საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N756 |
ავტორ(ებ)ი | მამია მიქაუტაძე |
თარიღი | 16 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
.აღნიშნული სარჩელი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო: ა) ვარ კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის შემტანი უფლებამოსილი პირი ვინაიდან ჩემი მარწმუნებელი მამია მიქაუტაძე არის ფიზიკური პირი, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანება დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო. მიღებული საწარმოო ტრვმის გამო გადაადგილდება ინვალიდის სავარძლით და საჭიროებს ძვირადღირებულ ქირურგიულ ოპერაციებსა და სამედიცინო პროცედურებს, რაც დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებით. მიღებული ტრამვის გამო დარჩენილია უმუშევრად დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროსა და იმედის გარეშე დასაქმების პერსპექტივის გარეშე, თუ არ ჩაუტარდება აუცილებელი ქირურგიული ოპერაციები და სხვა სამედიცინო პროცედურები, ამის გამო ვერ ხერხდება მისი კვლავ ინტეგრირება სოციალურ და კულტურულ გარემოში, მიდმივად იმყოფება სახლში. სადავო ნორმატიული აქტების გამო არსებობს შესაძლებლობა, რომ მისი მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების გზით ვერ დაკმაყოფილდება, ზიანის მიმყენებლი კი ნებაყოფლობით ვალდებულებას არ სრულებს, რაც აუცილებელია სამედიცინო პროცედურების დასაფინანსებლად. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 07 მაისს დაკმაყოფილდა მამია მიქაუტაძის სარჩელი (N2ბ/1040-13 სამოქალაქო საქმე). სასამართლო გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად, მაგრამ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში არსებული არაკონსტიტუციური ნორმების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეფერხებულია, ფაქტიურად შეჩერებულია: მოვალის - მამია მიქაუტაძის სასარგებლოდ დაყადაღებული ქონება განთავისუფლდა ყადაღისაგან მოგირავნის მოთხოვნით და ერთ ქონებაზე შეჩერებულია სააღსრულებო წარმოება საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. ქონების დაყადეღებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით და აღმასრულებლის მიერ მათი მოძიების შემთხვევაშიც მათ მიმართ ფაქტიურად ავტომატურად შეჩერდება სააღსრულებო წარმოება, რაც დასტურდება თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილებით: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის წერილი A15076932-015/006 - ასლი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 მარტის წერილი A15076932-015/007 -ასლი (იხ. დანართი); მამია მიქაუტაძეს კანონით დადგენილი წესით გაცემული აქვს მინდობილობა. ბ). სარჩელი შედგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-15 და მე–16 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად; გ). სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სამართალწარმოებისათვის, ვინაიდან გასაჩივრებული სამართლის ნორმები არის ნორმატიული ( საკანონმდებლო ) აქტის პუნქტები, რომელებსაც პირდაპირ უკავშირდებიან კონსტიტუციის პრეამბულით განსაზღვრულ მიზნები, კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებით: კონსტიტუციის მე-14 მუხლით, კონსტიტუციის მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, კონსტიტუციის მე-21 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლით, კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებს და ამ ნორმების მოქმედი რედაქციები მათ ეწინააღმდეგებიან; ასეთი საკითხების განსჯადობა გათვალისწინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე–19 და 39–ე მუხლებით; დ). ანალოგიურ დავაზე არასოდეს ყოფილა დავა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში და საკონსტიტუციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია იგი; ე). სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ). მოსარჩელის მიერ დარღვეული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მამია მიქაუტაძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დღემდე მიმდინარეობს და მისი მიმდინარეობა ფერხდება(შეფერხდება) კანონის ნორმების არაკონსტიტუციორობის გამო, რაც დასტურდება სასამართლო გადაყვეტილებით სააღსრულებო ფურცლით და აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილებით: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის წერილი A15076932-015/006 - ასლი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 მარტის წერილი A15076932-015/007 -ასლი(იხ. დანართი). სადავო ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციური ნორმების გამო შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მისი მკურნალობის ხარჯების დაფინანსების მიზნით. მას აქვს მიღებული აქვს ჯანმრთელბის მძიმე დაზიანება და მისი სიცოცხლე მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება, ვერ ახერხებს ისე სრულფასოვნად ან მიახლოებული მდგომარეობით ცხოვრებას, როგორც წარსულში: თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 24 თებერვლის N04-00-ი/7188 ცნობა, შპს ნიუ ჰოსპიტალის (ს/კ 205210467) ცნობა N30342/1 ჯანმრთელობის მდოგომარეობის შესახებ(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV – 100/ა) - ასლი (იხ. დანართი) ზ). სადავო აქტი არ არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და იგი წარმოადგენს ნორმატიულ საკანონმდებლო აქტს; თ). ყველა სადავო ნორმატიული აქტი ერთმანერთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ერთის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მეორე მათგანის მოქმედებაში კვლავ რჩება ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი, კერძოდ, ყველა მათგანი როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე ეხება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ინტერსებს და ამ კატეგორიის საქმეებზე მათი მოქმედება პირდაპირ და უშუალოდ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის გარანტირებულ ადამიანის უფლებებს ი. კრედიტორული დავალიანებების მოცულობიდან გამომდინარე არსებობს შესაძლებლობა, რომ მოვალის მიმართ დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შესაბამისად მამია მიქაუტაძის მიმართ ავტომატურად გავრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
-
პირველი სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან, 42-ე მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ამ ნორმის მოქმედებას ავრცელებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე:
„აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.”
ეს ნორმა ამავე კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადებასთან ერთად ქმნის იმის საშიშროებას, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე სააღსრულებო წარმოების შეჩერების პარალელურად სახელმწიფოს სასარგებლოდ დაიწყოს სააღსრულებო წარმოება და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს პირველ რიგში. როგორც ერთობლივად, ასევე ცალცალკე ქმნიან საშიშროებას, რომ ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, მე-21 მუხლით, 30-ე მუხლით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით, 42-ე მუხლის 1-ელ პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებთან და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის კონკრეტული საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
- კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალიწინებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი არაკონსტიტუციურობის დადგენისას მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიზნებთან მისი შესაბამისობის დადგენა, რომელთან მიმართებაში უნდა განიმარტოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალიწინებულ ადამიანის უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა:
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.”
საქართველოს კონსტიტუციის ნორმები უნდა განიმარტოს პრეამბულაში ჩამოყალიბებული მიზნების შესაბამისად, რადგან კონსტიტუცია მიღებულია პრეამბულაში ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელების მიზნით.
პრეამბულაში ნათლად არის მითითებული, რომ ქართველი ხალხის ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს იდეას, რაც სოციალური ბალანსის დაცვას მოითხოვს. სოციალური ბალანსი გულისხმობს საზოგადოების ისეთ მდგომარეობას, რაც მის ყველა წევრს სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფს.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და მოცემულ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესები, ვინაიდან ის სისხლის სამართლის პროცესში მხარეს არ წარმოადგენს, ასევე ეს ნორმა გამორიცხავს სააღსრულებო წარმოების შეჩერებისას მიზანშეწონილობის და სამართლიანობის გათვალისწიენებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ის ამ მოთხოვნის უფლების გირავნობით ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლებით უზრუნველყოფის აუცილებლობას ვერ გაითვალისწინებდა და მეტისმეტად არაკეთილსინდისიერი და ამორალური იქნებოდა ამგვარი რისკების გათვალისწინების ვალდებულების დასაქმებულისათვის ან თუნდა თითოეული ადამიანისათვის დაკისრება.
ცხადია ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, რაც ხელოვნურად ამძიმებს სოციალურ დისბალანს.
ამ სადავო ნორმას პირდაპირ უკავშირდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადება:
„ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული“.
ეს ორი ნორმა ერთობლიობაში დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორს საბოლოოდ უკარგავს შესაძლებლობას მიიღოს მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ართმევს შესაძლობას კვლავ ისარგებლოს ბუნებით თანდაყოლილი თანასწორი შესაძლებლობებით.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნით მოვალის ქონება ყადაღისაგან გაანთავისუფლოს, მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება შეჩერების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე და მოცემულ შემთხვევაში არ არის უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერესები ვინაიდან ის სისხლის სამართლის პროცესში მხარეს არ წარმოადგენს, ასევე ეს ნორმა გამორიცხავს სააღსრულებო წარმოების შეჩარების მიზანშეწონილობის და სამართლიანობის გათვალიწინებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ის ამ მოთხოვნის უფლების გირავნობით ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლებით უზრუნველყოფის აუცილებლობას ვერ გაითვალისწინებდა და მეტისმეტად არაკეთილსინდისიერი და ამორალური იქნებოდა ამგვარი რისკების გათვალისწინების ვალდებულების ადამიანისათვის დაკისრება.
ცხადია ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით(რომელთა მოთხოვნები უზრუნველყოფილია სანივთო უფლებებით) კანონის წინაშე წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, რაც ხელოვნურად ამძიმებს სოციალურ დისბალანს, ამდენად სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით ირღვევა ადამიანთა დაბადებით თავისუფალებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. სააღსრულებო წარმოების შეჩერების მიზანი არ შეიძლება იყოს ნებისმიერი ის მიზანი, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ქონებას დაედო ყადაღა. გასათვალისწინებელია, რომ ასევე გაცილებით უკეთ არის იმ პირის ინტერსები დაცული, ვისი ინტერესების დასაცავადაც პროკურატურის შუამდგომლობით ქონებას დაედება ყადაღა ანუ უკეთ არის ის პირი დაცული რომელმაც უფლებათა დაცვის სისხლის სამართლებრივი საშუალებები გამოიყენა.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ვეცდები მოკლედ გამოვხატო ჩვენი პოზიცია. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის ასევე მოიცავს ბედნიერად და თავისუფლად სიცოცხლის უფლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი, ბედნიერი და თავისუფალი სიცოცხლის საწინდარია), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ან/და მესამე პირის ინტერესები მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან, ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას. გასათვალისწინებელია, რომ ასევე გაცილებით უკეთ არის იმ პირის ინტერსები დაცული, ვისი ინტერესების დასაცავადაც პროკურატურის შუამდგომლობით ქონებას დაედება ყადაღა ანუ უკეთ არის ის პირი დაცული რომელმაც უფლებათა დაცვის სისხლის სამართლებრივი საშუალებები გამოიყენა. ამით კიდევ უფრო მეტად ირღვევა უფლებათა შორის ღირებულებითი ბალანსი და მათი ადგილი ღირებულებათა იერარქიულ სისტემაში.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:
1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
ამ მუხლთან პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში მითითებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება გულისხმობს სწორედ ინტერესთა ბალანს, ამა თუ იმ ინტერესის ადგილის ღირებულებით სისტემაში და ამის გათვალისწინების შემდეგ საკუთრების დაცვის დაცვის ინტერსსა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მისი შეზღუდვით დაცულ ინტერესს შორის უარყოფით თანაფარდობას.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩრება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ამ ქონებას ადევს ყადაღა ზღუდავს კრედიტორის მოთხოვნის უფლების განხორციელებას, შესაბამისად მისი საკუთრების უფლებას. დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება საქმის გარემოებათა გათვალისწინების გარეშე შეუსაბამოდ არღვევს თანასწორობას ამ ნორმით დაცულ სახელწიფოს ინტერეს, ასევე უზრუნველყოფილი კრედტორის ინტერსსა და დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორების ინტერსებს შორის, რითაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანს. კანონის ამ ნორმით დაწესებული შეზღუდვები დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე არ შეესაბამება აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას.
სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე სააღსრულებო წარმოების შეჩერება შეიცავს ფაქტიურად საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რაც კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად აკრძალულია. სადავო ნორმა არღვევს ამ კონსტიტუციური დებულების მოთხოვნებს: ადამიანს უზღუდავს გაცილებით მაღალი სოციალური მნიშვნელობის მოთხოვნის განხროციელების საშუალებას და ამით საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე უზრუდავს (კონსტ. 21-ე მ. მე-2 პ.) საკუთრების უფლებას, ზოგჯერ კი ფაქტიურად სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ართმევს ამ უფლებას (კონსტ. 21-ე მ. მე-2 პ.)
-
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით
თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადამიანის ინტერსები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოსა და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამინთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი, ყველა საწარმოსთან დაკავშირებით არსებობს რისკი, რომ ის აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი გადასახადი გადამხდელი ან დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა საწარმოს გამოყენებით ჩაიდინონ დანაშაული და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ.
თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია წარმოუდგენელი ისეთ პირობებში, სადაც შრომითი უფლებები პირველ რიგში არ იქნება დაცული. ფაქტია, რომ ყველა საწარმოსთან დაკავშირებით არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ის აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი გადასახადი გადამხდელი ან დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა საწარმოს გამოყენებით ჩაიდინონ დანაშაული, ასევე წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და სახელმწიფოს, უზრუნველყოფილ კრედიტორებსა და არაკეთილსინდისიერ მეწარმეს კანონის სადავო ნორმით მანიპულირების საშუალებას ვაძლევთ. განვმეორდები და მოგახსენებთ, რომ ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამინთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება.
16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი:
„არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“
ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისპ სტანდარტებთან
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ადამიანის კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს თავისუფალ შრომაზე, მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვაზე, უფლებებს შრომის სამართლიანი ანაზღაურებაზე და შრომის უსაფრთხო, ჯანსაღი პირობებზე, ვინაიდან სადავო ნორმით სახელმწიფო ან/და მესამე პირის ინტერესებთან მიმართებაში კონსტიტუციით გარანტირებული ეს უფლებები აშკარა უთანასწორო პირობებში არის ჩაყენებული.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადებასთან ერთობლიობაში კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ართმევს უფლებას ისარგებლოს რეპრესიული საშუალებებით და კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. აქაც განვმეორდები და ვიტყვი რომ ყველა უფლება ასევე მოიცავს უფლებას მთავარი უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღებასა და შესაბამის რეპრესიულ საშუალებებზე. ამ უფლებას ნორმატიული აქტის სადავო ნორმები არსებითად ზღუდავ და გარკვეულ გარემოებებში საერთოდ აუქმებენ.
-
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია. სოციალურ-კულტურული გარემოთი სარგებლობა დიდად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი ძლიერი დაზიანება მნიშვნელოვნად და უფრო ხშირად აბსოლუტურად ზღუდავს ადამიანის რეალურ შესაძლებლობას ისარგებლოს სოციალურ-კულტურული გარემოთი. იმისთვის რომ ადამიანს ამის შესაძლებლობა მიეცეს აუცილებელია ჯანმრთელობის აღდგენა, ეს შესაძლებელია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, ეს თავის მხრივ უფლების დარღვევისათვის ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლებით არის უზრუნველყოფილი. ასევე მნიშვნელოვანია იმ წარმოუდგენელი მორალური ზიანის ანაზღაურება, რასაც ადამიანი სოციალურ-კულტურული გარემოსაგან ჩამოშორება იწვევს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადებასთან ერთობლიობაში ამავე კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ართმევს უფლებას ისარგებლოს რეპრესიული საშუალებებით და კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში, რომ ფულადი კომპენსაციით აღიდგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც მას კვლავ მისცემს სოციალურ-კულტურული გარემოთი სარგებლობის შესაძლებლობას. აქაც განვმეორდები და ვიტყვი რომ ყველა უფლება ასევე მოიცავს უფლებას მთავარი უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღებასა და შესაბამის რეპრესიულ საშუალებებზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის 1-ელი წინადადება:
საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პრეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს ან/და მესამე პირის ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის ინტერსთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ თანასწორობას.
-
კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ელი პუნქტი:
“ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.”
ეს კონსტიტუციური ნორმა გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას მიმართოს სასამართლოს, არამედ იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზაცია შეიძლება შეიზღუდოს ან შეჩერდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, სადაც კონკრეტულად იქნება მითითებული რომელი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება ან მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდება ან მისი განხორციელება შეიზღუდა კონკრეტული ფორმით. ამ შემთხვევაში ის იქნება უფლებამოსილი სუბიექტი გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება. ეს კონსტიტუციური ნორმა გასაჩივრების უფლებასაც მოიცავს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან ერთად საერთოდ გამორიცხავს მისი ამოქმედების შემთხვევაში ადამიანის უფლებას გაასაჩივროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ნორმა მას პირდაპირ ავალდებულებს სააღსრულებო მოქმედების შეჩერებას მიზანშეწონილობის და საქმის გარემოებების გათვალისწინების გარეშე. ასევე ეს ნორმა კრედიტორის უფლებას ზღუდავს კონკრეტულ საკითხზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ამით კი ირღვევა საქართველოს კოსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნები.
-
მეორე სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან, 42-ე მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებაში მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ამ ნორმის მოქმედებას ავრცელებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, კერძოდ, ამ საქმეებზე დასაშვებად მიიჩნევს დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებას მოგირავნის მოთხოვნის საფუძველზე, რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში:
სადავო ნორმა დასაშვებად მიიჩნევს ნებისმიერ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინების გარეშე მხოლოდ მოგირავნის მოთხოვნით და უშუალოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით (სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება ამ უკანასკნელს კანონით არ აქვს) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებას, რაც მოცემულ შემთხვევაში აფერხებს და ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის ყველა ქონება შესაძლებელია დაგირავებული აღმოჩნდეს, ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, მე-21 მუხლით, 30-ე მუხლით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით, 42-ე მუხლის 1-ელ პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებთან და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის კონკრეტული საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
-
კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალიწინებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი არაკონსტიტუციურობის დადგენისას მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის მიზნებთან მისი შესაბამისობის დადგენა, რომელთან მიმართებაში უნდა განიმარტოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალიწინებულ ადამიანის უფლებები.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა:
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.”
საქართველოს კონსტიტუციის ნორმები უნდა განიმარტოს პრეამბულაში ჩამოყალიბებული მიზნების შესაბამისად, რადგან კონსტიტუცია მიღებულია პრეამბულაში ჩამოყალიბებული მიზნების განხორციელების მიზნით.
პრეამბულაში ნათლად არის მითითებული, რომ ქართველი ხალხის ნებაა სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება სოციალური სახელმწიფოს იდეას, რაც სოციალური ბალანსის დაცვას მოითხოვს. სოციალური ბალანსი გულისხმობს საზოგადოების ისეთ მდგომარეობას, რაც მის ყველა წევრს სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფს.
საწარმოთა ძირითადი ყველაზე ღირებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები არის კრედიტორთა გირავნობის უფლებით დატვირთული.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნით მოვალი ქონება ყადაღისაგან გაანთავისუფლოს, მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების თანაფარდობისა.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ის ამ მოთხოვნის უფლების გირავნობით ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლებით უზრუნველყოფის აუცილებლობას ვერ გაითვალისწინებდა და მეტისმეტად არაკეთილსინდისიერი და ამორალური იქნებოდა ამგვარი რისკების გათვალისწინების ვალდებულების ადამიანისათვის დაკისრება.
ცხადია ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, რაც ხელოვნურად ამძიმებს სოციალურ დისბალანს.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნით მოვალის ქონება ყადაღისაგან გაანთავისუფლოს, მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა,ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ის ამ მოთხოვნის უფლების გირავნობით ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლებით უზრუნველყოფის აუცილებლობას ვერ გაითვალისწინებდა და მეტისმეტად არაკეთილსინდისიერი და ამორალური იქნებოდა ამგვარი რისკების გათვალისწინების ვალდებულების ადამიანისათვის დაკისრება.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას უსპობს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ვეცდები მოკლედ გამოვხატო ჩვენი პოზიცია. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის ასევე მოიცავს ბედნიერად და თავისუფლად სიცოცხლის უფლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი, ბედნიერი და თავისუფალი სიცოცხლის საწინდარია), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმით დაცული მესამე პირის (მოგირავნის) ინტერესები მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან, იმპერატიულად მოითხოვს მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალების - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების განთავისუფლებას მოგირავნის მოთხოვნით და მისი ინტერესებისთვის, რითაც ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას.სადავო ნორმით დაცული მოგირავნის ინტერესების დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მოგირავნეთა მოთხოვნებს მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტები:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.“
ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება.
ამ მუხლთან პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნით საქმის გარემოებათ გათვალისწინების გარეშე, ასევე არაუზრუნველყოფილი კრედიტორისათვის შეუტყობინებლად დაგირავებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება ზღუდავს მისი მოთხოვნის უფლების განხორციელებას, შესაბამისად მისი საკუთრების უფლებას. დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ასეთი გადაწყვეტილების მიღება საქმის გარემოებათა გათვალისწინების გარეშე შეუსაბამოდ არღვევს თანასწორობას ამ ნორმით დაცულ სახელწიფოს ინტერეს, ასევე უზრუნველყოფილი კრედტორის ინტერსსა და დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორების ინტერსებს შორის.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნით სასამართლო გადაწყვეტილების, ასევე დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების გარეშე მოვალის ქონება ყადაღისაგან გაანთავისუფლოს, ამით წარმოუდგენლად იზრდება რისკი რომ მოცემულ საქმეზე კრედიტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რითაც ადამიანს უზღუდავს გაცილებით მაღალი სოციალური მნიშვნელობის მოთხოვნის განხროციელების საშუალებას და ამით საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე უზრუდავს (კონსტ. 21-ე მ. მე-2 პ.) საკუთრების უფლებას, ზოგჯერ კი ფაქტიურად სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ართმევს ამ უფლებას (კონსტ. 21-ე მ. მე-3 პ.) მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, ასევე არ ითვალიწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. გირავნობა აქცესორული უფლება ის არსებობს მხოლოდ მთავარ უფლებასთან ერთად, მაგრამ მისგან განსხვავებით აბსოლუტური უფლება არ არის, ის ყველა იურიდიული ხასიათის რისკისაგან არ იცავს მთავარი უფლების მქონეს და მესაკუთრის ქონების მიმართ ყველაფრის უფლებას არ აძლევს. ამ უფლებას იყენებს სამართლის ის სუბიექტი ვისაც მოთხოვნის განხორციელების იურიდიული რისკების გათვალისწინება შეუძლია და მხოლოდ ამ შესაძლებლობის დროს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, რასაც მისი ქონებრივი უფლებების შეზღუდვა მოჰყვება.
-
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით
თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადამიანის ინტერსები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელი ადამინთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. დაცული. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ.
თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია წარმოუდგენელი ისეთ პირობებში, სადაც შრომითი უფლებები პირველ რიგში არ იქნება დაცული. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და არაკეთილსინდისიერ მეწარმეს კანონის სადავო ნორმით მანიპულირების საშუალებას ვაძლევთ. განვმეორდები და მოგახსენებთ, რომ ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამინთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება.
16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი:
„არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“
ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისპ სტანდარტებთან
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ართმევს უფლებას ისარგებლოს რეპრესიული საშუალებებით და კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნით სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ასევე დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების გარეშე მოვალის ქონება ყადაღისაგან გაანთავისუფლოს, მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. გირავნობა აქცესორული უფლება ის არსებობს მხოლოდ მთავარ უფლებასთან ერთად, მაგრამ მისგან განსხვავებით აბსოლუტური უფლება არ არის, ის ყველა იურიდიული ხასიათის რისკისაგან არ იცავს მთავარი უფლების მქონეს და მესაკუთრის ქონების მიმართ ყველაფრის უფლებას არ აძლევს. ამ უფლებას იყენებს სამართლის ის სუბიექტი ვისაც მოთხოვნის განხორციელების იურიდიული რისკების გათვალისწინება შეუძლია და მხოლოდ ამ შესაძლებლობის დროს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში. სადავო ნორმა ასეთი რისკის გათვალისწინებას აკისრებს დასაქმებულს, მაშინ როცა სახელმწიფო ვალდებულია შექმნას საკანონმდებლო გარანტიები დასაქმებულის იურიდიული რისკებისაგან დასაცავად, რაც შეაფეხებს შრომითი უფლებების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლების განხორციელებას და დაიცავს მას მონური შრომისაგან. ეს უფლებები არის განსაკუთრებული და ყველა ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის.
-
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება, რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ იგულისხმება ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ართმევს კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია მოგირავნის მოთხოვნით სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ასევე დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების გარეშე მოვალის ქონება ყადაღისაგან გაანთავისუფლოს, მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა, სხვაგვარად ადამიანი არ არის აქვს რეალური შესაძლებლობა მიიღოს კომპენსაცია, თუ ვინმე დაარღვევს მის უფლება ისარგებლოს უსაფრთხო გარემოთი, ასევე ჯანმრთელობის დაზიენბის შემდეგ კვლავ აღიდგონას ის, რათა ისარგებლოს სოციალური და კულტურული გარემოთი, რომელიც თავის მხრივ უამრავ კომპონენტს მოიცავს და გამოხატავს სიცოცხლის მთავარ აზრს იცხოვრო ბედნიერად, რაც ყველა ადამიანის სიცოცხლეს აზრსა და ძალას მატებს, მისი ხანგძლივობაც კი მასზეა დამოკიდებული. ეს უფლება ყველა ადამიანისათვის საერთოა. გირავნობა აქცესორული უფლებაა. ის არსებობს მხოლოდ მთავარ უფლებასთან ერთად, მაგრამ მისგან განსხვავებით აბსოლუტური უფლება არ არის, ის ყველა იურიდიული ხასიათის რისკისაგან არ იცავს მთავარი უფლების მქონეს და მესაკუთრის ქონების მიმართ ყველაფრის უფლებას არ აძლევს. ამ უფლებას იყენებს სამართლის ის სუბიექტი ვისაც მოთხოვნის განხორციელების იურიდიული რისკების გათვალისწინება შეუძლია და მხოლოდ ამ შესაძლებლობის დროს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში. სადავო ნორმა ასეთი რისკის გათვალისწინებას აკისრებს დასაქმებულს და ყოველ კონკრეტულ ადამიანს, მაშინ როცა სახელმწიფო ვალდებულია შექმნას საკანონმდებლო გარანტიები ადამიანის ასეთი იურიდიული რისკებისაგან დასაცავად. ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიათნთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის 1-ელი წინადადება:
საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პეამბულის გათვალისწინებით. უზრუნველყოფილ კრედიტორისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის ინტერსთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ თანასწორობას.
-
კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ელი პუნქტი:
“ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.”
ეს კონსტიტუციური ნორმა გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას მიმართოს სასამართლოს, არამედ იმ გარემოებასაც, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მისთვის მინიჭებული უფლების რეალიზაცია შეიძლება შეიზღუდოს ან შეჩერდეს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით, სადაც კონკრეტულად იქნება მითითებული რომელი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება ან მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდება ან მისი განხორციელება შეიზღუდა კონკრეტული ფორმით. ამ შემთხვევაში ის იქნება უფლებამოსილი სუბიექტი გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება. ეს კონსტიტუციური ნორმა გასაჩივრების უფლებასაც მოიცავს.
მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-401 მუხლის მე-7 პუნქტი საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან ერთად საერთოდ გამორიცხავს მისი ამოქმედების შემთხვევაში ადამიანის უფლებას გაასაჩივროს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ნორმა მას პირდაპირ ავალდებულებს დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებას მიზანშეწონილობის და საქმის გარემოებების გათვალისწინების გარეშე. ასევე ეს ნორმა კრედიტორის უფლებას ზღუდავს კონკრეტულ საკითხზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. ამით კი ირღვევა საქართველოს კოსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მოთხოვნები.
-
მესამე სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ამ ნორმის მოქმედებას ავრცელებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე , კერძოდ, მოცემული კატეგორიის საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები მოგირავნეთა მოთხოვნებთან მიმართებაში მეორე რიგის მოთხოვნაა და მათთან ერთად არ არის პირველი რიგის კრედიტორი, ხოლო გირავნობით უზრუნველყოფილ საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებაში არ არის პირველი რიგის მოთხოვნა, დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაიფარება საფასური და აღსრულების ხარჯი, დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები და მოგირანეებთან ერთად არ წარმოადგენს ერთი რიგის კრედიტორს; რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში:
სადავო ნორმის მიხედვით დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაიფარება აღსრულების საფასური და ხარჯი, დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის ყველა ქონება შესაძლებელია დაგირავებული აღმოჩნდეს ან ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, მე-21 მუხლით, 30-ე მუხლით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებთან და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის კონკრეტული საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ბაჟები და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მიზანი არ არის სახელმწიფოს მიერ მოგების მიღება(მსგავსი კონსტიტუციური წესრიგი წარსულს ჩაბარდა). მათი მთავარი მიზანი სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა და განვითრებაა. ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყაროდ აღიარებულია ხალხი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს სოციალური საწყისები, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის მინიმალურ და სასიცოცხლო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და მომსახურების ხარჯებზე მეტი პრიორიტეტი, რათა დაცული იყოს ის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა დაბადებიდან თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დასაცავად.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააღსრულებო ხარჯების ანაზღაურების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს სააღსრულებო ხარჯების ანაზღაურების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს რაც შეიძლება მეტი და მყარი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (მაგალითად საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ამ შეზღუდვით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააღსრულებო ხარჯების ანაზღაურების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ან/და მოგირავნეთა (მესამე პირთა) ინტერესები მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას.სადავო ნორმით დაცული მოგირავნის ინტერესების დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მოგირავნეთა მოთხოვნებს მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტები:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება.
ამ მუხლთან პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე სახელმწიფო მიერ გაწეული ხარჯების პირველ რიგში ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ამგვარი ზიანის ანაზღაურების ინტერესი, ვინაიდან სწორედ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების საფუძველზე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ცვეთის და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ივსება სახელმწიფო ხაზინა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაიფარება აღსრულების საფასური და ხარჯი, ზრდის რისკს რომ კრედიტორის მოთხოვნა სრულა ვერ დაკმაყოფილდება, ამით ზღუდავ საკუთრების უფლებას სოციალური საჭიროების გარეშე, მიუხედავად მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით
თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადმინის ინტერსები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც ისიც ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამინთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია, ვიდრე აღსრულების ხარჯები, მაშინ როცა მისი შრომით ივსება სახელმწიფო ხაზინა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან.
16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი:
„არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“
ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავს უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
-
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია და სახელმწიფო ამ უფლების განხორციელებისათვის არ უნდა ითხოვდეს პირველ რიგში უფლების რეალიზაციისათვის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-6 პუნქტის გავრცელება არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიათნთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის 1-ელი წინადადება:
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის ინტერესთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას.
-
მეოთხე სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ამ ნორმის მოქმედებას ავრცელებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე , კერძოდ, მოცემული კატეგორიის საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებაში არ წარმოადგენენ პირველი რიგის მოთხოვნას; რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში:
სადავო ნორმის მიხედვით დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაიფარება აღსრულების საფასური და ხარჯი, დაკმაყოფილდება საგადასახადო მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის ყველა ქონება შესაძლებელია საგადასახადო გირავნობით აღმოჩნდეს დატვირთული (გარდა იშვიათი გამონაკლისისა) ან ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, მე-21 მუხლით, 30-ე მუხლით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებთან და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის კონკრეტული საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
სახელმწიფო გადასახადების გადახდის, სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ბაჟები და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მიზანი არ არის სახელმწიფოს მიერ მოგების მიღება(მსგავსი კონსტიტუციური წესრიგი წარსულს ჩაბარდა). მათი მთავარი მიზანი სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა და განვითრებაა. ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყაროდ აღიარებულია ხალხი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს სოციალური საწყისები, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის მინიმალურ და სასიცოცხლო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და მომსახურების ხარჯებზე მეტი პრიორიტეტი, რათა დაცული იყოს ის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა დაბადებიდან თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გასატარებლად.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ საგადასახადო მოთხოვნის პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ საგადასახადო მოთხოვნის პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან, როგორც კრედიტორთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლიგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ საგადასახადო მოთხოვნის პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან, როგორც კრედიტორთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის უფლება სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში მეტისმეტად არათანაბარზომიერი მდგომარეობაშია ჩაყენებული, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, რადგან იმპერატიულად ადგენს რომ საგადასახადო მოთხოვნა პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, რითაც ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას. სადავო ნორმით დაცული საგადასახადო მოთხოვნის დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს სახელმწიფოს ფულად მოთხოვნებს მიუხედავად მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტები:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.“
ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება
ეს მუხლი პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე საგადასახადო მოთხოვნის პირველ რიგში დაკმაყოფილების ინტერესი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ამგვარი ზიანის ანაზღაურების ინტერესი, ვინაიდან სწორედ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების საფუძველზე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ცვეთის და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ივსება სახელმწიფო ხაზინა და იქმნება წარმოების ძირითადი საშუალებები.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაიფარება აღსრულების საფასური და ხარჯი, დაკმაყოფილდება საგადასახადო მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. გირავნობა აქცესორული უფლებაა, ის არსებობს მხოლოდ მთავარ უფლებასთან ერთად, მაგრამ მისგან განსხვავებით აბსოლუტური უფლება არ არის, ის ყველა იურიდიული ხასიათის რისკისაგან არ იცავს მთავარი უფლების მქონეს და მესაკუთრის ქონების მიმართ ყველაფრის უფლებას არ აძლევს. ამ უფლებას იყენებს სამართლის ის სუბიექტი ვისაც მოთხოვნის განხორციელების იურიდიული რისკების გათვალისწინება შეუძლია და მხოლოდ ამ შესაძლებლობის დროს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, რასაც მისი ქონებრივი უფლებების შეზღუვა მოჰყვება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით
თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადამიანის ინტერესები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოსა და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს.(გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც დასაქმებული ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამიანთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი, არსებობენ არაკეთილსინდისიერი გადამხდელები, საწარმოთა მეპატრონეები და ხელმძღვანელები, რაც ზრდის საგადასახადო და სხვა ფინანსურ რისკებს და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. მისი ფინანსური და სხვა რესურსები, მათ შორის დრო არ იქნება საკმარისი ამ გარემოებების შესასწავლად მზარდი უმუშევრობის პირობებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია, ვიდრე საგადასახადო მოთხოვნა, მაშინ როცა ადამიანის შრომით ივსება სახელმწიფო ხაზინა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან, სახელმწიფო ბაჟი კი მოსაკრებლების სისტემის შესახებ კანონით მოსაკრებლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.
16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი:
„არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“
ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე უპირობოდ ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რასაც კანონის სადავო ნორმა უპირობოდ არღვევს სადავო ნორმატიული აქტი სწორედ ამ უფლებას ზღუდავს და ეს შეზღუდვა არ არის კონსტიტუციური.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავს უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
-
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია და სახელმწიფო ამ უფლების განხორციელებისათვის არ უნდა ითხოვდეს პირველ რიგში საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიათნთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის 1-ელი წინადადება:
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერსთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას.
-
მეხუთე სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ამ ნორმის მოქმედებას ავრცელებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე , კერძოდ, მოცემული კატეგორიის საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებაში არ წარმოადგენენ პირველი რიგის მოთხოვნას და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ერთი რიგის კრედიტორს; რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში:
სადავო ნორმის მიხედვით მიუხედავად იმისა თუ რა კატეგორიის საქმეზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის უფლება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენი როგორც კრედიტორის მოთხოვნა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-15, 21-ე, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებს:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
საკუთრების უფლება ყოველთვის მოიცავს გარკვეულ გარანტიებს და საშუალებებს. ზოგიერთი მათგანი კანონით იმპერატიულად ვრცელდება ყველა მესაკუთრეზე, ხოლო ზოგიერთი მათგანის გამოყენება დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე, მაგრამ თუ მათი გააზრება მოხდება მესაკუთრეთა შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე, მაშინ საკუთრება დაკარგავს დავის სოციალურ დანიშნულებას. დასაქმებულის შესაძლებლობა მიიღოს მყარი ქონებრივი გარანტია ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პრაქტიკულად არ არსებობს და პრინციპში ვისაუბროთ შესაძლებლობათა თანაფარდობაზე აზრს არის მოკლებული.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ბაჟები და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების, სახელმწიფო გადასახდების მიზანი არ არის სახელმწიფოს მიერ მოგების მიღება(მსგავსი კონსტიტუციური წესრიგი წარსულს ჩაბარდა). მათი მთავარი მიზანი სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა და განვითრებაა. ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყაროდ აღიარებულია ხალხი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს სოციალური საწყისები, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის მინიმალურ და სასიცოცხლო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და მომსახურების ხარჯებზე მეტი პრიორიტეტი, რათა დაცული იყოს ის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა დაბადებიდან თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქმედების უზრუნველსაყოფად.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს ფინანსური სექტორის წარმომადგენელი კრედიტორების უზრუნველყოფილი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს ფინანსური სექტორის წარმომადგენელი კრედიტორების უზრუნველყოფილი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში (ამ შემთხვევაში ყველაზე მყარი საშუალება ეს არის საბანკო გარანტია). ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, რომლებიც შემდგომ იტვირთება გირავნობის უფლებით ფინანსური ინსტიტუტების სასარგებლოდ, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურ ინსტიტუტებთან და სახელმწიფოსთან, როგორც კრედიტორთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც (ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს ფინანსური სექტორის წარმომადგენელი კრედიტორების უზრუნველყოფილი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, რომლებიც შემდგომ იტვირთება გირავნობის უფლებით ფინანსური ინსტიტუტების სასარგებლოდ, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურ ინსტიტუტებთან და სახელმწიფოსთან, როგორც კრედიტორთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის უფლება სადავო ნორმით დაცულ სახელმწიფოს და ფინანსური ინსტიტუტების ინტერესებთან მიმართებაში მეტისმეტად არათანაბარზომიერი მდგომარეობაშია ჩაყენებული, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, რადგან იმპერატიულად ადგენს რომ ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა, შემდეგ კი საგადასახადო მოთხოვნა პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, რითაც ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას. სადავო ნორმით დაცული საგადასახადო მოთხოვნის დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მოგირავნე ფინანსური ინსტიტუტების და სახელმწიფოს ფულად მოთხოვნებს მიუხედავად მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილ პუნქტი:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება
ამ მუხლი პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ფინანსური ინსტიტუტების და საგადასახადო მოთხოვნის პირველ რიგში რიგში დაკმაყოფილების ინტერესი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ამგვარი ზიანის ანაზღაურების ინტერესი, ვინაიდან სწორედ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების საფუძველზე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ცვეთის და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ივსება სახელმწიფო ხაზინა და იქმნება წარმოების ძირითადი საშუალებები.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-8პუნქტის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაიფარება აღსრულების საფასური და ხარჯი, დაკმაყოფილდება ფინანსური ინსტიტუტის მოთხოვნები, შემდეგ საგადასახადო მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. გირავნობა აქცესორული უფლებაა, ის არსებობს მხოლოდ მთავარ უფლებასთან ერთად, მაგრამ მისგან განსხვავებით აბსოლუტური უფლება არ არის, ის ყველა იურიდიული ხასიათის რისკისაგან არ იცავს მთავარი უფლების მქონეს და მესაკუთრის ქონების მიმართ ყველაფრის უფლებას არ აძლევს. ამ უფლებას იყენებს სამართლის ის სუბიექტი ვისაც მოთხოვნის განხორციელების იურიდიული რისკების გათვალისწინება შეუძლია და მხოლოდ ამ შესაძლებლობის დროს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, რასაც მისი ქონებრივი უფლებების შეზღუვა მოჰყვება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით
თუ დასაქმებულის და ზოგადად ადმიანის ინტერესები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს.(გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც დასაქმებული ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამიანთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი, არსებობენ არაკეთილსინდისიერი გადამხდელები, საწარმოთა მეპატრონეები და ხელმძღვანელები, რაც ზრდის საგადასახადო და სხვა ფინანსურ რისკებს და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. მისი ფინანსური და სხვა რესურსები, მათ შორის დრო არ იქნება საკმარისი ამ გარემოებების შესასწავლად მზარდი უმუშევრობის პირობებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტისა და სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა, მაშინ როცა ადამიანის შრომით ივსება სახელმწიფო ხაზინა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება და ადამიანის შრომის საფუძველზე ფინანსური ინტიტუტები საკუთარ ფულად რესურსებს ქმნიან. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან, სახელმწიფო ბაჟი კი მოსაკრებლების სისტემის შესახებ კანონით მოსაკრებლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.
16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი:
„არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“
ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოსა და ფინანსური ინსტიტუტების სასარგებლოდ.
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე უპირობოდ ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რასაც კანონის სადავო ნორმა უპირობოდ არღვევს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლონ კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
-
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია და სახელმწიფო ამ უფლების განხორციელებისათვის არ უნდა ითხოვდეს პირველ რიგში საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან ამით ირღვევა ადამიანის უფლება იცხოვროს ჯანმრთელობისთვის უვლენებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიათნთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის 1-ელი წინადადება:
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერსთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას.
-
მეექვსე სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში:
(ვინაიდან სადავო ნორმები მსგავსი შინაარსისაა და კონსტიტუციასთან მათი შესაბამისობიუს საკითხი ერთი და იგივე პოზიციით მაქვს დაყენებული მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს ერთ მოთხოვნაში ვაერთიანებ).
ამ არაკონსტიტუციური ნორმების მიხედვით თუ დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდა ის მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. სახელმწიფო არ არის ვალდებული აანაზღაუროს საბაზრო ფასის ის ნაწილი, რომელიც აღემატება მის მოთხოვნას ან დეპოზიტზე განათავსოს ის. სახელმწიფო ამ შემთხვევაში საერთოდ იღებს პასუხისმგებლობას იმ კრედიტორების წინაშე, რომელთა მოთხოვნები დიდი სოციალური მნიშვნელობისაა და მათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების სოციალური და სამართლებრივი ღირებულება ბევრად აღემატება საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს. აღნიშნული ნორმები სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტთან ერთად, ასევე ცალკე ქმნის საშისროებას, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს მიუხედავად იმისა თუ როდის წარმოიშვნენ ამ კრედიტორის მოთხოვნები და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, მე-21 მუხლით, 30-ე მუხლით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებთან და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის კონკრეტული საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
საკუთრების უფლება ყოველთვის მოიცავს გარკვეულ გარანტიებს და საშუალებებს. ზოგიერთი მათგანი კანონით იმპერატიულად ვრცელდება ყველა მესაკუთრეზე, ხოლო ზოგიერთი მათგანის გამოყენება დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე, მაგრამ თუ მათი გააზრება მოხდება მესაკუთრეთა შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე, მაშინ საკუთრება დაკარგავს დავის სოციალურ დანიშნულებას. დასაქმებულის შესაძლებლობა მიიღოს მყარი ქონებრივი გარანტია ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პრაქტიკულად არ არსებობს და პრინციპში ვისაუბროთ შესაძლებლობათა თანაფარდობაზე აზრს არის მოკლებული.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ბაჟების და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების, სახელმწიფო გადასახადების გადახდის მიზანი არ არის სახელმწიფოს მიერ მოგების მიღება(მსგავსი კონსტიტუციური წესრიგი წარსულს ჩაბარდა). მათი მთავარი მიზანი სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა და განვითრებაა. ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყაროდ აღიარებულია ხალხი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს სოციალური საწყისები, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის მინიმალურ და სასიცოცხლო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და მომსახურების ხარჯებზე მეტი პრიორიტეტი, რათა დაცული იყოს ის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა დაბადებიდან თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში განხორციელების უზრუნველსაყოფად.
სადავო ნორმები იმპერატიულად ადგენენე სახელმწიფოს ფულადი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების მოქმედი რედაქცია, განსაკუთრებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმები იმპერატიულად ადგენენ სახელმწიფოს ფულადი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს მიუეხედავად ამ მუხლის გამოყენებისა თავისი უფლებები ყადაღა დადებული ქონების მიმართ უნარჩუნდებათ, ხოლო კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მის მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ვეცდები მოკლედ გამოვხატო ჩვენი პოზიცია. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლიგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს სახელმწიფოს ფულადი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს მიუეხედავად ამ მუხლის გამოყენებისა თავის უფლებები ყადაღა დადებული ქონების მიმართ უნარჩუნდებათ, ხოლო კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მის მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 50-ე მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების მოქმედი რედაქცია, განსაკუთრებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის უფლება სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში მეტისმეტად არათანაბარზომიერ მდგომარეობაშია ჩაყენებული, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, რადგან იმპერატიულად ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში ყოველგვარი სოციალური ვალდებულებების გარეშე იმ ქონების გადაცემას, რომელის აუქციოზე რელიზაცია ვერ განხორციელდა, რითაც ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას. სადავო ნორმით დაცული საგადასახადო მოთხოვნის დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს სახელმწიფოს ფულად მოთხოვნებს მიუხედავად მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.“
ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება
ამ მუხლი პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს მიუეხედავად ამ მუხლის გამოყენებისა თავის უფლებების ყადაღა დადებული ქონების მიმართ უნარჩუნდებათ, ხოლო კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მის მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-50 მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების მოქმედი რედაქცია, განსაკუთრებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორებთან მიმართებაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს, ვინაიდან ადამიანის საკუთრების უფლება სადავო ნორმით დაცულ სახელმწიფოს ინტერესებთან მიმართებაში მეტისმეტად არათანაბარზომიერი მდგომარეობაშია ჩაყენებული, მოთხოვნის განხორციელების საშუალების მსგავსი შეზღუდვით ფაქტიურად ხდება საკუთრების უფლების ჩამორთმევა, მიუხედავად მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. გირავნობის უფლებას იყენებს სამართლის ის სუბიექტი ვისაც მოთხოვნის განხორციელების იურიდიული რისკების გათვალისწინება შეუძლია და მხოლოდ ამ შესაძლებლობის დროს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, რასაც მისი ქონებრივი უფლებების შეზღუვა მოჰყვება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-50 მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების მოქმედი რედაქციის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით
თუ დასაქმებულის და ზოგადად ადამიანის ინტერესები, კერძოდ, თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციას, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც დასაქმებული ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამიანთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი, არსებობენ არაკეთილსინდისიერი გადამხდელები, საწარმოთა მეპატრონეები და ხელმძღვანელები, რაც ზრდის საგადასახადო და სხვა ფინანსურ რისკებს და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. მისი ფინანსური და სხვა რესურსები, მათ შორის დრო არ იქნება საკმარისი ამ გარემოებების შესასწავლად მზარდი უმუშევრობის პირობებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია, ვიდრე სახელმწიფოს ფულადი მოთხოვნა, მაშინ როცა ადამიანის შრომით ივსება სახელმწიფო ხაზინა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან, სახელმწიფო ბაჟი კი მოსაკრებლების სისტემის შესახებ კანონით მოსაკრებლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.
16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი:
„არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“
ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას, სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოსა და ფინანსური ინსტიტუტების სასარგებლოდ.
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე უპირობოდ ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რასაც კანონის სადავო ნორმა უპირობოდ არღვევს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-50 მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების მოქმედი რედაქცია არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლონ კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
-
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია და სახელმწიფო ამ უფლების განხორციელებისათვის არ უნდა ითხოვდეს პირველ რიგში საგადასახადო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში კანონის სადავო ნორმის მიერ სახელმწიფო ინტერესესისათვის უპირატესობის მინიჭება არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ის ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაცული უფლებით რეალურად სარგებლობის შესაძლებლობას.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის მე-50 მუხლის მე-10, მე-11, მე-12 და მე-121 პუნქტების მოქმედი რედაქცია არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიათნთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
-
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის 1-ელი წინადადება:
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერსთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას.
-
მეშვიდე სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ამ ნორმის მოქმედებას ავრცელებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, კერძოდ, დასაშვებად მიიჩნევს ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ქონების რეალიზაცია განხორციელდეს შემდეგი კრედიტორის სასარებლოდ იმ ფორმით, რომ შემდეგი კრედიტორის მოთხოვნა პირველ რიგში დაკმაყოფილდეს პირველი რიგის კრედიტორის სასარგებლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქონების რეალიზაციიდან ამოღებული თანხის განთავსების ვალდებულების გარეშე, რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში:
სადავო ნორმები ითვალისწინებენ ნებისმიერ საქმეზე, მათ შორის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე დაყადაღებული ნივთის რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ ანუ ამ შემთხვევაში პირველ რიგში დაკმაყოფილდება შემდეგი კრედიტორი, მიუხედავად ფულადი მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობისა, რაც მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე არ ითვალისწინებს კრედიტორის ინტერესების დაცვას, ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის მთელი ქონება გაიყიდოს, აუქციონზე ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, მე-21 მუხლით, 30-ე მუხლით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებთან და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის კონკრეტული საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი. თვით პრეამბულაში არის გამოხატული ქართველი ხალხის მთავარი მიზანი და საქართველოს კონსტიტუციის უმთავრესი იდეა: სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა.
საკუთრების უფლება ყოველთვის მოიცავს გარკვეულ გარანტიებს და საშუალებებს. ზოგიერთი მათგანი კანონით იმპერატიულად ვრცელდება ყველა მესაკუთრეზე, ხოლო ზოგიერთი მათგანის გამოყენება დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე, მაგრამ თუ მათი გააზრება მოხდება მესაკუთრეთა შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე, მაშინ საკუთრება დაკარგავს დავის სოციალურ დანიშნულებას. დასაქმებულის შესაძლებლობა მიიღოს მყარი ქონებრივი გარანტია ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პრაქტიკულად არ არსებობს და პრინციპში ვისაუბროთ შესაძლებლობათა თანაფარდობაზე აზრს არის მოკლებული.
სადავო ნორმა არ ითვალისწინებს განსხვავებას დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებსა და სხვა კატეგორიის საქმეებს შორის. ამ ნორმის წინააღმდეგობა თანასწორობის იდეასთან იმაში მდგომარეობს, რომ თანასწორობა არ გულისხმობს ფორმალურ თანასწორობას, არამედ ინტერესთა შორის სამართლიან ბალანს, რაც თავისი არსით მრავალწახნაგოვანია. პირველ რიგში დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილება მაღალი სოციალური და ჰუმანური ღირებულების მატარებელია, ასევე ამ საქმეებზე კრედიტორებს საკუთარი მოთხოვნების უზრუნველყოფის, ასევე მათი წინასწარ გათვალიწინების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ შემთხვევაში სხვა კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს და კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მოვალის ქონების მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადების გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს დაყადაღებული ნივთის რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულება განხორციელდება შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ, მიუხედავად მოთხოვნათა სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ვეცდები მოკლედ გამოვხატო ჩვენი პოზიცია. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც (ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სადავო ნორმა არ ითვალისწინებს განსხვავებას დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებსა და სხვა კატეგორიის საქმეებს შორის. ამ ნორმის წინააღმდეგობა თანასწორობის იდეასთან იმაში მდგომარეობს, რომ თანასწორობა არ გულისხმობს ფორმალურ თანასწორობას, არამედ ინტერესთა შორის სამართლიან ბალანს, რაც თავისი არსით მრავალწახნაგოვანია. პირველ რიგში დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ საქმეებზე კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილება მაღალი სოციალური და ჰუმანური ღირებულების მატარებელია, ასევე ამ საქმეებზე კრედიტორებს საკუთარი მოთხოვნების უზრუნველყოფის, ასევე მათი წინასწარ გათვალიწინების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ნებისმიერი სხვა პირისათვის უპირატესობის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლის მოთხოვნებს.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ შემთხვევაში სხვა კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს და კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მოვალის ქონების მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს. დაბადებით თავისუფლების, ასევე თანასწორობის პრინციპი და სიცოცხლის უფლება არ უნდა გავიგოთ ერთმანერთისაგან იზოლირებულად, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მდგომარეობას, სადაც სამართლის ყველა სუბიექტის ინტერესი განხილული იქნება ერთ სიბრტყეში და დავშორდებით სამართლიანობის იდეას, საბოლოო ჯამში ჰუმანიზმის იდეას. მივიღებთ სიტუაციას, სადაც ყველაზე სამართლებრივად სინამდვილეში ის იქნება დაცული ვისაც დაქირავებული ეყოლება საუკეთესო იურისტები, რომლებიც გათვლიან წინასწარ ყველა იურიდიულ რისკს, რაც დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ამის მტკიცებისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ყველა ჩვენგანისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მათი ანაზღაურება ბევრად აღემატება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მინიმუმს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადების გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის უფლება სადავო ნორმით დაცულ მესამე პირის, ასევე სწრაფი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის ინტერესებთან მიმართებაში მეტისმეტად არათანაბარზომიერ მდგომარეობაშია ჩაყენებული, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს დაყადაღებული ნივთის რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულება განხორციელდება შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ, რითაც ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას. სადავო ნორმით დაცული მესამი პირის კრედიტორული მოთხოვნების დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მესამე პირის ფულად მოთხოვნებს მიუხედავად მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტები:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება
ეს მუხლი პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ შემთხვევაში სხვა კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს და კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მოვალის ქონების მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და ამ შემთხვევაში სხვა კრედიტორებთან შედარებით მისი საკუთრების დაცვის ინტერესი წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია.
საკუთრება არ უნდა გავიგოთ მისი სოციალური ფუნქციის გარეშე, ნებისმიერ მატერიალურ თუ არამატერიალურ აქტივს საკუთრებად აქცევს სწორედ საზოგადოება და არა ცალკეული ადმიანები. შესაბამისად საკუთრების უფლებებს შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავება. აქ კონკრეტულად არის დასმული საკითხი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა უფრო მეტი სოციალური და მორალური ღირებულების მატარებელია თუ სხვა კრედიტორების მოთხოვნები.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადების გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, ვინაიდან ერთი ადამიანის მაღალი სოციალური ღირებულების მატარებელი საკუთრების უფლება ამ კანონით დაცულ მესამე პირის, ასევე სწრაფი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის ინტერესებთან მიმართებაში მეტისმეტად არათანაბარზომიერ მდგომარეობაშია ჩაყენებული, მათთან მიმართებაში უკანა პლანზეა გადაწეული, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს დაყადაღებული ნივთის რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულება განხორციელდება შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ, რითაც ადამიანს უზღუდავს გაცილებით მაღალი სოციალური მნიშვნელობის მოთხოვნის განხროციელების საშუალებას და ამით საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე უზრუდავს (კონსტ. 21-ე მ. მე-2 პ.) საკუთრების უფლებას, ზოგჯერ კი ფაქტიურად სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ართმევს ამ უფლებას (კონსტ. 21-ე მ. მე-2 პ.), მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, ასევე არ ითვალიწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. გირავნობის უფლებას იყენებს სამართლის ის სუბიექტი ვისაც მოთხოვნის განხორციელების იურიდიული რისკების გათვალისწინება შეუძლია და მხოლოდ ამ შესაძლებლობის დროს ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, რასაც მისი ქონებრივი უფლებების შეზღუდვა მოჰყვება.
-
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს:
1. შრომა თავისუფალია.
2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.
3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.
4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით
თუ დასაქმებულის და ზოგადად ადამიანის ინტერესები, კერძოდ, თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციას, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. სწორედ ადამიანის შრომით იქმნება ის ქონება, რომელზედაც იძულებითი აღსრულების მიქცევის გზით უნდა დაკმაყოფილდეს ნებისმიერი კრედიტორის მოთხოვნა. (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც დასაქმებული ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამიანთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი, არსებობენ არაკეთილსინდისიერი გადამხდელები, საწარმოთა მეპატრონეები და ხელმძღვანელები, რაც ზრდის საგადასახადო და სხვა ფინანსურ რისკებს და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. მისი ფინანსური და სხვა რესურსები, მათ შორის დრო არ იქნება საკმარისი ამ გარემოებების შესასწავლად მზარდი უმუშევრობის პირობებში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესს ისეთივე ღირებულება აქვს მინიჭიჭებული, როგორც სხვა ნებისმიერი კრედიტორის მოთხოვნას.
16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი:
„არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“
ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას, სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოსა და ფინანსური ინსტიტუტების სასარგებლოდ.
კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე უპირობოდ ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რასაც კანონის სადავო ნორმა უპირობოდ არღვევს
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადება არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლონ კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
-
საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 თავის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის 1-ელი წინადადება არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიათნთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
- საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის 1-ელი წინადადება:
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 და მე-15 მუხლებთან მიმართებაში კონსტიტუციის პეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოსა და ფინანსსური ინსტიტუტების, ასევე მოცემულ შემთხვევებში სხვა კრედიტორთა ინტერსებისათვის ანაზღაურების ინტერესისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ინტერსთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას. ვინაიდან თანასწორობა არ გულისხმობს სამართლის სუბიექტების ინტერსების ერთ სიბრტყეზე განხილვას, „ერთ განზომილებიან“ ან/და თუნდაც „ორ განზომილებიან“ სივრცეში.
-
მერვე სასარჩელო მოთხოვნაა:
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 თავის 77-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-21, მე-22 პუნტების არაკონსტიტუციურად ცნობა.
(ვინაიდან სადავო ნორმები მსგავსი შინაარსისაა და კონსტიტუციასთან მათი შესაბამისობიუს საკითხი ერთი და იგივე პოზიციით მაქვს დაყენებული მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს ერთ მოთხოვნაში ვაერთიანებ).
ამ არაკონსტიტუციური ნორმების მიხედვით თუ დაყადაღებული ქონების რეალიზაცია ვერ განხორციელდა ის მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში. სახელმწიფო არ არის ვალდებული აანაზღაუროს საბაზრო ფასის ის ნაწილი, რომელიც აღემატება მის მოთხოვნას ან დეპოზიტზე განათავსოს ის. სახელმწიფო ამ შემთხვევაში საერთოდ იღებს პასუხისმგებლობას იმ კრედიტორების წინაშე, რომელთა მოთხოვნები დიდი სოციალური მნიშვნელობისაა და მათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების სოციალური და სამართლებრივი ღირებულება ბევრად აღემატება საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს. აღნიშნული ნორმები სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 თავის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტთან ერთად, ასევე ცალკე ქმნის საშისროებას, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს მიუხედავად იმისა თუ როდის წარმოიშვნენ ამ კრედიტორის მოთხოვნები და დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 თავის 77-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-21, მე-22 პუნტების წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, მე-21 მუხლით, 30-ე მუხლით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებთან და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის კონკრეტული საფუძველი მდგომარეობს შემდეგში:
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.
მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი.
საკუთრების უფლება ყოველთვის მოიცავს გარკვეულ გარანტიებს და საშუალებებს. ზოგიერთი მათგანი კანონით იმპერატიულად ვრცელდება ყველა მესაკუთრეზე, ხოლო ზოგიერთი მათგანის გამოყენება დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე, მაგრამ თუ მათი გააზრება მოხდება მესაკუთრეთა შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე, მაშინ საკუთრება დაკარგავს დავის სოციალურ დანიშნულებას. დასაქმებულის შესაძლებლობა მიიღოს მყარი ქონებრივი გარანტია ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პრაქტიკულად არ არსებობს და პრინციპში ვისაუბროთ შესაძლებლობათა თანაფარდობაზე აზრს არის მოკლებული.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ბაჟების და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების, სახელმწიფო გადასახადების გადახდის მიზანი არ არის სახელმწიფოს მიერ მოგების მიღება(მსგავსი კონსტიტუციური წესრიგი წარსულს ჩაბარდა). მათი მთავარი მიზანი სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა და განვითრებაა. ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყაროდ აღიარებულია ხალხი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს სოციალური საწყისები, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის მინიმალურ და სასიცოცხლო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და მომსახურების ხარჯებზე მეტი პრიორიტეტი, რათა დაცული იყოს ის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა დაბადებიდან თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში განხორციელების უზრუნველსაყოფად.
სადავო ნორმები იმპერატიულად ადგენს სახელმწიფოს ფულადი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 თავის 77-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-21, მე-22 პუნტების მოქმედი რედაქცია, განსაკუთრებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს - საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმები იმპერატიულად ადგენენ სახელმწიფოს ფულადი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს მიუეხედავად ამ მუხლის გამოყენებისა თავის უფლებების ყადაღა დადებული ქონების მიმართ უნარჩუნდებათ, ხოლო კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მის მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს.
-
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი:
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.
სიცოცხლის უფლება თავისი მშივნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისა. ვეცდები მოკლედ გამოვხატო ჩვენი პოზიცია. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლიგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს.
სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს სახელმწიფოს ფულადი მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა კრედიტორთა მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა.
დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ფინანსურ ინტიტუტებს მიუეხედავად ამ მუხლის გამოყენებისა თავის უფლებების ყადაღა დადებული ქონების მიმართ უნარჩუნდებათ, ხოლო კრედიტორი ჯანმრთელობის დაზიანების საქმეებზე მის მიმართ ყოველგვარ ბერკეტს კარგავს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 თავის 77-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-21, მე-22 პუნტების მოქმედი რედაქცია, განსაკუთრებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის უფლება სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში მეტისმეტად არათანაბარზომიერ მდგომარეობაშია ჩაყენებული, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, რადგან იმპერატიულად ადგენს სახელმწიფო საკუთრებაში ყოველგვარი სოციალური ვალდებულებების გარეშე იმ ქონების გადაცემას, რომელის აუქციოზე რელიზაცია ვერ განხორციელდა, რითაც ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას. სადავო ნორმით დაცული საგადასახადო მოთხოვნის დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს სახელმწიფოს ფულად მოთხოვნებს მიუხედავად მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
-
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილ პუნქტი:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება
ამ მუხლი პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს:
„ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“
მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.
ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, მისი ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ენერგიის, მათ შორის ჯანმრთელობის ხარჯზე ივსებოდა სახელმწიფო ხაზინა და იქმნებოდა წარმოების ძირითადი საშუალებები, ან დაკარგა ასეთი მარჩენალი, სახელმწიფოსთან, აგრეთვე ფინანსურ ინსტიტუტებთან, როგორც კრედიტორებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს, ფინანსურ ინსტიტუტებს მიუეხედავად ამ მუხლის გამოყენები