საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/1/1681 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 თებერვალი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 25 თებერვალი 2022 18:37 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა)„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61, 71, 81, 91 მუხლების, 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 281 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9, მე-13, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და 21-ე პუნქტების და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 403, 405, 406, 407 და 552 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
დ) „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-2, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ე) „„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1317-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ვ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1315-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ზ) „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1321-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
თ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1322-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ი) „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1323-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
კ) „„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1324-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ლ) „„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1326-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
მ) „„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1329-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ნ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1329-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ო) „„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1332-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
პ) „„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1333-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ჟ) „„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 საქართველოს დეკემბრის №1334-VIIრს-Xმპ კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
რ) „„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1335-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ს) „„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1336-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ტ) „„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1337-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
უ) „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ფ) „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1342-VIIრს-Xმპ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1681) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1681 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 თებერვალს.
2. №1681 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევის წესს და მისი უფლებამოსილების ვადას, განსაზღვრავს მისი ხელშეუხებლობის გარანტიებს, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს. ასევე, აწესრიგებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების საკითხს, მის შედეგებსა და გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს. „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმებით წესრიგდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა.
4. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 403, 405, 406, 407 და 552 მუხლები არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევის წესსა და მისი უფლებამოსილების ვადას, განსაზღვრავს მისი ხელშეუხებლობის გარანტიებს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და მისი მოადგილეების საქმიანობის საკითხებს, ასევე გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებს. „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის სადავოდ გამხდარი ნორმებით წესრიგდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა.
5. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი განამტკიცებს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია როგორც საჯარო თანამდებობის დაკავების, ისე საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ/დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიები.
7. №1681 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმის მომწესრიგებელი ნორმები, რომელთა საფუძველზეც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თვითნებური ხელყოფისგან დაცვა, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-15 მუხლითა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებები. იმავდროულად, მოსარჩელე განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა იქმნება და მისი კომპეტენცია რეალიზდება კანონით განსაზღვრული ფუნქციათა ერთობლიობით, თანამშრომლების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების და სხვა მექანიზმების საფუძველზე. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე სადავოდ ხდის, როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმების და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე ხდება იმ სამართლებრივი რეგულირებების გაუქმება, რომლებიც ადგენს ინსპექტორის არჩევის წესს, უფლებამოსილების ვადასა და მისი შეწყვეტის პირობებს, ხელშეუხებლობის გარანტიებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში. ამდენად, სადავო ნორმებით იზღუდება ინსტიტუტის ხელშეუხებლობა, ხელი ეშლება მისი ფუნქციის განხორციელებას და უქმდება უფლებამოსილების უწყვეტობის საკანონმდებლო გარანტიები.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს. სახელმწიფო ინსპექტორის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს არასათანადო მოპყრობის სათანადო გამოძიება, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. ამავდროულად, სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულების შესრულების ეფექტურობას უზრუნველყოფს. მოსარჩელე მხარე, აღნიშნული ინსტიტუტის მნიშვნელობის წარმოსაჩენად, ასევე მიუთითებს ინსპექტორის არჩევის წესზე, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მკაცრად განსაზღვრულ პირობებსა და მისი დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ გარანტიებზე. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, იმგვარი ცვლილება, რომელიც ინსტიტუტის ხელშეუხებლობას ხელყოფს, ნეგატიურად აისახება მისი მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებაზე და ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებს.
10. მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენციის და, ზოგადად, ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის აუცილებელია კონსტიტუციის შესაბამისი საჯარო ინტერესის არსებობა. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული ნორმების ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა განმარტავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის იდენტურია ახლად შექმნილი სამსახურების ხელმძღვანელებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მათი კანდიდატურის შერჩევისა და თანამდებობაზე არჩევის წესები. შესაბამისად, არ არსებობს ლოგიკური კავშირი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაზრდასა და სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შორის. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს 2018 წელს განხორციელებულ რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ინსპექტორისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები გაერთიანდა და, მიუხედავად ინსტიტუციური რეფორმისა, უკვე არჩეულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არ შესწყვეტია უფლებამოსილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დაუსაბუთებელია, საჯარო ფუნქციათა გამიჯვნისას, რა საფუძველი განაპირობებს ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, უფლების შეზღუდვის უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ერთ-ერთი ახლად შექმნილი ორგანოს ხელმძღვანელობა.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით შერჩეული უფლების შემზღუდველი ღონისძიება ვერ აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-15 მუხლითა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებები.
12. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მხოლოდ იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და ინსპექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება, პრობლემა ვერ აღმოიფხვრება და აუცილებელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მომწესრიგებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობაც, ვინაიდან, აღნიშნულ ნორმებს პირდაპირი მიმართება გააჩნიათ სახელმწიფო ინსპექტორის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე პარალელურად იარსებებს იმავე კომპეტენციის მქონე სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი უფროსისთვის არსებული თანამდებობრივი გარანტიები, რაც წარმოშობს ერთსა და იმავე საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილებების მიღების რისკებს და დააბრკოლებს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობას. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავოდ გამხდარი ცვლილებები განხილულ უნდა იქნეს ერთიან კონტექსტში, იმ შედეგის გათვალისწინებით, რასაც, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემდგომ, თითოეული ცვლილების მოქმედება გამოიწვევს. გარდა ამისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულია ძირითადი კანონის შესაბამისი მუხლების მოდიფიცირება მათი ახალ სამართლებრივ რეალობასთან მორგების მიზნით, მაგალითად, იცვლება კანონისა და შესაბამისი თავების დასახელება, ტერმინთა განმარტება და სხვა, რაც შეაფერხებს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის საქმიანობას.
13. მოსარჩელე მხარისათვის ასევე პრობლემურია სადავო ნორმათა შესაბამისობის საკითხი საქართველოს საკანონმდებლო აქტის მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ წესებთან. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს კანონის დაჩქარებული წესით მიღებასა და ალტერნატიულად წარდგენილი კანონპროექტის უგულებელყოფაზე. მოსარჩელის განმარტებით, ამგვარი არაჯეროვანი კანონშემოქმედებითი პრაქტიკა წინააღმდეგობაში მოდის როგორც პარლამენტის რეგლამენტის სულისკვეთებასთან, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციასთან, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო აქტის დემოკრატიული ლეგიტიმაცია მიიღწევა სწორედ კომპლექსური საპარლამენტო პროცედურებით, გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების გზით, ინტერესთა დაბალანსების, პოლიტიკური უმრავლესობისა და უმცირესობების თანამონაწილეობის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება განხორციელდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების საწინააღმდეგოდ. იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უკავშირდება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას, მათი ასეთი ფორმით მიღება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლთან.
14. №1681 კონსტიტუციური სარჩელით მიმოხილულია დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციების შექმნის აუცილებლობის განმაპირობებელი ფაქტორები, საერთაშორისო მიდგომები დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემების მიმართ, მათი დანიშნულება და ის მიზნები, რომლებსაც ეს ინსტიტუცია ემსახურება. გარდა ამისა, სარჩელით ასევე დეტალურადაა წარმოდგენილი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის კომპეტენცია, მისი არჩევის წესი და საქმიანობის მიზნები.
15. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქმედ ინსპექტორს, რომელსაც უწყდება უფლებამოსილება და მათი შეჩერება აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორისთვის დაკისრებული საჯარო ფუნქციის უწყვეტად განხორციელებისთვის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამავდროულად, სადავო ნორმების შეუჩერებლობის პირობებში, ახლად შექმნილი სამსახურების არჩეულ უფროსებს და თანამშრომლებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების საკითხს, ეჭვქვეშ დადგება სადავო ნორმებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციური ლეგიტიმურობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გამოუსწორებელი ზიანი ასევე ადგებათ იმ პირებს, რომელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1681 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, მათ შორის, ითხოვს „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელისთვის პრობლემურია, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შეწყვეტა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აფერხებს მისი ფუნქციის განხორციელებას. მოსარჩელის განმარტებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისა და სამსახურის გაუქმების მარეგულირებელი ნორმები, არამედ ის წესებიც, რომლებიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს სამსახურის საქმიანობაზე და შეამცირებს მის კონსტიტუციურ ფუნქციას.
3. სადავოდ გამხდარი „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს გენერალური პროკურორის უფლებამოსილებას. კერძოდ, გენერალური პროკურორი, კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას. ამავე კანონის მე-2 მუხლი კი „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრავს 2022 წლის 1 მარტს.
4. აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი ცვლილების შედეგად ფართოვდება და იცვლება იმ პირთა წრე, რომელთა მიმართაც გენერალური პროკურორი, კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, გენერალური პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსების მიმართ, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტი აღარაა სახელმწიფო ინსპექტორი. ამრიგად, სადავო რეგულირება საერთოდ არ შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციას, მის გაყოფას/გაუქმებას, ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას, მისი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას თუ სხვა დამოუკიდებელი სამსახურების შექმნას. სადავო რეგულირების შინაარსი ამოიწურება მხოლოდ გენერალური პროკურორის მიერ განსახორციელებელი სისხლისსამართლებრივი დევნის სუბიექტთა წრის განსაზღვრით, რაც არანაირ გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურასა და საქმიანობის ფორმებზე. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო ნორმას არ გააჩნია უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის რესურსი. გარდა ამისა, მოსარჩელე საერთოდ არ უთითებს სხვა დამატებით არგუმენტს, თუ რატომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო ინსპექტორის სისხლისსამართლებრივი დევნა გენერალურმა პროკურორმა ან ამ ფუნქციის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიმართ განხორციელება რატომ შეზღუდავს სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციით დაცულ უფლებას.
5. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა გამხდარი „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, იძიებს საქართველოს პროკურატურა, გარდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისისა.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომით, ამა თუ იმ წესის სხვა სამართლებრივ ურთიერთობაზე გაუვრცელებლობა თავისთავად არ გულისხმობს უფლების შეზღუდვას. ასეთ შემთხვევებში, უფლების შეზღუდვას განაპირობებს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის მარეგულირებელი წესი და არა სადავო ურთიერთობაზე მოსარჩელისათვის სასურველი წესის გაუვრცელებლობა (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები: ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11-13). როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნული სამსახურის ფუნქციის განხორციელების შეფერხებას.
7. სადავო ნორმა ადგენს პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ზოგად წესს და მიუთითებს საგამონაკლისო შემთხვევაზე, კერძოდ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე. მოსარჩელისათვის პრობლემურია, არა პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ზოგადი მოწესრიგება, არამედ გამონაკლისი წესის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნაცვლად „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგება. თუმცა, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილი გამონაკლისი წესი მარტოოდენ დეკლარაციული ხასიათისაა. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა შესაძლოა მომდინარეობდეს არა გამონაკლისის დამდგენი ნორმიდან, არამედ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონის იმ ნორმებიდან, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულის გამოძიებას უქვემდებარებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
8. კონსტიტუციური სარჩელით დავის საგანს ასევე წარმოადგენს სადავო ნორმების ძალაში შესვლის თარიღი. კერძოდ, „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლით ამავე კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 1 მარტი. როგორც უკვე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის ამოქმედების ვადასაც განსაზღვრავს სადავო ნორმა, მიმართება არ აქვს მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემასთან. ამდენად, კანონის ძალაში შესვლის თარიღი, დამოუკიდებლად, ვერ იქნება აღქმული კონსტიტუციური უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1681 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება კი ადგენს, რომ „საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“. №1681 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო იყო როგორც საქართველოს ორგანული კანონის, ასევე საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ნორმების კონსტიტუციურობა. ამდენად, აღნიშნული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯად საკითხს.
11. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 312 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას“. მოცემულ შემთხვევაში, №1681 კონსტიტუციურ სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება, გარდა „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, კოლეგიის განსჯადი საკითხია.
12. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით: ა)„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61, 71, 81, 91 მუხლების, 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 281 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების; ბ) „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9, მე-13, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და 21-ე პუნქტების და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის; გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 403, 405, 406, 407 და 552 მუხლების; დ) „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-2, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის; ე) „„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1317-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ვ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1315-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ზ) „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1321-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; თ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1322-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ი) „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1323-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; კ) „„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1324-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ლ) „„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1326-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; მ) „„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1329-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ნ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1329-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ო) „„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1332-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; პ) „„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1333-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ჟ) „„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 საქართველოს დეკემბრის №1334-VIIრს-Xმპ კანონის პირველი და მე-2 მუხლების; რ) „„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1335-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ს) „„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1336-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; ტ) „„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1337-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების; უ) „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1342-VIIრს-Xმპ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას, №1681 კონსტიტუციური სარჩელი უნდა გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1681 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1339-VIIრს-Xმპ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა)„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61, 71, 81, 91 მუხლების, 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 281 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების;
ბ) „„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1312-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-9, მე-13, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 და 21-ე პუნქტების და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის;
გ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 403, 405, 406, 407 და 552 მუხლების;
დ) „„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1313-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-2, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 პუნქტებისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის;
ე) „„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1317-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ვ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1315-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ზ) „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1321-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
თ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1322-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ი) „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1323-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
კ) „„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1324-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ლ) „„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1326-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
მ) „„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1329-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ნ) „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1329-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ო) „„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1332-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
პ) „„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1333-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ჟ) „„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 საქართველოს დეკემბრის №1334-VIIრს-Xმპ კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
რ) „„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1335-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ს) „„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1336-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
ტ) „„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1337-VIIრს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი და მე-2 მუხლების;
უ) „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2021 წლის 30 დეკემბრის №1342-VIIრს-Xმპ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის
არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-15 მუხლთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1681 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაეცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში