები თანასწორობის იდეას ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპად ამკვიდრებს. კონვენცია ‘’შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ’’ 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით განმარტავს, როგორც ‘’ყოველგვარ განსხვავებას, დაუშვებლობას ან უპირატესობას... რომელიც იწვევს შრომისა და დასაქმების სფეროში შესაძლებლობების ან მოპყრობის თანასწორობის მოსპობას ან დარღვევას’’. ჩემი გათავისუფლება, სათანადო მიზეზებისა და პირობების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა ამ ფუნდამენტური პრინციპის უარყოფა, რაც გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში (საქმე #2/7/219. 2003 წლის 7 ნოემბერი) ჩართული შემდეგი განმარტებიდანაც: ‘’კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებისა და თავისუფლების თანაბრად აღიარებასა და დაცვას, რომელის იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება... კანონმდებელს უფლება აქვს განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული, მიზანშეწონილი... სოციალურ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში, კანონმდებლის მიერ მოქალაქეთა საერთო მასიდან გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის განსხვავებული, შედარებით არახელსაყრელი სამართლებრივი რეგულირების განსაზღვრა განპირობებული უნდა იყოს არსებითი, გონივრული და ობიექტური მიზეზებით...’’. თუმცა სადავო ნორმის შემთხვევაში, ასეთი რეგულირება არ არის განპირობებული არც გონივრული, არც არსებითი და არც ობიექტური მიზეზებით" |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა