• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
      • 30.07.2020
      • do3/1/1459,1491
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.07.2020
      • N3/1/1459,1491
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.07.2020
      • N3/3/1459,1491
      • განჩინება
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.04.2020
      • N3/5/1491
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.04.2020
      • N3/1-1/1459
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 29 აპრილის №3/1-1/1459 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
      • 29.04.2020
      • do3/1-1/1459
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.04.2020
      • N3/2/1459
      • განჩინება
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 3.04.2020
      • N1491
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“
      • 20.02.2020
      • ac1459
      • amicus curiae
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 17.12.2019
      • N3/24/1459
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.11.2019
      • 3/1/1459
      • განჩინება
    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 11.11.2019
      • N1459
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №3/1/1491განჩინება საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/1/1491
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი,
თარიღი 29 აპრილი 2020
გამოქვეყნების თარიღი 13 მაისი 2020 14:07

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

მერაბ ტურავა – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

განსახილველი საკითხი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ზაზა თავაძის შუამდგომლობა №1491 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. 2020 წლის 27 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ზაზა თავაძემ მომართა შუამდგომლობით №1491 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

2. №1491 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის დებულებები, რომლებიც ადგენენ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.

3. შუამდგომლობის თანახმად, სადავოდ გამხდარი წესის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 10 მაისის №1/43 გადაწყვეტილებით, დაიწყო და წარიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა. მოსამართლე ზაზა თავაძის მითითებით, ის აღნიშნულ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიტატი.

4. მოსამართლე ზაზა თავაძის განმარტებით, ის გარემოება, რომ, როგორც კანდიდატი უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ პროცედურაში, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს იმ ლეგიტიმურ საფუძვლად, რომელიც, გონივრული შეფასების პირობებში, შექმნის ეჭვებს ან აღქმას, რომ მოსამართლე კონკრეტული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში ვერ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

5. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს მისი №1491 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების საფუძველი.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოსამართლის აცილების შესაძლებლობას, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს საფუძვლებს, რომელთა დადასტურების დროსაც უნდა მოხდეს კონკრეტული მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილება. ეს საფუძვლებია - საქმის შედეგით მოსამართლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაინტერესება და, მეორე მხრივ, ნებისმიერი გარემოება, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს ქმნის.თავად მოსამართლის მიერ საქმიდან თვითგანრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

2. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იმ გარემოებამ, რომ თავად მონაწილეობდა სადავოდ გამხდარი წესის საფუძველზე წარმართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში, შესაძლოა, საზოგადოებას გაუჩინოს ეჭვები სასამართლოს მიუკერძოებლობისა და არაობიექტურობის შესახებ.

3. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უნდა შეამოწმოს, რამდენად წარმოადგენს შუამდგომლობაში მითითებული ფაქტი იმგვარ გარემოებას, „რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის აცილებისათვის„აუცილებელია იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელიც ობიექტური ადამიანისთვის იქნებოდა მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის №3/7/679 განჩინება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).„მოსამართლე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის საჯარო პროცედურაში ამ პროცესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, შესაძლოა, ობიექტური პირის მიერ აღქმული იყოს მიკერძოებულად. საზოგადოებაში შესაძლოა, გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტისას მხარს დაუჭერს იმ შედეგს, რომელიც თანხვედრაში მოვა მისი, როგორც პროცესის მონაწილე პირის ინტერესებთან. ამდენად, კანდიდატის სახით პროცესში უშუალოდ მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შესაძლოა, ხსენებული დავის გადაწყვეტისას საზოგადების მიერ აღქმულ იქნეს მიკერძოებულად და არა ობიექტურ მსაჯულად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის №3/1/1459 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

5. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, შუამდგომლობის ავტორმა №1491 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას ვერ ისარგებლოს საზოგადოების სათანადო ნდობით, ამასთან, მისი მიკერძოებულობის ან დამოუკიდებლობის შესახებ იარსებებს ობიექტური ეჭვები. ბუნებრივია, ამგვარი აღქმა, იმავდროულად, შეარყევს და შეასუსტებს საზოგადოების რწმენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობის მიმართ.

6. საქმის განმხილველი სასამართლო არა მხოლოდ ფაქტობრივად უნდა იყოს ობიექტური, არამედ, ასევე, ასეთად აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან. ამდენად, საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობის მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვების გაქარწყლება სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ზაზა თავაძის შუამდგომლობა №1491 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ზაზა თავაძის შუამდგომლობა №1491 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე

ევა გოცირიძე

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

მერაბ ტურავა

თეიმურაზ ტუღუში

თამაზ ცაბუტაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ