საქართველოს მოქალაქე მამია მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N822 |
ავტორ(ებ)ი | მამია მიქაუტაძე |
თარიღი | 18 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1.აღნიშნული სარჩელი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო: ა) ვარ კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სარჩელის შემტანი უფლებამოსილი პირი ვინაიდან ჩემი მარწმუნებელი მამია მიქაუტაძე არის ფიზიკური პირი, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანება დამსაქმებლის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო. მიღებული საწარმოო ტრავმის გამო გადაადგილდება ინვალიდის სავარძლით და საჭიროებს ძვირადღირებულ ქირურგიულ ოპერაციებსა და სამედიცინო პროცედურებს, რაც დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილებით. მიღებული ტრამვის გამო დარჩენილია უმუშევრად დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროსა და იმედის გარეშე დასაქმების პერსპექტივის გარეშე, თუ არ ჩაუტარდება აუცილებელი ქირურგიული ოპერაციები და სხვა სამედიცინო პროცედურები, ამის გამო ვერ ხერხდება მისი კვლავ ინტეგრირება სოციალურ და კულტურულ გარემოში, მიდმივად იმყოფება სახლში. სადავო ნორმატიული აქტების გამო არსებობს შესაძლებლობა, რომ მისი მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების გზით ვერ დაკმაყოფილდება, ზიანის მიმყენებლი კი ნებაყოფლობით ვალდებულებას არ სრულებს, რაც აუცილებელია სამედიცინო პროცედურების დასაფინანსებლად. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 07 მაისს დაკმაყოფილდა მამია მიქაუტაძის სარჩელი (N2ბ/1040-13 სამოქალაქო საქმე). სასამართლო გადაწყვეტილება მიექცა აღსასრულებლად, მაგრამ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში არსებული არაკონსტიტუციური ნორმების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეფერხებულია, ფაქტიურად შეჩერებულია: მოვალის - მამია მიქაუტაძის სასარგებლოდ დაყადაღებული ქონება განთავისუფლდა ყადაღისაგან მოგირავნის მოთხოვნით და ერთ ქონებაზე შეჩერებულია სააღსრულებო წარმოება საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. ქონების დაყადეღებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით და აღმასრულებლის მიერ მათი მოძიების შემთხვევაშიც მათ მიმართ ფაქტიურად ავტომატურად შეჩერდება სააღსრულებო წარმოება, რაც დასტურდება თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილებით: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის წერილი A15076932-015/006 - ასლი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 მარტის წერილი A15076932-015/007 -ასლი (იხ. დანართი); მამია მიქაუტაძეს კანონით დადგენილი წესით გაცემული აქვს მინდობილობა. ბ). სარჩელი შედგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-15 და მე–16 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად; გ). სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სამართალწარმოებისათვის, ვინაიდან გასაჩივრებული სამართლის ნორმები არის ნორმატიული ( საკანონმდებლო ) აქტის პუნქტები, რომელებსაც პირდაპირ უკავშირდებიან კონსტიტუციის პრეამბულით განსაზღვრულ მიზნები, კონსტიტუციის მეორე თავის მუხლებით: კონსტიტუციის მე-14 მუხლით, კონსტიტუციის მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტით, კონსტიტუციის მე-21 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლით, კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით, კონსტიტუციის 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტით დაცულ ადამიანის უფლებებს და ამ ნორმების მოქმედი რედაქციები მათ ეწინააღმდეგებიან; ასეთი საკითხების განსჯადობა გათვალისწინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე–19 და 39–ე მუხლებით; დ). ანალოგიურ დავაზე არასოდეს ყოფილა დავა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში და საკონსტიტუციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია იგი; ე). სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ). მოსარჩელის მიერ დარღვეული არ არის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მამია მიქაუტაძის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დღემდე მიმდინარეობს და მისი მიმდინარეობა ფერხდება(შეფერხდება) კანონის ნორმების არაკონსტიტუციორობის გამო, რაც დასტურდება სასამართლო გადაყვეტილებით სააღსრულებო ფურცლით და აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილებით: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის წერილი A15076932-015/006 - ასლი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 მარტის წერილი A15076932-015/007 -ასლი(იხ. დანართი). სადავო ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციური ნორმების გამო შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მისი მკურნალობის ხარჯების დაფინანსების მიზნით. მას აქვს მიღებული აქვს ჯანმრთელბის მძიმე დაზიანება და მისი სიცოცხლე მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება, ვერ ახერხებს ისე სრულფასოვნად ან მიახლოებული მდგომარეობით ცხოვრებას, როგორც წარსულში: თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 24 თებერვლის N04-00-ი/7188 ცნობა, შპს ნიუ ჰოსპიტალის (ს/კ 205210467) ცნობა N30342/1 ჯანმრთელობის მდოგომარეობის შესახებ(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV – 100/ა) - ასლი (იხ. დანართი) ზ). სადავო აქტი არ არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და იგი წარმოადგენს ნორმატიულ საკანონმდებლო აქტს; თ). ყველა სადავო ნორმატიული აქტი ერთმანერთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ერთის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მეორე მათგანის მოქმედებაში კვლავ რჩება ადამიანის უფლებების დარღვევის რისკი, კერძოდ, ყველა მათგანი როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე ეხება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე არაუზრუნველყოფილ კრედიტორთა ინტერსებს და ამ კატეგორიის საქმეებზე მათი მოქმედება პირდაპირ და უშუალოდ არღვევს საქართველოს კონსტიტუციით მისთვის გარანტირებულ ადამიანის უფლებებს ი. კრედიტორული დავალიანებების მოცულობიდან გამომდინარე არსებობს შესაძლებლობა, რომ მოვალის მიმართ დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შესაბამისად მამია მიქაუტაძის მიმართ ავტომატურად გავრცელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოგირავნეს უპირატესობას ანიჭებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორთან შედარებით, რომ მასთან შედარებით აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლება და მათ არ განიხილავს ერთი რიგის კრედიტორებად, ხოლო საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნასთან მიმართებაში პირველი რიგის მოთხოვნად განიხილავს; რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში: სადავო ნორმის მიხედვით დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის ყველა ქონება შესაძლებელია დაგირავებული აღმოჩნდეს ან ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს. საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებთან სადავო ნორმის წინააღმდეგობა მდგომარეობს შემდეგში:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მოგირავნის მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა მოგირავნის მოთხოვნებისათვის ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭებით მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი და მყარი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (მაგალითად საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ამ შეზღუდვით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააღსრულებო ხარჯების, ასევე გიარაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების ანაზღაურების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ან/და მოგირავნეთა (მესამე პირთა) ინტერესები მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას.სადავო ნორმით დაცული მოგირავნის ინტერესების დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მოგირავნეთა მოთხოვნებს მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება. ამ მუხლთან პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს: „ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“ მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე მოგირავნეთა მოთხოვნების პირველ რიგში ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ამგვარი ზიანის ანაზღაურების ინტერესი, ვინაიდან სწორედ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების საფუძველზე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ცვეთის და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ივსება სახელმწიფო ხაზინა. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ გირავნობით უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ზრდის რისკს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ამით ზღუდავს საკუთრების უფლებას სოციალური საჭიროების გარეშე, მიუხედავად მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
1. შრომა თავისუფალია. 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადმინის ინტერსები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც ისიც ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამინთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია ვიდრე უზრუნველყოფილი სესხი ან სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან. 16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი: „არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“ ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოს სასარგებლოდ. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავს უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“. ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია. სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილის გავრცელება არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას. ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტების რეალური ინტერესი გარემოს დაცვაზე იქნება მინიმალური, ვინაიდან ისინი სამართლის სხვა სუბიექტებთან შედარებით ბევრად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი.
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“ საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პრეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს და კერძო სამართლის სუბიექტების გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნებისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის ინტერესთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას.
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც სახელმწიფოს და მოგირავნეებს უპირატესობას ანიჭებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორთან შედარებით, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან პირველ რიგში დაიფარება სააღსრულებო ხარჯები და მოგირავნის მოთხოვნა, გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს მოგირავნეს და დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორს არ განიხილავს ერთი რიგის კრედიტორებად, ხოლო საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილ მოთხოვნას დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნასთან მიმართებაში პირველი რიგის მოთხოვნად განიხილავს; რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში: სადავო ნორმის მიხედვით დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაკმაყოფილდება სააღსრულებო ხარჯები, მოგირავნეთა მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის ყველა ქონება შესაძლებელია დაგირავებული აღმოჩნდეს ან ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს. საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებთან სადავო ნორმის წინააღმდეგობა მდგომარეობს შემდეგში:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ბაჟები და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მიზანი არ არის სახელმწიფოს მიერ მოგების მიღება(მსგავსი კონსტიტუციური წესრიგი წარსულს ჩაბარდა). მათი მთავარი მიზანი სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა და განვითრებაა. ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყაროდ აღიარებულია ხალხი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს სოციალური საწყისები, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის მინიმალურ და სასიცოცხლო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და მომსახურების ხარჯებზე მეტი პრიორიტეტი, რათა დაცული იყოს ის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა დაბადებიდან თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დასაცავად. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მოგირავნის მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა სახელმწიფო მოსაკრებლებისათვის, ასევე სახელმწიფოს და მოგირავნის მოთხოვნებისათვის ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭებით მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი და მყარი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (მაგალითად საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ამ შეზღუდვით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააღსრულებო ხარჯების, ასევე გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების ანაზღაურების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ან/და მოგირავნეთა (მესამე პირთა) ინტერესები მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას.სადავო ნორმით დაცული მოგირავნის ინტერესების დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მოგირავნეთა მოთხოვნებს მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვს მინიჭებული აღსრულებასთან დაკავშირებულ მოსაკრებლებსა და ხარჯებს. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება. ამ მუხლთან პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლი: „ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“ მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე სახელმწიფო მიერ გაწეული ხარჯების და საგადასახადო მოთხოვნების პირველ რიგში ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ამგვარი ზიანის ანაზღაურების ინტერესი, ვინაიდან სწორედ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების საფუძველზე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ცვეთის და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ივსება სახელმწიფო ხაზინა. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ გირავნობის საგნიდან პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს სააღსრულებო ხარჯები, მოსაკრებლები და გირაოთი უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნა, რაც ზრდის რისკს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ამით ზღუდავს საკუთრების უფლებას სოციალური საჭიროების გარეშე, მიუხედავად მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
1. შრომა თავისუფალია. 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადამინის ინტერსები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც ისიც ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამიანთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია, ვიდრე აღსრულების ხარჯები, მაშინ როცა მისი შრომით ივსება სახელმწიფო ხაზინა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან. 16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი: „არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“ ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოს სასარგებლოდ. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავს უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია. სამოქალაქო კოდექსის 280-ე მუხლის გავრცელება არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას. ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტების რეალური ინტერესი გარემოს დაცვაზე იქნება მინიმალური, ვინაიდან ისინი სამართლის სხვა სუბიექტებთან შედარებით ბევრად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი.
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“ საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პრეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს და კერძო სამართლის სუბიექტების გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნებისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის ინტერესთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას.
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უზრუნველყოფილ იპოთეკარს უპირატესობას ანიჭებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორთან შედარებით, რომ იპოთეკარს მასთან შედარებით აქვს იპოთეკის საგნიდან თავისი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლება და მათ არ განიხილავს ერთი რიგის კრედიტორებად, ხოლო საგადასახადო იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნასთან მიმართებაში პირველი რიგის მოთხოვნად განიხილავს; რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში: სადავო ნორმის მიხედვით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაკმაყოფილდება მოგირავნეთა მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის ყველა ქონება შესაძლებელია დაგირავებული აღმოჩნდეს ან ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს. საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებთან სადავო ნორმის წინააღმდეგობა მდგომარეობს შემდეგში:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ იპოთეკარის მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა იპოთეკარის მოთხოვნებისათვის ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭებით მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი და მყარი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (მაგალითად საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ამ შეზღუდვით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააღსრულებო ხარჯების, ასევე გიარაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების ანაზღაურების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ან/და მოგირავნეთა (მესამე პირთა) ინტერესები მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას.სადავო ნორმით დაცული იპოთეკარის ინტერესების დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მოგირავნეთა მოთხოვნებს მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება. ამ მუხლთან პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს: „ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“ მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე მოგირავნეთა მოთხოვნების პირველ რიგში ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ამგვარი ზიანის ანაზღაურების ინტერესი, ვინაიდან სწორედ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების საფუძველზე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ცვეთის და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ივსება სახელმწიფო ხაზინა. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ელი ნაწილის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ზრდის რისკს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ამით ზღუდავს საკუთრების უფლებას სოციალური საჭიროების გარეშე, მიუხედავად მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
1. შრომა თავისუფალია. 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადმინის ინტერსები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც ისიც ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამინთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია ვიდრე უზრუნველყოფილი სესხი ან სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან. 16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი: „არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“ ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოს სასარგებლოდ. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავს უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“. ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას. ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტების რეალური ინტერესი გარემოს დაცვაზე იქნება მინიმალური, ვინაიდან ისინი სამართლის სხვა სუბიექტებთან შედარებით ბევრად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი.
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“ საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პრეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს და კერძო სამართლის სუბიექტების გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნებისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის ინტერესთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას.
საქართველო კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის 1-ელი პუნქტთან, მე-21 მუხლთან, 30-ე მუხლთან, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან, 38-ე მუხლის 1-ელი პუნქტთან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფოს და იპოთკარს უპირატესობას ანიჭებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე იპოთეკართან შედარებით, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან პირველ რიგში დაიფარება სააღსრულებო ხარჯები და იპოთეკარის მოთხოვნა, გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს იპოთეკარს და დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორს არ განიხილავს ერთი რიგის კრედიტორებად, ხოლო საგადასახადო იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნას დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნასთან მიმართებაში პირველი რიგის მოთხოვნად განიხილავს; რომლის წინააღმდეგობრივი შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციასთან, გამოხატულია შემდეგში: სადავო ნორმის მიხედვით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად პირველ რიგში დაკმაყოფილდება სააღსრულებო ხარჯები, მოგირავნეთა მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაკმაყოფილდება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში ქმნის რეალურ საშიშროებას, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, რადგან მოვალის ყველა ქონება შესაძლებელია დაგირავებული აღმოჩნდეს ან ამოღებული თანხა, რაც დარჩება სხვა კრედიტორებზე გადანაწილების შემდეგ, არ აღმოჩნდეს საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და შესაძლებელია თანხა სხვა კრედიტორებზე სრულად გადანაწილდეს. საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებთან სადავო ნორმის წინააღმდეგობა მდგომარეობს შემდეგში:
“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. მოცემული მუხლი მოიცავს არამარტო კანონის წინაშე ადამიანთა ფორმალურ თანასწორობას, არამედ კანონის მიერ ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფას, ვგულისხმობ სოციალური ბალანსის უზრუნველყოფას. კანონის წინაშე თანასწორობა არ უნდა გავიგოთ ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლების გარეშე. წინადადება „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია“ გამოხატავს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს მთავარ აზრს, რომ ის ფორმალურ თანასწორობაზე უფრო მეტს გულისხმობს. ადამიანის დაბადებით თავისუფლების უზრუნველყოფა არსებობისათვის აუცილებელი სოციალური და ეკონომიკური პირობების კანონის მიერ დაცვის გარეშე შეუძლებელია. თავად კონსტიტუციით დამყარებული სახელმწიფო ხელისუფლების მთავარი მოვალეობა ადამიანსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სახელმწიფო ორგანოებისათვის გადასახდელი ბაჟები და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მიზანი არ არის სახელმწიფოს მიერ მოგების მიღება(მსგავსი კონსტიტუციური წესრიგი წარსულს ჩაბარდა). მათი მთავარი მიზანი სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაწევი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფა და განვითრებაა. ვინაიდან სახელმწიფო ხელისუფლების წყაროდ აღიარებულია ხალხი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს აქვს სოციალური საწყისები, შესაბამისად გარკვეულ შემთხვევებში ადამიანის მინიმალურ და სასიცოცხლო ინტერესებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო გადასახადებზე, მოსაკრებლებსა და მომსახურების ხარჯებზე მეტი პრიორიტეტი, რათა დაცული იყოს ის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა დაბადებიდან თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დასაცავად. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ იპოთეკარის მოთხოვნების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფალების და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რადგან სადავო ნორმა სახელმწიფო მოსაკრებლებისათვის, ასევე სახელმწიფოს და იპოთეკარის მოთხოვნებისათვის ნებისმიერ შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭებით მიუხედავად სხვა აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა, ადამიანს ირიბად ავალდებულებს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი და მყარი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (მაგალითად საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე, ასევე ნებისმიერ ადამიანზე არღვევს კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობას. კანონის ეს ნორმა კი ადამიანს ყველა შემთხვევაში ავალებს ასეთი რისკის გათვალიწინებას. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე სახელმწიფოსთან და ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ამ შეზღუდვით კი ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
„სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. სიცოცხლის უფლება თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან ფართო და მრავალმხრივი შინაარსისაა. ის მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას პირდაპირი ზემოქმედებით არ ხელჰყონ ადამიანის სიცოცხლე, არამედ ის მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესების უფლებასაც(ჯანმრთელობა ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საწინდარია, სიცოცხლის უფლება ასევე ბედნიერად ცხოვრების უფლებასაც მოიცავს), კერძოდ, მისცენ შესაძლებლობა გამოიყენოს კანონის და სასამართლო გადაწყვეტილების ძალით დასახიჩრებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მისთვის მინიჭებული კომპენსაციის მიღების უფლება. დღეს არსებული სამედიცინო ტექნოლოგიები ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანებების შემთხვევაშიც კი იძლევა ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების, მისი ნაწილობრივი და თითქმის სრული რეაბილიტირების შესაძლებლობას; თუმცა მათი გამოყენება ფინანსურ რესურსებს მოითხოვს და ამ შემთხვევისათვის თითოეულ გროშს დიდი მნიშვნელობა აქვს. სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააღსრულებო ხარჯების, ასევე გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნების ანაზღაურების პრიორიტეტს ნებისმიერ შემთხვევაში მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნის სოციალური მნიშვნელობასთან მისი თანაფარდობისა. დამერწმუნებით, რომ დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თითოეული გროში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს დაზარალებულის ინტერესებისათვის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად მთლიანად დაკარგა შრომის უნარი და დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია, კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილ პირებთან შედარებით წარმოუდგენლად უთანასწორო მდგომარეობაშია, მას გაუმართლებლად უზღუდავს დაბადებით თავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელ სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმით დაცული სახელმწიფო ან/და მოგირავნეთა (მესამე პირთა) ინტერესები მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან, მათთან მიმართებაში ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დაცვის ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული, ადამიანს უზღუდავს და ზოგჯერ სრულად ართმევს შესაძლებლობას სიცოცხლის შესანარჩუნებლად გაიუმჯობესოს მესამე პირთა ბრალით დაზიანებული ჯანმრთელობა, კვლავ შეძლოს ჩვეული ბედნიერი ცხოვრების რიტმით სიცოცხლის გაგრძელება, ზღუდავს ამ უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას, რაც მთავარი უფლების შემადგენელია და შესაბამისად ზღუდავს მთავარ უფლებას.სადავო ნორმით დაცული იპოთეკარის ინტერესების დაცვის ხარისხი მეტისმეტად არათანაბარზომიერია ადამიანის სიცოცხლის უფლებასთან და მასთან მიმართებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უსამართლოდ არის ჩაყენებული, ეს ნორმა იმპერატიულად იცავს მოგირავნეთა მოთხოვნებს მიუხედავად უზრუნველყოფილი მოთხოვნების ოდენობის და მათი სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალება როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. ასევე განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვს მინიჭებული აღსრულებასთან დაკავშირებულ მოსაკრებლებსა და ხარჯებს. ამ კატეგორიის საქმეებზე ადამიანი წინასწარ ვერ გაითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს და მას არ აქვს შესაძლებლობა სხვა პირისაგან ნებაყოფლობით მოითხოვოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, რასაც ეს პირი მიაყენებს მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასეთი რისკის გათვალისწინების ვალდებულების დაკისრება დასაქმებულზე.
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამ მუხლის მეორე პუნქტი განხილული უნდა იქნას საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, მე-14, მე-15, 30-ე, 37-ე და 38-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში. საკუთრების უფლება პირდაპირ დაკავშირებულია ამ მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან, რადგან ის ქმნის იმ მატერიალურ საფუძველს, რაც ამ უფლებათა განხორციელებისათვის არის საჭირო. ის გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროების და საკუთრების უფლების მხოლოდ ისეთ თანაფარდობას, როცა საზოგადოებრივი საჭიროება მეტისმეტად, არსებითად აღემატება კონკრეტული საკუთრების უფლების დაცვის ინტერესს იმგვარად, რომ სხვა საშუალებით ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეუსაბამოა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასთან. ამდენად კანონი გარკვეული სიტუაციების გათვალისწინების შესაძლებლობას უნდა ითვალისწინებდეს. რთულია მოიძებნოს ისეთი საზოგადოებრივი საჭიროება, რაც ადამიანის სიცოცხლის უფლებას, დაბადებით თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორების პრინციპს, შრომის თავისუფლებას და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას აღემატება. ამ მუხლთან პირდაპირ დაკავშირებულია სამოქალქო კოდექსის 147-ე მუხლს: „ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.“ მოცემულ შემთხვევაში ადამიანის მოთხოვნის უფლება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე სახელმწიფო მიერ გაწეული ხარჯების და საგადასახადო მოთხოვნების პირველ რიგში ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე ამგვარი ზიანის ანაზღაურების ინტერესი, ვინაიდან სწორედ ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების საფუძველზე და ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ცვეთის და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ივსება სახელმწიფო ხაზინა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის გავრცელება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რადგან სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ გირავნობის საგნიდან პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს სააღსრულებო ხარჯები, მოსაკრებლები და გირაოთი უზრუნველყოფილი საგადასახადო მოთხოვნა, რაც ზრდის რისკს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ამით ზღუდავს საკუთრების უფლებას სოციალური საჭიროების გარეშე, მიუხედავად მოთხოვნების სოციალური მნიშვნელობის თანაფარდობისა, ასევე მოთხოვნათა ადგილისა კონსტიტუციით დეკლარირებულ ღირებულებით სისტემაში, აგრეთვერ არ ითვალისწინებს საკუთრების უფლების სოციალურ ბუნებასა და ფუნქციას, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანის კეთითლდღეობის უზრუნველყოფაა, რითაც ადამიანს ირიბად ავალდებულებს იქონიოს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება (გარკვეულ შემთხვევაში ისეთი მყარი საშუალებაა როგორიცაა საბანკო გარანტია) მესამე პირის ქონებაზე მის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში და მისგან მოითხოვოს ასეთი უზრუნველყოფის წარმოდგენა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის მიერ სახელმწიფოს ფინანსური ინტერსებისათვის უპირატესობის მინიჭებით დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინტერსთა შორის თანაფარდობის ბალანსი.
1. შრომა თავისუფალია. 2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. 3. შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ. 4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით თუ დასაქმებულის ინტერესები და ზოგადად ადამინის ინტერსები, კერძოდ, პირველ რიგში თუ არ იქნება დაცული მისი უფლება მიიღოს სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ეს შელახავს შრომის თავისუფლების პრინციპს. შრომის თავისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას აირჩიოს მისთვის სასრურველი სამუშაო ცოდნის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებასაც დაიცვას დასაქმებულის ინტერსები მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ დასაქმებულს არ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს სამუშაო, რაც მის უსაფრთხო შრომის პირობებს უზრუნველყოფს. თუ სახელმწიფოს და უზრუნველყოფილი კრედიტორის ინტერსებს პირველ ადგილას დავაყენებთ, მაშინ მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში მივიღებთ სიტუაციასს, სადაც კონსტიტუციით დაცული შრომითი უფლებები უკან გადაიწევს იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანის შრომა არის სწორად ის, რაც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და ქმნის სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანთა არსებობის პირობების გაუმჯობესების საფუძველს. (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა დასაქმებული მინიმუმ არის საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი პირი, რომ არაფერი ვთქვათ იმ გადასახადებზე, რომელსაც ისიც ირიბად იხდის სახელმწიფო ხაზინაში). ერთი ადამიანის შრომა თავად შრომის სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საზოგადოების და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს ინტერსებს. სოციალურ სახელმწიფოში წარმოუდგენელია ადამიანთა შრომის გარეშე სახელმწიფო ხაზინის შევსება. ფაქტია, რომ წარმოების ძირითადი საშუალებები სწორედ კრედიტებით და ლიზინგის მეშვეობით არის შეძენილი და ალოგიკურია, ამავდროულად მორალს მიღმა, ადამიანს სამუშაო ადგილის არჩევის დროს ამ გარემოების გათვალისწინება მოვსთხოვოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ წარმოების ეს საშუალებებიც ადამიანის კოლოსალური ფიზიკური და გონებრივი შრომის, ნებისყოფისა და სულიერი ძალების პროდუქტია. ამდენად მორალსა და სოციალური სამართლიანობის მიღმაა და არღვევს კონსტიტუციის მოცემული ნორმის მოთხოვნებს კანონის სადავო ნორმის მოთხოვნა, რომლის თანახმად სამუშაოს შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების ინტერესი გაცილებით ნაკლებ ღირებულია, ვიდრე აღსრულების ხარჯები, მაშინ როცა მისი შრომით ივსება სახელმწიფო ხაზინა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონით მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით, დასახიჩრებით ან მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე თავისუფლდებიან სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟისაგან. 16/12/1966 წლის საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი: „არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება.“ ადამიანის უფლების შეზღუდვა მიიღოს სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, სწორედაც ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა. მონობა, როგორც სოციალური ინსტიტუტი მხოლოდ სამუშაოს ადგილის არჩევის თავისუფლების არ არსებობა და შრომის ანაზღაურების მიღების უფლების უქოლობა არ იყო, ეს იყო ასევე ისეთი უფლების არქონა, როგორიცაა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ამდენად სადავო ნორმა წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანისაგან ერთდროულად მოვითხოვთ სახელმწიფო ხაზინის შევსებას და იმავდროულადა მისი ჯანმრთელობისათვის მიყებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პრიორიტეტულობაზე უარის თქმას სწორედაც რომ ადამიანის მონურ მდგომარეობაში ჩაყენებაა სახელმწიფოს სასარგებლოდ. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფომ ისეთი უფლება როგორიცაა შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება უნდა დაიცვას ორგანული კანონით. აქ გამოხატულია კონსტიტუციური ნება, რომ შრომითი უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული. ორგანულ კანონში რაიმე განსაკუთრებული ნორმა არც არის გათალისწინებული, რაც მოაწესრიგებდა სამუშაოს შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელებას და ის რეგულირდება ზოგადად სამოქალაქო კოდექსითა და სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით. შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება არ მოიცავს მხოლოდ აუცილებელი სტანდარტების შემოღებას, არამედ ის რეპრესიულ და საკომპენსაციო ღონისძიებებზე ხელმისაწვდომობის უფლებასაც მოიცავს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უსამართლოდ უზღუდავს უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-30 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. უფლების შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას.
„ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“.
ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო მოიცავს ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა სტანდარტების აუცილებელ მინიმუმს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ბუნებრივ და უსაფრთხო ზრდა-განვითარებასა და არსებობას. შესაბამისად ეს უფლება მოიცავს როგორ აღმჭურველ უფლებას, ასევე რეპრესიულ და საკომპენსაციო ფუნქციებს იმ შემთხვევისათვის თუ უფლება დაირღვევა. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არის ჯანმრთელობის იმ ხარისხის დაზიანება რომელიც არსებითად ზღუდავს ადამიანის უნარს ისარგებლოს ბუნებრივი და სოცილურ-კულტურული გარემოთი. აქ არ ვგულისხმობ ადამიანისათვის მხოლოდ აბსტრაქტული ფინანსური შესაძლებლობის მიცემას ისარგებლოს ამ გარემოთი, რისი განხორციელება მხოლოდ ადამიანის ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ სამართლის რომელიმე სუბიექტის მიერ შეიზღუდა ეს უფლება, მაშინ ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა ან კონპენსაცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლი არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე უზღუდავთ და ფაქტობრივად ართმევთ კონსტიტუციის მე-37 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებული უფლებებს: ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, ასევე უსამართლოდ უზღუდავთ და ფაქტიურად ართმევთ უფლებას ისარგებლოს კომპენსაციის მიღების უფლებით კონსტიტუციის მე-37 მუხლით განმტკიცებული მისი როგორც ადამიანის უფლების დარღვევის შემთხვევაში. შეზღუდვის მექანიზმზე არგუმენტაცია მსგავსია როგორც კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას. ვთქვათ თუ რომელიმე საწარმო მძიმედ დააბინძურებს გარემოს და ამას მოჰყვება ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ სიცოცხლის მოსპობაც, სადავო ნორმის მოცემული შინაარსით არსებობის პირობებში ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ხოლო სახელმწიფო და ფინანსური ინსტიტუტების რეალური ინტერესი გარემოს დაცვაზე იქნება მინიმალური, ვინაიდან ისინი სამართლის სხვა სუბიექტებთან შედარებით ბევრად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი.
„საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.“ საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლთან ნორმის სადავო შინაარსის მიმართება იგივეა რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში კონსტიტუციის პრეამბულის გათვალისწინებით. სახელმწიფოს და კერძო სამართლის სუბიექტების გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნებისათვის უპირატესობის მინიჭება დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე კრედიტორის ინტერესთან შედარებით არღვევს კონსტიტუციის ამ ნორმით გარანტირებულ სოციალური თანასწორობისა და სამართლიანობის იდეას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი/არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: კი/არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი/არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი/არა