• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 7.06.2024
      • N3/1/740,764
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის, მაია კოპალეიშვილის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 29 დეკემბრის N3/7/679 გადაწყვეტილებაზე
      • 29.12.2017
      • do3/7/679
      • განსხვავებული აზრი
    • „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 29.12.2017
      • N3/7/679
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)
      • 22.09.2016
      • N3/1/740,764
      • განჩინება
    • საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)
      • 22.09.2016
      • N3/2/740,764
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- საქართველოს სახალხო დამცველი
      • 31.08.2016
      • ac764
      • amicus curiae
    • ა) „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელის №679); ბ) „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №720 და №721) გ) საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები №740 და №764).
      • 15.06.2016
      • N3/5-1/679, 720, 721, 740, 764
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძის და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 15 ივნისის №3/5-1/679,720,721,740,764 საოქმო ჩანაწერზე
      • 15.06.2016
      • do3/5-1/679,720,721,740,764
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს მოქალაქეები  - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 6.06.2016
      • N1/10/764
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქეები  - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 3.06.2016
      • N764
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • შპს „ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 19.05.2016
      • N1/7/720
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 19.05.2016
      • N1/9/740
      • საოქმო ჩანაწერი
    • „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
      • 19.05.2016
      • N1/8/721
      • საოქმო ჩანაწერი
    • „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 2.04.2016
      • N1/3/679
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 28.03.2016
      • N740
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 16.02.2016
      • N720
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 16.02.2016
      • N721
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.10.2015
      • N679
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №3/3/740,764 განჩინება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764)

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/3/740,764
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი პაპუაშვილი, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი,
თარიღი 22 სექტემბერი 2016
გამოქვეყნების თარიღი 22 სექტემბერი 2016 12:43

პლენუმის შემადგენლობა:

გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;

კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ქეთევან ერემაძე - წევრი;

მაია კოპალეიშვილი - წევრი;

მერაბ ტურავა - წევრი;

ზაზა თავაძე - წევრი;

ოთარ სიჭინავა - წევრი;

ლალი ფაფიაშვილი - წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელები N740 და N764).

განსახილველი საკითხი: N740 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - მერაბ ტურავას და ოთარ სიჭინავას აცილების შესახებ.

I

1. 2016 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს №740 კონსტიტუციურ სარჩელზე შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ბექა ბასილაიამ და მოითხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ორი წევრის, ოთარ სიჭინავას და მერაბ ტურავას აცილება.

2. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების აუცილებელ საფუძველს. მხოლოდ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს შესწევს უნარი, უზრუნველყოს ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება სახელმწიფოში. საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვა, თავის მხრივ, მოიცავს არა მხოლოდ საქმის ობიექტურ განხილვას, არამედ აღქმას იმისა, რომ საქმე სასამართლომ განიხილა დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ზოგადად, მოსამართლის აცილების საფუძველს წარმოადგენს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობა. მოსამართლის მიუკერძოებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემთხვევაში, საკითხი უნდა გადაწყდეს სუბიექტური და ობიექტური ტესტის გამოყენებით. სუბიექტური ტესტი გულისხმობს მოსამართლის ქმედებების შეფასებას, რაც მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველია, ხოლო ობიექტური ტესტი მნიშვნელობას ანიჭებს სხვა ფაქტორებს, რაც მოსამართლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის საფუძველს ქმნის. ერთ-ერთი ტესტის დაკმაყოფილება ავტომატურად უნდა წარმოადგენდეს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის აცილების საფუძველს. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის აზრით, მოცემულ საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ორი წევრის, ოთარ სიჭინავასა და მერაბ ტურავას შესახებ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ ორივე ტესტის დაკმაყოფილების ფაქტზე.

4. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავა, მოსარჩელე გიორგი უგულავას მიმართ მიკერძოებულია, რადგან ის ცდილობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2015 წლის 15 სექტემბრის N3/2/646 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გამოცხადების შეფერხებას. შესაბამისად, მოცემულ საქმეზეც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას მიმართ ვერ იარსებებს საქმისადმი ობიექტური დამოკიდებულების მოლოდინი.

5. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას მიერ მასობრივი ინფორმაციის წყაროთათვის მიცემული ინტერვიუები მიუთითებს მის წინასწარ ნეგატიურ განწყობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე და ასეთ პირობებში მოსარჩელის მხრიდან ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებას აზრი ეკარგება.

6. შუამდგომლობის მიხედვით, საქმისადმი მიუკერძოებლობის ეჭვები არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ ოთარ სიჭინავას მიმართაც, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ჩასატარებელი სხდომების გადადებას უკავშირდება. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, ზემოაღნიშნულ თარიღებში ჩასატარებელი სხდომების გადადება სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ ოთარ სიჭინავას ინიციატივით იყო განპირობებული. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, მერაბ ტურავა და ოთარ სიჭინავა განზრახ ცდილობენ მოცემული საქმის გაჭიანურებას, რაც მოქმედი ხელისუფლების ინტერესებში შედის.

7. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებით, ზემოაღნიშნული გარემოებები მიანიშნებენ ხსენებული მოსამართლეების საქმის შედეგისადმი პირდაპირ დაინტერესებაზე, რაც, კანონმდებლობის მიხედვით, საქმეზე მათი აცილების საფუძველი უნდა გახდეს.

8. მოსარჩელე მხარე საკუთარ შუამდგომლობას ამყარებს, მათ შორის, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით.

II

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მოსამართლის აცილების შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობაში“.

2. შუამდგომლობებში მითითებულია, რომ არსებობს ეჭვები მოსამართლე მერაბ ტურავას და ოთარ სიჭინავას მიუკერძოებლობის შესახებ. მოსამართლე მერაბ ტურავას მიკერძოებულობის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსამართლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუებში იკვეთება წინასწარი ნეგატიური განწყობა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე, ხოლო მოსამართლე ოთარ სიჭინავას აცილებასთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ 2016 წლის 2 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ჩასატარებელი სასამართლო სხდომების გადადება ხსენებული მოსამართლის ინიციატივით იყო განპირობებული.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა იმსჯელა მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მერაბ ტარავას და ოთარ სიჭინავას აცილების საკითხს და მიიჩნია, რომ აცილების შუამდგომლობაში მოყვანილი არგუმენტაცია არასაკმარისია რათა ეჭვქვეშ დადგეს განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელებში წამოჭრილი სადავო საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

III

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობები სასამართლოს წევრების - მერაბ ტურავას და ოთარ სიჭინავას აცილების შესახებ.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3.განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის წევრები:

გიორგი პაპუაშვილი

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ