საქართველოს მოქალაქეები - ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი, მაყვალა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N868 |
ავტორ(ებ)ი | ნიკოლოზ ცალუღელაშვილი, კახი ცალუღელაშვილი, მაყვალა ბარბაქაძე |
თარიღი | 25 იანვარი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება იმ უძრავ ქონებებზე - იპოთეკის საგნებზე, რომლითაც მანამდე (ზემოთხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელებამდე) უზრუნველყოფილი იყო მოსარჩელეების მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხები. ამის გამო, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეებს ეზღუდებათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით მათთვის მინიჭებული უფლება - მიიღონ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება უძრავი ნივთის (იპოთეკის საგნის) რეალიზაციით, რაც პირდაპირ და უშუალო (ზოგ შემთხვევებში კი საკმაოდ დიდი მასშტაბების) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა უფლებებს და ინტერსებს. ამასთან, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არმიღების სხვა საფუძვლები. კერძოდ: ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; გ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) მასში მითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის (ამ დრომდე) გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) არ არსებობს ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ის ნორმატიული აქტი, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის და რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმებით, ზოგიერთი კრედიტორების მიმართ, როგორებიცაა ფიზიკური პირები, ან თუნდაც ის იურიდიული პირები, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სადაზღვევო ორგანიზაციას, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტს, ხდება ამ უკანასკნელთაგან განსხვავებული და, ვფიქრობ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი :- აშკარად დისკრიმინაციული მოპყრობა. კერძოდ, როგორც უკვე აღვნიშნე, მათ ეზღუდებათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მათთვის მინიჭებული უფლება - მიიღონ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება უძრავი ნივთის (იპოთეკის საგნის) რეალიზაციით, რაც მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან და 30-ე მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში. უფლებრივი თანასწორობა და საკუთრების უფლების (კერძოდ კი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების და ამ მოთხოვნის იპოთეკის საგნის რეალიზაციით დაკმაყოფილების უფლების) ხელშეუხებლობა თანაბრად ხელმისაწვდომი უფლებები უნდა იყოს როგორც საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებისთვის (წინამდებარე სარჩელში შემდგომში მოხსენიებული, როგორც ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორები"-სთვის), ისე დანარჩენი, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის (წინამდებარე სარჩელში შემდგომში მოხსენიებული, როგორც ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორები"-სთვის"). სადავო ნორმებით კი, როგორც მოგახსენეთ, ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორებისთვის", რომელთაც უმეტეს შემთხვევაში ფიზიკური პირები წარმოადგენენ, ხდება აღნიშნული უფლებების მნიშვნელოვანი და არსებითი შეზღუდვა, რომელიც, მოსარჩელეების შემთხვევაში, თითქმის ამ უფლების საერთოდ ჩამორთმევას გაუტოლდა. კერძოდ, პირველი სადაო ნორმიდან გამომდინარე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის თანახმად: - "თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი /მოგირავნე, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება". ანუ, ამ ნორმის მიხედვით, თუ აღსრულებას ახორციელებს ჩვენს მიერ ზემოთ განსაზღვრული ე.წ. "არაპრივილეგირებული" კრედიტორი, როგორიცაა მაგალითად ფიზიკური პირი და მოხდება აუქციონზე ქონების რეალიზაცია, მაშინ უძრავ ქონებას თან გადაჰყვება საგადახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უფლება მოცემულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგაა რეგისტრირებული. ამიტომ, რაღა თქმა უნდა, ეს გარდამავალი გირავნობის/იპოთეკის უფლება ყველა შემთხვევაში შესაძენად არასახარბიელოს და ნაკლებად მიმზიდველს ხდის აუქციონზე გატანილ ქონებას, რითაც ხელს უშლის კრედიტორს მისი კანონიერი უფლების განხორციელებაში: - მიაქციოს სარეალიზაციოდ უძრავი ნივთი და მისი რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების კონსტიტუციური უფლების დაცვა. ამასთან, ეს ხელის შეშლა პირდაპირპროპორციულია საგადასახადო დავალიანების მოცულობისა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების მოცულობა რამოდენიმეჯერ(!) აღემატება სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულებას (როგორც ეს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეების კონკრეტულ შემთხვევაშია), საერთოდ შეუძლებელს ხდის ზემოთხსენებული ე.წ. "არაპრივილეგირებული" კრედიტორის კონსტიტუციური ინტერესების განხორციელებას და მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოცემული უძრავი ნივთის რეალიზებას. მართლაც, რა თქმა უნდა არავინ მოისურვებს არც პირველ იძულებით აუქციონზე და არც მოდევნო ორ განმეორებით აუქციონზე უძრავი ქონების შეძენას თუნდაც სიმბოლურ ფასად, თუკი ეცოდინება, რომ მას მიჰყვება მოცემული ქონების საბაზრო ღირებულებაზე მრავალჯერ აღმატებული ვალდებულება. შედეგად სამივე იძულებითი აუქციონი უშედეგოდ დასრულდება. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-8-ე ნაწილის თანახმად: "თუ დადგენილი წესით ჩატარებული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი აუქციონისა და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. ამ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება". ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, უძრავი ნივთის რეალიზაციით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ფაქტიურად კი, შესაბამისი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებას, კარგავს ასეთი ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორი", რაც რეალურად, მის მიერ შესაბამისი სესხის სახით გაცემული თანხის (ბიზნეს კაპიტალის) დაკარგვის ტოლფასია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული სესხი მხოლოდ ამ უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი (როგორც ეს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეების კონკრეტულ შემთხვევაშია). სრულიად განსხვავებულია სახელმწიფოს მიდგომა ჩვენს მიერ ასევე ზემოთ განმარტებული ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორების" მიმართ, როგორებიცაა საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დ.ა.შ. . კერძოდ, როდესაც იძულებით აღსრულებას ახორციელებს ე.წ. "პრივილეგირებული" კრედიტორი, მაშინ ზემოთხსენებული მუხლის თანახმად:- "საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც". ანუ ამ ე.წ. "პრივილეგირებულ" კრედიტორებს არანაირად არ უშლით ხელს იპოთეკის საგანზე მათ სასარგებლოდ დარეგისტრირებული იპოთეკის შემდეგ გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება შესაბამისი საგადასახადო დავალიანების მოცულობის მიუხედავად. ამიტომ, როდესაც ჩვენ მეორე სადაო ნორმად მივუთითეთ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4-ე ნაწილის სიტყვები: "თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარები არიან საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც.", ამით იმის თქმა კი არ გვსურდა, რომ როდესაც აღსრულებას ახორციელებენ ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორები", მაშინ საკუთრების გადასვლის შედეგად არ უნდა გაუქმდეს მათი იპოთეკის შემდეგ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, არამედ ეს სიტყვები იმიტომ მივიჩნიეთ ანტიკონსტიტუციურად, რომ, მათ მიხედვით, მხოლოდ "ასეთი კრედიტორის" იპოთეკის შემდეგ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებაზეა საუბარი და გამოირიცხება აღსრულების განმახორციელებელი ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორის" შემთხვევაში, "ასეთი კრედიტორის" იპოთეკის შემდეგ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების შესაძლებლობა ქონების აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ე.წ. "პრივილეგირებულ კრედიტორებს" არ შეეზღუდებათ და შეუნარჩუნდებათ მათი ეს უფლება (განსხვავება მხოლოდ ის ის იქნება, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლებით ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორებიც" ისარგებლებენ). რაც შეეხება მესამე, მეოთხე და მეხუთე სადაო ნორმას, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 82-ე 3 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:- "იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. იმ შემთხვევაში , როდესაც აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა გირავნობის / იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის რეგისტრაციამდე , ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში , ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა". ამიტომ, ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის მესამე-მეხუთე სადაო ნორმების ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი აღსასრულებლად ერთდროულად წარმოდგენილია ერთის მხრივ ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორების" მოთხოვნა, ხოლო მეორეს მხრივ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა (თუნდაც ეს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ქონებაზე რეგისტრირებული იყოს ამ ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორების" სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკების შემდეგ), მაშინ, ამონაგები თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი, აღსასრულებლად წარმოდგენილი მოთხოვნები, მათი არსებობის შემთხვევაში, ხოლო შემდეგ – იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი სხვა მოთხოვნები მათი რიგითობის მიხედვით. ხოლო თუკი აღსასრულებლად ერთდროულად წარმოდგენილია ერთის მხრივ ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორების" მოთხოვნა, ხოლო მეორეს მხრივ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მაშინ ამონაგები თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორების" მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა. ანუ, ეს სამი სადაო ნორმაც არსებითად იგივე შინაარსისაა, რაც პირველი ორი სადაო ნორმა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ თუკი პირველი ორი სადაო ნორმის მოქმედების პირობებში ე.წ. "არაპრივილეგირებულ კრედიტორს" ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორისგან" განსხვავებით სარეალიზაციოდ გატანილი ქონების რეალიზებაში ხელს უშლიდა მისი იპოთეკის შემდეგ უძრავ ნივთზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ვინაიდან გარდამავალი უფლების მქონე იყო, ამ სამი სადაო ნორმის მოქმედების პირობებში საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ე.წ. "პრივილეგირებულ კრედიტორთან" ან "არაპრივილეგირებულ კრედიტორთან" ერთად შემოსავლების სამსახურიც გვევლინება აღსრულების განმახორციელებელ კრედიტორად. ამ შემთხვევებში (გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, როდესაც კიდევ სხვა, გარდამავალი უფლების მქონე იპოთეკა მიჰყვება უძრავ ნივთს), როგორც წესი, აუქციონზე გადის სუფთა ქონება, მას არანაირი ვალდებულება აღარ მიჰყვება, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვა კრედიტორის მოთხოვნასთან ერთად აღსასრულებლად წარმოდგენილია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნაც. ამიტომ, აუქციონზე გადის რა სუფთა უძრავი ქონება, ინტერნეტ აუქციონისა და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, ძალიან დიდი შანსია მისი საბაზრო ფასთან მიახლოებულ ფასად რეალიზებისა. ამ შემთხვევაში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უკვე აღარ არის უძრავი ნივთის რეალიზაციის დამაბრკოლებელი გარემოება იმისდა მიუხედავად, შემოსავლების სამსახურთან ერთად აღსრულებას ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორი" ახორციელებს, თუ "არაპრივილეგირებული". დიფერენცირება და დისკრიმინაციული მოპყრობა, ამ შემთხვევაში, უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხების განაწილების პრინციპშია. კერძოდ, თუ სახელმწიფოსთან ერთად აღსრულების პროცესში ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორია" ჩართული, მაშინ მასთან მიმართებაში, ამ სამი სადაო ნორმის მიხედვით, სახელმწიფო აღიარებს და მკაცრად იცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ რიგითობას იპოთეკების შესახებ, რომელიც ამ რიგითობას მოც. უძრავ ნივთზე იპოთეკების უფლებათა რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განსაზღვრავს. ხოლო თუ სახელმწიფოსთან ერთად აღსრულების პროცესში ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორებია" ჩართული, მაშინ ამავე სამი სადაო ნორმის მიხედვით, სახელმწიფო მოც. უძრავ ნივთზე რეგისტრირებული და გავრცელებული იპოთეკების რიგითობას და გავრცელების ქრონოლოგიას არას დაგიდევთ და იკავებს ამგვარ პოზიციას:- " ჯერ ჩემი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თუ რამე მორჩება, მერე გაიყავით (ამჯერად უკვე რიგითობის მიხედვით) ამ, ეგრეთ წოდებულმა "არაპრივილეგირებულმა კრედიტორებმაო" ". ამიტომ, როდესაც ჩვენ მეხუთე სადაო ნორმად მივუთითეთ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 82-ე 3 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: "იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები , მიკროსაფინანსო ორგანიზაციები , სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები , რომელთა გირავნობის / იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის რეგისტრაციამდე , ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში , ხოლო შემდეგ – საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.", ამით იმის თქმა კი არ გვსურდა, რომ, როდესაც აღსრულების პროცესში კრედიტორების სახით ერთდროულად მონაწილეობენ შემოსავლების სამსახური საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნით და ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორები", რომელთა გირავნობის / იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხით პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს ზემოთ აღნიშნული ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორების" მოთხოვნები საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, არამედ ეს სიტყვები იმიტომ მივიჩნიეთ ანტიკონსტიტუციურად, რომ მათ მიხედვით, მხოლოდ ასეთი "ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების" უფლებების აღიარებაზეა საუბარი ქონებაზე მათ შემდეგ რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებასთან მიმართებაში და გამორიცხავს შემოსავლების სამსახურთან ერთად აღსრულების პროცესში ჩართული ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორის" შემთხვევაში, რომლის გირავნობის/იპოთეკის უფლებაც წარმოიშვა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, ამოღებული თანხიდან, პირველ რიგში ამ ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორის" მოთხოვნების დაკმაყოფილებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ე.წ. "პრივილეგირებულ კრედიტორებს" არც ეს უფლება შეეზღუდებათ (განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ამ შემთხვევაში ანალოგიური უფლებით ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორებიც" ისარგებლებენ). ხოლო რაც შეეხება მეექვსე, მეშვიდე და მერვე სადაო ნორმას, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 82-ე 3 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის 1 პრიმა პუნქტის მიხედვით : - "თუ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების , მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობას / იპოთეკას , რომელიც რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე, უსწრებს სხვა პირის გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაცია, მაშინ ამ პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების რეგისტრირებული, გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის რეგისტრაციამდე. ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ დაკმაყოფილდებიან დარჩენილი კრედიტორები მოთხოვნათა რიგითობის მიხედვით". ბოლო სამი სადაო ნორმის მიხედვით, თუ მოცემულ უძრავ ნივთზე ჯერ ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორის" გირავნობა/იპოთეკაა გავრცელებული, შემდეგ ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორის" გირავნობა/იპოთეკა და ბოლოს - საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, მაშინ ამ "არაპრივილეგირებული", მაგრამ აშკარად "იღბლიანი" პირის მოთხოვნები უპირატესად დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორის" რეგისტრირებული, გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში , რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის რეგისტრაციამდე და მხოლოდ ამის შემდეგ, ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის დანარჩენი ნაწილით დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით / იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, სულ ბოლოს კი დაკმაყოფილდებიან დარჩენილი "არაპრივილეგირებული კრედიტორები", რომელთა იპოთეკაც შესაძლოა უძრავ ნივთზე ზემოთხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე იყოს რეგისტრირებული, მაგრამ არც ისეთი "იღბლიანები" აღმოჩდენ, რომ მოესწროთ და ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორის" იპოთეკის რეგისტრაციამდე დაერეგისტრირებინათ თავიანთი იპოთეკის უფლება. ანუ, ამ ბოლო სამი სადაო ნორმის მიხედვით, სახელმწიფო იმ შემთხვევაში ცნობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორის" იპოთეკის რიგითობას და ამ რიგითობიდან გამომდინარე - კრედიტორის მოთხოვნების უპირატესად დაკმაყოფილებას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის რეგისტრაციამდე, თუკი ამ ე.წ. "არაპრივილეგირებულ კრედიტორს" გაუმართლებს (?!) და აღმოჩნდება, რომ უძრავ ნივთზე მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ მოც. უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორის" იპოთეკის უფლება მანამ, სანამ ამავე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდებოდა ზემოთხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ეს . . . "თავისებური გამონაკლისიც", ე.წ. "არაპრივილეგირებული", მაგრამ "იღბლიანი" პირების ინტერესების დასაცავად, რომ აშკარად მოჩვენებით ხასიათს ატარებს, ცხადია, ჯერ ერთი იქიდან, რომ სახელმწიფოს მხრიდან (ნებისმიერი) პირის მიმართ სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპების დაცვიდან უნდა გამომდინარეობდეს და არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე შემთხვევითობაზე, "გამართლებაზე" და ამ პირის "იღბლიანობაზე". მეორეც, პრაქტიკულად გამორიცხულია ისეთი შემთხვევა, რომ საქართველოში არსებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ან ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორების" სხვა წარმომადგენლები მოგვევლინონ რაიმე უძრავ ნივთზე მეორე რიგის იპოთეკარებად, მით უმეტეს იმ პირობებში, თუ პირველი რიგის იპოთეკარი ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორი" იქნება (როგორიცაა მაგალითად ფიზიკური პირი), ვინაიდან, საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ, თუ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან კომერციულმა ბანკმა სესხი დაამტკიცა და მის უზრუნველსაყოფად რაიმე უძრავი ნივთი გამოიყენა, ის აუცილებლად "გადაფარავს" იმ სესხს, რომლის უზრუნველსაყოფადაც მანამდე გამოყენებული იყო აღნიშნული უძრავი ნივთი - იპოთეკის საგანი. ამიტომ, მოცემულ სარჩელში მე-6-ე, მე-7-ე და მე-8-ე სადაო ნორმის მითითებით იმის თქმა კი არ გვსურდა, რომ ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ ე.წ. "იღბლიან" პირებს ჩამოერთვათ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან შედარებით, მათი მოთხოვნების უპირატესად დაკმაყოფილების უფლება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იმ ნაწილში , რომლის დაკმაყოფილების ვალდებულებაც არსებობდა რეალიზებულ ნივთზე ამ საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის რეგისტრაციამდე, არამედ, მათში მოყვანილი სიტყვები იმიტომ მივიჩნიეთ ანტიკონსტიტუციურად, რომ მათ მიხედვით, მხოლოდ ასეთი "იღბლიანი" პირების უფლებების აღიარებაზეა საუბარი და გამორიცხავს, შემოსავლების სამსახურთან ერთად აღსრულების პროცესში ჩართული ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორის" შემთხვევაში, რომლის იპოთეკაც ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე, მაგრამ "არ გაუმართლა" და უძრავ ნივთზე მის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ მოც. უძრავ ქონებაზე არ დარეგისტრირდა ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორის" იპოთეკის უფლება მანამ, სანამ ამავე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდებოდა ზემოთხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ამოღებული თანხიდან პირველ რიგში ამ ე.წ. "არაპრივილეგირებული" და იმავდროულად "უიღბლო" კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ამ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ, ე.წ. "არაპრივილეგირებულ", მაგრამ "იღბლიან" პირებს მათი ეს უფლება არ შეეზღუდებათ (განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ამ შემთხვევაში, ანალოგიური უფლებით სხვა, ე.წ. "არაპრივილეგირებული" და თანაც "უიღბლო" პირებიც ისარგებლებენ). თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, მივიღებთ, რომ ბოლო ექვსი სადაო ნორმაც, პირველი ორი სადაო ნორმის მსგავსად, აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და შემოსავლების სამსახურთან ერთად აღსრულების პროცესში ჩაბმულ იმ ე.წ. "არაპრივილეგირებულ კრედიტორს", რომლის იპოთეკის უფლებაც მოც. უძრავ ნივთზე უფრო ადრე დარეგისტრირდა, ვიდრე ზემოთხსენებული შემოსავლების სამსახურის გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხელს უშლის მისი კანონიერი უფლების განხორციელებაში - რეალიზებული უძრავი ნივთისგან ამონაგები თანხით უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების კონსტიტუციური უფლების დაცვა. თანაც, ეს ხელის შეშლა, პირდაპირპროპორციულია საგადასახადო დავალიანების მოცულობისა. მართლაც, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლებების ქრონოლოგიის მიუხედავად, პირველ რიგში დაკმაყოფილდება რა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, შედეგად, რაც მეტი იქნება საგადასახადო დავალიანება, მით მეტი ამონაგები თანხა მიექცევა ბიუჯეტში, შესაბამისად, მით ნაკლები შეხვდება "კრედიტორს", ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების მოცულობა რამოდენიმეჯერ(!) აღემატება სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულებას (როგორც ეს მოცემული კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეების შემთხვევაშია), საერთოდ შეუძლებელს ხდის ზემოთხსენებული "არაპრივილეგირებული კრედიტორის" კონსტიტუციური ინტერესების განხორციელებას და მოცემული უძრავი ნივთის რეალიზების შედეგად, რაიმე, თუნდაც სიმბოლური თანხის მიღებას(!). რა თქმა უნდა, შეუძლებელია აუქციონზე ქონება მის საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ძვირად გაიყიდოს. შედეგად, ამონაგები თანხა იმ საგადასახადო დავალიანების დაფარვასაც არ ეყოფა, რომლის გამოც გავრცელდა მოც ქონებაზე აღნიშნული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ამიტომ, ბუნებრივია, ე.წ. "არაპრივილეგირებულ კრედიტორს" აღარაფერი შეხვდება და ისე მოუწევს საკუთარი მოთხოვნის უფლების დაკარგვასთან შეგუება. ამ ბოლო ექვსი სადაო ნორმით, ისევე როგორც პირველი ორი სადაო ნორმით, სრულიად განსხვავებულია სახელმწიფოს მიდგომა ჩვენს მიერ ასევე ზემოთ განმარტებული ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორების" მიმართ, როგორებიცაა საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დ.ა.შ. . კერძოდ, შემოსავლების სამსახურთან ერთად აღსრულების პროცესში ჩართულ ასეთ ე.წ. "პრივილეგირებულ კრედიტორს", რომლის იპოთეკის უფლებაც მოც. უძრავ ნივთზე უფრო ადრე დარეგისტრირდა, ვიდრე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ეს უკანასკნელი არანაირად არ უშლის ხელს მისი კანონიერი უფლების განხორციელებაში - რეალიზებული უძრავი ნივთისგან ამონაგები თანხით უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების კონსტიტუციური უფლების დაცვა. არ უშლის ხელს იმისდა მიუხედავად, რა მოცულობისაც არ უნდა იყოს შესაბამისი საგადასახადო დავალიანება. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხები გადანაწილდება მოც. უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლებების ქრონოლოგიის მიხედვით და პირველ რიგში დაკმაყოფილდება ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორის" მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის / იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში და შემდეგ, მონარჩენი თანხით (რასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუკი მორჩება რამე), დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა. თუკი ჩვენ შევეცდებით ამ რვა სადაო ნორმის ერთ ჭრილში განხილვას და იმ ზოგადი საწყისისა და სულისკვეთების განჭვრეტას, რაც ყველა ამ ნორმას აერთიანებს, მივიღებთ ასეთ ზოგად პრინციპს :- ყველა ეს სადაო ნორმა ე.წ. "პრივილეგირებული კრედიტორებისა" და სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთისას, კერძოდ კი რაიმე უძრავ ქონებაზე ამ ორი სუბიექტის სასარგებლოდ არსებული იპოთეკის უფლებებიდან გამომდინარე მოთხოვნათა დაკმაყოფილების დასარეგულირებლად, სრულიად სამართლიანად და კონსტიტუციის მე-14-ე მუხლის, ასევე კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ეყრდნობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ, იპოთეკების რიგითობის მათი კონკრეტულ უძრავ ნივთზე გავრცელებისა და დარეგისტრირების თარიღების მიხედვით განსაზღვრის წესს. ხოლო ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორებისა" და სახელმწიფოს ინტერესების გადაკვეთისას, კერძოდ კი რაიმე უძრავ ქონებაზე ამ ორი სუბიექტის სასარგებლოდ არსებული იპოთეკის უფლებებიდან გამომდინარე მოთხოვნათა დაკმაყოფილების რეგულაციისას, არას დაგიდევთ ამ უფლებების მოც. უძრავ ნივთზე დარეგისტრირებისა და გავრცელების ქრონოლოგიას და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებას ცალსახად უპირატესობას ანიჭებს, რითაც არღვევს ამ ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორების" უფლებებს, განსაზღვრულს კონსტიტუციის მე-14-ე მუხლით და 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთანავე, აშკარად ზღუდავს რა მათ სამეწარმეო საქმიანობას, ე.წ. "პრივილეგირებულ კრედიტორებთან" შედარებით, მნიშვნელოვნად აქვეითებს მათ კონკურენტუნარიანობას, რითაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2-ე ნაწილსაც არღვევს. ვფიქრობ, ნათლად ჩამოვაყალიბეთ ის პრობლემები, რასაც აღნიშნული სადაო ნორმები ზოგადად უქმნიან ე.წ. "არაპრივილეგირებულ კრედიტორებს", ძირითადად კი - ფიზიკურ პირებს. ახლა, თქვენს ყურადღებას მცირე დროით იმ კონკრეტულ ფაქტებზე შევაჩერებ, რომელთა წინაშეც ზემოთხსენებული სადაო ნორმების "წყალობით" აღმოჩდნენ წინამდებარე საკონსტიტუციო სარჩელის მოსარჩელე მხარეები. ჩემი (ამ სარჩელის ავტორის) - ნიკოლოზ ცალუღელაშვილის ძირითადი საქმიანობის არსი და მიზანი (ისევე, როგორც დანარჩენი მოსარჩელეებისა), უკვე რამოდენიმე წელია, არის სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მცირე სესხების გაცემა და ამ საქმიანობით გარკვეული შემოსავლის მიღება. ჩემი საქმიანობის მანძილზე არცთუ იშვიათად მომხდარა ისე, რომ მსესხებელთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შემდეგ იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გასჩენია გარკვეული დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ, რის გამოც მის საკუთრებაში არსებულ მთელ ქონებაზე (ასევე, ჩვენ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის საგანზეც) გავრცელებულა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2-ე ნაწილისა. ამიტომ, ვინაიდან მე მივეკუთვნები ჩემს მიერ ზემოთ განმარტებულ ე.წ. "არაპრივილეგირებულ კრედიტორთა" სიას, კარგად მაქვს გაცნობიერებული ის საფრთხე, რასაც ჩემთვის წარმოადგენს იპოთეკის საგნის მესაკუთრის მთელ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, თუნდაც ეს უფლება მოც. ქონებაზე ჩემს სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის შემდეგ იყოს გავრცელებული. ამიტომ, ასეთ სიტუაციებში, ყველანაირად ვცდილობ მესაკუთრის დაყოლიებას, რათა მან გადაიხადოს შესაბამისი საგადასახადო დავალიანება. ამის განსახორციელებლად, უმეტეს წილად, მას ვთავაზობ დამატებით სესხს იმ შემთხვევაშიც კი, ეს გარიგება ჩემთვის კომერციულად არასახარბიელო და რისკების შემცველიც რომ იყოს (ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როდესაც სესხის სახით გაცემული ჯამური თანხა იმდენად დიდი გამოდის, რომ "მსესხებლის" - "მესაკუთრის" საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი აღარაა საკმარისი სესხის სრული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ან, ისეთ შემთხვევას, როდესაც მსესხებელი წარმოადგენს ე.წ. "ცუდ გადამხდელს" და მანამდე არსებული სესხის სარგებელსაც არ იხდის ხეირიანად, რომ მასზე დამატებითი სესხის გაცემა იყოს გამართლებული). ამის კლასიკური მაგალითია ის კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ. 2016 წლის 22 ივნისს, იძულებით აუქციონზე, უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანი, მიკრო/რაიონი VII, კორპუსი 16, ბინა #48, საკადასტრო კოდით N 01.11.10.004.009.01.048, შეიძინა მარიამ ხუბაშვილმა (პ.ნ. 59001032070) (განკარგულება NA16021612-022/001, დამოწმების თარიღი : 22/06/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიურო). აღნიშნულ უძრავ ქონებას გარდამავალი უფლების სახით გადაჰყვა ჩემი:- ი/მ ნიკოლოზ ცალუღელაშვილის იპოთეკის უფლება (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი N151269985, დამოწმების თარიღი 19/11/2015, ნოტარიუსი ი. ფირცხალავა). ვინაიდან მარიამ ხუბაშვილს 2012 წლიდად ერიცხებოდა დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ, ამის გამო, 2012 წლის 20 ნოემბრიდან, მის საკუთრებაში არსებულ მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა : 102012275727 20/11/2012 18:04:24 (მარიამ ხუბაშვილი ს/ნ 777777777 პ/ნ 59001032070; საგანი: მთელი ქონება; საფუძველი: შეტყობინება, N0255027, 20.11.2012, გორის რეგიონული ცენტრი). ამიტომ აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 28 ივნისს, მარიამ ხუბაშვილის საკუთრების უფლების დარეგისტრირებასთან ერთად, გავრცელდა აღნიშნული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც (იხ. სარჩელზე დართული "სხვა დოკუმენტები", დანართი 2). მოცემული მომენტისთვის შესაბამისი საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 8710 ლარს. ზემოთ ნახსენები საფრთხის გამო, მე შევუთანხმდი მესაკუთრე მარიამ ხუბაშვილს იმაზე, რომ ჩემგან სესხის სახით დამატებით აღებული თანხით დაეფარა თავისი საგადასახადო დავალიანება და გაეთავისუფლებინა იპოთეკის საგანი ზემოხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისგან. თუმცა, პრობლემას ქმნიდა ის გარემოება, რომ იმ დროისთვის მე არ მქონდა ხელთ ეს დასამატებელი თანხა. დასახმარებლად მივმართე ჩემს მშობლებს (წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის კიდევ ორ მოსარჩელეს): კახი ცალუღელაშვილსა და მაყვალა ბარბაქაძეს, რომლებმაც გულთან მიიტანეს საკუთარი ოჯახის წევრის პრობლემა და 2016 წლის 1 აგვისტოს, მათი წარმომადგენლის - ქეთევან ცქვიტიშვილის მეშვეობით, გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მარიამ ხუბაშვილთან (იხ. სარჩელზე დართული "სხვა დოკუმენტები", დანართი 3), რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს სესხის სახით გადასცეს ჯამურად 26500 (ოცდაექვსიათასხუთასი) აშშ დოლარი, საიდანაც დაახლოებით 22000 აშშ დოლარით მოხდა ი/მ ნიკოლოზ ცალუღელაშვილის იმ დროისთვის არსებული მოთხოვნის სრულად გასტუმრება, 8718 ლარი (იპოთეკარების წარმომადგენელმა) ქეთევან ცქვიტიშვილმა გადარიცხა ბიუჯეტში მარიამ ხუბაშვილის საგადასახადო დავალიანების დასაფარად (იხ. სარჩელზე დართული "სხვა დოკუმენტები", დანართი 4), მონარჩენი თანხებით მოხდა ნოტარიუსის ხარჯების გადაფარვა, ხოლო დარჩენილი თანხა მარიამ ხუბაშვილმა ხელზე აიღო. ამის შედეგად 2016 წლის 5 აგვისტოს მოც. უძრავ ქონებაზე მომზადდა ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ნათლად ჩანდა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი გათავისუფლებული იყო აღნიშნული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისაგან (იხ. სარჩელზე დართული "სხვა დოკუმენტები", დანართი 5). ანუ, ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. კერძოდ, ჩემმა ოჯახმა (მე და ჩემმა მშობლებმა) გადავწყვიტეთ ჩვენთვის კომერციულად არასახარბიელო და რისკების შემცველ გარიგებაზე წასვლა, რითაც მოც. უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მოცულობა გავზარდეთ 22000 აშშ დოლარიდან 26500 აშშ დოლარამდე იმის მიუხედავად, რომ უძრავი ქონება - იპოთეკის საგანი, მისი მოც. მომენტისთვის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, არ კმაროდა ამ გაზრდილი სესხის უზრუნველსაყობად. ჩვენ აღნიშნულ რისკზე და სესხის ძირი თანხის მოცულობის გაზრდაზე მხოლოდ იმ იძულების პირობებში წავედით, რასაც ჩვენი იპოთეკის შემდგომ მოც. უძრავ ქონებაზე გავრცელებული ზემოხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებიდან გამომდინარე, ჩვენს წინაშე არსებული საფრთხე გვაიძულებდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში თუკი ჩვენ აღნიშნული უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის რეალიზაციის საშუალებით მოვინდომებდით ჩვენი კონსტიტუციური უფლების განხორციელებას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ეს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ყველა შემთხვევაში ხელის შემშლელი აღმოჩნდებოდა. არადა ცხადია, რომ ზოგადად, უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელების მიზანი შესაძლოა იყოს შემოსავლების სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებული პირის გარკვეულწილად შეზღუდვა და, შედეგად, მისი "სტიმულირება" და იძულება საგადასახადო დავალიანების დასაფარად, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ზემოხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებიდან გამომდინარე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ამოღებული თანხით მოვალის მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანების გასტუმრება (სრულად ან ნაწილობრივ, რასაც გასწვდება). მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველმხრივ დაუშვებელია სახელმწიფოს მიზანი იყოს ერთი პირის შევიწროება, დისკრიმინაციულად მისი უფლებების შეზღუდვა და გარკვეულწილად "იძულება" მეორე პირის მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ეფექტურად ამოღების მიზნით, რაც ფაქტიურად სხვის მიერ დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის "სხვისი ჯიბიდან ამოღების მცდელობას" ნიშნავს. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას. ქართული ხალხური გამოთქმის :- "მადა ჭამაში მოდისო", მსგავსად, მარიამ ხუბაშვილს აშკარად მოეწონა ის ფაქტი, რომ მის მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანების დასაფარად დამატებითი სესხი გავეცით და გადაწყვიტა, რომ ახლა თავისი მამამთილის:- გოჩა გიუნაშვილის მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანების დაფარვაზე "ეზრუნა" ჩვენი - იპოთეკარების ხარჯზე. ამ მიზნით 2016 წლის 24 აგვისტოს მის სახელზე არსებული და ყოველგვარი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისგან გამოთავისუფლებული ზემოხსენებული უძრავი ნივთი - იპოთეკის საგანი შეგნებულად გადააფორმა მის მამამთილზე:- გოჩა გიუნაშვილზე (პ/ნ 59001027504). ვინაიდან ამ უკანასკნელს 2011 წლიდად ერიცხებოდა დავალიანება შემოსავლების სამსახურის მიმართ, ამის გამო, 2011 წლის 12 სექტემბრიდან, მის საკუთრებაში არსებულ მთელ ქონებაზე გავრცელებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა : 102013108356 23/04/2013 17:24:24 (ი/მ გოჩა გიუნაშვილი ს/ნ 117883567 გოჩა გიუნაშვილი პ/ნ 59001027504; საგანი: არასრული მთელი ქონება, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება მთელ ქონებაზე, გარდა შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავიქონებისა: 67.07.99.028; საფუძველი: შეტყობინება, N00614053, 12.09.2011, თბილისის რეგიონული ცენტრი 'ვაკე-საბურთალოს' გ-ბა მომართვა, N21-12/31701, 19.04.2013, შემოსავლების სამსახური). ამიტომ, აღნიშნულ უძრავ ნივთზე 2016 წლის 24 აგვისტოს გავრცელდა აღნიშნული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, მოც. უძრავ ნივთზე გოჩა გიუნაშვილის საკუთრების უფლების დარეგისტრირებასთან ერთად. (იხ. სარჩელზე დართული "სხვა დოკუმენტები", დანართი 6). ჩვენ - ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორები" ამჯერადაც "თავჩაღუნულად" გავცემდით ახალ სესხს, უძრავი ქონების - იპოთეკის საგნის ახლა უკვე ახალი მესაკუთრის :- გოჩა გიუნაშვილის საგადასახადო დავალიანების დასაფარად, რომ არა ერთი არსებითი ხელისშემშლელი გარემოება. კერძოდ, მარიამ ხუბაშვილის საგადასახადო დავალიანებისგან განსხვავებით, რომლის მოცულობა "სულ რაღაც" რამოდენიმე ათასი ლარი იყო, გოჩა გიუნაშვილის სახელზე რიცხულმა საგადასახდო დავალიანების მოცულობამ რამოდენიმე ასეული ათასი ლარი შეადგინა (კერძოდ, 337 000 ლარზე მეტი) (იხ. სარჩელზე დართული "სხვა დოკუმენტები", დანართი 7). ამიტომ, ცხადია, ყოველგვარ საღ განსჯადობას მოკლებული იქნებოდა ზემოხსენებული უძრავი ნივთის - იპოთეკის საგნის უზრუნველყოფით, რომელიც ჩვენს მიერ სესხის სახით უკვე გაცემული 26500 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფადაც არ კმაროდა, დამატებით გოჩა გიუნაშვილზე 337 000 ლარის ოდენობის სესხი გაგვეცა (რომც მოგვეხერხებინა და გვეშოვა ამხელა თანხა). შესაბამისად, ჩვენ იძულებული გავხდით "ხმა ამოგვეღო" და ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოგვემართა. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ, არც მსესხებელი მარიამ ხუბაშვილი და არც უძრავი ქონების, იპოთეკის საგნის ახალი მესაკუთრე - გოჩა გიუნაშვილი იპოთეკარებს არანაირ თანხებს (არც სარგებელს და არც სესხის ძირ თანხას) არ უხდიან, ხოლო მეორეს მხრივ, სადაო ნორმებით გამოწვეული ზემოხსენებული დიფერენცირებული მოპყრობის გამო, მოსარჩელეებს (კახი ცალუღელაშვილსა და მაყვალა ბარბაქაძეს) მნიშვნელოვნად და არსებითად ეზღუდებათ უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილების კონსტიტუციური უფლება. ამასთანავე, ცხადია, რომ ჩვენს (მოსარჩელეებს) გარდა, აღნიშნული სადაო ნორმებით უამრავი ე.წ. "არაპრივილეგირებული კრედიტორის" უფლებები იზღუდება არსებითად, რომელთა უმრავლესობასაც ფიზიკური პირები წარმოადგენენ. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან: კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. აღნიშნული თანასწორობის ნორმა-პრინციპი შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით ვრცელდება იურიდიულ პირებზე, თუ აღნიშნული უფლება თავისი ბუნებიდან გამომდინარე არ შეიძლება დამახასიათებელი იყოს მხოლოდ ინდივიდისთვის, ადამიანისთვის. საქართველოს კონსტიტუციის "მე-14 მუხლის არსის გაგებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს კანონის წინაშე თანასწორობის განსხვავებას გათანაბრებისაგან. ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას" (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო ნორმებით, დარღვეულია სწორედაც შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფა და აშკარად არათანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს დანარჩენ (ფიზიკურ თუ იურიდიულ) პირებთან შედარებით საკუთარი მოთხოვნის იპოთეკის საგნის რეალიზაციით დაკმაყოფილების კანონიერი უფლების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას – „კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). "სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით" (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). "პირები არიან თუ არა არსებითად თანასწორები, უნდა გადაწყდეს დიფერენცირების დამდგენი სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან და აგრეთვე, შესადარებელ ჯგუფებსა და დიფერენცირების ფაქტს შორის ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ზოგადად პირები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის ბუნება მათ განსხვავებულად განხილვას მოითხოვს" (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). მოცემულ შემთხვევაში სადავო რეგულაცია განსაზღვრავს პირის (კრედიტორის) მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილების წესს. სამართლებრივ სტატუსში სხვაობის მიუხედავად, ერთის მხრივ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, სადაზღვევო ორგანიზაციებიც, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებიც, ხოლო მეორეს მხრივ დანარჩენი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირებიც, აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ან რომელიმე კერძო აღმასრულებელს) საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავენ და მათთვის კონსტიტუციით თანაბრად დაცული უფლების რეალიზებას ახდენენ, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათი საკუთრების უფლების, კერძოდ კი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების და ამ მოთხოვნის იპოთეკის საგნის რეალიზებით დაკმაყოფილების უფლების, რეალიზებაში გამოიხატება. სადაო ნორმების მიხედვით კი, როგორც ზემოთ გამოწვლილვით მოგახსენეთ, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, დანარჩენი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირების ეს კონსტიტუციური უფლება ცალკეულ შემთხვევებში არსებითად იზღუდება, ხოლო ზოგჯერ, როგორც ეს მოსარჩელეების კონკრეტულ შემთხვევაშია, თითქმის ამ უფლების ჩამორთმევას უტოლდება, რაც ყოვლად დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სადავო ნორმებით რეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ერთის მხრივ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების, ხოლო მეორეს მხრივ, დანარჩენი (ფიზიკური თუ იურიდიული) პირების, არსებითად არათანასწორ სუბიექტებად მიჩნევა. „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 14 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8). "კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას, სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია: ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას (როგორიცაა, სახელმწიფო უშიშროება, საზოგადოებრივი წესრიგი, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციითვე დასახელებული კონკრეტული საჯარო ინტერესები); სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა; ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, მათ შორის, მაგალითად, კონკრეტული გარემოებების რეალურად თავიდან აცილების შეუძლებლობის მიზეზით გამოწვეული დიფერენციაცია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში დისკრიმინაციაზე საუბარი არ შეიძლება, თუ არათანასწორი მიდგომა ექვემდებარება გონივრულ ახსნას, გამართლებას, რაციონალიზაციას. უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ისტორიულად ცვლადია შეფასებები და შეფასებების ინსტრუმენტები იმისა, რა არის "ბუნებრივი", "გონივრული" და "აუცილებელი" ამ სფეროში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს, შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მოცემული შემთხვევა კი, არც ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გარემოებას მიესადაგება და კანონმდებლის მიერ დიფერენცირებული მოპყრობის არც სხვა რაიმე ობიექტური მიზანი იკვეთება. მართლაც, ფიზიკური პირებისა და ცალკეული იურიდიული პირების (რომლებიც არ მიეკუთვნებიან საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს) სადაო ნორმებით ამგვარი დიფერენცირებული შეზღუდვა შეუძლებელია კანონმდებელს იმ საჯარო მიზნით აეხსნა, რომ მართალია ასეთი კრედიტორების ინტერესები იზღუდება, მაგრამ იზღუდება სახელმწიფოს სასარგებლოდ, კერძოდ კი ქვეყნისათვის ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმისთვის, როგორიც ბიუჯეტის შევსებაა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგადად უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელების მიზანი შესაძლოა იყოს შემოსავლების სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებული პირის გარკვეულწილად შეზღუდვა და, შედეგად, მისი "სტიმულირება" და იძულება საგადასახადო დავალიანების დასაფარად, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ზემოთხსენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებიდან გამომდინარე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ამოღებული თანხით მოვალის მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანების გასტუმრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაუშვებელია სახელმწიფოს მიზანი იყოს ერთი პირის შევიწროება და დისკრიმინაციულად მისი უფლებების შეზღუდვა მეორე პირის მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ეფექტურად ამოღების მიზნით, რაც ფაქტიურად სხვის მიერ დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის "სხვისი ჯიბიდან ამოღების" მცდელობადაც შეიძლება შეფასდეს, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ხოლო, თუ მაინც დავუშვებთ იმ შესაძლებლობას, რომ სწორედაც ბიუჯეტის უკეთ შევსებას და საშემოსავლო გადასახადის ეფექტურად ამოღებას ისახავს მიზნად სადაო ნორმებით პირთა ასეთი დიფერენცირება, მაშინ მით უფრო გაუგებარია, ამ ნიშნით რატომ ხდება სწორედაც ზემოთხსენებული პირების, ძირითად შემთხვევებში კი ფიზიკური პირების, არსებითი შეზღუდვა, ხოლო ისეთი მსხვილი იურიდიული პირების, როგორებიცაა საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დ.ა.შ. - გათავისუფლება. ამ უკანასკნელთ (განსაკუთრებით კი კომერციულ ბანკებს) ხომ გაცილებით მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და მათ მიერ გაცემული სესხების უზრუნველსაყოფადაც ხომ გაცილებით მეტი უძრავი ქონებაა დატვირთული იპოთეკით. შესაბამისად, ამ სადაო ნორმებით ძირითადად არა ფიზიკური პირების, არამედ სწორედაც ამ საფინანსო ინსტიტუტების უფლებები რომ ყოფილიყო შეზღუდული, მაშინ ხომ გაცილებით ეფექტურად განხორციელდებოდა საგადასახადო დავალიანების ამოღება და ბიუჯეტის შევსება. უფრო მეტიც, ამ საფინანსო ინსტიტუტების, განსაკუთრებით მსხვილი კომერციული ბანკების ამგვარი შეზღუდვა მათთვის ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა და მათ ფინანსურ მდგომარეობას (ე.წ. "საკრედიტო პორტფელს") გაცილებით ნაკლებ, უმნიშვნელო ზიანს მოუტანდა, ვიდრე ფიზიკური პირების შემთხვევაში. ამიტომ, ამ მხრივაც გამორიცხულია, რომ სადაო ნორმებით ცალკეულ პირთა (ძირითად შემთხვევებში კი ფიზიკური პირების) ამგვარი შეზღუდვის მიზანი ბიუჯეტის ეფექტურად შევსება და, ამ გზით, საჯარო, ლეგიტიმური მიზნების განხორციელება იყოს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად ,,მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებას და მისაღწევ მიზანს შორის (იხ. Karlheinz Schmidt v. Germany, 18 July, 1994, პარ. #32-33). დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას, სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ: "თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: "ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ დიფერენცირების კლასიკურ ნიშნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-12). ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სხვა კლასიკური ნიშნით დიფერენცირება. შესაბამისად, დიფერენცირების ნიშნის გამო, მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ, უნდა შეფასდეს სადავო ნორმებით არსებითად თანასწორ პირებს შორის შექმნილი დიფერენცირების ინტენსივობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით გამოწვეული დიფერენციაციის შედეგად არსებითად თანასწორი პირები ცალკეულ შემთხვევებში რადიკალურად განსხვავებულ პირობებში ხვდებიან. კერძოდ, ერთის მხრივ, სადაო ნორმები საერთოდ არ უშლის ხელს საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაზღვევო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მათი კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი საკუთრების უფლების, კერძოდ კი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების და ამ მოთხოვნის იპოთეკის საგნის რეალიზებით დაკმაყოფილების უფლების, რეალიზებაში გამოიხატება, ხოლო მეორეს მხრივ, როგორც უკვე მრავალჯერ, დეტალურად დავასაბუთეთ, ფიზიკურ პირებსა და იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს, ეს კონსტიტუციური უფლება ცალკეულ შემთხვევებში არსებითად ეზღუდებათ, ხოლო ზოგჯერ ეს შეზღუდვა, როგორც ეს მოსარჩელეების კონკრეტულ შემთხვევაშია, თითქმის ამ უფლების ჩამორთმევას უტოლდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს უტყუარი ნიშნები იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენციაცია მკვეთრად აცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან. ამიტომ აშკარაა, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირების ინტენსივობა აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით. აქვე დავძენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო აღნიშნული დიფერენცირების კონსტიტუციურობას შეაფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტით“, შესაფასებელი დიფერენციაცია ვერ დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნებს, რადგან, ზემოხსენებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რაციონალური დიფერენცირების ტესტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად: „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). "აღნიშნული ტესტის ფარგლებში დიფერენცირება გამართლებადია, თუ მას გარკვეული მიზანი გააჩნია და გონივრულ დასაბუთებას ემყარება" (საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, კანონმდებლის მიერ აღნიშნულ სიტუაციაში არ არის დასაბუთებული დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობა, კერძოდ: დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ამასთანავე, არ იკვეთება რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. მართლაც : „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ დავასაბუთეთ, ერთის მხრივ, სახეზეა ცალკეულ პირთა უფლებების მომეტებული შეზღუდვა, ხოლო მეორეს მხრივ, არ იკვეთება ამ მომეტებული შეზღუდვის პროპორციული და თანაზომიერი, კანონმდებლის წინაშე მდგარი რაიმე დაუძლეველი და ღირებული, საჯარო (ლეგიტიმური) მიზანი, რომლის მისაღწევად აღნიშნული შეზღუდვა იქნებოდა ერთადერთი გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება. უფრო მეტიც, ზემოთხსენებული სადაო ნორმებით გარკვეულ პირთა ამგვარი შეზღუდვის მოტივი სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარია. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ ნაწილთან: საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. საკუთრების უფლებაში კი, მისი ფართო გაგებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაც და ამ მოთხოვნის იპოთეკის საგნის რეალიზებით დაკმაყოფილების უფლებაც უნდა მოიაზრებოდეს. აღნიშნული უფლებები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ცალკეულ პირებს, მხოლოდ და მხოლოდ მათი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და ობიექტურ დასაბუთებას მოკლებული მიზეზით, არსებითად ეზღუდებათ, ხოლო რიგ სიტუაციებში, როგორც ეს მოსარჩელეების კონკრეტულ შემთხვევაშია, აღნიშნული შეზღუდვა თითქმის ამ უფლების ჩამორთმევას უტოლდება, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ელ ნაწილს. გავიხსენოთ ასევე, რომ ყოვლად დაუშვებელია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება სახელმწიფოს ხელში ერთი პირის შევიწროების და დისკრიმინაციულად მისი უფლების შეზღუდვის იარაღად იქცეს მეორე პირის მიერ დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ეფექტურად ამოღების მიზნით, რაც ფაქტიურად სხვის მიერ დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის "სხვისი ჯიბიდან ამოღების" მცდელობადაც შეიძლება შეფასდეს. ეს კი, თავისი არსით, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცული საკუთრების უფლების ფაქტიურად პირდაპირი გზით შელახვას წარმოადგენს. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2-ე ნაწილთან: საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად : "სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას". სადაო ნორმების მიხედვით კი, როგორც ზემოთ დავასაბუთეთ, სახელმწიფო არა მარტო ხელს არ უწყობს და ზღუდავს ცალკეულ პირებს (ძირითადად კი ფიზიკურ პირებს) სამეწარმეო საქმიანობაში, არამედ, თუ იმგვარ შემთხვევას განვიხილავთ, რა სიტუაციაშიც მოსარჩელეები აღმოჩდნენ და დავუშვებთ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ფიზიკური პირი, რომელმაც გადაწყვიტა საკრედიტო ბიზნესში თანხის დაბანდება და მისი მცირედი დანაზოგით გასცა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი, მაშინ ადვილი წარმოსადგენია, რომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს მის მიერ ამ ბიზნესში გადადგმული პირველი და (იმავდროულად) უკანასკნელი ნაბიჯი. მართლაც, სადაო ნორმების მოქმედების პირობებში, თუ მის სასარგებლოდ წარმოშობილი იპოთეკის უფლების რეგისტრაციის შემდეგ, იპოთეკის საგანზე სხვადასხვა გარემოებათა გამო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელდება, ხოლო შესაბამისი საგადასახადო დავალიანება იპოთეკის საგნის ღირებულებაზე მეტი იქნება, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ შესაძლოა საბოლოოდ "ჩაახშოს მისი მეწარმეობა", სრულიად გააკოტროს და ერთადერთი საარსებო წყარო მოუსპოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით "მეწარმეთა ბაზრიდან განდევნა საფრთხეს უქმნის სამართლებრივი წესრიგისადმი სანდოობას. რაგინდ კეთილსინდისიერი მიზანიც არ უნდა ამოძრავებდეს სახელმწიფოს საკანონმდებლო ნოვაციების შემოსაღებად, არ უნდა დაირღვეს ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის # 1/2/411 გადაწყვეტილება "შპს ,,რუსენერგოსერვისი", შპს "პატარა კახი", სს "გორგოტა", გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო "ფერმერი" და შპს "ენერგია" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ", II-21). მოცემულ შემთხვევაში, აპრიორი იმის მტკიცება, რომ სადაო ნორმების მოქმედების პირობებში ცალკეული პირების მიმართ ისეთ დისკრიმინაციულ შეზღუდვას აქვს ადგილი, რომ ეს ცალსახად მათ მეწარმეთა ბაზრიდან განდევნას იწვევს, ვფიქრობ გადაჭარბებული იქნება, თუმცა რიგ შემთხვევებში, როგორიცაა მაგალითად მოსარჩელეების კონკრეტული შემთხვევა, ჩარევის ინტენსივობისა და შეზღუდვის მასშტაბების გათვალისწინებით, აღნიშნული სადაო ნორმები შეიძლება ასეთი პირების მეწარმეთა ბაზრიდან განდევნის აშკარად ხელისშემწყობ პირობებად შეფასდეს. ცხადია აგრეთვე, რომ ამ პირების (ძირითადად კი ფიზიკური პირების) შემთხვევაში, სადაო ნორმების მოქმედების შედეგად, ცალსახად დარღვეულია ნდობის კონსტიტუციური პრინციპი, როგორც სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, რომელიც სამოქალაქო ურთიერთობათა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს. მართლაც, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, მის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას, რომელზეც მანამდე არ ვრცელდება რაიმე გირავნობის/იპოთეკის უფლება, მას (კრედიტორს) იცავს ერთის მხრივ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფცია (იხ. საქართველოს კანონი საჯარო რეესტრის შესახებ, მე-5-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც რწმუნდება, რომ უძრავი ქონება მანამდე არ არის გამოყენებული რაიმე სხვა სესხის უზრუნველსაყოფად და ის არის პირველი რიგის იპოთეკარი, მეორეს მხრივ კი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 290-ე მუხლი, რომელთა მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, შეუზღუდავად შეძლებს უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად თავისი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილებას სხვა კრედიტორებთან შედარებით (იმის მიუხედავად, მათი მოთხოვნები მოცემული უძრავი ნივთით უზრუნველყოფილი იქნება თუ არა). ამასთან, მას არც ზემოთხსენებული სადაო ნორმები ზღუდავს და, აქედან გამომდინარე, არც იმის შიში აქვს, რომ მისი სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ ქონებაზე მისი იპოთეკის შემდეგ შესაძლოა გავრცელდეს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და ეს აღმოჩნდეს მისი კონსტიტუციური უფლების - უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლების შემზღუდველი. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას ვღებულობთ იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკური პირი (ან ის იურიდიული პირი, რომელიც არ მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილ იურიდიულ პირთა ჯგუფს) მის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავს უძრავ ქონებას, რომელზეც მანამდე არ ვრცელდება რაიმე გირავნობის/იპოთეკის უფლება. მას სადაო ნორმების მოქმედების პირობებში მსგავსი დაცულობის გარანტიები არ გააჩნია. მას ვერც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციის იმედი ექნება და ვერც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილისა ამავე კოდექსის 290-ე მუხლთან ერთად, ვინაიდან მას არ ექნება იმის გარანტია, რომ მოცემულ უძრავ ნივთზე მისი იპოთეკის რიგითობა (კერძოდ პირველი რიგი) და ამ რიგითობიდან გამომდინარე უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლება ბოლომდე შენარჩუნებული ექნება. კერძოდ, თუ მოხდება ისე, რომ მისი სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ ქონებაზე, მის სასარგებლოდ წარმოშობილი იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ, გავრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, მაშინ ეს უფლება მისი იპოთეკის უფლებასთან შედარებით ისარგებლებს უპირატესი (ძირითად შემთხვევებში პირველი რიგის იპოთეკის) უფლებით და აშკარად შეუზღუდავს მას უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად საკუთარი მოთხოვნის (არა თუ უპირატესად, არამედ ზოგადად) დაკმაყოფილების უფლებას, რაც მოსარჩელეების შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითქმის ამ უფლების საერთოდ ჩამორთმევას გაუტოლდა.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა