• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 7.06.2024
      • N3/1/740,764
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, მაია კოპალეიშვილის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებაზე
      • 29.12.2017
      • do3/7/679
      • განსხვავებული აზრი
    • „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.12.2017
      • N3/7/679
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)
      • 22.09.2016
      • N3/2/740,764
      • განჩინება
    • საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)
      • 22.09.2016
      • N3/3/740,764
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- საქართველოს სახალხო დამცველი
      • 31.08.2016
      • ac764
      • amicus curiae
    • ა) „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელის №679); ბ) „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №720 და №721) გ) საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764).
      • 15.06.2016
      • N3/5-1/679, 720, 721, 740, 764
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერზე
      • 15.06.2016
      • do3/5-1/679,720,721,740,764
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს მოქალაქეები  - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.06.2016
      • N1/10/764
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქეები  - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 3.06.2016
      • N764
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 19.05.2016
      • N1/7/720
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 19.05.2016
      • N1/9/740
      • საოქმო ჩანაწერი
    • „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
      • 19.05.2016
      • N1/8/721
      • საოქმო ჩანაწერი
    • „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 2.04.2016
      • N1/3/679
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 28.03.2016
      • N740
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 16.02.2016
      • N720
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 16.02.2016
      • N721
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.10.2015
      • N679
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №3/1/740,764 განჩინება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/1/740,764
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი პაპუაშვილი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი,
თარიღი 22 სექტემბერი 2016
გამოქვეყნების თარიღი 22 სექტემბერი 2016 12:37

პლენუმის შემადგენლობა:

გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;

კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ქეთევან ერემაძე - წევრი;

მაია კოპალეიშვილი - წევრი;

მერაბ ტურავა - წევრი;

ზაზა თავაძე - წევრი;

ოთარ სიჭინავა - წევრი;

ლალი ფაფიაშვილი - წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764).

განსახილველი საკითხი: №740 და №764 კონსტიტუციურ სარჩელებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ლალი ფაფიაშვილის შუამდგომლობა თვითგანრიდების შესახებ.

I

1. 2016 წლის 30 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №740 და №764 კონსტიტუციურ სარჩელებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა ლალი ფაფიაშვილმა მიმართა თვითგანრიდების შუამდგომლობით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელების განხილვაში მონაწილეობიდან თვითგანრიდების საკითხთან დაკავშირებით.

2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ხსენებულ საქმეთა განხილვის პროცესში მოსარჩელე მხარემ დაუსაბუთებლად, თუმცა არაერთხელ განაცხადა მოსამართლეთა ნაწილის, მათ შორის ლალი ფაფიაშვილის მიკერძოებულობის შესახებ.

3. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის მოსაზრებით, მოსარჩელეთა განცხადებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო, რის ნათელ გამოხატულებასაც წარმოადგენს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში 2016 წლის 28 აგვისტოს გასული სიუჟეტი. მოსამართლის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არასდროს გამოუყენებიათ და სიუჟეტში მითითებულ საქმეზე გამოძიება სწორედ ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა და დასრულდა 2016 წლის იანვარში (მაშინ, როდესაც ამ სარჩელების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებულიც კი არ იყო), სიუჟეტი წარიმართა იმგვარად, რომ მაყურებელს მასში მოყვანილი გარემოებები მასზე სავარაუდო ზეწოლის საშუალებად აღექვა.

4. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ასეთ პირობებში ლოგიკური იქნებოდა მოსარჩელეთა მიერ მოსამართლის აცილების საკითხის დაყენება, თუმცა ის ფაქტი, რომ ამგვარი შუამდგომლობა მათ არ დაუყენებიათ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისინი მოსარჩელე მხარის ცალკეული წარმომადგენლების პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცდილობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის თემით მანიპულირებას.

5. შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ მისი თვითგანრიდება ემსახურება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სანდოობისა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას.

II

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი მოსამართლის აცილების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაბში, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“. თავად მოსამართლის მიერ საქმიდან განრიდების შემთხვევას აწესრიგებს ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას, თუკი არსებობს ხსენებული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

2. მოცემულ შემთხვევაში „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, სახეზეა თუ არა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

3. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ თვითგანრიდების მოთხოვნის საფუძველი გახდა კონკრეტული მოსარჩელეების მიერ მოსამართლის მიმართ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება და ბრალდება მიკერძოებულობის შესახებ. ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიუთითებს საზოგადოების მიერ მის ობიექტურობაში შესაძლო დაეჭვებაზე. არგუმენტად მას მოჰყავს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში 2016 წლის 28 აგვისტოს გასული სიუჟეტი.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ საინფორმაციო წყაროს მეშვეობით მოსამართლის მიმართ გაჟღერებული ნეგატიური დამოკიდებულება თავისთავად ვერ გახდება მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოსარჩელის მიერ ან მედიის საშუალებით დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელება ზოგადად ვერ გახდება მოსამართლის აცილების ან/და თვითგანრიდების საფუძველი. შესაბამისად, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - ლალი ფაფიაშვილის შუამდგომლობა №740 და №764 კონსტიტუციურ სარჩელებზე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესიდან თვითგანრიდების შესახებ.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3.განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის წევრები:

გიორგი პაპუაშვილი

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ