• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 30.09.2016
      • N1/7/580
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 4.12.2014
      • №1/6/580
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 21.03.2014
      • 580
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-თემურ თურმანიძე

დოკუმენტის ტიპი amicus curiae
ნომერი ac580
თარიღი 23 დეკემბერი 2014

თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი

 

 

საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N580)

 

"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოსკანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლს შემდეგ გარემოებათა გამო;

1) სადავო ნორმა გაუმართლებლად ახდენს დიფერენციაციას ქალებსა და კაცებს შორის, ვინაიდან ნორმის მიზნების მისაღწევად არ არის რაციონალური და შედარებით მსუბუქი საშუალება გამოყენებული. სადავო ნორმას არ გააჩნია ის წონიანი მიზეზები, იმისათვის, რომ ამ საკითხზე განსხვავებული მოპყრობა კონსტიტუციის შესაბამისად ჩაითვალოს. ამასთან დაკავშირებით ყურადღება გასამახვილებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კონსტანტინ მარკინი რუსეთის წინააღმდეგ” (KONSTANTIN MARKIN v. RUSSIA) 22 მარტი, 2012წ. სადაც, სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა არის დღესდღეობით უდიდესი მიზანი ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში და ძალიან წონიანი მიზეზების მოყვანაა საჭირო იმისთვის".

ბურგარტზი შვეიცარიის წინააღმდეგ (Burghartz v. Switzerland) და შულერ-ზგრაგენი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schuler-Zgraggen v. Switzerland) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად აქვს ხაზგასმული რომ ,, კონკრეტული ქვეყნის ტრადიციების, ზოგადი შეხედულებების ან გაბატონებული სოციალური მიდგომების მოშველიება არასაკმარისი გამართლებაა სქესის საფუძველზე განხორციელებული განსხვავებული მოპყრობისთვის. მაგალითად, სახელმწიფოებს არ შეუძლიათ იმ ტრადიციების აღსრულება, რომლებიც ეფუძნება მამაკაცის პირველად როლს და ქალის მეორეხარისხოვან როლს ოჯახში". (KONSTANTIN MARKIN v. RUSSIA) 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნავს, რომ ,,სასამართლო ეთანხმება პალატას, რომ გენდერული სტერეოტიპები, როგორიცაა ქალების აღქმა პირველ რიგში ბავშვების მომვლელებად და მამაკაცებისა - უპირატესად ოჯახის მარჩენალებად თავისთავად ვერ იქნება განხილული, როგორც საკმარისი გამართლება განსხვავებული მოპყრობისთვის";

2) სადავო ნორმის მიზნისკენ მიმართული საშუალება არაობიექტური და გაუმართლებელია, ვინაიდან სახელმწიფოს შეუძლია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ისე რომ არ დააღვიოს გენდერული ბალანსი, ძირითადი უფლების ფარგლებში ჩარევისას გამოიყენოს შედარებით მსუბუქი საშუალება და გააუქმოს სამხედრო ვალდებულება მამაკაცებისთვისაც, როგორც ეს ქალებისთვისაა გაუქმებული. ამით სახელმწიფო დაზოგავს იმ თანხებს, რა თანხებიც სამხედრო ვალდებულებაზე იხარჯება;

3) აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტმა 1994 წლის 22 სექტემბერს მოახდინა ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის" კონვენცია. საკითხის განსახილველად ლელევანტური იქნებოდა ხსენებული კონვენციის გათვალისწინება, კერძოდ კონვენციის მე–5 მული სადაც აღნიშნულია, რომ ,,მონაწილე სახელმწიფოები ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა:

a) შეცვალონ მამაკაცთა და ქალთა ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენების აღმოფხვრისა და იმ ადათ–წესების და სხვა პრაქტიკის გაუქმების მიზნით, რომლებსაც საფუძვლად უძევ ერთ–ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის, ან მამაკაცთა და ქალთა სტერეოტიბულობის იდეა". ამასთან, ახსანიშნავია (KONSTANTIN MARKIN v. RUSSIA) 2012 წლის 22 მარტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეთილება, სადაც გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრმა ,,დაგმო გენდერული სტერეოტიპების საფრთხე. ამგვარი სტერეოტიპები ზღუდავენ ინდივიდის არჩევანს ცხოვრებაში და ახანგრძლივებენ გენდერული უთანასწორობის და სუბორდინაციის შენარჩუნებას. იმავდროულად ისინი წარმოადგენენ მიზეზსაც და დისკრიმინაციული მოპყრობის გამოვლინებასაც. უფრო კონკრეტულად ქალების და კაცების შესახებ სტერეოტიპები და მათი ჩაკეტვა ტრადიციულ გენდერულ როლებში იწვევს თანადგომის ნაკლებობას იმ ადამიანების მიმართ, ეს ეხებათ ქალებსაც და კაცებსაც, რომლებიც არ ასრულებენ ტრადიციულ როლებს. თანადგომის ამგვარი ნაკლებობა შეიძლება გამოვლინდეს მაგალითად, სოციალურ დახმარებაზე უარის თქმაში. გენდერული სტერეოტიპები მოყავთ აგრეთვე ქალებისა და მამაკაცების განსხვავებული მოპყრობის გასამართლებლად, თუმცაღა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ცრურწმენები და სტერეოტიპები არ არის საკმარისი დისკრიმინაციული მოპყრობის გასამართლებლად (იხ. ზარბ ადამი მალტის წინააღმდეგ (Zarb Adami v. Malta), # 17209/02,§§ 81 და 82,ECHR 2006-VIII; ლ. და ვ. ავსტრიის წინააღმდეგ (L. and V. v. Austria), #39392/98 და 39829/98,§52, ECHR 2003-I,დალუსტიგ-პრენი და ბეკეტი, (ციტირებულია ზემოთ), § 90 და ინზე ავსტრიის წინააღმდეგ (Inze v. Austria), 28 ოქტომბერი, 1987, § 44, სერია ა, # 126). ორი სტერეოტიპი, რომელსაც ეყრდნობა განსახილველი საქმე პირველ რიგში არის ტრადიციული იდეა, რომ ქალები არიან პასუხისმგებლები სახლსა და ბავშვებზე, კაცები კი შოულობენ ფულს სახლის გარეთ, და მეორე, რომ ბრძოლა და სამხედრო სამსახური არის მამაკაცებისთვის და არა ქალებისთვის".

ყოველივე ზემოთქმული ნათლად ადასტურებს სადავო ნორმის წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის მოთხოვნებთან მიმართებით. სადავო ნორმა რომ შესაბამისობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს გენდერული თანასწორობის პრინციპი და ისევე როგორც ქალებს, აგრეთვე კაცებსაც უნდა მოეხსნად სამხედრო ვალდებულება.

 

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ